პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ენისტონისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილებზე სკანდალს ელიან
ჯენიფერ ენისტონისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილებზე სკანდალს ელიან

მსა­ხი­ო­ბე­ბი ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ერ­თმა­ნეთს და­გეგ­მი­ლი ქორ­წი­ლის გამო ემ­ტე­რე­ბი­ან. რო­გორც ვარ­სკვლა­ვე­ბის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ან­ჯე­ლი­ნა და ჯე­ნი­ფე­რი ერ­თმა­ნე­თის ჯიბ­რზე ეპა­ტი­ჟე­ბი­ან სე­ლებ­რი­თებს, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც ენის­ტონ­მა იმარ­ჯვა - მო­საწ­ვე­ვი ჰო­ლი­ვუ­დის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ვარ­სკვლავს, მათ შო­რის ჯონი დეპ­სა და ჯორჯ კლუ­ნის უკვე და­უ­რიგ­და.

ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ერ­თსა და იმა­ვე თვე­სა და რი­ცხვში გეგ­მა­ვენ ქორ­წილს და თუკი რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი თა­რიღს ცვლის, მე­ო­რეც ასე იქ­ცე­ვა. მა­გა­ლი­თად, ან­ჯე­ლი­ნამ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ თეთ­რი კა­ბით მხო­ლოდ პა­რიზ­ში იქორ­წი­ნებს, ჯე­ნი­ფერ­მაც ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­რა. ან­ჯე­ლი­ნა "მე­გო­ბარს" ჩა­ნა­ფიქ­რს მი­უხ­ვდა და გეგ­მე­ბი სას­წრა­ფოდ შეც­ვა­ლა. ვარ­სკვლა­ვე­ბის მე­გობ­რე­ბი სწუ­ხან, რომ დიდი შან­სია, ქორ­წი­ლებ­მა სკან­და­ლით ჩა­ი­ა­როს.

ამ­ჟა­მად ან­ჯე­ლი­ნას ჯე­ნი­ფერ­თან მე­ტო­ქე­ო­ბის­თვის არ ცხე­ლა, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სა­დე­დამ­თი­ლოა, რო­მე­ლიც მას­თან ჩხუბს ქუ­ჩა­შიც არ ერი­დე­ბა. ან­ჯე­ლი­ნას რთულ ხა­სი­ათ­ზე ხში­რად სა­უბ­რო­ბენ ჰო­ლი­ვუდ­ში, ერთი არას­წო­რი სი­ტყვა და დიდი შან­სია, მსა­ხი­ობ­მა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვას - გარ­და ამი­სა, ვარ­სკვლა­ვიც ხში­რად აცხა­დებს, რომ მე­გობ­რე­ბი არ ჰყავს და მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბას ყვე­ლა გა­ურ­ბის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია showbizspy.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ჯენიფერ ენისტონისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილებზე სკანდალს ელიან

ჯენიფერ ენისტონისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილებზე სკანდალს ელიან

მსახიობები ჯენიფერ ენისტონი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს დაგეგმილი ქორწილის გამო ემტერებიან. როგორც ვარსკვლავების მეგობრები ამბობენ, ანჯელინა და ჯენიფერი ერთმანეთის ჯიბრზე ეპატიჟებიან სელებრითებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ენისტონმა იმარჯვა - მოსაწვევი ჰოლივუდის 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავს, მათ შორის ჯონი დეპსა და ჯორჯ კლუნის უკვე დაურიგდა.

ქალბატონები ერთსა და იმავე თვესა და რიცხვში გეგმავენ ქორწილს და თუკი რომელიმე მათგანი თარიღს ცვლის, მეორეც ასე იქცევა. მაგალითად, ანჯელინამ საჯაროდ განაცხადა, რომ თეთრი კაბით მხოლოდ პარიზში იქორწინებს, ჯენიფერმაც ქორწილის ორგანიზატორები საფრანგეთში დაიბარა. ანჯელინა "მეგობარს" ჩანაფიქრს მიუხვდა და გეგმები სასწრაფოდ შეცვალა. ვარსკვლავების მეგობრები სწუხან, რომ დიდი შანსია, ქორწილებმა სკანდალით ჩაიაროს.

ამჟამად ანჯელინას ჯენიფერთან მეტოქეობისთვის არ ცხელა, მთავარი პრობლემა სადედამთილოა, რომელიც მასთან ჩხუბს ქუჩაშიც არ ერიდება. ანჯელინას რთულ ხასიათზე ხშირად საუბრობენ ჰოლივუდში, ერთი არასწორი სიტყვა და დიდი შანსია, მსახიობმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვას - გარდა ამისა, ვარსკვლავიც ხშირად აცხადებს, რომ მეგობრები არ ჰყავს და მასთან ახლო ურთიერთობას ყველა გაურბის.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება