პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობიკო დადიანი: "ვეჭვობ, დუდუს მკვლელობის საქმეში გავლენიანი პირია გარეული"
რობიკო დადიანი: "ვეჭვობ, დუდუს მკვლელობის საქმეში გავლენიანი პირია გარეული"

2002 წლის 22 იან­ვარს ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი, "ვი­თა­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი, იმ­ხა­ნად კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი დუდუ (და­ვით) და­დი­ა­ნი სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბის კი­ბე­ზე მოკ­ლეს. ეს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა დღე­საც გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია და მკვლე­ლი - და­უს­ჯე­ლი. დუ­დუს ოთხი ტყვია ეს­რო­ლეს, მკვლე­ლო­ბის ძი­რი­თად ვერ­სი­ად, თა­ვის დრო­ზე, პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა სა­ხელ­დე­ბო­და.­

გა­მო­ძი­ე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის თხოვ­ნით, დუდუ და­დი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თეს ჯერ შე­ვარ­დნა­ძის, შემ­დეგ კი სა­ა­კაშ­ვი­ლის ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, მაგ­რამ პა­სუ­ხი ყვე­ლას ერთი ჰქონ­და - "გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევთ". ოჯახ­მა ამ­ჯე­რად ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა საქ­მის ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბის თხოვ­ნით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2010 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ა­პა­ტიმ­რეს დუ­დუს ძმა ლე­ვან და­დი­ა­ნი, რა­საც ახ­ლობ­ლე­ბი დუ­დუს საქ­მეს უკავ­ში­რე­ბენ.

ნინო და­დი­ა­ნი, ლე­ვა­ნის მე­უღ­ლე: - 2010 წელს და­ი­წყო დუ­დუს მკვლე­ლო­ბის საქ­მის ვი­თომ ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რეს ჩემი მა­მამ­თი­ლი და ჰკი­თხეს, რამე ხომ არ იცი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხე­ბო. მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე კახა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ეჭვი გვაქვს, თქვენ­მა შვილ­მა, ლე­ვან­მა რა­ღაც იცის და არ გვე­უბ­ნე­ბაო. ხოლო რო­დე­საც ლე­ვა­ნი და­კი­თხვი­დან გა­მო­ვი­და, გვი­თხრა, უც­ნა­ურ რა­ღა­ცებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ეჭვი გა­მიჩ­ნდა, რომ ჩემ­ზე მეტი მათ იცი­ან და ჩემ­გან რა უნ­დათ, ვერ მივ­ხვდიო... ლე­ვა­ნი ე.წ. მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში იყო ჩას­მუ­ლი. აგ­ვის­ტო­ში მთე­ლი ოჯა­ხი ურეკ­ში ვის­ვე­ნებ­დით. ერთ დღე­საც, ვი­ღაც უც­ნო­ბი ლე­ვან­თან მი­ვი­და, უთხრა, შენ­თან ტან­საც­მე­ლი გა­მო­მა­ტა­ნე­სო და შარ­ვა­ლი მი­უგ­დო. თურ­მე მას­ში 0,06 გრა­მი მე­ტა­დო­ნი იყო. ასე და­ი­ჭი­რეს ლე­ვა­ნი და 260-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა არ მა­ცა­ლეს, ისე შე­ან­გრი­ეს ჩვე­ნი ბი­ნის კარი და იქა­უ­რო­ბა გა­ჩხრი­კეს, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. ლე­ვანს ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დუ­დუს გა­მოა და­ჭე­რი­ლიო. სა­ბო­ლო­ოდ ლე­ვანს ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე მი­უ­სა­ჯეს 14 წელი. შე­უ­წყვი­ტეს მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა, რისი უფ­ლე­ბაც არ ჰქონ­დათ. ჩა­აგ­დეს კარ­ცერ­ში და თავს და­ად­გნენ კახა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ვინ­მე რეზო, სოდ-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რომ­ლე­ბიც ლე­ვანს აი­ძუ­ლებ­დნენ, ვი­ღა­ცის­თვის და­ე­დო ხელი. ოღონდ ლე­ვანს რა­ღაც ეთ­ქვა და ამათ საქ­მე გა­ეხ­სნათ, თო­რემ მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა რომ არ აინ­ტე­რე­სებ­დათ - ფაქ­ტია. ლე­ვან­ზე მე­ტად ვის შე­იძ­ლე­ბა აინ­ტე­რე­სებ­დეს, ვინ და რა­ტომ მო­უკ­ლა ძმა?!

რო­ბი­კო და­დი­ა­ნი, დუ­დუს მამა: - ამა წლის 30 ნო­ემ­ბერს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ. იმე­დი მაქვს, გა­იხ­სნე­ბა დუ­დუს მკვლე­ლო­ბის საქ­მე, ოდეს­მე ხომ უნდა გა­იხ­სნას? ლე­ვანს კი ნარ­კო­ტი­კი მი­უგ­დეს და ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე წა­უ­ყე­ნეს ბრალ­დე­ბა ნარ­კო­ტი­კის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის. მა­ნამ­დე, 2008 წელს, 5 წელი პი­რო­ბი­თი მი­უ­სა­ჯეს, გა­დაგ­ვახ­დე­ვი­ნეს 10 000 ლარი და გა­მო­უშ­ვეს. მას შემ­დეგ და­ი­წყო მან ინ­ტენ­სი­უ­რი ფი­ზი­ო­თე­რა­პი­უ­ლი და ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­შიც ჩას­ვეს. ჩემი აზ­რით, ლე­ვა­ნის­გან რა­ღაც უნ­დო­დათ. თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ და პრო­კუ­რა­ტუ­რა მის და­კი­თხვას არა ნარ­კო­ტი­კებ­ზე, არა­მედ დუ­დუს საქ­მე­ზე აწარ­მო­ებ­და.

- რო­გორც ამ­ბობ­დნენ, თა­ვის დრო­ზე, რო­მე­ლი­ღაც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, რომ საქ­მე არ გახ­სნი­ლი­ყო. ოჯახს რა ვერ­სია გაქვთ, ვის შე­ეძ­ლო დუ­დუს მოკ­ვლა?

- არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ მაქვს, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, მაგ­რამ ვის აძ­ლევ­და ხელს მისი მკვლე­ლო­ბა, არ ვიცი. მერე ისიც შე­ვი­ტყვე, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ მკვლე­ლო­ბას შე­ეს­წრო, კიკ­ვი­ძის ბაღ­ში მო­უკ­ლავთ.

ვფიქ­რობ, არის ვი­ღაც გავ­ლე­ნი­ა­ნი პირი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აფერ­ხებ­და - მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის დრო­უ­ლად მის­ვლა­საც კი, დუ­დუს გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო. პო­ლი­ცია კი ყვე­ლა­ზე გვი­ან მი­ვი­და.. რომ მო­ენ­დო­მე­ბი­ნათ, ამ საქ­მის გახ­სნა არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ, მით უმე­ტეს, რომ მკვლე­ლო­ბას ჰყავ­და მოწ­მე­ე­ბი და მკვლელს ად­გილ­ზე ქუდი და­უ­ვარ­და, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­ი­ღეს. ამი­ტო­მაც ვეჭ­ვობ, რომ დუ­დუს მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ვი­ღაც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ხელი ურე­ვია.

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ იმ გავ­ლე­ნი­ან პირს დღე­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბერ­კე­ტე­ბი და ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას ხელს შე­უშ­ლის?

- ადრე თუ გვი­ან, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, არა­ფე­რი დარ­ჩე­ბა და­ფა­რუ­ლი. დუ­დუს მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სა­შინ­ლად წა­რი­მარ­თა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამას შე­ე­წი­რა ლე­ვა­ნი. დუდუ მისი გაზ­რდი­ლი იყო და ვერ გა­უძ­ლო ტრა­გე­დი­ას, ნარ­კო­ტი­კებს მი­ე­ძა­ლა. რვა წე­ლი­წა­დი მისი უბე­დუ­რე­ბის შემ­ყუ­რე ვი­ყა­ვით. ამან ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბაც შე­ი­წი­რა. ეს იმ­ხე­ლა დარ­ტყმა იყო, ყვე­ლა­ნი გაგ­ვა­ნად­გუ­რა. დუდუ ახლა 43 წლის იქ­ნე­ბო­და... არ მინ­და, ისე წა­ვი­დე ამ ქვეყ­ნი­დან, მკვლე­ლი და­უს­ჯე­ლი დარ­ჩეს.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რობიკო დადიანი: "ვეჭვობ, დუდუს მკვლელობის საქმეში გავლენიანი პირია გარეული"

რობიკო დადიანი: "ვეჭვობ, დუდუს მკვლელობის საქმეში გავლენიანი პირია გარეული"

2002 წლის 22 იანვარს ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითასა" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დუდუ (დავით) დადიანი სპორტის დეპარტამენტის შენობის კიბეზე მოკლეს. ეს გახმაურებული მკვლელობა დღესაც გამოუძიებელია და მკვლელი - დაუსჯელი. დუდუს ოთხი ტყვია ესროლეს, მკვლელობის ძირითად ვერსიად, თავის დროზე, პირადი ანგარიშსწორება სახელდებოდა.­

გამოძიების დაჩქარების თხოვნით, დუდუ დადიანის ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე მიმართეს ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს, მაგრამ პასუხი ყველას ერთი ჰქონდა - "გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს გავარკვევთ". ოჯახმა ამჯერად ახალ ხელისუფლებას მიმართა საქმის ხელახლა გამოძიების თხოვნით. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს დუდუს ძმა ლევან დადიანი, რასაც ახლობლები დუდუს საქმეს უკავშირებენ.

ნინო დადიანი, ლევანის მეუღლე: - 2010 წელს დაიწყო დუდუს მკვლელობის საქმის ვითომ ხელახალი გამოძიება. პროკურატურაში დაიბარეს ჩემი მამამთილი და ჰკითხეს, რამე ხომ არ იცი მკვლელობის შესახებო. მას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე კახა მაჭავარიანმა განუცხადა, ეჭვი გვაქვს, თქვენმა შვილმა, ლევანმა რაღაც იცის და არ გვეუბნებაო. ხოლო როდესაც ლევანი დაკითხვიდან გამოვიდა, გვითხრა, უცნაურ რაღაცებს მეკითხებოდნენ, ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემზე მეტი მათ იციან და ჩემგან რა უნდათ, ვერ მივხვდიო... ლევანი ე.წ. მეტადონის პროგრამაში იყო ჩასმული. აგვისტოში მთელი ოჯახი ურეკში ვისვენებდით. ერთ დღესაც, ვიღაც უცნობი ლევანთან მივიდა, უთხრა, შენთან ტანსაცმელი გამომატანესო და შარვალი მიუგდო. თურმე მასში 0,06 გრამი მეტადონი იყო. ასე დაიჭირეს ლევანი და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს ბრალი. თბილისში ჩამოსვლა არ მაცალეს, ისე შეანგრიეს ჩვენი ბინის კარი და იქაურობა გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ლევანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მეუბნებოდნენ, დუდუს გამოა დაჭერილიო. საბოლოოდ ლევანს ადვოკატის გარეშე მიუსაჯეს 14 წელი. შეუწყვიტეს მეტადონის პროგრამა, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ჩააგდეს კარცერში და თავს დაადგნენ კახა მაჭავარიანი და ვინმე რეზო, სოდ-ის მაღალჩინოსანი, რომლებიც ლევანს აიძულებდნენ, ვიღაცისთვის დაედო ხელი. ოღონდ ლევანს რაღაც ეთქვა და ამათ საქმე გაეხსნათ, თორემ მკვლელობის რეალური გამოძიება რომ არ აინტერესებდათ - ფაქტია. ლევანზე მეტად ვის შეიძლება აინტერესებდეს, ვინ და რატომ მოუკლა ძმა?!

რობიკო დადიანი, დუდუს მამა: - ამა წლის 30 ნოემბერს პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ. იმედი მაქვს, გაიხსნება დუდუს მკვლელობის საქმე, ოდესმე ხომ უნდა გაიხსნას? ლევანს კი ნარკოტიკი მიუგდეს და ადვოკატის გარეშე წაუყენეს ბრალდება ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის. მანამდე, 2008 წელს, 5 წელი პირობითი მიუსაჯეს, გადაგვახდევინეს 10 000 ლარი და გამოუშვეს. მას შემდეგ დაიწყო მან ინტენსიური ფიზიოთერაპიული და ფსიქოთერაპიული მკურნალობა, მეტადონის პროგრამაშიც ჩასვეს. ჩემი აზრით, ლევანისგან რაღაც უნდოდათ. თანამშრომლობას სთავაზობდნენ და პროკურატურა მის დაკითხვას არა ნარკოტიკებზე, არამედ დუდუს საქმეზე აწარმოებდა.

- როგორც ამბობდნენ, თავის დროზე, რომელიღაც მაღალჩინოსანი იყო დაინტერესებული იმით, რომ საქმე არ გახსნილიყო. ოჯახს რა ვერსია გაქვთ, ვის შეეძლო დუდუს მოკვლა?

- არანაირი ვერსია არ მაქვს, ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გავაანალიზე, მაგრამ ვის აძლევდა ხელს მისი მკვლელობა, არ ვიცი. მერე ისიც შევიტყვე, რომ ადამიანი, რომელიც ამ მკვლელობას შეესწრო, კიკვიძის ბაღში მოუკლავთ.

ვფიქრობ, არის ვიღაც გავლენიანი პირი, რომელიც ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ აფერხებდა - მკვლელობის ადგილზე სასწრაფო დახმარების დროულად მისვლასაც კი, დუდუს გადარჩენა შეუძლებელი რომ ყოფილიყო. პოლიცია კი ყველაზე გვიან მივიდა.. რომ მოენდომებინათ, ამ საქმის გახსნა არ გაუჭირდებოდათ, მით უმეტეს, რომ მკვლელობას ჰყავდა მოწმეები და მკვლელს ადგილზე ქუდი დაუვარდა, რომელიც ექსპერტიზაზე წაიღეს. ამიტომაც ვეჭვობ, რომ დუდუს მკვლელობის საქმეში ვიღაც მაღალჩინოსნის ხელი ურევია.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ გავლენიან პირს დღესაც შეიძლება ჰქონდეს ბერკეტები და ობიექტურ გამოძიებას ხელს შეუშლის?

- ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაირკვევა, არაფერი დარჩება დაფარული. დუდუს მკვლელობის შემდეგ ჩვენი ცხოვრება საშინლად წარიმართა. ფაქტობრივად, ამას შეეწირა ლევანი. დუდუ მისი გაზრდილი იყო და ვერ გაუძლო ტრაგედიას, ნარკოტიკებს მიეძალა. რვა წელიწადი მისი უბედურების შემყურე ვიყავით. ამან ჩემი ჯანმრთელობაც შეიწირა. ეს იმხელა დარტყმა იყო, ყველანი გაგვანადგურა. დუდუ ახლა 43 წლის იქნებოდა... არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, მკვლელი დაუსჯელი დარჩეს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ