სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოპ-გოგოს" გამარჯვებულმა პროექტის ორგანიზატორს სასამართლოში უჩივლა
"ტოპ-გოგოს" გამარჯვებულმა პროექტის ორგანიზატორს სასამართლოში უჩივლა

"ტოპ-გო­გოს" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თაკო თა­ლაკ­ვა­ძე "კი­კა­ლა სტუ­დიო-თი­ვის" წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში ჩა­ერ­თო. მან სარ­ჩე­ლი გა­სულ კვი­რას შე­ი­ტა­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "რუს­თა­ვი-2"-ის ეთერ­ში ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია მო­დე­ლე­ბის შე­სარ­ჩევ რე­ა­ლურ შოუს ატა­რებ­და. თაკო თა­ლაკ­ვა­ძე სამ ფი­ნა­ლისტს შო­რის აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც ლონ­დონ­ში უნდა გამ­გზავ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და ლონ­დო­ნის წამ­ყვა­ნი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უნდა შეხ­ვედ­როდ­ნენ. თაკო ამ­ბობს, რომ რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბულს, შე­პი­რე­ბუ­ლი და კონ­ტრაქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი­დან არც ერთი არ შე­უს­რუ­ლეს და ერთი ჯინ­სის ქურ­თუ­კის გარ­და ამ პრო­ექ­ტი­დან არა­ფე­რი შერ­ჩა. თაკო სა­სა­მარ­თლოს გზით მო­ი­თხოვს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას და კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

- თბი­ლი­სი­დან ლონ­დონ­ში სამი ფი­ნა­ლის­ტი გა­ვემ­გზავ­რეთ. რო­გორც ვი­ცო­დით, პირ­ვე­ლი­ვე დღეს არა, მაგ­რამ მე­ო­რე დღი­დან მა­ინც უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო შეხ­ვედ­რე­ბი ბრი­ტა­ნე­თის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან. კონ­ტრაქ­ტში არის ასე­თი პუნ­ქტი, სა­დაც "კი­კა­ლა სტუ­დიო-თი­ვის" უნდა მო­ე­წყო მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი. იქ ჩა­სუ­ლე­ბი მცი­რე ხან­ში მივ­ხვდით, რომ ისე არ მი­დი­ო­და ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც და­გეგ­მი­ლი გახ­ლდათ. ერთ დღეს ფო­ტო­სე­სია და­ი­გეგ­მა, რო­მე­ლიც ჩა­ვარ­და, არ ვიცი, ფო­ტოგ­რა­ფი არ იყო, თუ უარი თქვა გა­და­ღე­ბა­ზე. დე­ტა­ლებ­ში არ ჩაგ­ვა­ხე­დეს, ეს ისაა, რა­საც, უბ­რა­ლოდ, ყური მოვ­კა­რი. მერე, რო­გორც მახ­სოვს, სა­ლონ­ში უნდა გვქო­ნო­და ვი­ზი­ტი, ესეც გა­და­ი­დო. თან­და­თან ვრწმუნ­დე­ბო­დი, რომ არა­ფე­რი არ კეთ­დე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, გო­გო­ნებს მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ლონ­დონ­ში გაგ­ვე­სე­ირ­ნა. ექ­ვსი დღი­დან მხო­ლოდ ერთი დღე წაგ­ვიყ­ვა­ნეს თა­ვი­ან­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით. ქა­ლა­ქი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, ჩა­ვე­დით და ჩა­მო­ვე­დით, თით­ქოს და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვით.

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად რო­გორ აგარ­ჩი­ეს?

- სა­ნამ წა­მო­ვი­დო­დით, ბოლო დღე­ებ­ში ისე­თი სა­უბ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ ვფიქ­რობ­დი, ფი­ნა­ლი სა­ერ­თოდ აღარ შედ­გე­ბო­და, რად­გან პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და­ემ­თხვა ჩვე­ნი პრო­ექ­ტის და­სას­რუ­ლი. მერე, რად­გან გა­და­წყდა, რომ ფი­ნა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­სუ­ლი­ყო, და­მა­სა­ხე­ლეს "ტოპ-გო­გოს" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად. ჟი­უ­რი­ში იყ­ვნენ ოქ­სა­ნა, სა­ლო­მე და ასე­ვე ერთი ფო­ტოგ­რა­ფი. ჟი­უ­რი­ში ასე­ვე იყო კი­კა­ლას დაც, რო­მე­ლიც იქ გვეხ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა რაში, ვერ გა­ვი­გე. თა­ვად გი­ორ­გი არ ეს­წრე­ბო­და.

- რა პრი­ზი გად­მოგ­ცეს, რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბულს?

- ერთ-ერთი სპონ­სო­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ჯინ­სის ქურ­თუ­კი. სა­მი­ვე ფი­ნა­ლისტს მოგ­ვცეს 150-150 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი ე.წ. შო­პინ­გის­თვის, წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად.

- თა­ვი­დან­ვე არ გა­მოთ­ქვი პრო­ტეს­ტი?

- მე­გო­ნა, თბი­ლის­ში რომ დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, პი­რო­ბებს შე­ას­რუ­ლებ­დნენ. იმ­დე­ნად სა­სა­ცი­ლო პრი­ზი იყო, ვერ და­ვუშ­ვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე დას­რულ­დე­ბო­და.

- ჟი­უ­რის წევ­რებ­თან არ გქო­ნია ლა­პა­რა­კი?

- ისი­ნი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ და ვე­რა­ფერს წყვეტ­დნენ.

- თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ რო­გორ მო­ი­ქე­ცი?

- მივ­მარ­თე ჩემს ად­ვო­კატს, რო­მელ­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნა სტუ­დი­ას­თან. თა­ვად აღარ მივ­სულ­ვარ, რად­გან ჩემს მის­ვლას აზრი აღარ ჰქონ­და. საკ­მა­რის­ზე მეტი დრო გა­ვი­და დაბ­რუ­ნე­ბი­დან და ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ თა­ვად გად­მოდ­გამ­დნენ ნა­ბიჯს. რად­გან თვი­თონ არ ჩათ­ვა­ლეს სა­ჭი­როდ, აეხ­სნათ ჩემ­თვის, რა მოხ­და, ამი­ტო­მაც გა­ვაგ­ზავ­ნე ად­ვო­კა­ტი. მინ­დო­და, სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო სა­კი­თხე­ბი, მაგ­რამ ასე არ გა­მო­ვი­და. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ ჩემ­გან არ ელოდ­ნენ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. იყო სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ეტყო­ბო­და, რომ ამის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებ­დნენ.

- ად­ვო­კატ­მა არ ჰკი­თხა, რა­ტომ არ შეს­რულ­და პრო­ექ­ტი?

- პა­სუ­ხი ასე­თი იყო, სამ­წუ­ხა­როდ, სპონ­სო­რებ­მა, ასე ვთქვათ, "გა­დაგ­ვაგ­დე­სო", მაგ­რამ ეს ჩემი პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ არის. ერთხელ მა­ინც და­ე­რე­კათ და აეხ­სნათ სი­ტუ­ა­ცია, ასე არ­სად ხდე­ბა. რამ­დე­ნი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ გა­და­ვე­დით შემ­დეგ ეტაპ­ზე და დღეს შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში. ახლა იქი­დან მოვ­დი­ვარ (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 27 ნო­ემ­ბერს - ავტ.). ვი­თხოვ, რომ ლონ­დონ­ში ხე­ლახ­ლა გა­ვემ­გზავ­როთ, "კი­კა­ლა სტუ­დიო-თი­ვიმ" შეგ­ვახ­ვედ­როს წამ­ყვან სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გორც ეს თა­ვი­დან­ვე იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, სა­ნამ პრო­ექ­ტი და­ი­წყე­ბო­და, რო­დე­საც გო­გო­ნე­ბი შეგ­ვარ­ჩი­ეს, ვი­ცო­დით, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ლონ­დონ­ში იცხოვ­რებ­და და სამ­სა­ხუ­რიც ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ როცა კონ­ტრაქ­ტი ვნა­ხეთ, ეს და­პი­რე­ბე­ბი იქ უკვე აღარ იყო ასა­ხუ­ლი. ეს იყო ზე­პი­რი სა­უბ­რე­ბი. ეს კი­დევ სხვა თე­მაა, რა­საც იუ­რი­დი­უ­ლად ვერ და­ვამ­ტკი­ცებთ. სი­ტყვი­ე­რად ნათ­ქვა­მი ბევ­რი რამ არ შეს­რულ­და.

- რო­გორ ფიქ­რობ, ამ და­პი­რე­ბე­ბით შე­გი­ტყუ­ეს პრო­ექ­ტში?

- ვერ ვხვდე­ბი ამას. ამ პრო­ექ­ტის გამო დიდი სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნე. ექვს თვემ­დე გა­მო­მი­ვი­და "ტოპ-გო­გო­ში" ყოფ­ნა, რად­გან პრო­ექ­ტი და­გეგ­მილ­ზე დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. ჩემი სამი წლის შვი­ლი და­ტო­ვე­ბუ­ლი მყავ­და დე­დას­თან. ავ­თან­დი­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე მო­ვიდ­ნენ ახ­ლობ­ლე­ბი და მხო­ლოდ იქ მოგ­ვცეს მათ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა და მე და გუ­რან­დას დაგ­ვი­ტო­ვეს ერთხელ შვი­ლე­ბი. ახ­ლობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო, პრო­ექ­ტის და­წყე­ბამ­დე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კვი­რა­ში ერთ დღეს სახ­ლში და­რეკ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბო­და. მერე გვი­თხრეს, რომ და­პი­რე­ბე­ბი რე­ჟი­სო­რის შეც­ვლის გამო ვერ შეს­რულ­და, თუმ­ცა ეს რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­დამ­წყვე­ტი, არ მეს­მის. რა­ღა­ცე­ბი იც­ვლე­ბო­და, ხან ერთი აზრი ჰქონ­დათ, ხან - მე­ო­რე.

- ალ­ბათ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ხარ ასე­თი და­სას­რუ­ლით...

- რა თქმა უნდა, და როცა ბავ­შვი გყავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ორ­მა­გად რთუ­ლია. ამ­დე­ნი დრო დავ­კარ­გე იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ რა მი­ვი­ღე? ექ­ვსთვი­ან პრო­ექ­ტში გა­ვი­მარ­ჯვე მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ლონ­დო­ნი მე­ნა­ხა.

- კი­დევ ერთი სტრე­სი ალ­ბათ უცხო გო­გო­ნებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბო­და.

- იყო და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ეს იმის­თვი­საც ხდე­ბო­და, რომ შოუს სჭირ­დე­ბო­და ასე.

- მახ­სოვს, გუ­რან­და ცერ­ცვა­ძემ მი­თხრა, რომ ამ პრო­ექ­ტში მი­ღე­ბუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბის გამო მო­დე­ლო­ბა­ზე ხე­ლის აღე­ბას აპი­რებ­და. შენც ასე­თი გრძნო­ბა ხომ არ გაქვს?

- მე მსგავ­სი გან­ცდა არ მაქვს. მიყ­ვარს ეს საქ­მე და სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ. ხელი არ ჩა­მიქ­ნე­ვია, პი­რი­ქით, უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ. ამ პრო­ექ­ტში, მი­უ­ხე­და­ვად და­სას­რუ­ლი­სა, უამ­რა­ვი რამ გა­მო­ვი­ა­რე.

- და­დე­ბი­თი რა მო­გი­ტა­ნა?

- მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი გა­მო­ვი­მუ­შა­ვე, სწრა­ფად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უნა­რი შე­ვი­ძი­ნე. გინ­და თუ არ გინ­და, გი­წევს რა­ღაც მო­მენ­ტში ბევრ რა­მეს­თან შე­გუ­ე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო ერთი რამ, როცა და­დე­ბით­ზე ვლა­პა­რა­კობთ - ახ­ლაც და­მი­რე­კა ფო­ტოგ­რაფ­მა მა­მუ­კა კი­კა­ლე­იშ­ვილ­მა, მას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნე გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლის სტუ­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და მა­მუ­კა კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი აქ არა­ფერ შუ­ა­შია. მას­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მაქვს, ის პრო­ექ­ტში მოწ­ვე­უ­ლი იყო, რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი. სტუ­დი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი არის ირაკ­ლი ნარ­სია, რე­ა­ლუ­რად კი სტუ­დი­ის მფლო­ბე­ლი გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლია.

- მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვ?

- რა თქმა უნდა, კონ­კრე­ტუ­ლად თან­ხას ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, თუმ­ცა სა­ნამ სარ­ჩელს შე­ვი­ტან­დი, თან­ხა­ზე მა­ნამ­დე არ მი­ლა­პა­რა­კია, მხო­ლოდ კონ­ტრაქ­ტის პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ვი­თხოვ­დი, რაც მათ არ მო­ინ­დო­მეს.

- შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ და­ვი­სას ალ­ბათ მხარ­ში გიდ­გა­ნან. და ისიც მინ­და გკი­თხო, სხვა გო­გო­ნე­ბი რას ფიქ­რო­ბენ ამა­ზე?

- გო­გო­ნე­ბი მწე­რენ და მხარ­ში მიდ­გა­ნან. ჩემი ოჯა­ხი ნამ­დვი­ლად არ ელო­დე­ბო­და პრო­ექ­ტის ამ­გვარ და­სას­რულს და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი არი­ან. ერ­თად ვცდი­ლობთ, რომ სი­მარ­თლემ გა­ი­მარ­ჯვოს.

- მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლი ხარ?

- დიახ.

- და­ბო­ლოს, მინ­და გკი­თხო, პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თუ იყო პი­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დათ?

- სა­ერ­თოდ, მთე­ლი პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ლონ­დონ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. სა­ა­გენ­ტო­ებ­თან შეხ­ვედ­რის­თვის ჩვე­ნი "ბუ­ქე­ბი" იყო სა­ჭი­რო, რაც გამ­გზავ­რე­ბის მო­მენ­ტის­თვის მზად არ ჰქონ­დათ. ბევ­რი დე­ტა­ლი იყო, რის გა­მოც პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მო­ნა­წი­ლე­ებ­თან უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­დათ. გვი­წევ­და წუ­წუ­ნი, რომ რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან შე­მოს­დი­ო­და თან­ხა. არ ვამ­ბობ, რომ სა­ერ­თოდ არა­ფერს გვი­კე­თებ­დნენ, მაგ­რამ ბევ­რი დე­ტა­ლი არ ჰქონ­დათ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

თა­კოს მო­საზ­რე­ბე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, რე­ჟი­სორ გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვილ­საც დავ­კავ­შირ­დე­ბო­დით, რო­მელ­მაც შემ­დე­გი რამ გან­გვი­ცხა­და:

- ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა თა­ვის კა­რი­ე­რას ასე იწყებს. გარ­და ამი­სა, მან საქ­მე­ში ჩა­რია ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სიც კი არ არის და არც ვიცი, მას რა გა­უ­კე­თე­ბია, ათი წე­ლია პი­რა­დად ვიც­ნობ. ლაშა ჩხარ­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შრო­მის კო­დექ­სი და­ვარ­ღვი­ეთ. ისიც კი არ იცი­ან და არც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან იმით, რომ ეს კონ­კურ­სი იყო და არც ერთი მო­ნა­წი­ლე არ მყო­ლია და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ თა­კომ ეს ხალ­ხი ჩა­რია ამ საქ­მე­ში. თა­ნაც, ხომ შე­იძ­ლე­ბა, ამ პა­ტა­რა გო­გო­ნას შე­ე­შა­ლა და არ უნდა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ, რე­ა­ლუ­რად რო­გორ ხდე­ბო­და?

რაც კონ­ტრაქ­ტში წე­რია, ყვე­ლა­ფე­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. რაც არ წე­რია, ისიც კი გვაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს სა­ლა­პა­რა­კო არ არის. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბას ჩრდილს აყე­ნებს მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ პი­არს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- თაკო ამ­ბობს, რომ არ შე­ახ­ვედ­რეთ ბრი­ტა­ნე­თის წამ­ყვან სა­ა­გენ­ტო­ებს, რაც კონ­ტრაქ­ტით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა მალე გა­ი­გებს, რა და რო­გორ გა­ვა­კე­თეთ. ყვე­ლა სა­ა­გენ­ტო­ში არის დაგ­ზავ­ნი­ლი თა­კოს პორ­ტფო­ლიო და ამი­სი ამო­ნა­წე­რე­ბიც არ­სე­ბობს. მისი მიყ­ვა­ნა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­ში აბ­სურ­დი იქ­ნე­ბო­და. ამით არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და, ყვე­ლას მხო­ლოდ პი­ა­რი აინ­ტე­რე­სებს.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ტოპ-გოგოს" გამარჯვებულმა პროექტის ორგანიზატორს სასამართლოში უჩივლა

"ტოპ-გოგოს" გამარჯვებულმა პროექტის ორგანიზატორს სასამართლოში უჩივლა

"ტოპ-გოგოს" გამარჯვებული თაკო თალაკვაძე "კიკალა სტუდიო-თივის" წინააღმდეგ სასამართლო დავაში ჩაერთო. მან სარჩელი გასულ კვირას შეიტანა. მოგეხსენებათ, "რუსთავი-2"-ის ეთერში ზემოხსენებული კომპანია მოდელების შესარჩევ რეალურ შოუს ატარებდა. თაკო თალაკვაძე სამ ფინალისტს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ლონდონში უნდა გამგზავრებულიყვნენ და ლონდონის წამყვანი სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ. თაკო ამბობს, რომ როგორც გამარჯვებულს, შეპირებული და კონტრაქტით გათვალისწინებული დაპირებებიდან არც ერთი არ შეუსრულეს და ერთი ჯინსის ქურთუკის გარდა ამ პროექტიდან არაფერი შერჩა. თაკო სასამართლოს გზით მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას და კონტრაქტის პირობების შესრულებას.

- თბილისიდან ლონდონში სამი ფინალისტი გავემგზავრეთ. როგორც ვიცოდით, პირველივე დღეს არა, მაგრამ მეორე დღიდან მაინც უნდა დაწყებულიყო შეხვედრები ბრიტანეთის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან. კონტრაქტში არის ასეთი პუნქტი, სადაც "კიკალა სტუდიო-თივის" უნდა მოეწყო მსგავსი შეხვედრები. იქ ჩასულები მცირე ხანში მივხვდით, რომ ისე არ მიდიოდა ყველაფერი, როგორც დაგეგმილი გახლდათ. ერთ დღეს ფოტოსესია დაიგეგმა, რომელიც ჩავარდა, არ ვიცი, ფოტოგრაფი არ იყო, თუ უარი თქვა გადაღებაზე. დეტალებში არ ჩაგვახედეს, ეს ისაა, რასაც, უბრალოდ, ყური მოვკარი. მერე, როგორც მახსოვს, სალონში უნდა გვქონოდა ვიზიტი, ესეც გადაიდო. თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ არაფერი არ კეთდებოდა. ფაქტობრივად, გოგონებს მოგვეცა საშუალება, ლონდონში გაგვესეირნა. ექვსი დღიდან მხოლოდ ერთი დღე წაგვიყვანეს თავიანთი ინიციატივით. ქალაქი დავათვალიერეთ, ჩავედით და ჩამოვედით, თითქოს დასასვენებლად ვიყავით.

- გამარჯვებულად როგორ აგარჩიეს?

- სანამ წამოვიდოდით, ბოლო დღეებში ისეთი საუბრები მიმდინარეობდა, რომ ვფიქრობდი, ფინალი საერთოდ აღარ შედგებოდა, რადგან პატიმრების წამების კადრების გავრცელებას დაემთხვა ჩვენი პროექტის დასასრული. მერე, რადგან გადაწყდა, რომ ფინალი აუცილებლად გასულიყო, დამასახელეს "ტოპ-გოგოს" გამარჯვებულად. ჟიურიში იყვნენ ოქსანა, სალომე და ასევე ერთი ფოტოგრაფი. ჟიურიში ასევე იყო კიკალას დაც, რომელიც იქ გვეხმარებოდა, თუმცა რაში, ვერ გავიგე. თავად გიორგი არ ესწრებოდა.

- რა პრიზი გადმოგცეს, როგორც გამარჯვებულს?

- ერთ-ერთი სპონსორის მიერ დაწესებული ჯინსის ქურთუკი. სამივე ფინალისტს მოგვცეს 150-150 გირვანქა სტერლინგი ე.წ. შოპინგისთვის, წასახალისებლად.

- თავიდანვე არ გამოთქვი პროტესტი?

- მეგონა, თბილისში რომ დავბრუნდებოდი, პირობებს შეასრულებდნენ. იმდენად სასაცილო პრიზი იყო, ვერ დავუშვი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა.

- ჟიურის წევრებთან არ გქონია ლაპარაკი?

- ისინი დაქირავებული იყვნენ და ვერაფერს წყვეტდნენ.

- თბილისში დაბრუნების შემდეგ როგორ მოიქეცი?

- მივმართე ჩემს ადვოკატს, რომელსაც მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა სტუდიასთან. თავად აღარ მივსულვარ, რადგან ჩემს მისვლას აზრი აღარ ჰქონდა. საკმარისზე მეტი დრო გავიდა დაბრუნებიდან და ველოდებოდი, რომ თავად გადმოდგამდნენ ნაბიჯს. რადგან თვითონ არ ჩათვალეს საჭიროდ, აეხსნათ ჩემთვის, რა მოხდა, ამიტომაც გავაგზავნე ადვოკატი. მინდოდა, სასამართლოს გარეშე მოგვარებულიყო საკითხები, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ისინი ამბობდნენ, რომ ჩემგან არ ელოდნენ ასეთ გადაწყვეტილებას. იყო სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი, მაგრამ ეტყობოდა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდნენ.

- ადვოკატმა არ ჰკითხა, რატომ არ შესრულდა პროექტი?

- პასუხი ასეთი იყო, სამწუხაროდ, სპონსორებმა, ასე ვთქვათ, "გადაგვაგდესო", მაგრამ ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. ერთხელ მაინც დაერეკათ და აეხსნათ სიტუაცია, ასე არსად ხდება. რამდენიმე მოლაპარაკების შემდეგ გადავედით შემდეგ ეტაპზე და დღეს შევიტანე სარჩელი სასამართლოში. ახლა იქიდან მოვდივარ (ინტერვიუ ჩაწერილია 27 ნოემბერს - ავტ.). ვითხოვ, რომ ლონდონში ხელახლა გავემგზავროთ, "კიკალა სტუდიო-თივიმ" შეგვახვედროს წამყვან სააგენტოებთან, როგორც ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. სხვათა შორის, სანამ პროექტი დაიწყებოდა, როდესაც გოგონები შეგვარჩიეს, ვიცოდით, რომ გამარჯვებული ლონდონში იცხოვრებდა და სამსახურიც ექნებოდა, მაგრამ როცა კონტრაქტი ვნახეთ, ეს დაპირებები იქ უკვე აღარ იყო ასახული. ეს იყო ზეპირი საუბრები. ეს კიდევ სხვა თემაა, რასაც იურიდიულად ვერ დავამტკიცებთ. სიტყვიერად ნათქვამი ბევრი რამ არ შესრულდა.

- როგორ ფიქრობ, ამ დაპირებებით შეგიტყუეს პროექტში?

- ვერ ვხვდები ამას. ამ პროექტის გამო დიდი სტრესი გადავიტანე. ექვს თვემდე გამომივიდა "ტოპ-გოგოში" ყოფნა, რადგან პროექტი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ჩემი სამი წლის შვილი დატოვებული მყავდა დედასთან. ავთანდილის ჩვენებაზე მოვიდნენ ახლობლები და მხოლოდ იქ მოგვცეს მათთან შეხვედრის საშუალება და მე და გურანდას დაგვიტოვეს ერთხელ შვილები. ახლობლებთან შეხვედრის მეტი საშუალება არ იყო, პროექტის დაწყებამდე გვეუბნებოდნენ, რომ კვირაში ერთ დღეს სახლში დარეკვის საშუალება გვექნებოდა. მერე გვითხრეს, რომ დაპირებები რეჟისორის შეცვლის გამო ვერ შესრულდა, თუმცა ეს რატომ უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი, არ მესმის. რაღაცები იცვლებოდა, ხან ერთი აზრი ჰქონდათ, ხან - მეორე.

- ალბათ შეურაცხყოფილი ხარ ასეთი დასასრულით...

- რა თქმა უნდა, და როცა ბავშვი გყავს, ეს ყველაფერი ორმაგად რთულია. ამდენი დრო დავკარგე იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ საბოლოოდ რა მივიღე? ექვსთვიან პროექტში გავიმარჯვე მხოლოდ იმისთვის, რომ ლონდონი მენახა.

- კიდევ ერთი სტრესი ალბათ უცხო გოგონებთან ერთად ცხოვრებასაც უკავშირდებოდა.

- იყო დაძაბული ურთიერთობები, მაგრამ ზოგჯერ ეს იმისთვისაც ხდებოდა, რომ შოუს სჭირდებოდა ასე.

- მახსოვს, გურანდა ცერცვაძემ მითხრა, რომ ამ პროექტში მიღებული იმედგაცრუების გამო მოდელობაზე ხელის აღებას აპირებდა. შენც ასეთი გრძნობა ხომ არ გაქვს?

- მე მსგავსი განცდა არ მაქვს. მიყვარს ეს საქმე და სამოდელო კარიერის გაგრძელებას ვაპირებ. ხელი არ ჩამიქნევია, პირიქით, უფრო მოტივირებული ვარ. ამ პროექტში, მიუხედავად დასასრულისა, უამრავი რამ გამოვიარე.

- დადებითი რა მოგიტანა?

- მოთმინების უნარი გამოვიმუშავე, სწრაფად გაანალიზების უნარი შევიძინე. გინდა თუ არ გინდა, გიწევს რაღაც მომენტში ბევრ რამესთან შეგუება. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი რამ, როცა დადებითზე ვლაპარაკობთ - ახლაც დამირეკა ფოტოგრაფმა მამუკა კიკალეიშვილმა, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სარჩელი შევიტანე გიორგი კიკალეიშვილის სტუდიის წინააღმდეგ და მამუკა კიკალეიშვილი აქ არაფერ შუაშია. მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ის პროექტში მოწვეული იყო, როგორც ფოტოგრაფი. სტუდიის დამფუძნებელი არის ირაკლი ნარსია, რეალურად კი სტუდიის მფლობელი გიორგი კიკალეიშვილია.

- მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვ?

- რა თქმა უნდა, კონკრეტულად თანხას ვერ დაგისახელებთ, თუმცა სანამ სარჩელს შევიტანდი, თანხაზე მანამდე არ მილაპარაკია, მხოლოდ კონტრაქტის პუნქტების შესრულებას ვითხოვდი, რაც მათ არ მოინდომეს.

- შენი ოჯახის წევრები ამ დავისას ალბათ მხარში გიდგანან. და ისიც მინდა გკითხო, სხვა გოგონები რას ფიქრობენ ამაზე?

- გოგონები მწერენ და მხარში მიდგანან. ჩემი ოჯახი ნამდვილად არ ელოდებოდა პროექტის ამგვარ დასასრულს და გაოგნებული არიან. ერთად ვცდილობთ, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს.

- მეუღლეს გაშორებული ხარ?

- დიახ.

- დაბოლოს, მინდა გკითხო, პროექტის მიმდინარეობისას თუ იყო პირობები, რომლებიც არ გაკმაყოფილებდათ?

- საერთოდ, მთელი პროექტი ძალიან არაორგანიზებული იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლონდონში გავემგზავრეთ. სააგენტოებთან შეხვედრისთვის ჩვენი "ბუქები" იყო საჭირო, რაც გამგზავრების მომენტისთვის მზად არ ჰქონდათ. ბევრი დეტალი იყო, რის გამოც პროექტის ორგანიზატორებს მონაწილეებთან უთანხმოება ჰქონდათ. გვიწევდა წუწუნი, რომ რაღაც დეტალები მოეგვარებინათ. თითოეულ ჩვენგანს ოჯახის წევრებისგან შემოსდიოდა თანხა. არ ვამბობ, რომ საერთოდ არაფერს გვიკეთებდნენ, მაგრამ ბევრი დეტალი არ ჰქონდათ გათვალისწინებული.

თაკოს მოსაზრებების გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რეჟისორ გიორგი კიკალეიშვილსაც დავკავშირდებოდით, რომელმაც შემდეგი რამ განგვიცხადა:

- ძალიან ცუდია, რომ ეს პატარა გოგონა თავის კარიერას ასე იწყებს. გარდა ამისა, მან საქმეში ჩარია ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსიც კი არ არის და არც ვიცი, მას რა გაუკეთებია, ათი წელია პირადად ვიცნობ. ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ შრომის კოდექსი დავარღვიეთ. ისიც კი არ იციან და არც დაინტერესებულან იმით, რომ ეს კონკურსი იყო და არც ერთი მონაწილე არ მყოლია დაქირავებული. ძალიან ცუდია, რომ თაკომ ეს ხალხი ჩარია ამ საქმეში. თანაც, ხომ შეიძლება, ამ პატარა გოგონას შეეშალა და არ უნდა დაინტერესებულიყვნენ, რეალურად როგორ ხდებოდა?

რაც კონტრაქტში წერია, ყველაფერი შესრულებულია. რაც არ წერია, ისიც კი გვაქვს გაკეთებული, თუმცა ეს სალაპარაკო არ არის. ჩვენი კომპანიის მუშაობას ჩრდილს აყენებს მათი განცხადებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პიარს ემსახურება.

- თაკო ამბობს, რომ არ შეახვედრეთ ბრიტანეთის წამყვან სააგენტოებს, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

- საზოგადოება მალე გაიგებს, რა და როგორ გავაკეთეთ. ყველა სააგენტოში არის დაგზავნილი თაკოს პორტფოლიო და ამისი ამონაწერებიც არსებობს. მისი მიყვანა სამოდელო სააგენტოებში აბსურდი იქნებოდა. ამით არავინ დაინტერესდა, ყველას მხოლოდ პიარი აინტერესებს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები