Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რედაქტორი, რომელიც კათეტსა და კათეტერს ერთმანეთისგან ვერ არჩევს
რედაქტორი, რომელიც კათეტსა და კათეტერს ერთმანეთისგან ვერ არჩევს

სა­ვა­რა­უ­დოდ, შო­რე­ნა შა­ვერ­დაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ბევ­რს იცი­ნებ­და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის მიერ ნათ­ქვამ "არ­ტი­ლე­რი­ა­ზე", მა­შინ, რო­დე­საც ის არ­ტე­რი­ას გუ­ლის­ხმობ­და. ვი­დეო, სა­დაც ნა­ნუ­კა სა­კუ­თარ გა­და­ცე­მა­ში მომ­ხდარ ჩხუბ­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებ­და, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის ერთ-ერთ ჰი­ტად იქცა. ნა­ნუ­კას ლალი მო­როშ­კი­ნა­სა და თაკო ფხა­კა­ძის შეხ­ლა-შე­მოხ­ლის და ჩან­გლა­ო­ბის ეპი­ზო­დის აღ­სა­წე­რად სი­ტყვა არ­ტე­რია დას­ჭირ­და და არ­ტი­ლე­რია თქვა. შე­ე­შა­ლა, უცო­დი­ნა­რო­ბით თქვა თუ სხვა რა­მით, ეს კი­დევ ცალ­კე თე­მაა და იმ­დე­ნად ძვე­ლი, რომ აღარ ღირს გარ­ჩე­ვად, მაგ­რამ ეს ძა­ლით ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სვეტსკი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­გორ აქი­ლი­კებ­და და რა სი­ტყვე­ბით ამ­კობ­და "ნა­ნუ­კას შოუს" წამ­ყვანს, მა­გას რა დაგ­ვა­ვი­წყებს. მათ შო­რის, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბო­და ჟურ­ნალ "ლი­ბე­რა­ლის" რე­დაქ­ტო­რი შა­ვერ­დაშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც, რო­გორც ვი­ცით, გა­ნათ­ლე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ალ­ბათ ამი­ტო­მაც "ქარ­თუ­ლი არ ეკერ­კე­ბა". გარ­და ამი­სა, რო­გორც მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­მოს­ვლი­დან შე­ვა­ტყვეთ, შა­ვერ­დაშ­ვილს დი­დად არც მა­თე­მა­ტი­კა ეხერ­ხე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით გე­ო­მეტ­რია და აშ­კა­რაა, რომ რო­დე­საც მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი სამ­კუ­თხე­დის შე­სა­ხებ ელა­პა­რა­კე­ბო­და სწავ­ლას მო­წყუ­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს, მათ შო­რის იმ დღეს შო­რე­ნა შა­ვერ­დაშ­ვი­ლი არ იყო.

უდ­რის თუ არა კა­თე­ტი კა­თე­ტერს? რა თქმა უნდა, არა. პირ­ვე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბის ლექ­სი­კონ­ში შე­დის, მე­ო­რე - სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შა­კე­ბის. მა­ინც, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, შე­გახ­სე­ნებთ, რომ მართკუ­თხა სამ­კუ­თხე­დის მარ­თი კუ­თხის მო­პირ­და­პი­რე გვერდს ეწო­დე­ბა ჰი­პო­ტე­ნუ­ზა, ხოლო და­ნარ­ჩენ ორ გვერდს - კა­თე­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა კა­თე­ტერს, ეს სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­სა­წყოა.

რო­გორც ჩანს, შო­რე­ნა შა­ვერ­დაშ­ვილს სურ­და, კახა ბენ­დუ­ქი­ძეს­თან "პრეს-პრეს­ში" თა­ვი­სი სრუ­ლი "ჩაფ­ლა­ვე­ბის" შემ­დეგ მა­თე­მა­ტი­კის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცოდ­ნა გა­მო­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა და ის მა­ინც ეთ­ქვა სწო­რად, რომ მართკუ­თხა სამ­კუ­თხე­დის კა­თეტ­თა კვად­რა­ტე­ბის ჯამი ჰი­პო­ტე­ნუ­ზის კვად­რატს უტოლ­დე­ბა. მისი ეს მცდე­ლო­ბაც სრუ­ლი კრა­ხით დას­რულ­და...

შო­რე­ნა თა­ვის ტე­ლე­მი­მარ­თვას "კვი­რის აზ­რებ­ში" ასე იწყებს (სტი­ლი და­ცუ­ლია) - "ეძღვნე­ბა მა­მას, დე­დას და კახა ბენ­დუ­ქი­ძეს. შე­იძ­ლე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტმა არ იცო­დეს, რომ მართკუ­თხა სამ­კუ­თხედ­ში კა­თე­ტე­რე­ბის კვად­რა­ტე­ბის ჯამი ჰი­პო­ტე­ნუ­ზის კვად­რა­ტის ტო­ლია, მაგ­რამ უნდა იცო­დეს, რომ რა­ღა­ცის 1,5-ჯერ გაზ­რდა 12%-იან ზრდა­ზე მე­ტია..."

რო­გორც ამე­რი­კა­ში იტყვი­ან ხოლ­მე, ოოპს, კახა ბენ­დუ­ქი­ძე კვლავ გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხით უცქე­რის ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის "მეტ­რებს", რომ­ლე­ბიც ტე­ლე­ვი­ზი­ით ჭკუ­ას გვას­წავ­ლი­ან, "ლი­ბე­რა­ლის" რე­დაქ­ტო­რი კი, აშ­კა­რაა, თა­ვი­სი საქ­მის ჩარ­ჩო­ებს ისევ გას­ცდა და მისი ცხვი­რი კვლავ უად­გი­ლო ად­გი­ლას იპო­ვეს, ისე­ვე, რო­გორც მცი­რე ხნის წინ, რო­დე­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შერ­ჩე­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თა­ვის გა­და­ცე­მა­ში უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რე­დაქ­ტო­რის "ოქ­როს ფრა­ზას", ხოლო "ჩი­ტის" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე შა­ვერ­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­კუ­თხე­დის ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნდა...

ჩვენ კი უმორ­ჩი­ლე­სად ვთხოვთ ჩვენს ძვირ­ფას კო­ლე­გას, შო­რე­ნა დე­ი­და, შე­ეშ­ვით რა, მა­თე­მა­ტი­კას და ბენ­დუს და მი­ხე­დეთ თქვენს საქ­მეს, ჟურ­ნა­ლის კე­თე­ბას, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით უკე­თე­სად გა­მოგ­დით.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რედაქტორი, რომელიც კათეტსა და კათეტერს ერთმანეთისგან ვერ არჩევს

რედაქტორი, რომელიც კათეტსა და კათეტერს ერთმანეთისგან ვერ არჩევს

სავარაუდოდ, შორენა შავერდაშვილი ძალიან ბევრს იცინებდა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ნათქვამ "არტილერიაზე", მაშინ, როდესაც ის არტერიას გულისხმობდა. ვიდეო, სადაც ნანუკა საკუთარ გადაცემაში მომხდარ ჩხუბზე კომენტარს აკეთებდა, ინტერნეტსივრცის ერთ-ერთ ჰიტად იქცა. ნანუკას ლალი მოროშკინასა და თაკო ფხაკაძის შეხლა-შემოხლის და ჩანგლაობის ეპიზოდის აღსაწერად სიტყვა არტერია დასჭირდა და არტილერია თქვა. შეეშალა, უცოდინარობით თქვა თუ სხვა რამით, ეს კიდევ ცალკე თემაა და იმდენად ძველი, რომ აღარ ღირს გარჩევად, მაგრამ ეს ძალით ინტელექტუალური და სვეტსკი საზოგადოება როგორ აქილიკებდა და რა სიტყვებით ამკობდა "ნანუკას შოუს" წამყვანს, მაგას რა დაგვავიწყებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, იქნებოდა ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი შავერდაშვილიც, რომელსაც, როგორც ვიცით, განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული და ალბათ ამიტომაც "ქართული არ ეკერკება". გარდა ამისა, როგორც მისი ბოლოდროინდელი გამოსვლიდან შევატყვეთ, შავერდაშვილს დიდად არც მათემატიკა ეხერხება, განსაკუთრებით გეომეტრია და აშკარაა, რომ როდესაც მათემატიკის მასწავლებელი სამკუთხედის შესახებ ელაპარაკებოდა სწავლას მოწყურებულ მოსწავლეებს, მათ შორის იმ დღეს შორენა შავერდაშვილი არ იყო.

უდრის თუ არა კათეტი კათეტერს? რა თქმა უნდა, არა. პირველი მათემატიკოსების ლექსიკონში შედის, მეორე - სამედიცინო მუშაკების. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, შეგახსენებთ, რომ მართკუთხა სამკუთხედის მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდს ეწოდება ჰიპოტენუზა, ხოლო დანარჩენ ორ გვერდს - კათეტი. რაც შეეხება კათეტერს, ეს სამედიცინო ხელსაწყოა.

როგორც ჩანს, შორენა შავერდაშვილს სურდა, კახა ბენდუქიძესთან "პრეს-პრესში" თავისი სრული "ჩაფლავების" შემდეგ მათემატიკის ელემენტარული ცოდნა გამოემჟღავნებინა და ის მაინც ეთქვა სწორად, რომ მართკუთხა სამკუთხედის კათეტთა კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატს უტოლდება. მისი ეს მცდელობაც სრული კრახით დასრულდა...

შორენა თავის ტელემიმართვას "კვირის აზრებში" ასე იწყებს (სტილი დაცულია) - "ეძღვნება მამას, დედას და კახა ბენდუქიძეს. შეიძლება, ჟურნალისტმა არ იცოდეს, რომ მართკუთხა სამკუთხედში კათეტერების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ რაღაცის 1,5-ჯერ გაზრდა 12%-იან ზრდაზე მეტია..."

როგორც ამერიკაში იტყვიან ხოლმე, ოოპს, კახა ბენდუქიძე კვლავ გაღიმებული სახით უცქერის ქართული ჟურნალისტიკის "მეტრებს", რომლებიც ტელევიზიით ჭკუას გვასწავლიან, "ლიბერალის" რედაქტორი კი, აშკარაა, თავისი საქმის ჩარჩოებს ისევ გასცდა და მისი ცხვირი კვლავ უადგილო ადგილას იპოვეს, ისევე, როგორც მცირე ხნის წინ, როდესაც სახალხო დამცველის შერჩევით იყო დაკავებული. ვანო ჯავახიშვილი თავის გადაცემაში უკვე გამოეხმაურა რედაქტორის "ოქროს ფრაზას", ხოლო "ჩიტის" "ფეისბუქის" გვერდზე შავერდაშვილის სახელობის სამკუთხედის ფოტო გამოქვეყნდა...

ჩვენ კი უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს ძვირფას კოლეგას, შორენა დეიდა, შეეშვით რა, მათემატიკას და ბენდუს და მიხედეთ თქვენს საქმეს, ჟურნალის კეთებას, რომელიც შედარებით უკეთესად გამოგდით.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები