მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედი მერფი ჰოლივუდის ყველაზე "ჩამოფასებული" მსახიობია
ედი მერფი ჰოლივუდის ყველაზე "ჩამოფასებული" მსახიობია

ჟურ­ნალ Forbes-ის ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე "ჩა­მო­ფა­სე­ბუ­ლი" ვარ­სკვლა­ვე­ბის რე­ი­ტინგს მსა­ხი­ო­ბი ედი მერ­ფი ლი­დე­რობს. რე­ი­ტინ­გის შედ­გე­ნი­სას ამა თუ იმ ვარ­სკვლა­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბოლო სამი ფილ­მის შე­მო­სავ­ლე­ბი და ამ სუ­რათ­ში აღე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. ამას­თან, ეს ფილ­მე­ბი კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ეშ­ვა.

მერ­ფის­თვის გა­დახ­დი­ლი ჰო­ნო­რა­რის თი­თო­ე­ულ­მა დო­ლარ­მა, ფილ­მის შემ­ქმნე­ლებს მხო­ლოდ 2,3 დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა. ფილ­მე­ბი "წარ­მო­იდ­გი­ნე", "ათა­სი სი­ტყვა" და "გა­ი­ცა­ნით: დე­ი­ვი", რომ­ლებ­შიც მერ­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ჩა­ვარ­და, ხოლო ფილმმა - "რო­გორ მო­ი­პა­რო ცა­თამ­ბრჯე­ნი" მხო­ლოდ 153 მლნ დო­ლა­რი მო­გე­ბა მო­ი­ტა­ნა, მა­შინ როცა მისი ბი­უ­ჯე­ტი 75 მლნ დო­ლარს შე­ად­გენ­და. Forbes-ი გვახ­სე­ნებს, რომ ფილმმა რომ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ამო­ი­ღოს, მან მის შექ­მნა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის მი­ნი­მუმ ორ­ჯერ მეტი უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ვოს და რეკ­ლა­მის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ხარ­ჯე­ბი და­ფა­როს.

ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ რენ­ტა­ბე­ლუ­რი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე ად­გი­ლი კეტ­რინ ჰე­იგლ­მა და­ი­კა­ვა. მსა­ხი­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბოლო ფილმმა- "ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ხუმ­რო­ბა" წარ­მო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც კი ვერ ამო­ი­ღო. სუ­რათ­მა 40 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტით, მხო­ლოდ 37 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ი­ტა­ნა. ჰე­იგლ­ში ჩა­დე­ბულ­მა თი­თო­ე­ულ­მა დო­ლარ­მა, კი­ნო­კომ­პა­ნი­ებს 3,40 დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა.

მე­სა­მე ად­გილ­ზე "ოს­კა­რო­სა­ნი" რიზ უი­ზერ­სპუ­ნი აღ­მოჩ­ნდა. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უი­ზერ­სპუ­ნი თა­ვი­სი თა­ო­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი მსა­ხი­ო­ბია, მას რო­ლე­ბის სიფრ­თხი­ლით ამორ­ჩე­ვა მარ­თებს",- წერს Forbes-ი. სუ­რათ­მა "ვინ იცის...", რო­მელ­შიც მან ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა და რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტი 120 მი­ლი­ო­ნი იყო, ბი­უ­ჯე­ტით 49 მლნ მო­აგ­რო­ვა. ასე­თი უიღ­ბლო­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბის რენ­ტა­ბე­ლუ­რო­ბის ამაღ­ლე­ბა მის­მა ახალ­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა - ფილმმა "ასე რომ, ომ­მაც" ვერ შეძ­ლო. 65 მლნ ბი­უ­ჯე­ტი­ან­მა ფილმმა 157 მლნ მო­აგ­რო­ვა. უი­ზერ­სპუ­ნის ჰო­ნო­რა­რის თი­თო­ე­ულ­მა დო­ლარ­მა ფილ­მის შემ­ქმნე­ლებს სა­შუ­ა­ლოდ მხო­ლოდ 3,9 დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა.

მე­ო­თხე ად­გი­ლი კი­დევ ერ­თმა "ოს­კა­რის" მფლო­ბელ­მა - სან­დრა ბა­ლოკ­მა და­ი­კა­ვა. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბოლო ორმა ფილმმა - "ყვე­ლა­ფე­რი სტივ­ზე" და "უკი­დუ­რე­სად ხმა­მა­ღა­ლი და წარ­მო­უდ­გენ­ლად ახლო"- საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა. ამას­თან, ბა­ლო­კის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით 2009 წელს გა­მო­სულ­მა სუ­რათ­მა "უხი­ლა­ვი მხა­რე" 30 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტით 310 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­აგ­რო­ვა და წლის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფილ­მი გახ­და. ბა­ლო­კის­თვის გა­დახ­დილ­მა თი­თო­ე­ულ­მა დო­ლარ­მა კი­ნო­კომ­პა­ნი­ებს 5 დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა.

ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მომ­გე­ბი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბის ხუ­თე­ულს ჯეკ ბლე­კი ას­რუ­ლებს, რომ­ლის­თვი­საც გა­დახ­დილ თი­თო­ე­ულ დო­ლარს 5,2 დო­ლა­რი მო­აქვს. 2011 წელს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­სულ­მა კო­მე­დი­ამ - "გრძე­ლი წელი" კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში მხო­ლოდ შვი­დი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

მსა­ხი­ო­ბი დრიუ ბე­რი­მო­რი, რო­მე­ლიც 2011 წელს Forbes-მა ყვე­ლა­ზე წა­რუ­მა­ტე­ბელ კი­ნო­ვარ­სკვლა­ვად აღი­ა­რა, ამ­ჯე­რად რე­ი­ტინ­გში ვერ მოხ­ვდა. ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფარ­თო კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ბე­რი­მო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არ­ცერ­თი ფილ­მი არ გა­მო­სუ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ედი მერფი ჰოლივუდის ყველაზე "ჩამოფასებული" მსახიობია

ედი მერფი ჰოლივუდის ყველაზე "ჩამოფასებული" მსახიობია

ჟურნალ Forbes-ის ჰოლივუდის ყველაზე "ჩამოფასებული" ვარსკვლავების რეიტინგს მსახიობი ედი მერფი ლიდერობს. რეიტინგის შედგენისას ამა თუ იმ ვარსკვლავის მონაწილეობით ბოლო სამი ფილმის შემოსავლები და ამ სურათში აღებული ჰონორარები გაითვალისწინეს. ამასთან, ეს ფილმები კინოგაქირავებაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩაეშვა.

მერფისთვის გადახდილი ჰონორარის თითოეულმა დოლარმა, ფილმის შემქმნელებს მხოლოდ 2,3 დოლარი მოუტანა. ფილმები "წარმოიდგინე", "ათასი სიტყვა" და "გაიცანით: დეივი", რომლებშიც მერფი მონაწილეობდა, კინოგაქირავებაში ჩავარდა, ხოლო ფილმმა - "როგორ მოიპარო ცათამბრჯენი" მხოლოდ 153 მლნ დოლარი მოგება მოიტანა, მაშინ როცა მისი ბიუჯეტი 75 მლნ დოლარს შეადგენდა. Forbes-ი გვახსენებს, რომ ფილმმა რომ დავალიანება ამოიღოს, მან მის შექმნაზე დახარჯული თანხის მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა გამოიმუშავოს და რეკლამის მრავალმილიონიანი ხარჯები დაფაროს.

ყველაზე ნაკლებ რენტაბელური კინოვარსკვლავების რეიტინგში მეორე ადგილი კეტრინ ჰეიგლმა დაიკავა. მსახიობის მონაწილეობით ბოლო ფილმმა- "ძალიან სახიფათო ხუმრობა" წარმოების ღირებულებაც კი ვერ ამოიღო. სურათმა 40 მილიონიანი ბიუჯეტით, მხოლოდ 37 მილიონი დოლარი მოიტანა. ჰეიგლში ჩადებულმა თითოეულმა დოლარმა, კინოკომპანიებს 3,40 დოლარი მოუტანა.

მესამე ადგილზე "ოსკაროსანი" რიზ უიზერსპუნი აღმოჩნდა. "მიუხედავად იმისა, რომ უიზერსპუნი თავისი თაობის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობია, მას როლების სიფრთხილით ამორჩევა მართებს",- წერს Forbes-ი. სურათმა "ვინ იცის...", რომელშიც მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა და რომლის ბიუჯეტი 120 მილიონი იყო, ბიუჯეტით 49 მლნ მოაგროვა. ასეთი უიღბლობის შემდეგ მსახიობის რენტაბელურობის ამაღლება მისმა ახალმა ნამუშევარმა - ფილმმა "ასე რომ, ომმაც" ვერ შეძლო. 65 მლნ ბიუჯეტიანმა ფილმმა 157 მლნ მოაგროვა. უიზერსპუნის ჰონორარის თითოეულმა დოლარმა ფილმის შემქმნელებს საშუალოდ მხოლოდ 3,9 დოლარი მოუტანა.

მეოთხე ადგილი კიდევ ერთმა "ოსკარის" მფლობელმა - სანდრა ბალოკმა დაიკავა. მისი მონაწილეობით ბოლო ორმა ფილმმა - "ყველაფერი სტივზე" და "უკიდურესად ხმამაღალი და წარმოუდგენლად ახლო"- საკმაოდ მოკრძალებული შედეგები აჩვენა. ამასთან, ბალოკის მონაწილეობით 2009 წელს გამოსულმა სურათმა "უხილავი მხარე"  30 მილიონიანი ბიუჯეტით 310 მილიონი დოლარი შეაგროვა და წლის ერთ-ერთი წარმატებული ფილმი გახდა. ბალოკისთვის გადახდილმა თითოეულმა დოლარმა კინოკომპანიებს 5 დოლარი მოუტანა.

ჰოლივუდის ყველაზე ნაკლებად მომგებიანი მსახიობების ხუთეულს ჯეკ ბლეკი ასრულებს, რომლისთვისაც გადახდილ თითოეულ დოლარს 5,2 დოლარი მოაქვს. 2011 წელს კინოეკრანებზე გამოსულმა კომედიამ - "გრძელი წელი" კინოგაქირავებაში მხოლოდ შვიდი მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მსახიობი დრიუ ბერიმორი, რომელიც 2011 წელს Forbes-მა ყველაზე წარუმატებელ კინოვარსკვლავად აღიარა, ამჯერად რეიტინგში ვერ მოხვდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ფართო კინოგაქირავებაში ბერიმორის მონაწილეობით არცერთი ფილმი არ გამოსულა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება