სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გავრცელებული ინფორმაციით, იური მეჩითოვმა და ხათუნა ხუნდაძემ თანამდებობები დატოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, იური მეჩითოვმა და ხათუნა ხუნდაძემ თანამდებობები დატოვეს

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ მო­ად­გი­ლე­ე­ბი - იური მე­ჩი­თო­ვი და ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მე­ჩი­თოვ­თან და­კავ­ში­რე­ბას შე­ე­ცა­და, თუმ­ცა, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს მის­მა თა­ნა­შემ­წემ უპა­სუ­ხა, რო­მელ­მაც მო­ად­გი­ლე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ცოტა ხან­ში გან­ცხა­დე­ბას გა­ავ­რცე­ლებს. თა­ვად უწყე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ჩი­თო­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გახ­და, რო­მელ­შიც ის უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს ესა­უბ­რე­ბა; ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძის შემ­თხვე­ვა­ში კი, სტა­ტუ­სე­ბი, რო­მელ­საც ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში აქ­ვეყ­ნებ­და და რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ უწ­მა­წურ გა­მო­ნათ­ქვა­მებს შე­ი­ცავ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გავრცელებული ინფორმაციით, იური მეჩითოვმა და ხათუნა ხუნდაძემ თანამდებობები დატოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, იური მეჩითოვმა და ხათუნა ხუნდაძემ თანამდებობები დატოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მოადგილეები - იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად მეჩითოვთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, სატელეფონო ზარს მისმა თანაშემწემ უპასუხა, რომელმაც მოადგილეების გათავისუფლება არც უარყო და არც დაადასტურა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ცოტა ხანში განცხადებას გაავრცელებს. თავად უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

არსებული ინფორმაციით, მეჩითოვის გათავისუფლების მიზეზი სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი გახდა, რომელშიც ის უკრაინელ ჟურნალისტებს ესაუბრება; ხათუნა ხუნდაძის შემთხვევაში კი, სტატუსები, რომელსაც ასევე სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო პერიოდში აქვეყნებდა და რომელიც საკმაოდ უწმაწურ გამონათქვამებს შეიცავდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"