პარტნიორები:

    თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცვლილებებია

    თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცვლილებებია

    თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცვლილებებია. მის ფარგლებში ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველო იქმნება.

    თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების გახორციელების თაობაზე უწყების პირველმა პირმა ირაკლი ალასანიამ ბრძანება უკვე გამოსცა.

    ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის - საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველოს ფუნქციებად განისაზღვრა: სამინისტროს სისტემაში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური წესით შემოწმება სათანადო მიწერილობისა და გეგმის საფუძველზე; სამინისტროს სისტემაში საიდუმლო საქმიანობის შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას შემსრულებლების მიერ "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე"" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42-ე ბრძანებულებითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება; გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოების, დოკუმენტაციის დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება/განხორციელება და ამ მიზნით სააღრიცხვო ჟურნალების, საქმეთა ნომენკლატურებისა და საიდუმლო არქივის წარმოება და ასევე საიდუმლო დოკუმენტებზე მუშაობის წესების დაცვისა და მათი შესაბამის ქვედანაყოფებში დროულად დაბრუნებისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება.

    გარდა ამისა, ცვლილება გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტთან დაკავშირებითაც ხორციელდება. ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით, გენერალური ინსპექციის უფროსს ერთი მოადგილისა და ერთი თანაშემწის ნაცვლად, ორი მოადგილე ეყოლება, რომლებსაც უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს მინისტრი.

    "ინტერპრესნიუსი"

    "ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

    83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

    "დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე