საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია წიწილაშვილი "რეალ ტვ"-დან ბერას ტელევიზიაში გადაბარგდა
ნათია წიწილაშვილი "რეალ ტვ"-დან ბერას ტელევიზიაში გადაბარგდა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ახალ­გაზ­რდულ არხს "ჯი­დი­ესს" ვუ­ყუ­რებ­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მსა­ხი­ო­ბი ნა­თია წი­წი­ლაშ­ვი­ლი და­ვი­ნა­ხე ეკ­რან­ზე, "მუ­სი­კა­ლუ­რი ათე­უ­ლი" მიჰ­ყავ­და. მისი ამ არხზე და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. ნა­თი­ას ხომ ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში "რეალ ტვ"-ზე მიჰ­ყავ­და გა­და­ცე­მა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აღ­ვშფოთ­დი კი­დეც. ვერ გა­ვი­გე, რო­გორ ხდე­ბა, ხალ­ხი ასე სწრა­ფად და რა­დი­კა­ლუ­რად რომ იც­ვლის შე­ხე­დუ­ლე­ბებს. პრინ­ციპ­ში, არც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მეს­მის, ვინც ნა­თი­ას ბე­რას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­მო­უ­ძებ­ნა ად­გი­ლი. ნა­თია წი­წი­ლაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი და ახალ სამ­სა­ხურ­ზე ვე­სა­უბ­რე.

- ნა­თია, "ჯი­დი­ეს­ზე" მუ­შა­ო­ბა რო­გორ და­ი­წყე?

- ჩვე­უ­ლებ­რივ. და­მი­რე­კეს, მი­თხრეს, რომ არხზე კას­ტინ­გი იყო. მი­ვე­დი და ამიყ­ვა­ნეს სამ­სა­ხურ­ში.

-

რო­გორ მოგ­წონს ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი? რო­გორც ვიცი, მსგავ­სი ტი­პის გა­და­ცე­მა არ წა­გიყ­ვა­ნია.

- ძა­ლი­ან მომ­წონს ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი. ყვე­ლა­ნა­ი­რად კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით.

- მუ­სი­კა­ლურ ათე­ულს რო­გორ ად­გენთ?

- ბრი­ტა­ნუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ჩარ­ტე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით. მუ­სი­კა­ლუ­რი ათე­უ­ლი სხვა­დას­ხვა დღეს მე, სან­დრო ჟღენტს და სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს მიგ­ვყავს.

- მა­ნამ­დე "რეალ ტვ"-ის ეთერ­ში სამ გო­გოს, შენ, თაკო აბა­ში­ძეს და ადე­ლი­ნას მიგ­ყავ­დათ გა­და­ცე­მა "გო­გო­ე­ბი". რო­გორც ვხვდე­ბი, ეს ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტი არ გამ­ხდა­რა, რომ ბე­რას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი უპ­რობ­ლე­მოდ და­გე­წყო.

- "რეალ ტვ"-დან მე თვ­ითონ წა­მო­ვე­დი, "ჯი­დი­ეს­ში" არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია.

- მე ხან­და­ხან ვუ­ყუ­რებ­დი თქვენს გა­და­ცე­მას. სამ გო­გოს ბევ­რჯერ გი­ხუმ­რი­ათ უტაქ­ტოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მისი გუნ­დის სხვა წევ­რებ­ზე. ამის გა­კე­თე­ბას გა­ი­ძუ­ლებ­დნენ და ამის გამო წა­მოხ­ვე­დი?

- არ­ხი­დან წა­მოს­ვლის გა­დამ­წყვე­ტი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი სწო­რედ ეს იყო. მი­წევ­და ისე­თი რა­ღა­ცე­ბის თქმა, რა­ზეც ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი არ უნდა სა­უბ­რობ­დეს. ეს ჩემი პი­რა­დი აზ­რია. ზოგი სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობს და სხვაგ­ვა­რად იქ­ცე­ვა. მე კი მგო­ნია, რომ ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს პო­ლი­ტი­კას­თან კავ­ში­რი არ უნდა ჰქონ­დეს. პო­ზი­ცია კი უნდა გა­აჩ­ნდეს, მაგ­რამ ამას საქ­ვეყ­ნოდ არ უნდა ამ­ბობ­დეს.

- რო­გორც ვხვდე­ბი, "რეალ ტვ"-ის არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან და­ვა­ლე­ბა გქონ­დათ, რომ ასე გე­ხუმ­რათ...

- და­ვა­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. ცოტა სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო. მე, რო­გორც გი­თხა­რით, არ მსურ­და მე­სა­უბ­რა პო­ლი­ტი­კა­ზე.

- და­ვა­ლე­ბა არ ყო­ფი­ლაო ამ­ბობ, ე.ი გთხოვ­დნენ, ასე იხუმ­რე­თო?

- არ ვიცი, თქვენ თვი­თონ და­არ­ქვით ამ ყვე­ლა­ფერს სა­ხე­ლი.

- თაკო და ადე­ლი­ნა ამ­ჯე­რად რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- ზუს­ტად არ ვიცი, მგო­ნი, "კო­მე­დი არხზე" იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას. კონ­კრე­ტუ­ლად არ ვიცი. ყურ­მოკ­ვრით გა­ვი­გე, რომ ტექ­სტის ჩა­წე­რა­ზე იყო ორი­ვე.

- სა­ნამ "რეალ ტვ" და­ი­ხუ­რე­ბო­და, მა­ნამ­დე ბევ­რად ადრე წა­მოხ­ვე­დი არ­ხი­დან?

- ივ­ლის­ში წა­მო­ვე­დი. ბოლო ეთე­რი 26 ივ­ლისს გვქონ­და. სე­ზო­ნი დამ­თავ­რდა და ვუ­თხა­რი, სექ­ტემ­ბრი­დან თქვენ­თან აღარ ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი.

- და­ნარ­ჩე­ნებ­მაც მოგ­ბა­ძეს? პრო­ტეს­ტის გამო ადე­ლი­ნამ და თა­კო­მაც და­ტო­ვეს არხი?

- რო­გორც ვიცი, ისი­ნი ეთერ­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. მერე არხი და­ი­ხუ­რა. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ხში­რი კონ­ტაქ­ტი აღარ მაქვს არც ადე­ლი­ნას­თან და არც თა­კოს­თან.

- შენი მე­უღ­ლე გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე ამ­ჯე­რად რას საქ­მი­ა­ნობს? მახ­სოვს, ისიც "რეალ ტვ"-ში ერთ-ერთი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო. მა­ნაც შენ­თან ერ­თად და­ტო­ვა არხი?

- არხზე რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა. გა­და­ცე­მე­ბი გა­და­ხა­ლის­და და გი­ორ­გიც წა­მო­ვი­და. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს არ აკე­თებს. ფილმ "ნა­წი­ლებ­ში" მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მიმ­დი­ნა­რე­ობს ფილ­მის­თვის მზა­დე­ბა, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გა­და­ი­ღებს. გი­ორ­გი ამ ყვე­ლა­ფერ­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ნათია წიწილაშვილი "რეალ ტვ"-დან ბერას ტელევიზიაში გადაბარგდა

ნათია წიწილაშვილი "რეალ ტვ"-დან ბერას ტელევიზიაში გადაბარგდა

რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილის ახალგაზრდულ არხს "ჯიდიესს" ვუყურებდი. მოულოდნელად მსახიობი ნათია წიწილაშვილი დავინახე ეკრანზე, "მუსიკალური ათეული" მიჰყავდა. მისი ამ არხზე დანახვა ძალიან გამიკვირდა. ნათიას ხომ ჯერ კიდევ ზაფხულში "რეალ ტვ"-ზე მიჰყავდა გადაცემა. სიმართლე გითხრათ, აღვშფოთდი კიდეც. ვერ გავიგე, როგორ ხდება, ხალხი ასე სწრაფად და რადიკალურად რომ იცვლის შეხედულებებს. პრინციპში, არც იმ ადამიანების მესმის, ვინც ნათიას ბერას ტელევიზიაში უპრობლემოდ გამოუძებნა ადგილი. ნათია წიწილაშვილს დავუკავშირდი და ახალ სამსახურზე ვესაუბრე.

- ნათია, "ჯიდიესზე" მუშაობა როგორ დაიწყე?

- ჩვეულებრივ. დამირეკეს, მითხრეს, რომ არხზე კასტინგი იყო. მივედი და ამიყვანეს სამსახურში.

-

როგორ მოგწონს ახალი სამსახური? როგორც ვიცი, მსგავსი ტიპის გადაცემა არ წაგიყვანია.

- ძალიან მომწონს ახალი სამსახური. ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

- მუსიკალურ ათეულს როგორ ადგენთ?

- ბრიტანული და ამერიკული ჩარტების მონაცემებით. მუსიკალური ათეული სხვადასხვა დღეს მე, სანდრო ჟღენტს და სანდრა პაიჭაძეს მიგვყავს.

- მანამდე "რეალ ტვ"-ის ეთერში სამ გოგოს, შენ, თაკო აბაშიძეს და ადელინას მიგყავდათ გადაცემა "გოგოები". როგორც ვხვდები, ეს ხელისშემშლელი ფაქტი არ გამხდარა, რომ ბერას ტელევიზიაში ახალი სამსახური უპრობლემოდ დაგეწყო.

- "რეალ ტვ"-დან მე თვ­ითონ წამოვედი, "ჯიდიესში" არანაირი პრობლემა არ შემქმნია.

- მე ხანდახან ვუყურებდი თქვენს გადაცემას. სამ გოგოს ბევრჯერ გიხუმრიათ უტაქტოდ ბიძინა ივანიშვილზე და მისი გუნდის სხვა წევრებზე. ამის გაკეთებას გაიძულებდნენ და ამის გამო წამოხვედი?

- არხიდან წამოსვლის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ეს იყო. მიწევდა ისეთი რაღაცების თქმა, რაზეც ხელოვანი ადამიანი არ უნდა საუბრობდეს. ეს ჩემი პირადი აზრია. ზოგი სხვაგვარად ფიქრობს და სხვაგვარად იქცევა. მე კი მგონია, რომ ხელოვან ადამიანს პოლიტიკასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. პოზიცია კი უნდა გააჩნდეს, მაგრამ ამას საქვეყნოდ არ უნდა ამბობდეს.

- როგორც ვხვდები, "რეალ ტვ"-ის არხის ხელმძღვანელობიდან და­ვალება გქონდათ, რომ ასე გეხუმრათ...

- დავალება არ ყოფილა. ცოტა სხვა სიტუაცია იყო. მე, როგორც გითხარით, არ მსურდა მესაუბრა პოლიტიკაზე.

- დავალება არ ყოფილაო ამბობ, ე.ი გთხოვდნენ, ასე იხუმრეთო?

- არ ვიცი, თქვენ თვითონ დაარქვით ამ ყველაფერს სახელი.

- თაკო და ადელინა ამჯერად რას საქმიანობენ?

- ზუსტად არ ვიცი, მგონი, "კომედი არხზე" იწყებენ მუშაობას. კონკრეტულად არ ვიცი. ყურმოკვრით გავიგე, რომ ტექსტის ჩაწერაზე იყო ორივე.

- სანამ "რეალ ტვ" დაიხურებოდა, მანამდე ბევრად ადრე წამოხვედი არხიდან?

- ივლისში წამოვედი. ბოლო ეთერი 26 ივლისს გვქონდა. სეზონი დამთავრდა და ვუთხარი, სექტემბრიდან თქვენთან აღარ ვიქნები-მეთქი.

- დანარჩენებმაც მოგბაძეს? პროტესტის გამო ადელინამ და თაკომაც დატოვეს არხი?

- როგორც ვიცი, ისინი ეთერში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მერე არხი დაიხურა. სიმართლე რომ გითხრათ, ხშირი კონტაქტი აღარ მაქვს არც ადელინასთან და არც თაკოსთან.

- შენი მეუღლე გიორგი კალანდაძე ამჯერად რას საქმიანობს? მახსოვს, ისიც "რეალ ტვ"-ში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი იყო. მანაც შენთან ერთად დატოვა არხი?

- არხზე რაღაცები შეიცვალა. გადაცემები გადახალისდა და გიორგიც წამოვიდა. ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს. ფილმ "ნაწილებში" მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარეობს ფილმისთვის მზადება, რომელსაც რეჟისორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი გადაიღებს. გიორგი ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები