პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა უარი კულტურის მინისტრმა მოადგილეებად იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის დანიშვნაზე
 რატომ თქვა უარი კულტურის მინისტრმა მოადგილეებად იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის დანიშვნაზე

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის რან­გში ბა­ტონ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას პირ­ვე­ლად შევ­ხვდით. მახ­სოვს, ბოლო ინ­ტერ­ვიუ მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად ყოფ­ნი­სას ჩავ­წე­რეთ. მას შემ­დეგ თვე­ზე მეტი გა­ვი­და. ბა­ტო­ნი გუ­რა­მი, ალ­ბათ, გა­ეც­ნო სა­მი­ნის­ტროს "ცხოვ­რე­ბას", მის თა­ნამ­შრომ­ლებს, ორი მო­ად­გი­ლე უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ჰყავს - ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი და მა­რი­ნე მი­ზან­და­რი, მო­ად­გი­ლე­ო­ბის ორი კან­დი­და­ტის - იური მე­ჩი­თო­ვი­სა და ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძის ბედი კი "ყვე­ლა სი­ახ­ლის" ამ ნომ­რის გა­მოს­ვლამ­დე ორი დღით ადრე გა­და­წყდა. ამ სა­მი­ნის­ტროს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მით­ქმა-მოთ­ქმის გამო აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნი­ეთ ბა­ტონ მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა და გა­სა­უბ­რე­ბა.

- ერთი თვეა, დი­ლი­დან ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობთ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, ანუ 2013 წლის და, ასე­ვე, გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. ვსწავ­ლობთ, რა სჭირ­დე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, რათა მო­ვუ­ა­როთ ძველს და ჩა­ვა­ბა­როთ ახალ თა­ო­ბას, ამას­თა­ნა­ვე, ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს მფარ­ვე­ლო­ბა გა­ვუ­წი­ოთ, ხელი შე­ვაშ­ვე­ლოთ. ვა­ყა­ლი­ბებთ საბ­ჭო­ებს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა მას კო­მი­სი­ე­ბიც ვუ­წო­დოთ, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერთ დიდ საბ­ჭო­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან და მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­თა ფუნ­ქცია და­ე­კის­რე­ბათ. და­სა­ფი­ნან­სე­ბელ პრ­ოექ­ტებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ებ­საც კონ­კრე­ტუ­ლი სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი კონ­კურ­სით გა­მო­ავ­ლე­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი თან­ხაა გა­მო­ყო­ფი­ლი 2013 წლის პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და ეს არ ყოფ­ნის ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ამი­ტომ თან­ხა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით უნდა გა­და­ნა­წილ­დეს, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა კი გამჭვირ­ვა­ლე უნდა იყოს.

- მა­ინც რა თან­ხა გა­მო­ი­ყო კულ­ტუ­რის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 2013 წლის­თვის?

- პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი­დან და­ფი­ნან­სე­ბას თუ არ მი­ვა­მა­ტებთ, 2013 წელს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან 80 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე გა­მო­ე­ყო­ფა და ეს ძა­ლი­ან ცო­ტაა. 2012 წელს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს 80 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი გა­მო­უყ­ვეს, 20 მი­ლი­ო­ნი კი პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი­დან გა­და­ი­რი­ცხა მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­მი­ნის­ტრო გამ­ტა­რის როლს ას­რუ­ლებ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით რაც ვიცი, ძა­ლი­ან დიდი თან­ხა, ორ­მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი ლარი იტა­ლი­ე­ლი ტე­ნო­რის, ან­დრეა ბო­ჩე­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა­სა და კონ­ცერტს მოხ­მარ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ორ მი­ლი­ონ­ზე მეტი დაჯ­და მი­უ­ზიკ­ლი "ქეთო და კოტე" და ასე შემ­დეგ. ახა­ლი მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი სა­მი­ნის­ტრო­ში, პო­ლი­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლე შე­ნო­ბის წინ მო­ცეკ­ვა­ვე "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ნა­ხე­ვარ­წუ­თი­ა­ნი კლი­პის გა­და­ღე­ბის­თვის 400 000 ლა­რამ­დე თან­ხის გა­დახ­და რომ მოგვ­თხო­ვეს. მოგ­ვეჩ­ვე­ნა, რომ თან­ხა ძა­ლი­ან გა­ბე­რი­ლი იყო, ამი­ტომ ხარჯთაღ­რი­ცხვა მო­ვი­თხო­ვეთ და რად­გან ვე­რა­ფე­რი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს, კლი­პის ავ­ტო­რებს მის გა­დახ­და­ზე უარი ვუ­თხა­რით. პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი­დან გა­დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხა კი სრუ­ლად და­ვაბ­რუ­ნეთ. რად­გან ახალ ცხოვ­რე­ბას ვი­წყებთ, წი­ნას­წარ უნდა გან­ვსა­ზღვროთ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და მკა­ფი­ოდ ვთქვათ, რომ ვინც უნდა ჩა­მო­ვი­დეს, მსგავს მას­შტა­ბურ კონ­ცერ­ტებს ჩვენ ვერ და­ვა­ფი­ნან­სებთ. მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მარ­თა­ვენ კონ­ცერ­ტებს, მაგ­რამ ამ კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ან მათი ჰო­ნო­რა­რის­თვის ბი­უ­ჯე­ტის ფულს არ­სად იხ­დი­ან! ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხით იფა­რე­ბა, ამის ფუ­ფუ­ნე­ბა კი ჩვენს ქვე­ყა­ნა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯერ არ აქვს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან­ია უცხო­ეთ­თან კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­სა­ზღვრაც: რას შე­მო­ვი­ტანთ მათ­გან და რას მი­ვაწ­ვდით. კულ­ტუ­რის ენა­ზე უნდა მო­ვაგ­ვა­როთ შიდა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც. ეს სა­მი­ნის­ტრო უნდა გახ­დეს არა მარ­ტო ძეგლ­თა დაც­ვი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მფარ­ვე­ლი, არა­მედ უნდა იყოს მა­გა­ლი­თი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის დი­ა­ლო­გი კულ­ტუ­რის ენა­ზე და სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­შე. ვეც­ნო­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" მი­მო­წე­რას, პრე­სას, მა­ს­მე­დი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს და მი­მაჩ­ნია, რომ ეს დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია და აქ არა­ნორ­მა­ლუ­რი არა­ფე­რია. თუმ­ცა ცუ­დია, რომ ზო­გი­ერ­თმა გა­ზეთ­მა და "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მო­ნათ­ქვამ­მა პო­ლე­მი­კის ფორ­მა კვლავ სი­ძულ­ვი­ლით წას­წია და­პი­რის­პი­რე­ბი­სა­კენ. ეს არის რომ გვან­გრევს და ეროვ­ნულ დაქ­საქ­სუ­ლო­ბა­ში ხარ­ჯავს ჩვენს ენერ­გი­ას. ჩემი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ყვე­ლა ინ­ტერ­ვიუ იწყე­ბო­და და სრულ­დე­ბო­და იური მე­ჩი­თო­ვი­თა და ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძით, თით­ქოს სა­მი­ნის­ტრო­ში მეტი არა­ფე­რი ხდე­ბა. დამ­ღა­ლა კი­დეც ერ­თი­სა და იმა­ვეს გა­მე­ო­რე­ბამ, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი "სი-ვი" აქვს ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძეს: შტუტ­გარ­ტში და­ამ­თავ­რა კულ­ტუ­რის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ზღვარ­გა­რეთ ბევ­რი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, კარ­გი მე­ნე­ჯე­რია, პრო­დი­უ­სე­რია და ამი­ტო­მაც მო­ვიწ­ვი­ეთ. რაც შე­ე­ხე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე" მის ად­რინ­დელ გა­მო­ნათ­ქვა­მებს, იქ "მე­გობ­რებ­ში" არ მყო­ლია, ამი­ტომ მო­ვის­მი­ნე, რაც თვი­თონ ბრძა­ნა, რომ გა­უ­ტე­ხეს პი­რა­დი გვერ­დი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბიც ჩა­უ­წე­რეს. თუკი ასეა, ძა­ლი­ან ცუდი, მაგ­რამ თუკი მარ­თლა თვი­თონ და­წე­რა, ესეც ძა­ლი­ან ცუ­დია, რად­გან არა მგო­ნია, რომ ასე­თი სი­ტყვე­ბი­თა და ტო­ნით უნდა ვე­კონ­ტაქ­ტოთ ერ­თმა­ნეთს. იური მე­ჩი­თო­ვი კი ძი­რძვე­ლი თბი­ლი­სე­ლი კა­ცია, მხი­ა­რუ­ლი და ენა­მოს­წრე­ბუ­ლი, 200-ზე მეტი პერ­სო­ნა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნა ჰქონ­და, კარ­გი მე­ნე­ჯე­რია, სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მე­სა და ფილ­მე­ბის დი­რექ­ტო­რო­ბა­ში გა­მოც­დი­ლი, ის არ გა­შიშ­ვლე­ბუ­ლა ტე­ლე­ეკ­რან­ზე, "იუ­თუ­ბი­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში კი, წელს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი, ში­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი და ჰყვე­ბა ანეკ­დო­ტებს, მაგ­რამ ვერ მო­ვუ­წო­ნებ ნათ­ქვამს, რუ­სე­ბის სა­დღეგ­რძე­ლო ყო­ველ­დღე უნდა დავ­ლი­ო­თო. ადა­მი­ა­ნე­ბის ბედს ხე­ლა­ღე­ბით და ზე­რე­ლედ ვე­რაფ­რით მო­ვე­პყრო­ბით, მაგ­რამ რად­გან კულ­ტუ­რის ახალ პო­ლი­ტი­კა­ზე ვმუ­შა­ობთ, პრიო­რი­ტე­ტებს ვად­გენთ და სა­მი­ნის­ტროს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ვაპი­რებთ, ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნალს თა­ვი­სი უნა­რე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით მი­ე­ჩი­ნე­ბა ად­გი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ავ­წონ-დავ­წო­ნეთ და გუნ­დუ­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ იური მე­ჩი­თო­ვი და ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, მათი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მი­ნის­ტროს სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად ვი­ხი­ლოთ. მთა­ვა­რია, ყვე­ლამ ერ­თად საქ­მე გა­ვა­კე­თოთ. მერ­წმუ­ნეთ, ჩემს მო­ად­გი­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კინ­კლა­ო­ბა მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა­ზეც სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობთ. ამ პე­რი­ოდს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვივ­ლით, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა გა­ი­ა­რეს და ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წევთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით, გამჭვირ­ვა­ლო­ბი­თა და დი­ა­ლო­გით. დე­მოკ­რა­ტი­ის გზა ძნე­ლი და მძი­მეა, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, "ვერ­ტი­კა­ლუ­რი მარ­თვა", "გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე-და­ნიშ­ნეს" პრინ­ცი­პი - გა­ცი­ლე­ბით იოლი, ამი­ტო­მაც მოჰ­ყვე­ბა ყო­ველ­თვის ამ უკა­ნას­კნელს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ - მისი ნგრე­ვა.

- სამ­წუ­ხა­როდ, "გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე-და­ნიშ­ნეს" პრინ­ცი­პი დღე­საც გრძელ­დე­ბა და რე­გი­ო­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ და­ნიშ­ნუ­ლი გამ­გებ­ლე­ბი ან მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლებს. მათ შო­რის არი­ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­წი­ლობ­რივ კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­საც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან.

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ თქვენ­გან პირ­ვე­ლად შე­ვი­ტყვე. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოვ­დი­ო­დით, ვამ­ბობ­დით, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებ­დით, გან­სხვა­ვე­ბით ლო­ზუნ­გი­სა - "ჩვენ ერთი გუნ­დი ვართ". ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმის­თვის მო­ვე­დით, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, და არა პარ­ტი­უ­ლი, ხედ­ვი­თა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით დავძლი­ოთ ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი, თო­რემ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ვემ­სგავ­სე­ბით. მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ას აქვს შე­სა­ბა­მი­სი მა­გა­ლი­თი - ოლი­ვერ კრომ­ვე­ლი, რო­მელ­მაც მე­ფეს თავი მოჭ­რა და თვი­თონ გახ­და მეფე. სა­კუ­თარ ხალ­ხთან სხვა ტო­ნით სა­ლა­პა­რა­კოდ მო­ვე­დით, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ კა­ნო­ნი არ კა­ნო­ნობ­დეს ან დამ­ნა­შა­ვემ პა­სუ­ხი არ აგოს, მაგ­რამ თა­ვი­სი მრწამ­სის გამო უდა­ნა­შა­უ­ლოს დას­ჯა არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ 20 წლის წინ ერ­თმა­ნეთს ვეს­რო­ლეთ და, სამ­წუ­ხა­როდ, ის სი­ძულ­ვი­ლი ინერ­ცი­ით დღე­საც მოგ­ვყვე­ბა, ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის ამ რთულ გზა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­თა­ნამ­გზავ­როთ ჩვე­ნი ძვე­ლი, დი­ა­დი კულ­ტუ­რა, რი­თაც გვიც­ნო­ბენ და ბევ­რს ვუყ­ვარ­ვართ! ვე­ღარ ვი­ცხოვ­რებთ სი­ძულ­ვი­ლით, რად­გან ქვე­ყა­ნა კი­დევ ერთხელ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა სუ­ი­ცი­დის, თვით­მკვლე­ლო­ბის ზღვარს და კვლავ კა­ტას­ტრო­ფა­ში მოვ­ყვე­ბით. ამ ზღვრის სი­ახ­ლო­ვე ვიგ­რძე­ნი და იმი­ტომ მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრა­დაც, რომ რო­გორ­მე დავ­ხმა­რე­ბო­დი ჩემს ქვე­ყა­ნას. კულ­ტუ­რის ძეგლი მხო­ლოდ ქვა და შე­ნო­ბა ხომ არ არის, კულ­ტუ­რის ძეგლი ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა­ცაა და სწო­რედ ერთ-ერთი ლექ­სი გვას­წავ­ლის: "რაც მტრო­ბას და­უნ­გრე­ვია, სიყ­ვა­რულს უშე­ნე­ბია!" ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბაც ამ ძეგლის იდე­ო­ლო­გი­ით გვინ­და წარვმარ­თოთ.

ინ­ტერ­ვიუ: "ამ რთულ გზა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ვი­თა­ნამ­გზავ­როთ ჩვე­ნი ძვე­ლი, დი­ა­დი კულ­-ტუ-­რა"

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რატომ თქვა უარი კულტურის მინისტრმა მოადგილეებად იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის დანიშვნაზე

 რატომ თქვა უარი კულტურის მინისტრმა მოადგილეებად იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის დანიშვნაზე

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის რანგში ბატონ გურამ ოდიშარიას პირველად შევხვდით. მახსოვს, ბოლო ინტერვიუ მინისტრობის კანდიდატად ყოფნისას ჩავწერეთ. მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა. ბატონი გურამი, ალბათ, გაეცნო სამინისტროს "ცხოვრებას", მის თანამშრომლებს, ორი მოადგილე უკვე დამტკიცებული ჰყავს - ალექსანდრე მარგიშვილი და მარინე მიზანდარი, მოადგილეობის ორი კანდიდატის - იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის ბედი კი "ყველა სიახლის" ამ ნომრის გამოსვლამდე ორი დღით ადრე გადაწყდა. ამ სამინისტროსთან დაკავშირებული დაუსრულებელი მითქმა-მოთქმის გამო აუცილებლად მივიჩნიეთ ბატონ მინისტრთან შეხვედრა და გასაუბრება.

- ერთი თვეა, დილიდან ღამის 12 საათამდე ვმუშაობთ კულტურის სამინისტროს მოკლევადიანი, ანუ 2013 წლის და, ასევე, გრძელვადიანი სტრატეგიის შესამუშავებლად. ვსწავლობთ, რა სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს, რათა მოვუაროთ ძველს და ჩავაბაროთ ახალ თაობას, ამასთანავე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებს მფარველობა გავუწიოთ, ხელი შევაშველოთ. ვაყალიბებთ საბჭოებს სხვადასხვა მიმართულებით, შეიძლება მას კომისიებიც ვუწოდოთ, რომელთა წარმომადგენლები ერთ დიდ საბჭოში გაერთიანდებიან და მინისტრის მრჩეველთა ფუნქცია დაეკისრებათ. დასაფინანსებელ პრ­ოექტებს შორის საუკეთესოებსაც კონკრეტული სფეროს პროფესიონალები კონკურსით გამოავლენენ. სამწუხაროდ, საკმაოდ მოკრძალებული თანხაა გამოყოფილი 2013 წლის პროექტების განსახორციელებლად და ეს არ ყოფნის ქართულ კულტურას, ამიტომ თანხა პრიორიტეტების მიხედვით უნდა გადანაწილდეს, ჩვენი მუშაობა კი გამჭვირვალე უნდა იყოს.

- მაინც რა თანხა გამოიყო კულტურისთვის ბიუჯეტიდან 2013 წლისთვის?

- პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებას თუ არ მივამატებთ, 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 80 მილიონ ლარამდე გამოეყოფა და ეს ძალიან ცოტაა. 2012 წელს კულტურის სამინისტროს 80 მილიონზე მეტი ლარი გამოუყვეს, 20 მილიონი კი პრეზიდენტის ფონდიდან გადაირიცხა მასშტაბური ღონისძიებებისთვის. ამ შემთხვევაში სამინისტრო გამტარის როლს ასრულებდა. ჯერჯერობით რაც ვიცი, ძალიან დიდი თანხა, ორმილიონ-ნახევარი ლარი იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის ჩამოყვანასა და კონცერტს მოხმარდა, დაახლოებით ორ მილიონზე მეტი დაჯდა მიუზიკლი "ქეთო და კოტე" და ასე შემდეგ. ახალი მოსული ვიყავი სამინისტროში, პოლიციის გამჭვირვალე შენობის წინ მოცეკვავე "სუხიშვილების" ნახევარწუთიანი კლიპის გადაღებისთვის 400 000 ლარამდე თანხის გადახდა რომ მოგვთხოვეს. მოგვეჩვენა, რომ თანხა ძალიან გაბერილი იყო, ამიტომ ხარჯთაღრიცხვა მოვითხოვეთ და რადგან ვერაფერი წარმოგვიდგინეს, კლიპის ავტორებს მის გადახდაზე უარი ვუთხარით. პრეზიდენტის ფონდიდან გადარჩენილი თანხა კი სრულად დავაბრუნეთ. რადგან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ვინც უნდა ჩამოვიდეს, მსგავს მასშტაბურ კონცერტებს ჩვენ ვერ დავაფინანსებთ. მსოფლიო დონის ვარსკვლავები ბევრ ქვეყანაში მართავენ კონცერტებს, მაგრამ ამ კონცერტების ორგანიზებისთვის ან მათი ჰონორარისთვის ბიუჯეტის ფულს არსად იხდიან! ყველაფერი გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით იფარება, ამის ფუფუნება კი ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ჯერ არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვან­ია უცხოეთთან კულტურული ურ­თიერთობის განსაზღვრაც: რას შემოვიტანთ მათგან და რას მივაწვდით. კულტურის ენაზე უნდა მოვაგვაროთ შიდა ურთიერთობებიც. ეს სამინისტრო უნდა გახდეს არა მარტო ძეგლთა დაცვისა და თანამედროვე ხელოვნების მფარველი, არამედ უნდა იყოს მაგალითი, როგორ შეიძლება ადამიანებს შორის დიალოგი კულტურის ენაზე და სიძულვილის გარეშე. ვეცნობი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მიმოწერას, პრესას, მასმედიის სხვა საშუალებებს და მიმაჩნია, რომ ეს დღევანდელ რეალობაში მყოფი საზოგადოების მახასიათებელია და აქ არანორმალური არაფერია. თუმცა ცუდია, რომ ზოგიერთმა გაზეთმა და "ფეისბუქში" გამონათქვამმა პოლემიკის ფორმა კვლავ სიძულვილით წასწია დაპირისპირებისაკენ. ეს არის რომ გვანგრევს და ეროვნულ დაქსაქსულობაში ხარჯავს ჩვენს ენერგიას. ჩემი ბოლოდროინდელი ყველა ინტერვიუ იწყებოდა და სრულდებოდა იური მეჩითოვითა და ხათუნა ხუნდაძით, თითქოს სამინისტროში მეტი არაფერი ხდება. დამღალა კიდეც ერთისა და იმავეს გამეორებამ, რომ შესანიშნავი "სი-ვი" აქვს ქალბატონ ხათუნა ხუნდაძეს: შტუტგარტში დაამთავრა კულტურის უმაღლესი სასწავლებელი, საზღვარგარეთ ბევრი პროექტი განახორციელა, კარგი მენეჯერია, პროდიუსერია და ამიტომაც მოვიწვიეთ. რაც შეეხება "ფეისბუქზე" მის ადრინდელ გამონათქვამებს, იქ "მეგობრებში" არ მყოლია, ამიტომ მოვისმინე, რაც თვითონ ბრძანა, რომ გაუტეხეს პირადი გვერდი და შეურაცხმყოფელი სიტყვებიც ჩაუწერეს. თუკი ასეა, ძალიან ცუდი, მაგრამ თუკი მართლა თვითონ დაწერა, ესეც ძალიან ცუდია, რადგან არა მგონია, რომ ასეთი სიტყვებითა და ტონით უნდა ვეკონტაქტოთ ერთმანეთს. იური მეჩითოვი კი ძირძველი თბილისელი კაცია, მხიარული და ენამოსწრებული, 200-ზე მეტი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა ჰქონდა, კარგი მენეჯერია, საგამომცემლო საქმესა და ფილმების დირექტორობაში გამოცდილი, ის არ გაშიშვლებულა ტელეეკრანზე, "იუთუბიზე" გავრცელებულ ვიდეოში კი, წელს ზემოთ შიშველი, შინაა გადაღებული და ჰყვება ანეკდოტებს, მაგრამ ვერ მოვუწონებ ნათქვამს, რუსების სადღეგრძელო ყოველდღე უნდა დავლიოთო. ადამიანების ბედს ხელაღებით და ზერელედ ვერაფრით მოვეპყრობით, მაგრამ რადგან კულტურის ახალ პოლიტიკაზე ვმუშაობთ, პრიო­რიტეტებს ვადგენთ და სამინისტროს რეორგანიზაციას ვაპი­რებთ, ყველა პროფესიონალს თავისი უნარების, გამოცდილებისა და შესაძლებლობის მიხედვით მიეჩინება ადგილი. ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონეთ და გუნდურად გადავწყვიტეთ, რომ იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე კულტურის მინისტრის მოადგილები არ იქნებიან, თუმცა შესაძლოა, მათი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, სამინისტროს სხვა სამსახურების ხელმძღვანელებად ვიხილოთ. მთავარია, ყველამ ერთად საქმე გავაკეთოთ. მერწმუნეთ, ჩემს მოადგილეებთან დაკავშირებული კინკლაობა მეათეხარისხოვანია იმასთან შე­დარებით, რაზეც სამინისტროში ვმუშაობთ. ამ პერიოდს აუცილებლად გავივლით, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებმა გაიარეს და ყველაფერს მივაღწევთ სამართლიანობით, გამჭვირვალობითა და დიალოგით. დემოკრატიის გზა ძნელი და მძიმეა, ავტორიტარული, "ვერტიკალური მართვა", "გაათავისუფლე-დანიშნეს" პრინციპი - გაცილებით იოლი, ამიტომაც მოჰყვება ყოველთვის ამ უკანასკნელს საზოგადოების დიდი უკმაყოფილება და საბოლოოდ - მისი ნგრევა.

- სამწუხაროდ, "გაათავისუფლე-დანიშნეს" პრინციპი დღე­საც გრძელდება და რეგიონებში "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული გამგებლები ან მაჟორიტარი დეპუტატები ათავისუფლებენ თანამშრომლებს. მათ შორის არიან მუნიციპალიტეტების კადრები, რომლებიც ნაწილობრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსაც ექვემდებარებიან.

- სიმართლე გითხრათ, ასეთი მასშტაბური გათავისუფლებების შესახებ თქვენგან პირველად შევიტყვე. როდესაც ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვამბობდით, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებდით, განსხვავებით ლოზუნგისა - "ჩვენ ერთი გუნდი ვართ". ხელისუფლებაში იმისთვის მოვედით, რომ სახელმწიფოებრივი, და არა პარტიული, ხედვითა და გადაწყვეტილებებით დავძლიოთ ძველი პრობლემები, თორემ წინა ხელისუფლებას დავემსგავსებით. მსოფლიოს ისტორიას აქვს შესაბამისი მაგალითი - ოლივერ კრომველი, რომელმაც მეფეს თავი მოჭრა და თვითონ გახდა მეფე. საკუთარ ხალხთან სხვა ტონით სალაპარაკოდ მოვედით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანონი არ კანონობდეს ან დამნაშავემ პასუხი არ აგოს, მაგრამ თავისი მრწამსის გამო უდანაშაულოს დასჯა არაფრით შეიძლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 20 წლის წინ ერთმანეთს ვესროლეთ და, სამწუხაროდ, ის სიძულვილი ინერციით დღესაც მოგვყვება, ამიტომ ცხოვრების ამ რთულ გზაზე აუცილებლად უნდა ვითანამგზავროთ ჩვენი ძველი, დიადი კულტურა, რითაც გვიცნობენ და ბევრს ვუყვარვართ! ვეღარ ვიცხოვრებთ სიძულვილით, რადგან ქვეყანა კიდევ ერთხელ მიუახლოვდება სუიციდის, თვითმკვლელობის ზღვარს და კვლავ კატასტროფაში მოვყვებით. ამ ზღვრის სიახლოვე ვიგრძენი და იმიტომ მოვედი პოლიტიკაში, კულტურის მინისტრადაც, რომ როგორმე დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას. კულტურის ძეგლი მხოლოდ ქვა და შენობა ხომ არ არის, კულტურის ძეგლი ზეპირსიტყვიერებაცაა და სწორედ ერთ-ერთი ლექსი გვასწავლის: "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!" ჩვენი მუშაობაც ამ ძეგლის იდეოლოგიით გვინდა წარვმართოთ.

ინტერვიუ: "ამ რთულ გზა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ვი­თა­ნამ­გზავ­როთ ჩვე­ნი ძვე­ლი, დი­ა­დი კულ­-ტუ-­რა"

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა