სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე საქართველოში ბრუნდება
სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე საქართველოში ბრუნდება

სა­ზღვრის დაც­ვი­სა და დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ვა­ლე­რი ჩხე­ი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჩხე­ი­ძის ოჯა­ხის წევ­რებ­მა აც­ნო­ბეს, დევ­ნი­ლო­ბა­ში მყო­ფი 64 წლის სამ­ხედ­რო პირი სა­ქარ­თვე­ლო­დან 2004 წლის ივ­ლის­ში წა­ვი­და.

ვა­ლე­რი­ან ჩხე­ი­ძის შვი­ლის, ვახ­ტანგ ჩხე­ი­ძის თქმით, მა­მა­მი­სის სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გამო მოხ­და.

"ვა­ლე­რი ჩხე­ი­ძე სა­სა­ზღვრო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ის ამ­ბობს, ეგო­ნა, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით" მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას სწორ გზა­ზე და­ა­ყე­ნებ­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­მას გა­მოც­დი­ლე­ბას და აზრს არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ, რე­ა­ლურ გზას ას­ცდნენ და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. ამას მოჰ­ყვა კონ­ფლიქ­ტიც. უკვე სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბის შე­თი­თხვნა და­ი­წყეს. ვა­ლე­რი ჩხე­ი­ძეს ღირ­სე­ბით უცხოვ­რია და ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გაც­ლა და უკ­რა­ი­ნა­ში გა­დახ­ვე­წა არ­ჩია. ახლა დად­გა დრო, და­უბ­რუნ­დეს სამ­შობ­ლოს", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ჩხე­ი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­ლე­რი ჩხე­ი­ძე 5 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის რე­ი­სით, 15.45 სა­ათ­ზე ჩა­მოფ­რინ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე საქართველოში ბრუნდება

სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე საქართველოში ბრუნდება

საზღვრის დაცვისა და დაზვერვის დეპარტამენტების ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე საქართველოში ბრუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩხეიძის ოჯახის წევრებმა აცნობეს, დევნილობაში მყოფი 64 წლის სამხედრო პირი საქართველოდან 2004 წლის ივლისში წავიდა.

ვალერიან ჩხეიძის შვილის, ვახტანგ ჩხეიძის თქმით, მამამისის საქართველოდან წასვლა "ვარდების რევოლუციის" ხელისუფლების გამო მოხდა.

"ვალერი ჩხეიძე სასაზღვრო დეპარტამენტიდან დაზვერვის დეპარტამენტში გადაიყვანეს. როგორც ის ამბობს, ეგონა, "ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისუფლება ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლები მამას გამოცდილებას და აზრს არ ითვალისწინებდნენ, რეალურ გზას ასცდნენ და სხვა მიმართულებით წავიდნენ. ამას მოჰყვა კონფლიქტიც. უკვე სიბინძურეების შეთითხვნა დაიწყეს. ვალერი ჩხეიძეს ღირსებით უცხოვრია და ამიტომ ხელისუფლებისგან გაცლა და უკრაინაში გადახვეწა არჩია. ახლა დადგა დრო, დაუბრუნდეს სამშობლოს", - განაცხადა ვახტანგ ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, ვალერი ჩხეიძე 5 დეკემბერს საქართველოში მოსკოვი-თბილისის რეისით, 15.45 საათზე ჩამოფრინდება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე