სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრებო, გთხოვთ, გონს მოიყვანოთ თქვენი პრესმდივნები!..
მინისტრებო, გთხოვთ, გონს მოიყვანოთ თქვენი პრესმდივნები!..

ქვე­ყა­ნა­ში უდა­ვოდ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ის, რაც ჯერ არ შეც­ვლი­ლა და ერ­თგვა­რი მუდ­მი­ვაა, ეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც, მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, ვერა და ვერ და­კომ­პლექტდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პიარ-კუ­ლუ­ა­რე­ბი ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის ყო­ფილ­მა პრესმდი­ვან­მა სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძემ "რე­ი­ტინგთან" უკვე გა­შიფ­რა. მისი თქმით, რა პო­ლი­ტი­კაც იყო ქვე­ყა­ნა­ში, იმას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტრე­ბიც და მათი პრეს­სამ­სა­ხუ­რე­ბიც, შე­სა­ბა­მი­სად, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დუ­ლი გახ­ლდათ. მი­ნის­ტრე­ბი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მი მხო­ლოდ გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი გოგა ხა­ჩი­ძე იყო, რო­მე­ლიც ჩვენს ჟურ­ნალ­საც არა­ერ­თხელ ჩა­უ­წე­რია.

რა შე­იც­ვა­ლა დღეს ამ კუ­თხით? - არა­ფე­რი. რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრის პრესმდი­ვან­თან ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ დას­რულ­და. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კვლავ თავს არი­დე­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ გუ­ლახ­დი­ლად ესა­უბ­რონ პრე­სის ფურ­ცლე­ბი­დან, გა­აც­ნონ თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ მკი­თხველს გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თა ხელ­შიც მთე­ლი ქვეყ­ნის ბე­დია.

რა­ო­დენ გა­სა­ო­ცა­რიც უნდა იყოს, ერთ-ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი ამ მხრივ, ერთი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნია ახა­ლი მთავ­რო­ბი­დან, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, რო­მე­ლიც ას­წრებს საქ­მის კე­თე­ბა­საც, ხან­გრძლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თან­ხმდე­ბა "მა­ესტროს", ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე აქვს პა­სუ­ხი და რაც მთა­ვა­რია, არ ერი­დე­ბა სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აფი­ში­რე­ბა­საც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გარ­კვე­ულ ფარ­გლებ­ში. იგი­ვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე­ზე, ამ ქალ­ბა­ტო­ნებს რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­თვის, მათ შო­რის, ჩვენ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი აქვთ უკვე მი­ცე­მუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ახ­ლაც შეძ­ლე­ბენ 20-დე წუ­თის გა­მო­ნახ­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაზ­რდი­ლი ინ­ტე­რე­სის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. რა არის იმა­ში გა­საკ­ვი­რი, რომ ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს, რას წარ­მო­ად­გე­ნენ ახა­ლი მი­ნის­ტრე­ბი თუ მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი? მით უმე­ტეს, რო­დე­საც იური მე­ჩი­თო­ვის გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. შე­გახ­სე­ნებთ, საქ­მე ეხე­ბო­და იმ ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა იური მე­ჩი­თო­ვის სახ­ლში, მის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩა­წე­რეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გავ­რცელ­და ფო­ტოგ­რა­ფის შიშ­ვე­ლი ფო­ტოც, სა­დაც ის სკან­და­ლურ მწე­რალ ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე­სა და სხვებ­თან ერ­თად პო­ზი­რებ­და. ფო­ტოგ­რაფ­მა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მისი შე­მოქ­მე­დე­ბით მა­ინც იც­ნობს, თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა და უამ­რავ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, მათ შო­რის, ჩვენს ჟურ­ნალ­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვებ­ზე.

გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მე­ო­რე მო­ად­გი­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე კი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მის "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სტა­ტუ­სის გამო მო­ექ­ცა, სა­დაც ის უცენ­ზუ­რო სი­ტყვით მო­იხ­სე­ნი­ებ­და პრე­ზი­დენტს. ამ­გვა­რი სა­ჯა­რო ლექ­სი­კის გამო ადა­მი­ანს ალ­ბათ არა­თუ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას, ორ ბატ­საც არ ჩა­ა­ბა­რებ­დნენ. მისი გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით "ფე­ის­ბუქ­ზე" გვერ­დი გა­იხ­სნა, სა­დაც მისი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი და­დეს. გვერ­დი დღემ­დე 132-მა ადა­მი­ან­მა მო­ი­წო­ნა. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ძა­ლა­დო­ბი­სა და აგ­რე­სი­ის მო­წო­დე­ბა­საც შე­ი­ცავს და აქ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­უ­თი­თე­ბენ მის მიერ და­წე­რილ შემ­დეგ ფრა­ზა­ზე - "ამის მკვლელს (ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტი­მა­რი იგუ­ლის­ხმე­ბა - ავტ.) სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო უნდა მო­აჭ­რა, და­კი­დო გულ­ზე და ასე ატა­რო ქა­ლაქ­ში..." თუმ­ცა კი ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძის "ფე­ის­ბუ­ქურ" მარ­გა­ლი­ტებს შო­რის ასეთს ბევ­რს ამო­ი­კი­თხავთ. მცი­რე ხნის შემ­დეგ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ინ­ტერ­ნეტ­ში გარ­კვე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ამ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის ნა­წი­ლი მას ეკუთ­ვნის, ნა­წი­ლი კი არა მან, არა­მედ უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა და­წე­რა მას შემ­დეგ, რაც მისი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი გა­ტე­ხეს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი" ზუს­ტად ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძის პრესმდი­ვან შო­რე­ნა ჩი­ბუ­ხა­ი­ას. მას ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გულ­მოდ­გი­ნედ ვუხ­სნი­დით, რომ გვინ­დო­და ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას­თან და მის­თვის შე­კი­თხვე­ბის დას­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ო­ბამ­დე გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე, ასე­ვე სკან­დალ­ზე, რო­მე­ლიც მის­მა გა­მო­ნათ­ქვა­მებ­მა გა­მო­იწ­ვია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ინ­ტერ­ვი­უ­ში მას ექ­ნე­ბო­და იმა­ზე სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა, ის ცნო­ბი­ლი ფრა­ზე­ბი ნამ­დვი­ლად მისი იყო თუ არა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად მა­ინც დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ქალ­ბა­ტონ შო­რე­ნას ჯერ ვე­რაფ­რით გა­ვა­გე­ბი­ნეთ სა­ჟურ­ნა­ლე ინ­ტერ­ვი­უს არსი, წყო­ბა და ფორ­მა, ბო­ლოს, რომ მე­გო­ნა, მიხ­ვდა, რაზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, მო­მა­ვა­ლი კვი­რის­თვის გა­დაგ­ვი­დო შეხ­ვედ­რა და დამ­პირ­და, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის­თვის ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე სწო­რედ ერთი კვი­რის თავ­ზე მო­იც­ლი­და. თუმ­ცა პრესმდივ­ნის ეს და­პი­რე­ბაც არ აღ­მოჩ­ნდა სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს. მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი­სა და გარ­ჩე­ვე­ბის შემ­დეგ, რო­გორც იქნა, და­ი­ნიშ­ნა დღე, რო­დე­საც შევ­ძლებ­დით ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძეს­თან გა­სა­უბ­რე­ბას და ეს იქ­ნე­ბო­და ოთხშა­ბა­თი, რო­დე­საც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში დიდი შეხ­ვედ­რა ტარ­დე­ბო­და.

პრესმდი­ვან­მა სწო­რედ იქ დაგ­ვი­ბა­რა, მაგ­რამ იქ მი­სუ­ლებს გვი­თხრა, რომ შეხ­ვედ­რა ორ სა­ათს გას­ტან­და და მერე შეგ­ვეძ­ლო ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძის­თვის ერთი-ორი და არა მეტი შე­კი­თხვა დაგ­ვეს­ვა, ისიც თე­ატრთან და­კავ­ში­რე­ბით. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი არა აქვს, რომ თქვენ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რო­სო, გვი­პა­სუ­ხა პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა, რომ­ლის პრე­რო­გა­ტი­ვა სწო­რედ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვა და მათი სწორ დროს და­გეგ­მვაა. რა­ტომ არის ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე, ვთქვათ, იური მე­ჩი­თოვ­ზე უფრო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი, რომ მხო­ლოდ ერთ-ორ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხოს და არა ათს, მით უმე­ტეს, რო­დე­საც მის მი­მართ საკ­მა­ოდ ბევ­რი შე­კი­თხვა არ­სე­ბობს? ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ისე უნდა მკი­თხველს მისი გაც­ნო­ბა, ვინ არის და რა აქვს აქამ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი. და მე­ო­რეც, რა­ტომ ას­რუ­ლე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში პრეს­სამ­სა­ხუ­რე­ბი კვლავ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ფუნ­ქცი­ას, რო­მელ­თა უცი­ლო­ბე­ლი ვა­ლია, და­იც­ვან "ბო­რო­ტი" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და არ მოგ­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ა­კე­თო ინ­ტერ­ვიუ ხალ­ხის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე?!. და რა­ტომ გი­ბა­რე­ბენ შეხ­ვედ­რა­ზე მა­შინ, რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უს მო­ცე­მას არ აპი­რე­ბენ? ასე­თი რა უბე­დუ­რე­ბა გვჭირს ამ პრეს­სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ გვეშ­ვე­ლა არა­ფე­რი?!.

ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძის პრესმდი­ვა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ მის­მა უფ­როს­მა დიდი-დიდი ორ შე­კი­თხვას უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი და სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს "პიარ-სტრა­ტე­გია" თა­ვად გან­სა­ზღვრა თუ ვინ­მე და­ეხ­მა­რა? არ გვგო­ნია, ეს და­ვა­ლე­ბა მას ბა­ტო­ნი გუ­რამ ოდი­შა­რი­ას­გან ჰქონ­დეს მი­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლიც პრე­სას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. და კი­დევ ერთი, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­სუ­ლებს პრესმდი­ვან­მა შო­რე­ნამ ისიც დაგ­ვაბ­რა­ლა, ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რი­სას ხომ მი­თხა­რით, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯგუფს აგ­ზავ­ნი­დით და ისე­დაც ხომ აპი­რებ­დით აქ მოს­ვლა­სო. კარ­გი იქ­ნე­ბა, პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ნიშ­ნონ, რომ­ლე­ბიც ცო­ტა­თი მა­ინც აზ­რზე იქ­ნე­ბი­ან, რომ, მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნალს არა­ნა­ი­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯგუ­ფი არ ჰყავს და სა­ერ­თოდ, სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯგუ­ფი რას ნიშ­ნავს, იმა­საც თუ აგ­ვიხ­სნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პრესმდი­ვა­ნი, ური­გო არ იქ­ნე­ბა.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მინისტრებო, გთხოვთ, გონს მოიყვანოთ თქვენი პრესმდივნები!..

მინისტრებო, გთხოვთ, გონს მოიყვანოთ თქვენი პრესმდივნები!..

ქვეყანაში უდავოდ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ის, რაც ჯერ არ შეცვლილა და ერთგვარი მუდმივაა, ეს ქართული სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურებია, რომლებიც, მცირე გამონაკლისების გარდა, ვერა და ვერ დაკომპლექტდა პროფესიონალებით. ნაციონალური ხელისუფლების პიარ-კულუარები ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის ყოფილმა პრესმდივანმა სალომე მახარაძემ "რეიტინგთან" უკვე გაშიფრა. მისი თქმით, რა პოლიტიკაც იყო ქვეყანაში, იმას ექვემდებარებოდნენ მინისტრებიც და მათი პრესსამსახურებიც, შესაბამისად, ჟურნალისტებთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდული გახლდათ. მინისტრებიდან ხელმისაწვდომი მხოლოდ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე იყო, რომელიც ჩვენს ჟურნალსაც არაერთხელ ჩაუწერია.

რა შეიცვალა დღეს ამ კუთხით? - არაფერი. რამდენიმე მინისტრის პრესმდივანთან ჩვენი მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა. მაღალჩინოსნები კვლავ თავს არიდებენ, საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების გარკვეული დეტალების შესახებ გულახდილად ესაუბრონ პრესის ფურცლებიდან, გააცნონ თავიანთი მოსაზრებები, რომ მკითხველს გარკვეული წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს იმ ადამიანებზე, რომელთა ხელშიც მთელი ქვეყნის ბედია.

რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ერთ-ერთი გამონაკლისი ამ მხრივ, ერთი შეხედვით, ყველაზე დაკავებული და საქმიანი ქალბატონია ახალი მთავრობიდან, თეა წულუკიანი, რომელიც ასწრებს საქმის კეთებასაც, ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე თანხმდება "მაესტროს", ყველა შეკითხვაზე აქვს პასუხი და რაც მთავარია, არ ერიდება საკუთარი პირადი ცხოვრების აფიშირებასაც, რასაკვირველია, გარკვეულ ფარგლებში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეზე, ამ ქალბატონებს რამდენიმე ჟურნალისთვის, მათ შორის, ჩვენთვისაც საინტერესო ინტერვიუები აქვთ უკვე მიცემული და დარწმუნებული ვართ, თხოვნის შემთხვევაში, ახლაც შეძლებენ 20-დე წუთის გამონახვას საზოგადოების გაზრდილი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. რა არის იმაში გასაკვირი, რომ ხალხს აინტერესებს, რას წარმოადგენენ ახალი მინისტრები თუ მათი მოადგილეები? მით უმეტეს, როდესაც იური მეჩითოვის გურამ ოდიშარიას მოადგილედ დანიშვნა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, საქმე ეხებოდა იმ ტელეინტერვიუს, რომელიც უკრაინელმა ჟურნალისტებმა იური მეჩითოვის სახლში, მის სამზარეულოში ჩაწერეს, მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტოგრაფის შიშველი ფოტოც, სადაც ის სკანდალურ მწერალ ერეკლე დეისაძესა და სხვებთან ერთად პოზირებდა. ფოტოგრაფმა, რომელსაც უამრავი ადამიანი მისი შემოქმედებით მაინც იცნობს, თავი ვალდებულად ჩათვალა და უამრავ მედიასაშუალებას, მათ შორის, ჩვენს ჟურნალსაც უპასუხა შეკითხვებზე.

გურამ ოდიშარიას მეორე მოადგილე, ქალბატონი ხათუნა ხუნდაძე კი ყურადღების ცენტრში მის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული რამდენიმე სტატუსის გამო მოექცა, სადაც ის უცენზურო სიტყვით მოიხსენიებდა პრეზიდენტს. ამგვარი საჯარო ლექსიკის გამო ადამიანს ალბათ არათუ კულტურის სამინისტროს რომელიმე მიმართულებას, ორ ბატსაც არ ჩააბარებდნენ. მისი გადადგომის მოთხოვნით "ფეისბუქზე" გვერდი გაიხსნა, სადაც მისი "ფეისბუქის" გვერდიდან ამონარიდები დადეს. გვერდი დღემდე 132-მა ადამიანმა მოიწონა. ისინი მიიჩნევენ, რომ ხათუნა ხუნდაძის გამონათქვამები ძალადობისა და აგრესიის მოწოდებასაც შეიცავს და აქ, სავარაუდოდ, მიუთითებენ მის მიერ დაწერილ შემდეგ ფრაზაზე - "ამის მკვლელს (ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმარი იგულისხმება - ავტ.) სასქესო ორგანო უნდა მოაჭრა, დაკიდო გულზე და ასე ატარო ქალაქში..." თუმცა კი ხათუნა ხუნდაძის "ფეისბუქურ" მარგალიტებს შორის ასეთს ბევრს ამოიკითხავთ. მცირე ხნის შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილემ ინტერნეტში გარკვეული განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ ამ გამონათქვამების ნაწილი მას ეკუთვნის, ნაწილი კი არა მან, არამედ უცნობმა ადამიანმა დაწერა მას შემდეგ, რაც მისი "ფეისბუქის" გვერდი გატეხეს.

ჟურნალი "რეიტინგი" ზუსტად ორი კვირის განმავლობაში ეკონტაქტებოდა ხათუნა ხუნდაძის პრესმდივან შორენა ჩიბუხაიას. მას ამ ორი კვირის განმავლობაში გულმოდგინედ ვუხსნიდით, რომ გვინდოდა ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა ქალბატონ ხათუნასთან და მისთვის შეკითხვების დასმა კულტურის მინისტრის მოადგილეობამდე განვლილ ცხოვრებაზე, ასევე სკანდალზე, რომელიც მისმა გამონათქვამებმა გამოიწვია. რასაკვირველია, ინტერვიუში მას ექნებოდა იმაზე საუბრის საშუალება, ის ცნობილი ფრაზები ნამდვილად მისი იყო თუ არა და საზოგადოების ინტერესი მეტ-ნაკლებად მაინც დაკმაყოფილდებოდა. ზემოხსენებულ ქალბატონ შორენას ჯერ ვერაფრით გავაგებინეთ საჟურნალე ინტერვიუს არსი, წყობა და ფორმა, ბოლოს, რომ მეგონა, მიხვდა, რაზე ვესაუბრებოდი, მომავალი კვირისთვის გადაგვიდო შეხვედრა და დამპირდა, რომ ინტერვიუებისთვის ხათუნა ხუნდაძე სწორედ ერთი კვირის თავზე მოიცლიდა. თუმცა პრესმდივნის ეს დაპირებაც არ აღმოჩნდა სიმართლესთან ახლოს. მრავალრიცხოვანი სატელეფონო ზარებისა და გარჩევების შემდეგ, როგორც იქნა, დაინიშნა დღე, როდესაც შევძლებდით ხათუნა ხუნდაძესთან გასაუბრებას და ეს იქნებოდა ოთხშაბათი, როდესაც კულტურის სამინისტროში დიდი შეხვედრა ტარდებოდა.

პრესმდივანმა სწორედ იქ დაგვიბარა, მაგრამ იქ მისულებს გვითხრა, რომ შეხვედრა ორ საათს გასტანდა და მერე შეგვეძლო ხათუნა ხუნდაძისთვის ერთი-ორი და არა მეტი შეკითხვა დაგვესვა, ისიც თეატრთან დაკავშირებით. ნახევარი საათი არა აქვს, რომ თქვენთან ინტერვიუ ჩაწეროსო, გვიპასუხა პრესსამსახურის თანამშრომელმა, რომლის პრეროგატივა სწორედ ინტერვიუებისთვის დროის გამონახვა და მათი სწორ დროს დაგეგმვაა. რატომ არის ხათუნა ხუნდაძე, ვთქვათ, იური მეჩითოვზე უფრო პრივილეგირებული, რომ მხოლოდ ერთ-ორ შეკითხვას უპასუხოს და არა ათს, მით უმეტეს, როდესაც მის მიმართ საკმაოდ ბევრი შეკითხვა არსებობს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისე უნდა მკითხველს მისი გაცნობა, ვინ არის და რა აქვს აქამდე გაკეთებული. და მეორეც, რატომ ასრულებენ თანამედროვე საქართველოში პრესსამსახურები კვლავ სპეცსამსახურების ფუნქციას, რომელთა უცილობელი ვალია, დაიცვან "ბოროტი" ჟურნალისტებისგან მაღალი თანამდებობის პირები და არ მოგცენ საშუალება, გააკეთო ინტერვიუ ხალხისთვის საინტერესო თემებზე?!. და რატომ გიბარებენ შეხვედრაზე მაშინ, როდესაც ინტერვიუს მოცემას არ აპირებენ? ასეთი რა უბედურება გვჭირს ამ პრესსამსახურებთან დაკავშირებით, რომ არ გვეშველა არაფერი?!.

ხათუნა ხუნდაძის პრესმდივანი მიიჩნევს, რომ მისმა უფროსმა დიდი-დიდი ორ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი და საინტერესოა, ეს "პიარ-სტრატეგია" თავად განსაზღვრა თუ ვინმე დაეხმარა? არ გვგონია, ეს დავალება მას ბატონი გურამ ოდიშარიასგან ჰქონდეს მიცემული, რომელიც პრესასთან ძალიან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა. და კიდევ ერთი, კულტურის სამინისტროში მისულებს პრესმდივანმა შორენამ ისიც დაგვაბრალა, ტელეფონზე საუბრისას ხომ მითხარით, რომ ამ შეხვედრაზე საინფორმაციო ჯგუფს აგზავნიდით და ისედაც ხომ აპირებდით აქ მოსვლასო. კარგი იქნება, პრესსამსახურის ხელმძღვანელებად ისეთი ადამიანები დანიშნონ, რომლებიც ცოტათი მაინც აზრზე იქნებიან, რომ, მაგალითად, ჟურნალს არანაირი საინფორმაციო ჯგუფი არ ჰყავს და საერთოდ, საინფორმაციო ჯგუფი რას ნიშნავს, იმასაც თუ აგვიხსნის კულტურის მინისტრის მოადგილის პრესმდივანი, ურიგო არ იქნება.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"