კიმ კარდაშიანი სიმღერას იწყებს

კიმ კარდაშიანი სიმღერას იწყებს

სომხური წარმოშობის ამერიკელი ტელევარსკვლავი, კიმ კარდაშიანი მუსიკალური ჩარტების დაპყრობას გეგმავს. ამ საქმეში კიმს საკუთარი საყვარლის, რეპერ კენი ვესტის იმედი აქვს.

კარდაშიანის პირველი ჩანაწერი 2011 წელს გამოჩნდა, თუმცა წარმატება არ ხვდა. კიმი უკვე წლებია მუსიკალურ სფეროში წარმატების მიღწევაზე ოცნებობს, თუმცა მუსიკალური კარიერის აწყობის პირველი მცდელობა იმდენად წარუმატებელი იყო, ვარსკვლავს დიდი ხნის განმავლობაში დასცინოდნენ.

კიმი ფიქრობს, რომ კენი ვესტის გავლენიანი მეგობრები და მათი რჩევები მუსიკალური ჩარტების დაპყრობას გაუადვილებს. თავის მხრივ, კენი უკვე შეპირდა მის საყვარელ ქალს, რომ ოცნებას აუსრულებს. რეპერმა გადაწყვიტა, კიმის სიმღერის ჩაწერისა და კლიპის ხარჯები მთლიანად თავად აანაზღაუროს.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება