ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი უშუქობამ შეაწუხა. ჩერგოლეიშვილი ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან დღეს დილით შალვა რამიშვილთან გადაცემაში სტუმრად ყოფნის დროს გააკეთა.
"ცოტა ხანში იმასაც აღმოაჩენს, რომ მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია და ამის შესახებ საზეიმოდ შეგვატყობინებს, მაგრამ მანამდე, ვისურვებდი უზრუნველყოს, რომ ყოველ ღამით შუქი არ წავიდეს ჩემი სახლიდან :) მწყინს!... მე ეს ბიჭი ყველაზე ნაკლებად მაღიზიანებს, გულწრფელი მაინც არის. უბრალოდ, შუქი მინდა. ღამით ვმუშაობ და საშინლად ვღიზიანდები ბოლო ორი ღამეა", - წერს ჩერგოლეიშვილი და იქვე კალაძის განცხადების ბმულს ურთავს.
რამიშვილის გადაცემაში ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში ელექტროენერგიის მოხმარების 9,8%-ით ზრდა ეკონომიკის განვითარებამ გამოიწვია.
ჩერგოლეიშვილის პოსტს ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოყვა:
"ყოველ ღამე შუქის წასვლას მთლად კახას ნუ დავაბრალებთ, აქამდეც ასე იყო"
"ჩემთანაც არ იყო შუქი :(((, მაგრამ ეს რა არის იმასთან შედარებით, როცა მთელი სიამოვნება წინ მელოდა, დილას მანქანასთან მისულმა აღმოვაჩინე, რომ სარკეები მოუპარავთ, რა დავარქვა ახლა ამას, რომ ნაციონალები ჩალიჩობენ?"
"თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში არსებობდა როკ-ჯგუფი, სახელწოდებით "შუქი მოვიდა". ბოლო წლებია მათი არსებობის შესახებ არაფერი არ მსმენია... მგონი, მალე ვიხილავთ მათ იგივე სახელწოდებით"