თამარ ჩერგოლეიშვილი - გავარკვიოთ, ვინ ჩაითრია ივანიშვილის ძმისშვილი კორუფციაში და პასუხი ვაგებინოთ

თამარ ჩერგოლეიშვილი - გავარკვიოთ, ვინ ჩაითრია ივანიშვილის ძმისშვილი კორუფციაში და პასუხი ვაგებინოთ

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის მიერ პოლიციელის მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ჩერგოლეიშვილი ექსპერტ ლევან რამიშვილის "ფეისბუქის" გვერდიდან "ნეტგაზეთის" სტატიის "ლინკს" იზიარებს, სადაც საუბარია, რომ "უსუფაშვილმა ივანიშვილის ძმისშვილის საქმეზე პროკურატურას მიმართა".

"გავარკვიოთ, ვინ ჩაითრია ივანიშვილის ძმისშვილი კორუფციაში და პასუხი ვაგებინოთ :)", - წერს ჩერგოლეიშვილი და "ნეტგაზეთზე" გამოქვეყნებული მასალიდან შემდეგი ამონარიდები მოჰყავს:

"პირდაპირ ეთერში წაკითხული დანაშაულის შემადგენლობას, ორშაბათს დილითვე ვუგზავნი მთავარ პროკურორს და მივმართავ, რომ პირდაპირ ეთერში გაჟღერდა ინფორმაცია, ვნახეთ კადრები, ქალბატონ ეკა კვესიტაძეს აქვს ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაული და ვთხოვთ გულდასმით გამოიძიოს დანაშაული".

თუმცა უსუფაშვილმა შსს-ს მასალას "სერიალი" და მასზე ასახულ პირს, რომლის მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი, "მსახიობი" უწოდა:

ჩერგოლეიშვილის პოსტს რამდენიმე ინტერნეტ-მომხმარებელი გამოეხმაურა:

"ქალბატონო თამარ, ივანიშვილის ძმიშვილი (რატომღაც ივანაშვილი ) არასერიოზული, მატყუარა, იდიოტი და კრეტინი ყოფილა. გავანებოთ თავი, მას ბიძამისმა უკვე გამოუტანა განაჩენი ამ შეფასებით. ისე ვის გავს ნეტა?"

"აბა ისეთი ადამიანის ძმისშვილი როგორიც ბიძინაა, როგორ შეიძლება იყოს კანონდამრღვევი? საოცარია პირდაპირ, ევროპა არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად გავოცდი"

"ისე, ძმისშვილი რომ ბიძას ასე ძალიან ჰგავდეს, იშვიათად მინახავს"

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 3 დეკემბერს საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს განცხადებით მიმართა. განცხადება შსს-ს მიერ 24 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალას ეხება, სადაც საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობაა ასახული და ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი პოლიციელის მოსყიდვას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს