პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, ანუ რას გვასწავლის 101 წლის ჟურნალისტი
როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, ანუ რას გვასწავლის 101 წლის ჟურნალისტი

და­ი­ჯე­რებთ, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა მთავ­რო­ბის მომსწრე და ამ სა­უ­კუ­ნის მთავ­რო­ბე­ბის წა­მოპ­რი­ა­ნე­ბე­ბის აღ­მწე­რე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ცო­ცხა­ლია? მე ვერ და­ვი­ჯე­რე, - ჯერ ერთი, არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებს ცო­ცხლო­ბენ, მით უფრო, ჩვენ რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე გვქონ­და, ისეთ­ში. მაგ­რამ ღვთის ნე­ბის გა­რე­შე რა იქ­ნე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი ბოგ­ვე­ლიშ­ვილ­მა 101 წე­ლი­წადსაც მი­აღ­წია და ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნი­დან მე­ო­ცე­შიც იხე­დე­ბა, - სა­ხე­ზე არც ერთი ნა­ო­ჭი არა აქვს, არც ერთი კბი­ლი არ აკ­ლია, ზის სა­ვარ­ძელ­ში და ამა ქვეყ­ნის ძლი­ე­რებს იხ­სე­ნებს, - "დრო­ნი მე­ფო­ბენ, არა მე­ფე­ნი", ხე­ლი­სუ­ფალ­ნი წავ­ლენ და წა­მოვ­ლენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი დარ­ჩე­ბი­ან, გა­ა­შუ­ქე­ბენ მოვ­ლე­ნებს და ამ მოვ­ლე­ნებ­ში შავ-თეთრ ფე­რებს წარ­მო­ა­ჩე­ნენ... ბა­ტო­ნი გი­ორ­გის თვალ­წინ ამ შავ-თეთრმა ერთი უშ­ვე­ლე­ბე­ლი კი­ნო­ფილ­მი­ვით ჩა­ი­ა­რა.

- ჯერ ის სა­ი­დუმ­ლო გა­მიმ­ხი­ლეთ, რომ­ლი­თაც ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე მშვი­დო­ბით გა­ი­ა­რეთ და ახ­ლაც ჯან­მრთე­ლი ბრძან­დე­ბით.

- არა­ვი­თა­რი სა­ი­დუმ­ლო არ ყო­ფი­ლა. იყო ბედი, რო­მელ­მაც ბევ­რი რამ ამა­რი­და. მათ შო­რის, ომში სიკ­ვდი­ლიც, - ომის დრო­საც სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლდით. მქონ­და ალ­ღოც, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა... 1934-ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას, მივ­ხვდი, რა წლე­ბი მო­დი­ო­და, რა მე­ლო­და და სა­ერ­თოდ და­ვა­ნე­ბე სწავ­ლას თავი - ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძეს გა­ვე­ქე­ცი.

არა­და, მისი ნარ­კვე­ვე­ბი მქონ­და ჩა­ბულ­ბუ­ლე­ბუ­ლი და მომ­წონ­და კი­დეც. მაგ­რამ რაც მეტი წიგ­ნი გა­დავ­შა­ლე, მივ­ხვდი, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ იყო და ვთქვი, ამ კაცს უნდა ვუფრ­თხილ­დე-მეთ­ქი. დიდი გაქ­ნი­ლი ვინ­მე იყო, ჩა­იგ­დო ხელ­ში მწე­რალ­თა კავ­ში­რი და უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სა­ი­თაც გა­ი­ხე­დავ­დი, მისი გავ­ლე­ნა მე­ფობ­და. ცუდი დრო იყო, ვი­საც ძალა ჰქონ­და, ის ბა­ტო­ნობ­და. ისე, ეს ამ­ბა­ვი ახ­ლაც რო­დია უცხო - ჩანს, ძა­ლა­უფ­ლე­ბას აქვს ეს თვი­სე­ბა, - ხელ­ში თუ ჩა­გიგ­დო, რა­საც გინ­და, იმას გა­კად­რე­ბი­ნებს. მერე რაც მო­გეპ­რი­ა­ნე­ბა, შენ სხვას აკად­რე­ბი­ნებ, დიდ სი­სუ­ლე­ლე­საც დიდ ჭკუ­ად ჩა­გით­ვლი­ან და ასე შემ­დეგ.

- ხომ არ­სე­ბობს ამის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი!

- თუ ძლი­ე­რი ხარ, ამ მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, სტა­ლინ­მა, მა­გა­ლი­თად, გა­ა­ნად­გუ­რა და ხალ­ხი ამის­თვის თაყ­ვან­საც კი სცემ­და. ეს ის ძა­ლა­უფ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც ისე გნუს­ხავ­და, ვე­ღარც ინ­ძრე­ო­დი. მახ­სოვს 30-იანი წლე­ბის დამ­დეგს სტა­ლი­ნი ელ­ბა­ქი­ძე­ზე ჩა­მო­მა­ვალ მან­ქა­ნა­ში და­ვი­ნა­ხე და იქვე გავ­შეშ­დი. ად­გი­ლი­დან რომ და­ვი­ძა­რი, უკვე კარ­გა ხნის ჩავ­ლი­ლი იყო. სხვა­თა შო­რის, მალე სტა­ლინ­მა დიდი ზარ-ზე­ი­მით გა­და­ახ­დე­ვი­ნა "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" 750 წლის იუ­ბი­ლე. ეს ამ­ბა­ვი 1934 წელს მოს­კოვ­ში საბ­ჭო­თა მწერ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ყრი­ლო­ბი­დან და­ი­წყო. მან მა­შინ­დელ ქარ­თველ მწე­რალ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რეს, მა­ლა­ქია ტო­რო­შე­ლი­ძეს ყრი­ლო­ბის წინა სა­ღა­მოს მოს­თხო­ვა მოხ­სე­ნე­ბა, წა­ი­კი­თხა, და­ი­წუ­ნა და მთე­ლი ღამე ათე­ვი­ნა ქარ­თველ ლი­ტე­რა­ტო­რებს - დე­ლე­გა­ტებს, რომ მოხ­სე­ნე­ბა თა­ვი­დან და­ე­წე­რათ. "მოხ­სე­ნე­ბა უნდა და­ი­წყოს შოთა რუს­თა­ვე­ლით. მერე გა­დახ­ვალთ უახ­ლეს სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, სა­დაც და­ა­ხა­სი­ა­თებთ სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის, და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის, ბე­სიკ გა­ბაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას;

გან­სა­კუთ­რე­ბით ვრცლად უნდა გა­არ­ჩი­ოთ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის პო­ე­ზია, დაწ­ვრი­ლე­ბით - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თელ­საც თა­ვი­სი უნდა მი­ე­გოს და ვაჟა ფშა­ვე­ლა­საც", - მი­უ­თი­თა მან მა­ლა­ქი­ას და ყრი­ლო­ბა­ზე რუს­თა­ვე­ლის სუ­რა­თიც გა­მო­ა­ტა­ნი­ნა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მან მთე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის დაწ­ვრი­ლე­ბით მი­მო­ხილ­ვა იმი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ ახა­ლი რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ის იმ­პე­რა­ტო­რი არა­რუ­სი, და­პყრო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლი იყო, ხოლო რუ­სე­ბი ქარ­თვე­ლებს ვე­ლუ­რებს ეძახ­დნენ. სტა­ლინს ამით უნ­დო­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა რუ­სე­თი­სა და მსოფ­ლი­ოს­თვის, რო­გო­რი კულ­ტუ­რის მქო­ნე ერის შვი­ლი იყო! მოკ­ლედ, ამ ყრი­ლო­ბის შემ­დეგ დიდი სამ­ზა­დი­სი გა­ჩაღ­და იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში - იქ ბე­რი­ას მე­უღ­ლე, ნინო გე­გეჭ­კო­რი მო­იყ­ვა­ნეს მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის ფა­კულ­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლად. სხვა­თა შო­რის, მას­ზე ლა­მა­ზი ქალი მე არ მი­ნა­ხავს. მა­შინ იქ სტუ­დენ­ტთა გუნდს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. და­მი­ძა­ხა, - შენ რას იტყვი, რა უნდა გა­ა­კე­თოო? ვიმ­ღე­რებ "ჩონ­გუ­რი სა­ქარ­თვე­ლოა-მეთ­ქი".

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, ანუ რას გვასწავლის 101 წლის ჟურნალისტი

როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, ანუ რას გვასწავლის 101 წლის ჟურნალისტი

დაიჯერებთ, რომ გასული საუკუნის ყველა მთავრობის მომსწრე და ამ საუკუნის მთავრობების წამოპრიანებების აღმწერელი ჟურნალისტი ცოცხალია? მე ვერ დავიჯერე, - ჯერ ერთი, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ჟურნალისტები ყველაზე ნაკლებს ცოცხლობენ, მით უფრო, ჩვენ რომ გასული საუკუნე გვქონდა, ისეთში. მაგრამ ღვთის ნების გარეშე რა იქნება და ჟურნალისტმა გიორგი ბოგველიშვილმა 101 წელიწადსაც მიაღწია და ოცდამეერთე საუკუნიდან მეოცეშიც იხედება, - სახეზე არც ერთი ნაოჭი არა აქვს, არც ერთი კბილი არ აკლია, ზის სავარძელში და ამა ქვეყნის ძლიერებს იხსენებს, - "დრონი მეფობენ, არა მეფენი", ხელისუფალნი წავლენ და წამოვლენ, ჟურნალისტები კი დარჩებიან, გააშუქებენ მოვლენებს და ამ მოვლენებში შავ-თეთრ ფერებს წარმოაჩენენ... ბატონი გიორგის თვალწინ ამ შავ-თეთრმა ერთი უშველებელი კინოფილმივით ჩაიარა.

- ჯერ ის საიდუმლო გამიმხილეთ, რომლითაც ჟურნალისტმა გასული საუკუნე მშვიდობით გაიარეთ და ახლაც ჯანმრთელი ბრძანდებით.

- არავითარი საიდუმლო არ ყოფილა. იყო ბედი, რომელმაც ბევრი რამ ამარიდა. მათ შორის, ომში სიკვდილიც, - ომის დროსაც სამხედრო ჟურნალისტი გახლდით. მქონდა ალღოც, რომელიც ჟურნალისტს ყოველთვის სჭირდება... 1934-ში, უნივერსიტეტში სწავლისას, მივხვდი, რა წლები მოდიოდა, რა მელოდა და საერთოდ დავანებე სწავლას თავი - ფილიპე მახარაძეს გავექეცი.

არადა, მისი ნარკვევები მქონდა ჩაბულბულებული და მომწონდა კიდეც. მაგრამ რაც მეტი წიგნი გადავშალე, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ვთქვი, ამ კაცს უნდა ვუფრთხილდე-მეთქი. დიდი გაქნილი ვინმე იყო, ჩაიგდო ხელში მწერალთა კავშირი და უნივერსიტეტი. საითაც გაიხედავდი, მისი გავლენა მეფობდა. ცუდი დრო იყო, ვისაც ძალა ჰქონდა, ის ბატონობდა. ისე, ეს ამბავი ახლაც როდია უცხო - ჩანს, ძალაუფლებას აქვს ეს თვისება, - ხელში თუ ჩაგიგდო, რასაც გინდა, იმას გაკადრებინებს. მერე რაც მოგეპრიანება, შენ სხვას აკადრებინებ, დიდ სისულელესაც დიდ ჭკუად ჩაგითვლიან და ასე შემდეგ.

- ხომ არსებობს ამის კონტროლის მექანიზმები!

- თუ ძლიერი ხარ, ამ მექანიზმების განადგურებაც შესაძლებელია, სტალინმა, მაგალითად, გაანადგურა და ხალხი ამისთვის თაყვანსაც კი სცემდა. ეს ის ძალაუფლება იყო, რომელიც ისე გნუსხავდა, ვეღარც ინძრეოდი. მახსოვს 30-იანი წლების დამდეგს სტალინი ელბაქიძეზე ჩამომავალ მანქანაში დავინახე და იქვე გავშეშდი. ადგილიდან რომ დავიძარი, უკვე კარგა ხნის ჩავლილი იყო. სხვათა შორის, მალე სტალინმა დიდი ზარ-ზეიმით გადაახდევინა "ვეფხისტყაოსნის" 750 წლის იუბილე. ეს ამბავი 1934 წელს მოსკოვში საბჭოთა მწერლობის პირველი ყრილობიდან დაიწყო. მან მაშინდელ ქართველ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მალაქია ტოროშელიძეს ყრილობის წინა საღამოს მოსთხოვა მოხსენება, წაიკითხა, დაიწუნა და მთელი ღამე ათევინა ქართველ ლიტერატორებს - დელეგატებს, რომ მოხსენება თავიდან დაეწერათ. "მოხსენება უნდა დაიწყოს შოთა რუსთაველით. მერე გადახვალთ უახლეს საუკუნეებში, სადაც დაახასიათებთ სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკ გაბაშვილის შემოქმედებას;

განსაკუთრებით ვრცლად უნდა გაარჩიოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია, დაწვრილებით - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელსაც თავისი უნდა მიეგოს და ვაჟა ფშაველასაც", - მიუთითა მან მალაქიას და ყრილობაზე რუსთაველის სურათიც გამოატანინა. როგორც ამბობენ, მან მთელი ქართული ლიტერატურის დაწვრილებით მიმოხილვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ახალი რუსული იმპერიის იმპერატორი არარუსი, დაპყრობილი საქართველოს შვილი იყო, ხოლო რუსები ქართველებს ველურებს ეძახდნენ. სტალინს ამით უნდოდა ეჩვენებინა რუსეთისა და მსოფლიოსთვის, როგორი კულტურის მქონე ერის შვილი იყო! მოკლედ, ამ ყრილობის შემდეგ დიდი სამზადისი გაჩაღდა იუბილეს აღსანიშნავად. ყველაზე მეტად კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში - იქ ბერიას მეუღლე, ნინო გეგეჭკორი მოიყვანეს მიწათმოქმედების ფაკულტეტის თანამშრომლად. სხვათა შორის, მასზე ლამაზი ქალი მე არ მინახავს. მაშინ იქ სტუდენტთა გუნდს ვხელმძღვანელობდი. დამიძახა, - შენ რას იტყვი, რა უნდა გააკეთოო? ვიმღერებ "ჩონგური საქართველოა-მეთქი".

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები