სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოვჩნდეთ უფრო გამხდრები
როგორ გამოვჩნდეთ უფრო გამხდრები

ცე­ლუ­ლი­ტი, დიდი ზო­მის თე­ძო­ე­ბი, ღიპი - ეს პრობ­ლე­მა მსოფ­ლი­ო­ში უამ­რავ ქალს აწუ­ხებს. წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად სა­უ­კე­თე­სო ხერ­ხი დი­ე­ტა, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი საკ­ვე­ბი და სპორტდარ­ბაზ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია, თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ხერ­ხი, რო­მე­ლიც მან­დი­ლოს­ნებს და­ეხ­მა­რე­ბათ, ვი­ზუ­ა­ლუ­რად "წო­ნა­ში და­იკ­ლონ".

1. წელ­ში გა­მარ­თულ­მა ია­რეთ: სხე­უ­ლის სწო­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ფი­გუ­რას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ცვლის. მოხ­რი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სი­მაღ­ლე­შიც იკ­ლებს და დიდი ზო­მის მუ­ცე­ლი უფრო წინ იწე­ვა. ამ დროს იმა­ლე­ბა მკერ­დის ღირ­სე­ბაც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუკი მკერ­დი პა­ტა­რაა. რო­დე­საც ქალი გა­მარ­თუ­ლი და­დის, მკერ­დი სა­თა­ნა­დო სი­მაღ­ლე­ზეა და უფრო ლა­მა­ზიც ჩანს.

2. ჩა­იც­ვით გრძე­ლი მა­ი­სუ­რი: მა­ი­სუ­რის სიგ­რძე საჯ­დომს ოდ­ნავ უნდა ფა­რავ­დეს. ყუ­რა­დღე­ბა მიქ­ცი­ეთ, პე­რან­გი არ იყოს წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი - ტან­ზე მოტ­მას­ნი­ლი ნა­ჭე­რი ცე­ლუ­ლიტს "გა­მო­ფენს". თუმ­ცა, მა­ი­სუ­რი თქვე­ნი ზო­მის უნდა იყოს, ერთი ზო­მით დიდი პე­რან­გიც კი სხე­უ­ლის მა­სას მე­ტად გაზ­რდის.

3. სწო­რად შე­არ­ჩი­ეთ ფერი: თუკი ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან მსუ­ქა­ნია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია ჭრე­ლი სა­მო­სი არ მო­უხ­დე­ბა. თუმ­ცა, იმ გო­გო­ნებს, რომ­ლებ­მაც სა­სურ­ველ წო­ნა­ზე მაქ­სი­მუმ 7 კი­ლო­თი მო­ი­მა­ტეს, უფ­ლე­ბა აქვთ, შე­და­რე­ბით ღია ფე­რის სა­მო­სი შე­არ­ჩი­ონ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სხე­უ­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბას მუქ ფერ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი სა­მო­სი ამ­ცი­რებს.

არას­წო­რია ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ზო­ლე­ბი­ა­ნი სა­მო­სის შე­ძე­ნა, ეს ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდარ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მაც კი ინა­ნონ, რად­გა­ნაც ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, სხე­უ­ლის მასა ვი­ზუ­ა­ლუ­რად დიდი ჩანს. არას­წო­რია ბევ­რი ღი­ლით, ელ­ვი­თა და სხვა დე­ტა­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­მო­სის შე­ძე­ნაც.

4. შე­ი­ძი­ნეთ მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი: რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა ქალ­მა იცის მა­ღა­ლი ქუს­ლე­ბის ღირ­სე­ბა. ქუს­ლებ­ზე ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი და გამ­ხდა­რი ჩანს. თუმ­ცა, ფეხ­საც­მლის შე­ძე­ნა ად­ვი­ლი არაა - ბევ­რმა ქალ­მა არც კი იცის, რომ არას­წო­რად შერ­ჩე­ულ­მა ქუს­ლის სი­მაღ­ლემ, ან სის­ქემ შე­იძ­ლე­ბა და­ა­მა­ხინ­ჯოს; მა­გა­ლი­თად, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ქალი, რო­მე­ლიც წვრილ­ქუს­ლი­ან (ე.წ. "შპილ­კა") და წაწ­ვე­ტე­ბულ­ცხვი­რი­ან ფეხ­საც­მელს შე­ი­ძენს, უფრო მსუ­ქა­ნი გა­მოჩ­ნდე­ბა და ადა­მი­ანს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩე­ბა, თით­ქოს ქალ­მა 3 ზო­მით პა­ტა­რა ფეხ­საც­მე­ლი იყი­და.

თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლის დღის გრა­ფი­კი ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია და ყო­ველ დღე ქუს­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი - შე­უძ­ლე­ბე­ლი. თუ გო­გო­ნა და­ბა­ლი და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია, ოდ­ნავ მა­ღალ პლატ­ფორ­მა­ზე მდგა­რი ფეხ­საც­მე­ლი უნდა იყი­დოს. თუკი მა­ღა­ლი და მსუ­ქა­ნი ხართ, მუქი ფე­რის და­ბალ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი შე­არ­ჩი­ეთ. კრე­მის­ფერ მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­ში კი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ქალი მა­ღა­ლი ჩანს.

5. აქ­ცენ­ტი სხე­უ­ლის გამ­ხდარ ნა­წილ­ზე გა­ა­კე­თეთ: თუკი დიდი მუ­ცე­ლი გაქვთ, მაგ­რამ თე­ძო­ე­ბი უფრო სუს­ტი, ტოპ­სა და ტან­ზე მომ­დგარ კა­ბას ნუ იყი­დით. უარი თქვით ისეთ კა­ბა­სა და მა­ი­სურ­ზე, რო­მელ­საც წელ­ზე ქა­მა­რი აქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი - ასეთ სა­მოს­ში ღიპი ორად იყო­ფა, გვერ­დებ­ზე კი ზედ­მე­ტი ქონი უად­გი­ლოდ ამო­იზ­რდე­ბა.

6. სწო­რად შე­არ­ჩი­ეთ აქ­სე­სუ­ა­რი: თუკი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი და მა­ღა­ლი ხართ, დიდი ზო­მის სამ­კა­უ­ლი შე­ი­ძი­ნეთ. და­ბალ­მა და ჭარ­ბწო­ნი­ან­მა ქა­ლებ­მა სა­შუ­ა­ლო­ზე ოდ­ნავ დიდი ზო­მის ჩან­თა იყი­დეთ - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, თქვე­ნი გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა ჩან­თის ფონ­ზე შემ­ცირ­დე­ბა.

7. თქვე­ნი ზო­მის სა­მო­სი იყი­დეთ: ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ხში­რად ცდე­ბი­ან, რო­დე­საც ზედ­მე­ტი წო­ნის და­სა­მა­ლად დიდი ზო­მის სა­მოსს ყი­დუ­ლო­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ფი­გუ­რას თა­ვად იმა­ხინ­ჯე­ბენ.

8. შე­წყვი­ტეთ სხვებ­თან თქვენს ზედ­მეტ წო­ნა­ზე სა­უ­ბა­რი: თქვენს თავს თუ სხვებ­თან აძა­გებთ, მათ­გან რა­ღას უნდა ელო­დეთ? ისე­თი ფრა­ზე­ბი რო­გო­რი­ცაა - "მსუ­ქა­ნი ვარ", "წო­ნა­ში ვერ ვიკ­ლებ", "კარგ დი­ე­ტას ხომ ვერ მირ­ჩევ­დით?" - და­ი­ვი­წყეთ.

გახ­სოვ­დეთ, რო­გორც კი თქვენს ნაკლზე სა­ჯა­როდ, თუნ­დაც მე­გო­ბარ­თან გა­ნა­ცხა­დებთ, ისი­ნი სა­კუ­თარ შე­ნიშ­ვნებს თავ­ზე უტაქ­ტოდ მო­გახ­ვე­ვენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია wikihow.com-ის მი­ხედ­ვით.

როგორ გამოვჩნდეთ უფრო გამხდრები

როგორ გამოვჩნდეთ უფრო გამხდრები

ცელულიტი, დიდი ზომის თეძოები, ღიპი - ეს პრობლემა მსოფლიოში უამრავ ქალს აწუხებს. წონაში დასაკლებად საუკეთესო ხერხი დიეტა, სწორად შერჩეული საკვები და სპორტდარბაზში გატარებული რამდენიმე საათია, თუმცა არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც მანდილოსნებს დაეხმარებათ, ვიზუალურად "წონაში დაიკლონ".

1. წელში გამართულმა იარეთ: სხეულის სწორი მდგომარეობა ფიგურას მნიშვნელოვნად ცვლის. მოხრილი ქალბატონი სიმაღლეშიც იკლებს და დიდი ზომის მუცელი უფრო წინ იწევა. ამ დროს იმალება მკერდის ღირსებაც, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მკერდი პატარაა. როდესაც ქალი გამართული დადის, მკერდი სათანადო სიმაღლეზეა და უფრო ლამაზიც ჩანს.

2. ჩაიცვით გრძელი მაისური: მაისურის სიგრძე საჯდომს ოდნავ უნდა ფარავდეს. ყურადღება მიქციეთ, პერანგი არ იყოს წელში გამოყვანილი - ტანზე მოტმასნილი ნაჭერი ცელულიტს "გამოფენს". თუმცა, მაისური თქვენი ზომის უნდა იყოს, ერთი ზომით დიდი პერანგიც კი სხეულის მასას მეტად გაზრდის.

3. სწორად შეარჩიეთ ფერი: თუკი ქალბატონი ძალიან მსუქანია, რასაკვირველია ჭრელი სამოსი არ მოუხდება. თუმცა, იმ გოგონებს, რომლებმაც სასურველ წონაზე მაქსიმუმ 7 კილოთი მოიმატეს, უფლება აქვთ, შედარებით ღია ფერის სამოსი შეარჩიონ. რასაკვირველია, ყველა შემთხვევაში სხეულის გარშემოწერილობას მუქ ფერში გადაწყვეტილი სამოსი ამცირებს.

არასწორია ჰორიზონტალური ზოლებიანი სამოსის შეძენა, ეს ნაბიჯი შეიძლება გამხდარმა ქალბატონებმაც კი ინანონ, რადგანაც ყველა შემთხვევაში, სხეულის მასა ვიზუალურად დიდი ჩანს. არასწორია ბევრი ღილით, ელვითა და სხვა დეტალებით გაფორმებული სამოსის შეძენაც.

4. შეიძინეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი: რასაკვირველია, ყველა ქალმა იცის მაღალი ქუსლების ღირსება. ქუსლებზე ქალბატონი ყოველთვის მაღალი და გამხდარი ჩანს. თუმცა, ფეხსაცმლის შეძენა ადვილი არაა - ბევრმა ქალმა არც კი იცის, რომ არასწორად შერჩეულმა ქუსლის სიმაღლემ, ან სისქემ შეიძლება  დაამახინჯოს; მაგალითად, ჭარბწონიანი ქალი, რომელიც წვრილქუსლიან (ე.წ. "შპილკა") და წაწვეტებულცხვირიან ფეხსაცმელს შეიძენს, უფრო მსუქანი გამოჩნდება და ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, თითქოს ქალმა 3 ზომით პატარა ფეხსაცმელი იყიდა.

თუმცა, თანამედროვე ქალის დღის გრაფიკი ძალიან გადატვირთულია და ყოველ დღე ქუსლებზე სიარული - შეუძლებელი. თუ გოგონა დაბალი და ჭარბწონიანია, ოდნავ მაღალ პლატფორმაზე მდგარი ფეხსაცმელი უნდა იყიდოს. თუკი მაღალი და მსუქანი ხართ, მუქი ფერის დაბალძირიანი ფეხსაცმელი შეარჩიეთ. კრემისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში კი ვიზუალურად ქალი მაღალი ჩანს.

5. აქცენტი სხეულის გამხდარ ნაწილზე გააკეთეთ: თუკი დიდი მუცელი გაქვთ, მაგრამ თეძოები უფრო სუსტი, ტოპსა და ტანზე მომდგარ კაბას ნუ იყიდით. უარი თქვით ისეთ კაბასა და მაისურზე, რომელსაც წელზე ქამარი აქვს დამაგრებული - ასეთ სამოსში ღიპი ორად იყოფა, გვერდებზე კი ზედმეტი ქონი უადგილოდ ამოიზრდება. 

6. სწორად შეარჩიეთ აქსესუარი: თუკი ჭარბწონიანი და მაღალი ხართ, დიდი ზომის სამკაული შეიძინეთ. დაბალმა და ჭარბწონიანმა ქალებმა საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის ჩანთა იყიდეთ - ასეთ შემთხვევაში, თქვენი გარშემოწერილობა ჩანთის ფონზე შემცირდება.

7. თქვენი ზომის სამოსი იყიდეთ: ქალბატონები ხშირად ცდებიან, როდესაც ზედმეტი წონის დასამალად დიდი ზომის სამოსს ყიდულობენ. სინამდვილეში, ფიგურას თავად იმახინჯებენ.

8. შეწყვიტეთ სხვებთან თქვენს ზედმეტ წონაზე საუბარი: თქვენს თავს თუ სხვებთან აძაგებთ, მათგან რაღას უნდა ელოდეთ? ისეთი ფრაზები როგორიცაა - ”მსუქანი ვარ”, ”წონაში ვერ ვიკლებ”, ”კარგ დიეტას ხომ ვერ მირჩევდით?” - დაივიწყეთ.

გახსოვდეთ, როგორც კი თქვენს ნაკლზე საჯაროდ, თუნდაც მეგობართან განაცხადებთ, ისინი საკუთარ შენიშვნებს თავზე უტაქტოდ მოგახვევენ.

მომზადებულია wikihow.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს