მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გრიგოლია: "ბაჩანა ახალაია ჩემი მეგობარია, მერე რა მოხდა?!"
ნიკა გრიგოლია:  "ბაჩანა ახალაია ჩემი მეგობარია, მერე რა მოხდა?!"

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობ ნიკა გრი­გო­ლი­ას ირ­გვლივ მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა. ამ­ჯე­რად მისი და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­გობ­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ით, "კო­მე­დი შო­უ­დან" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნიკა სწო­რედ ბა­ჩა­ნას და­უბ­რუ­ნე­ბია უკან. გრი­გო­ლი­ა­სა და ახა­ლა­ი­ას მე­გობ­რო­ბას სა­ფუძ­ვე­ლი გა­სულ წელს ჩა­ე­ყა­რა, რო­დე­საც "კო­მე­დი შოუ" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის ივენ­თებს აკე­თებ­და. ეს წარ­მოდ­გე­ნე­ბი რომ ნამ­დვი­ლად იმარ­თე­ბო­და, ამას "კო­მე­დი შოუს" სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი არ იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­გორც ჩანს, ნიკა გრი­გო­ლია "რჩე­ულ­თა სი­ა­ში" მოხ­ვდა.

კობა ბა­რა­თე­ლი, "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი: - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ივენ­თებ­ზე არა­ფე­რი ვიცი, ჯან­მრთე­ლო­ბა გა­მი­უ­ა­რეს­და და სამ­სა­ხურ­ში ხში­რად არ ვარ. სი­ა­მოვ­ნე­ბით გი­პა­სუ­ხებ­დით, მაგ­რამ ამ ივენ­თე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი.

- ესე იგი, თქვენ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- არა. ვიცი, იყო ასე­თი რა­ღაც, მაგ­რამ ჩემ­თვის არა­ფე­რი შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ...

ნიკა გრი­გო­ლი­ამ ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და თენ­გო გუ­ნა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ "ფე­ის­ბუკ­ზე" თენ­გო გუ­ნა­ვას ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა მი­ნა­წე­რით: "ეს კაცი ჩემი მე­გო­ბა­რია, უკვე მარ­თლა გული მე­რე­ვა!!! რა ვართ ასე­თი ცხვრე­ბი, ეს დე­და­ნა­ტი­რე­ბი?! ხალ­ხო, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ნარ­კო­მა­ნებს იჭერ­და, თურ­მე ისე­თი დე­ბი­ლია, რომ როცა მისი "შეფი" მე­გო­ბა­რი და­ი­ჭი­რეს და დღე­ში "ხუი ივო ზნა­ეტ" (მკი­თხველს ბო­დიშს ვუხ­დით უცენ­ზუ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის­თვის. რედ.), რამ­დენ კაცს იბა­რე­ბენ და­სა­კა­ვებ­ლად და და­სა­ჭე­რად, წა­ვი­და და ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა და მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო, თან ისე, რომ ყო­ველ­დღე იმ შე­ნო­ბას­თან იდგა, სა­დაც ბაჩო ახა­ლა­ია ჰყავ­დათ... ბო­დი­ში უცენ­ზუ­რო­ბის გამო, მაგ­რამ ბრძე­ნო ქარ­თვე­ლო ხალ­ხო... ჩვენ შიგ ხომ არ გვაქვს?!!! მეც ბაჩო ახა­ლა­ი­ას და თენ­გო გუ­ნა­ვას მე­გო­ბა­რი ვარ... მეც და­მი­ჭი­რეთ, თქვე­ნი დე­დაც...!!!!"

ამ­ბო­ბენ, ახა­ლა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ გრი­გო­ლია "კო­მე­დი შო­უ­დან" გა­უშ­ვე­სო. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ნიკა გრი­გო­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და.

- ბაჩო ახა­ლა­ია მა­შინ გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ივენ­თებ­ზე ვმუ­შა­ობ­დით და მარ­თლაც, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყალბ­და. რა მოხ­და მერე, რა არის ამა­ში ცუდი? თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აწყობ­და სა­ღა­მო­ებს რე­ზერ­ვის­ტე­ბი­სა და თა­ვი­ან­თი ოფიც­რე­ბის­თვის. ჩვენც ამ პროგ­რა­მის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი ვი­ყა­ვით. ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში ასე­თი სა­ღა­მო­ე­ბი ხში­რად იმარ­თე­ბო­და და მა­შინ და­ვახ­ლოვ­დით.

- "კო­მე­დი შო­უ­ში" ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გავ­ლე­ნით და­გაბ­რუ­ნეს?

- არ მეს­მის რას ნიშ­ნავს ეს, ბაჩო ახა­ლა­ი­ამ და­მაბ­რუ­ნა?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ნიკა გრიგოლია: "ბაჩანა ახალაია ჩემი მეგობარია, მერე რა მოხდა?!"

ნიკა გრიგოლია:  "ბაჩანა ახალაია ჩემი მეგობარია, მერე რა მოხდა?!"

"კომედი შოუს" მსახიობ ნიკა გრიგოლიას ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ამჯერად მისი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეგობრობაზე ლაპარაკობენ. სარწმუნო ინფორმაციით, "კომედი შოუდან" გათავისუფლებული ნიკა სწორედ ბაჩანას დაუბრუნებია უკან. გრიგოლიასა და ახალაიას მეგობრობას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა, როდესაც "კომედი შოუ" თავდაცვის სამინისტროსთვის ივენთებს აკეთებდა. ეს წარმოდგენები რომ ნამდვილად იმართებოდა, ამას "კომედი შოუს" სხვა მსახიობებიც ადასტურებენ, თუმცა ყველა მსახიობი არ იღებდა მონაწილეობას. როგორც ჩანს, ნიკა გრიგოლია "რჩეულთა სიაში" მოხვდა.

კობა ბარათელი, "კომედი შოუს" მსახიობი: - თავდაცვის სამინისტროს ივენთებზე არაფერი ვიცი, ჯანმრთელობა გამიუარესდა და სამსახურში ხშირად არ ვარ. სიამოვნებით გიპასუხებდით, მაგრამ ამ ივენთების შესახებ არაფერი ვიცი.

- ესე იგი, თქვენ არ მონაწილეობდით?

- არა. ვიცი, იყო ასეთი რაღაც, მაგრამ ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებიათ...

ნიკა გრიგოლიამ ბაჩო ახალაიასა და თენგო გუნავას დაპატიმრების შემდეგ "ფეისბუკზე" თენგო გუნავას ფოტო გამოაქვეყნა მინაწერით: "ეს კაცი ჩემი მეგობარია, უკვე მართლა გული მერევა!!! რა ვართ ასეთი ცხვრები, ეს დედანატირები?! ხალხო, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდა და ნარკომანებს იჭერდა, თურმე ისეთი დებილია, რომ როცა მისი "შეფი" მეგობარი დაიჭირეს და დღეში "ხუი ივო ზნაეტ" (მკითხველს ბოდიშს ვუხდით უცენზურო გამონათქვამებისთვის. რედ.), რამდენ კაცს იბარებენ დასაკავებლად და დასაჭერად, წავიდა და ნარკოტიკების შეძენა და მოხმარება დაიწყო, თან ისე, რომ ყოველდღე იმ შენობასთან იდგა, სადაც ბაჩო ახალაია ჰყავდათ... ბოდიში უცენზურობის გამო, მაგრამ ბრძენო ქართველო ხალხო... ჩვენ შიგ ხომ არ გვაქვს?!!! მეც ბაჩო ახალაიას და თენგო გუნავას მეგობარი ვარ... მეც დამიჭირეთ, თქვენი დედაც...!!!!"

ამბობენ, ახალაიას დაპატიმრების შემდეგ გრიგოლია "კომედი შოუდან" გაუშვესო. "კვირის პალიტრა" ნიკა გრიგოლიას დაუკავშირდა.

- ბაჩო ახალაია მაშინ გავიცანი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ივენთებზე ვმუშაობდით და მართლაც, ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალბდა. რა მოხდა მერე, რა არის ამაში ცუდი? თავდაცვის სამინისტრო აწყობდა საღამოებს რეზერვისტებისა და თავიანთი ოფიცრებისთვის. ჩვენც ამ პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ვიყავით. ახალი წლის პერიოდში ასეთი საღამოები ხშირად იმართებოდა და მაშინ დავახლოვდით.

- "კომედი შოუში" ყოფილი თავდაცვის მინისტრის გავლენით დაგაბრუნეს?

- არ მესმის რას ნიშნავს ეს, ბაჩო ახალაიამ დამაბრუნა?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები