საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გამო გაშორდა ცოლს შალვა რამიშვილი
ვის გამო გაშორდა ცოლს შალვა რამიშვილი

ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი" პირ­ვე­ლი იყო, ვინც გამ­ცნოთ, რომ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ცოლს გა­შორ­და. მა­შინ სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ შალ­ვა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ეს ჭორი არც შალ­ვას ყო­ფილ მე­უღ­ლე თეა აბაშ­მა­ძეს და­უ­დას­ტუ­რე­ბია და არც თვი­თონ შალ­ვას. ცოტა ხნის წინ კი შალ­ვამ "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ჯა­როდ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ ხა­ტია ეკი­ზაშ­ვი­ლი უყ­ვარს. ტე­ლე­წამ­ყვან­თან სა­უ­ბა­რი ბოლო დროს მომ­ხდა­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნით, მის ეთერ­ში კობა ბე­ქა­უ­რის სტუმ­რო­ბით და­ვი­წყეთ.

- შალ­ვა, კობა ბე­ქა­ურ­თან ეთე­რის შემ­დეგ რო­გორ გრძნობთ თავს?

- კარ­გად. ზო­გა­დად 1-ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ თავს კარ­გად ვგრ­ძნობ. სწო­რედ 1-ლი ოქ­ტომ­ბრის შე­დე­გია, რომ ბე­ქა­უ­რი ჩემ­თან გა­და­ცე­მა­ში მო­ვი­და. რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი, უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შეკ­ვე­თი­ლი რომ იყო ეს პრო­ვო­კა­ცია, მაგ­რამ დე­ტა­ლე­ბი არ იყო ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი. ახლა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო. პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ძი­ებს ამ საქ­მეს და ყვე­ლა შე­კი­თხვას სა­ბო­ლო­ოდ გა­ე­ცე­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხი, შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

- კობა ბე­ქა­ურ­თან პი­რის­პირ სა­უბ­რი­სას და­ძა­ბუ­ლი იყა­ვით?

- ბე­ქა­უ­რის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბოღ­მა არას­დროს მქო­ნია. ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ის სხვი­სი ბრძა­ნე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო. წყალ­ქვე­შა ნავი გემს რომ ძი­რავს, ტორ­პე­დოს ხომ არა აქვს ნება, სხვა­გან გა­და­უხ­ვი­ოს. სა­დაც და­უ­მიზ­ნე­ბენ, იქ ის­ვრის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ტორ­პე­დო ბე­ქა­უ­რი იყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი - წყალ­ქვე­შა გე­მის კა­პი­ტა­ნი. წყალ­ქვე­შა გემი ჩა­ძი­რუ­ლია. კა­პი­ტა­ნი "აფ­სა­იდ­შია" და გემ­თან ერ­თად იძი­რე­ბა. ამი­ტომ ახლა არა­ნა­ი­რი შუ­რის­ძი­ე­ბის, ბოღ­მი­სა და გა­ბო­რო­ტე­ბის გრძნო­ბა ბე­ქა­უ­რის მი­მართ არ მაქვს.

- რო­დე­საც მას ღია ეთერ­ში ხელი ჩა­მო­არ­თვით, არ გა­გახ­სენ­დათ, რომ სწო­რედ მან გაგ­წი­რათ? მისი წყა­ლო­ბით ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ოთხი წელი არ გა­გახ­სენ­დათ?

- მე ცოტა ფი­ლო­სო­ფი­უ­რად ვუ­ყუ­რებ ამ სა­კითხს. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც არას­წორს ვა­კე­თებთ და შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებს ცოტა ხნით სას­ჯელს. ეს ზო­გა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბაა და მე­ო­რეც, მე სა­ა­კაშ­ვილ­მა და­მა­პა­ტიმ­რა და ია­რა­ღად ბე­ქა­უ­რი გა­მო­ი­ყე­ნა. მის­და­მი მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ძმა­კა­ცე­ბი არას­დროს ვიქ­ნე­ბით.

- რო­გორ და­გი­კავ­შირ­დათ?

- ჩვენს სა­ერ­თო მე­გო­ბარ გი­ორ­გი უძი­ლა­ურ­თან მი­ვი­და და სთხო­ვა, შუ­ა­მავ­ლო­ბა გა­ე­წია ჩემ­თან. მერე მო­ვი­და და მი­თხრა, ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვიო.

- არ გა­გიკ­ვირ­დათ?

- მე ვე­ლო­დე­ბო­დი მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­თი სა­ში­ნე­ლი ტვირ­თით სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლია. მით უმე­ტეს, როცა საფრ­თხის სა­შიშ­რო­ე­ბა გაქ­რა.

- და­ვით კოხ­რე­ი­ძის კო­მენ­ტა­რი ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რებ­ით ცოტა უც­ნა­უ­რად არ მო­გეჩ­ვე­ნათ?

- და­ვით კოხ­რე­ი­ძე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო იჯდა...

- მან უნ­დობ­ლო­ბით შე­ხე­და თქვენს სა­უ­ბარს და თქვა, რომ თქვენ და ბე­ქა­უ­რი რა­ღა­ცებ­ზე წი­ნას­წარ გა­რიგ­დით. ის იმ ამ­ბავ­მა და­ეჭ­ვა, რომ იმ ბი­ნის პატ­რო­ნი, სა­დაც და­გა­კა­ვეს, ირმა სტეფ­ნა­ძე არ ახ­სე­ნეთ...

- მე მი­მაჩ­ნია, რომ ირმა სტეფ­ნა­ძე ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. მან არ იცო­და, მე რომ მა­კა­ვებ­დნენ. მა­საც გა­უ­ჩა­ლი­ჩა სა­ა­კაშ­ვილ­მა ბე­ქა­უ­რის მეშ­ვე­ო­ბით. რა თქმა უნდა, მის­თვის ეს ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლი იყო, იმი­ტომ, რომ ირმა ცი­ხე­ში არ მჯდა­რა. მგო­ნი, და­ვით კოხ­რე­ი­ძე აღელ­ვე­ბუ­ლი იყო და ემო­ცი­ურ ნი­ა­დაგ­ზე სა­უბ­რობ­და.

- რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო აღელ­ვე­ბუ­ლი?

- გა­ახ­სენ­და ის პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა.

- ამის გამო თქვე­ნი სა­უბ­რის­თვის უნ­დობ­ლად რა­ტომ უნდა შეე­ხედა?

- ალ­ბათ, მისი აზ­რით მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზე და ჩემი აზ­რით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ზე არ გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა. მთა­ვა­რი ხომ ისაა, რომ კობა ბე­ქა­უ­რი მო­ვი­და და ლა­პა­რა­კი და­ი­წყო.

- იყო თქვენ­სა და ბე­ქა­ურს შო­რის შე­თან­ხმე­ბა, რა თე­მებ­ზე არ უნდა გე­სა­უბ­რათ?

- მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა.

- ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ბევ­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა ბე­ქა­უ­რის თქვენ­თან სტუმ­რო­ბას...

- არი­ან ორ­თო­დოქ­სი მი­შის­ტე­ბი დ მათ ვე­რა­ფერს ვუშ­ვე­ლით. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ყო­ველ­თვის არა­ერ­თგვა­რო­ვან შე­ფა­სე­ბებს გა­მოთ­ქვა­მენ და მე ეს ნაკ­ლე­ბად მა­ღელ­ვებს. სექ­ტან­ტი მი­შის­ტე­ბის კო­მენ­ტა­რებს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ.

- გგო­ნი­ათ, რომ ისი­ნი მხო­ლოდ მი­შის­ტე­ბი არი­ან? ხომ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს ისე­დაც ბევ­რი კი­თხვა გა­უჩ­ნდეს ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ცალ­სა­ხად ვთვლი, რომ ის ბრალ­დე­ბა, რომ­ლი­თაც მე გა­მა­სა­მარ­თლეს, ინ­გრე­ვა. მე­ო­რეა, მე რო­გორ ავ­ხსნი ფუ­ლის აღე­ბის ფაქტს. მთვა­რია ის, რომ ინ­გრე­ვა ჩემი და კოხ­რე­ი­ძის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ის ოთხი წელი, რო­მე­ლიც მე ცი­ხე­ში გა­ვა­ტა­რე, ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ გა­მი­ტა­რე­ბია. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ ყვე­ლაფ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნდა მოხ­დეს. ხოლო ის, თუ რა­ტომ და რო­გორ ავი­ღე ფული, სულ სხვა საქ­მეა. მერე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ცალ­კე ვი­ლა­პა­რა­კებ. ამი­ტომ ყვე­ლა­ზე არა­რენ­ტა­ბე­ლუ­რი კი­თხვის დას­მა, ფული ხომ აი­ღეო, არას­წო­რია. მე ვდა­ვობ და ალ­ბათ გა­ვი­მარ­ჯვებ ამ და­ვა­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მო­ა­წყო პრო­ვო­კა­ცია, უმღლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა მო­ა­წყვეს ჩემ­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "202"-ის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცია. და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს ცრუ­დას­მე­ნის წყა­ლო­ბით ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში და ეს იყო, რა თქმა უნდა, და­ნა­შა­უ­ლი.

- თქვით, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მცი­რე ხნით მა­ინც იმ­სა­ხუ­რებს ცი­ხე­ში ყოფ­ნა­სო. ე.ი. ფიქ­რობთ, რომ თქვენც იმ­სა­ხუ­რებ­დით?

- რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ისე­თი რამ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რაც არას­წო­რი იყო. შეც­დო­მე­ბი მაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ასეა, მაგ­რამ მე ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მე­ბი არ მაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი. არამ­ზა­დო­ბა არ ჩა­მი­დე­ნია. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს ფი­ლო­სო­ფი­უ­რად ვამ­ბობ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი ერ­თია და ცხოვ­რე­ბის კო­დექ­სი - სხვა.

- თქვით, სხვა თე­მაა, რა­ტომ და რო­გორ ავი­ღე ფუ­ლიო. შე­გიძ­ლი­ათ, ამ სა­კი­თხზე უფრო გახ­სნი­ლად ვი­სა­უბ­როთ?

- მაქვს გეგ­მა. და­ვე­ლო­დე­ბი ახალ გა­ნა­ჩენს და შემ­დეგ, როცა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი. არც ერთ დღეს და არც ერთ წელს არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, რომ ცი­ხე­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ ჩა­მი­დე­ნია სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი, რის­თვი­საც გა­მა­სა­მარ­თლეს.

- ამ­ბო­ბენ, კობა ბე­ქა­უ­რი ასე იმი­ტომ მო­იქ­ცა, რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა უნ­დაო.

- მთა­ვა­რია, რომ მან სი­მარ­თლე თქვა.

- პი­რა­დულ ამ­ბებ­ზეც მინ­და გკი­თხოთ. რო­გორც ვიცი, მე­უღ­ლეს და­შორ­დით და ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ.

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ მე­უღ­ლეს დავ­შორ­დი. სხვას ამ თე­მა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რეთ, რომ გიყ­ვართ ხა­ტია ეკი­ზაშ­ვი­ლი...

- ამ თე­მა­ზე ვე­რა­ფერს მათ­ქმე­ვი­ნებთ. არ ვსა­უბ­რობ პი­რად­ზე.

- კი, მაგ­რამ "ფე­ის­ბუქ­ზე" ამ სიტ­ყვე­ბის და­წე­რით ხომ ეს ამ­ბა­ვი სა­ჯა­რო გა­ხა­დეთ...

- ერ­თია, თქვენ რას და­წერთ და მე­ო­რეა, მე რას გი­პა­სუ­ხებთ.

- რო­გორც გა­ვი­გეთ, ეს გო­გო­ნა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლის პიარ­მე­ნე­ჯე­რია.

- მე არ გი­პა­სუ­ხებთ პი­რად შე­კი­თხვებ­ზე.

- რო­დის გაგ­ვაც­ნობთ ჟურ­ნა­ლის­ტებს შეყ­ვა­რე­ბულს?

- არ ვიცი.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ვის გამო გაშორდა ცოლს შალვა რამიშვილი

ვის გამო გაშორდა ცოლს შალვა რამიშვილი

ჯერ კიდევ ზაფხულში ჟურნალი "რეიტინგი" პირველი იყო, ვინც გამცნოთ, რომ შალვა რამიშვილი ცოლს გაშორდა. მაშინ სანდო წყარო გვიყვებოდა, რომ შალვა შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა. ეს ჭორი არც შალვას ყოფილ მეუღლე თეა აბაშმაძეს დაუდასტურებია და არც თვითონ შალვას. ცოტა ხნის წინ კი შალვამ "ფეისბუქზე" საჯაროდ გამოაქვეყნა, რომ ხატია ეკიზაშვილი უყვარს. ტელეწამყვანთან საუბარი ბოლო დროს მომხდარი აქტუალური მოვლენით, მის ეთერში კობა ბექაურის სტუმრობით დავიწყეთ.

- შალვა, კობა ბექაურთან ეთერის შემდეგ როგორ გრძნობთ თავს?

- კარგად. ზოგადად 1-ლი ოქ­ტომბრის შემდეგ თავს კარგად ვგრ­ძნობ. სწორედ 1-ლი ოქტომბრის შედეგია, რომ ბექაური ჩემთან გადაცემაში მოვიდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, უმაღლესი თანამდებობის პირების შეკვეთილი რომ იყო ეს პროვოკაცია, მაგრამ დეტალები არ იყო ჩემთვის ცნობილი. ახლა მთელმა საქართველომ გაიგო. პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და ყველა შეკითხვას საბოლოოდ გაეცემა სამართლებრივი პასუხი, შესაბამისად, მოხდება სამართლებრივი რეაბილიტაცია.

- კობა ბექაურთან პირისპირ საუბრისას დაძაბული იყავით?

- ბექაურის მიმართ განსაკუთრებული ბოღმა არასდროს მქონია. ზუსტად ვიცოდი, რომ ის სხვისი ბრძანებების შემსრულებელი იყო. წყალქვეშა ნავი გემს რომ ძირავს, ტორპედოს ხომ არა აქვს ნება, სხვაგან გადაუხვიოს. სადაც დაუმიზნებენ, იქ ისვრის. შეიძლება ითქვას, რომ ტორპედო ბექაური იყო, მიხეილ სააკაშვილი კი - წყალქვეშა გემის კაპიტანი. წყალქვეშა გემი ჩაძირულია. კაპიტანი "აფსაიდშია" და გემთან ერთად იძირება. ამიტომ ახლა არანაირი შურისძიების, ბოღმისა და გაბოროტების გრძნობა ბექაურის მიმართ არ მაქვს.

- როდესაც მას ღია ეთერში ხელი ჩამოართვით, არ გაგახსენდათ, რომ სწორედ მან გაგწირათ? მისი წყალობით ციხეში გატარებული ოთხი წელი არ გაგახსენდათ?

- მე ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ ამ საკითხს. ყველა ადამიანი ცხოვრებაში რაღაც არასწორს ვაკეთებთ და შეიძლება, ყველა იმსახურებს ცოტა ხნით სასჯელს. ეს ზოგადი შეხედულებაა და მეორეც, მე სააკაშვილმა დამაპატიმრა და იარაღად ბექაური გამოიყენა. მისდამი მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძმაკაცები არასდროს ვიქნებით.

- როგორ დაგიკავშირდათ?

- ჩვენს საერთო მეგობარ გიორგი უძილაურთან მივიდა და სთხოვა, შუამავლობა გაეწია ჩემთან. მერე მოვიდა და მითხრა, ყველაფერს ვიტყვიო.

- არ გაგიკვირდათ?

- მე ველოდებოდი მოვლენების ასე განვითარებას. ასეთი საშინელი ტვირთით სიარული ძალიან რთულია. მით უმეტეს, როცა საფრთხის საშიშროება გაქრა.

- დავით კოხრეიძის კომენტა­რი ამ ყველაფერთან დაკავშირებ­ით ცოტა უცნაურად არ მოგეჩვენათ?

- დავით კოხრეიძე წელიწად-ნახევარი სრულიად უდანაშაულო იჯდა...

- მან უნდობლობით შეხედა თქვენს საუბარს და თქვა, რომ თქვენ და ბექაური რაღაცებზე წინასწარ გარიგდით. ის იმ ამბავმა დაეჭვა, რომ იმ ბინის პატრონი, სადაც დაგაკავეს, ირმა სტეფნაძე არ ახსენეთ...

- მე მიმაჩნია, რომ ირმა სტეფნაძე ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მან არ იცოდა, მე რომ მაკავებდნენ. მასაც გაუჩალიჩა სააკაშვილმა ბექაურის მეშვეობით. რა თქმა უნდა, მისთვის ეს ნაკლებად მტკივნეული იყო, იმიტომ, რომ ირმა ციხეში არ მჯდარა. მგონი, დავით კოხრეიძე აღელვებული იყო და ემოციურ ნიადაგზე საუბრობდა.

- რატომ უნდა ყოფილიყო აღელვებული?

- გაახსენდა ის პერიოდი, რომელიც ციხეში გაატარა.

- ამის გამო თქვენი საუბრისთვის უნდობლად რატომ უნდა შეე­ხედა?

- ალბათ, მისი აზრით მნიშვნელოვან დეტალებზე და ჩემი აზრით უმნიშვნელოზე არ გამახვილდა ყურადღება. მთავარი ხომ ისაა, რომ კობა ბექაური მოვიდა და ლაპარაკი დაიწყო.

- იყო თქვენსა და ბექაურს შორის შეთანხმება, რა თემებზე არ უნდა გესაუბრათ?

- მსგავსი არაფერი ყოფილა.

- ინტერნეტსივრცეში ბევრი კრიტიკა მოჰყვა ბექაურის თქვენთან სტუმრობას...

- არიან ორთოდოქსი მიშისტები დ მათ ვერაფერს ვუშველით. ინტერნეტსივრცეში ყოველთვის არაერთგვაროვან შეფასებებს გამოთქვამენ და მე ეს ნაკლებად მაღელვებს. სექტანტი მიშისტების კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ.

- გგონიათ, რომ ისინი მხოლოდ მიშისტები არიან? ხომ შეიძლება, ადამიანს ისედაც ბევრი კითხვა გაუჩნდეს ამ ამბავთან დაკავშირებით?

- ცალსახად ვთვლი, რომ ის ბრალდება, რომლითაც მე გამასამართლეს, ინგრევა. მეორეა, მე როგორ ავხსნი ფულის აღების ფაქტს. მთვარია ის, რომ ინგრევა ჩემი და კოხრეიძის სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილეობა. შესაბამისად, ის ოთხი წელი, რომელიც მე ციხეში გავატარე, ტყუილუბრალოდ გამიტარებია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ხოლო ის, თუ რატომ და როგორ ავიღე ფული, სულ სხვა საქმეა. მერე ამ ყველაფერზე ცალკე ვილაპარაკებ. ამიტომ ყველაზე არარენტაბელური კითხვის დასმა, ფული ხომ აიღეო, არასწორია. მე ვდავობ და ალბათ გავიმარჯვებ ამ დავაში, რომ სახელმწიფომ მოაწყო პროვოკაცია, უმღლესი თანამდებობის პირებმა მოაწყვეს ჩემსა და ტელეკომპანია "202"-ის წინააღმდეგ პროვოკაცია. დამადანაშაულეს ცრუდასმენის წყალობით ფულის გამოძალვაში და ეს იყო, რა თქმა უნდა, დანაშაული.

- თქვით, ყველა ადამიანი მცირე ხნით მაინც იმსახურებს ციხეში ყოფნასო. ე.ი. ფიქრობთ, რომ თქვენც იმსახურებდით?

- რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრი ისეთი რამ მაქვს გაკეთებული, რაც არასწორი იყო. შეცდომები მაქვს დაშვებული. ყველა ადამიანი ასეა, მაგრამ მე ფატალური შეცდომები არ მაქვს დაშვებული. არამზადობა არ ჩამიდენია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ფილოსოფიურად ვამბობ. სისხლის სამართლის კოდექსი ერთია და ცხოვრების კოდექსი - სხვა.

- თქვით, სხვა თემაა, რატომ და როგორ ავიღე ფულიო. შეგიძლიათ, ამ საკითხზე უფრო გახსნილად ვისაუბროთ?

- მაქვს გეგმა. დაველოდები ახალ განაჩენს და შემდეგ, როცა რეაბილიტაცია მოხდება, ყველაფერს ვიტყვი. არც ერთ დღეს და არც ერთ წელს არ ვიმსახურებდი, რომ ციხეში ვყოფილიყავი. არ ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, რისთვისაც გამასამართლეს.

- ამბობენ, კობა ბექაური ასე იმიტომ მოიქცა, რომ ახალ ხელისუფლებაში ადგილის დამკვიდრება უნდაო.

- მთავარია, რომ მან სიმართლე თქვა.

- პირადულ ამბებზეც მინდა გკითხოთ. როგორც ვიცი, მეუღლეს დაშორდით და ახლა შეყვარებული ხართ.

- ვადასტურებ, რომ მეუღლეს დავშორდი. სხვას ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი.

- "ფეისბუქზე" დაწერეთ, რომ გიყვართ ხატია ეკიზაშვილი...

- ამ თემაზე ვერაფერს მათქმევინებთ. არ ვსაუბრობ პირადზე.

- კი, მაგრამ "ფეისბუქზე" ამ სიტ­ყვების დაწერით ხომ ეს ამბავი საჯარო გახადეთ...

- ერთია, თქვენ რას დაწერთ და მეორეა, მე რას გიპასუხებთ.

- როგორც გავიგეთ, ეს გოგონა სუხიშვილების ანსამბლის პიარ­მენეჯერია.

- მე არ გიპასუხებთ პირად შეკითხვებზე.

- როდის გაგვაცნობთ ჟურნალისტებს შეყვარებულს?

- არ ვიცი.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები