დები ოლსენები ძვირფასი აქსესუარების მიმართ საკუთარი სიყვარულით არიან ცნობილი. გასულ წელს მათ შექმნეს ზურგჩანთების კოლექცია, რომელთა ფასი 39 000 დოლარი იყო. წელს კი ფასი კიდევ უფრო გაზარდეს. ორიგინალური ზურგჩანთა, რომლის დიზაინი მერი-კეიტმა და ეშლი ოლსენებმა შეიმუშავეს, 55 000 აშშ დოლარი ღირს.
ზურგჩანთის დიზაინი დებმა მხატვარ დემიენ ჰერსტთან ერთად შექმნეს. აქსესუარი ნიანგის ტყავისგან არის შექმნილი და ორიგინალური, აბების ფორმის მქონე აპლიკაციებითაა გაფორმებული. ზურგჩანთების ლიმიტირებულ კოლექციაში მხოლოდ 12 ეგზემპლარია.
გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი UNISEF-ის საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხება.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.