პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება"
"სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ უცხო­ელს მცხე­თის ჯვარ­თან თუ ალა­ვერდთან ერ­თად, აუ­ცი­ლებ­ლად ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­დნენ პო­ლი­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლე შე­ნო­ბას იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რა უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­დე­გებს მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა რუს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს "კე­თილ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო", ვანო მე­რა­ბიშ­ვილს კი "დიდი რე­ფორ­მა­ტო­რი" შე­არ­ქვეს. თუმ­ცა დღეს ისი­ნიც კი, რომ­ლებ­მაც 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ხმა გულ­წრფე­ლად მის­ცეს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", კი­თხუ­ლო­ბენ, ბო­ლოს და ბო­ლოს, რას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მე­რა­ბიშ­ვი­ლი - რე­ფორ­მი­რე­ბულ პო­ლი­ცი­ას თუ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სტრუქ­ტუ­რას. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ ერ­თგვა­რი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის როლი შე­ას­რუ­ლა იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა ხდე­ბო­და გამჭვირ­ვა­ლე შუ­შებს მიღ­მა. მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა შე­ი­ტყო, რომ დათა ახა­ლა­ია, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი თუ სოსო თო­ფუ­რი­ძე, შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­საც კი აწა­მებ­დნენ კა­ბი­ნე­ტებ­ში. ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­ის­მი­ნა მა­ნამ­დე პრე­სა­ში ათას­ჯერ და­წე­რი­ლი, - რო­გორ მო­ახ­დი­ნა საქ­მის ფალ­სი­ფი­კა­ცია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა შეფ­მა ზუ­რაბ მი­ქა­ძემ, თუმ­ცა მძი­მე ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მი­ქა­ძეს ბოლო დროს გად­მო­ბი­რე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლომ 16.000ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და, რა­საც რო­ბა­ქი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. ექ­სპერტ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძის აზ­რით, ერ­თა­დერ­თი გზა, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი აღარ გან­მე­ორ­დეს, და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მის აღ­მო­ფხვრაა.

- სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­ვი­დეს. მა­გა­ლი­თად, არ შე­იძ­ლე­ბო­და გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბა. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, თუნ­დაც სა­მა­გა­ლი­თოდ, ხაზი უნდა გა­და­ვუს­ვათ ძა­ლა­დო­ბას პო­ლი­ტი­კურ თუ სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. უნდა და­ი­სა­ჯონ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის ჩამ­დე­ნე­ბიც და დამ­კვე­თე­ბიც. ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მია და სწო­რედ ამან მიგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში არის ყვე­ლა წინა პი­რო­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლი გა­იხ­სნას. ასე­ვე იყო რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­შიც. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­მო­ი­ძი­ონ კა­ხეთ­ში 9 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის და­ღუპ­ვის საქ­მე. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ეს ტრა­გე­დია პო­ლი­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, დად­გე­ბა თუ არა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ჩემი აზ­რით, უფრო მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, ვიდ­რე სა­მარ­თლებ­რივ­ზე. მა­გა­ლი­თად, რო­გორც ვიცი, დათა ახა­ლა­ია მე­რა­ბიშ­ვილს მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად ემორ­ჩი­ლე­ბო­და. თუმ­ცა ვნა­ხოთ, ნუ გა­ვუს­წრებთ მოვ­ლე­ნებს.

- მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, შე­საძ­ლოა, მა­ინც დად­გეს. კერ­ძოდ, შსს-ს ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტის თან­მხლე­ბი დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მყო­ფი მე­რა­ბიშ­ვი­ლი ერე­ვან­ში წას­ვლას ყალ­ბი პას­პორ­ტით ცდი­ლობ­და. მე­სა­ზღვრე­ებ­მა იმ მო­ტი­ვით, რომ პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ყო, მე­რა­ბიშ­ვილს ნამ­დვი­ლი პას­პორ­ტის წარ­დგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს. მოკ­ლედ, უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვია.

- მარ­თლაც უც­ნა­უ­რია. ჯერ ერთი, არა მგო­ნია, რო­მე­ლი­მე ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე მე­რა­ბიშ­ვილს სა­ხე­ზე ვერ ცნობ­დეს, მე­ო­რეც, თუ ყო­ფილ პრე­მი­ერს ნამ­დვი­ლი პას­პორ­ტი ჰქონ­და, რა­ღა­ზე წა­რად­გი­ნა ყალ­ბი ან ყალ­ბი რაში სჭირ­დე­ბო­და? თუ არ ვცდე­ბი, მას სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი არ აქვს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ორი პას­პორ­ტის კომ­ბი­ნა­ცია მე­რა­ბიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ხომ არ გა­ი­თა­მა­შა? თუ მას პრე­ზი­დენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ამ ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვებ­დნენ, დიდი სკან­და­ლი ატყდე­ბო­და. გარ­და ამი­სა, მე­რა­ბიშ­ვილს მი­ე­ცა სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბა­ში და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა.

- არ გა­მოვ­რი­ცხავ. შე­საძ­ლოა, ეს მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან მარ­თლაც გა­მოწ­ვე­ვა იყო. ვი­მე­ო­რებ, თუ ჰქონ­და ნამ­დვი­ლი პას­პორ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც თა­ვი­სუფ­ლად და­ტო­ვებ­და ქვე­ყა­ნას, რა­ღა­ზე ჰქონ­და ყალ­ბი? თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის დას­კვნის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. იმე­დია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფერს პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა.

- სხვა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე­ობს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბაც. სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას სა­ინ­ტე­რე­სო რამ უთხრა, - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლის შე­ტყო­ბის შემ­დეგ უთ­ქვამს, - ეს რა ჭირი მო­ვი­შო­რე­თო.

- არა მგო­ნია, ამ გან­ცხა­დე­ბას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა ჰქონ­დეს. ასეთ გან­ცხა­დე­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ, სა­ნამ პრო­კუ­რა­ტუ­რა ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გა­მო­აქ­ვეყ­ნებს. ვფიქ­რობ, იუ­რი­დი­უ­ლად ჟვა­ნი­ას საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა გა­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში თა­ვის დრო­ზე ქარ­თულ მხა­რეს აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო ეხ­მა­რე­ბო­და. ბი­უ­როს ამ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბა არ იქ­ნე­ბა ძნე­ლი და არ გა­მოვ­რი­ცხავ, მათ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ.

- სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს და­სავ­ლე­თის პრე­სა­ში არ­ცთუ ისე კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რა ხდე­ბა - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ლო­ბის­ტუ­რი მან­ქა­ნა მთე­ლი სიმ­ძლავ­რით ამუ­შავ­და თუ და­სავ­ლუ­რი მე­დია მარ­თლაც ვერ გა­ერ­კვა, რა­ტომ აპა­ტიმ­რე­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ცი­ტა­დე­ლად მი­აჩ­ნდათ?

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კრი­ტი­კუ­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უარი თქვა ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­ზე.

გარ­და ამი­სა, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი აქვს. ამ სა­კი­თხის გავ­რცო­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, მაგ­რამ გამ­გე­ბი გა­ი­გებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას ად­გი­ლი არ აქვს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს იმას, რაც მოს­თხო­ვა ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ - და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­თა გა­სა­მარ­თლე­ბა. სხვა­თა შო­რის, ახალ­მა მთავ­რო­ბამ ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სა სი­ტუ­ა­ცია და ამას ადას­ტუ­რებს კან­ცე­ლა­რი­ა­ში უცხო­ეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის შექ­მნა. ასე რომ, ჩემი აზ­რით, თვე-თვე-ნა­ხე­ვარ­ში კრი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა. მით უმე­ტეს, რომ 25 დე­კემ­ბრი­დან იწყე­ბა და­კა­ვე­ბულ­თა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლის დრო­საც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა არ­სე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

- ამ ფონ­ზე, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც ამ ეტაპ­ზე აშშ-ში ვი­ზი­ტი გა­და­დო და თა­ვის მა­გივ­რად ვა­შინგტონ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გაგ­ზავ­ნა?

- სუ­ლაც არ მეჩ­ვე­ნე­ბა შეც­დო­მად და ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს, ვა­შინგტონ­ში ბა­რაქ ობა­მას­თან შეხ­ვედ­რი­სას ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი ჰქონ­დეს.

- და­კა­ვე­ბე­ბის თე­მა­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­სულ კვი­რას და­სავ­ლელ­მა დიპ­ლო­მა­ტებ­მა კვლავ გა­ა­კე­თეს. ამა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ერიკ რუ­ბი­ნი და ევ­რო­კო­მი­სა­რი ქეთ­რინ ეშ­ტო­ნი. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა მაია ფან­ჯი­კი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად მოხ­დე­ბა. მოკ­ლედ, გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა, თუმ­ცა რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ტონი შერ­ბი­ლე­ბუ­ლია.

- ტონი მარ­თლაც შერ­ბი­ლე­ბუ­ლია და ამა­ში წვლი­ლი ამე­რი­კა­ში მაია ფან­ჯი­კი­ძის ვი­ზიტ­საც მი­უ­ძღვის. თუმ­ცა, რო­გორც ნათ­ქვა­მია, ადა­მი­ა­ნე­ბო, იყა­ვით ფხიზ­ლად! სი­მარ­თლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნას ყო­ველ­დღი­უ­რი და დამ­ღლე­ლი შრო­მა სჭირ­დე­ბა. იმე­დია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექტდე­ბა კან­ცე­ლა­რი­ის უცხო­ეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა და შე­იქ­მნე­ბა ისე­თი­ვე სტრუქ­ტუ­რა, რო­გო­რიც შე­ვარ­დნა­ძის დროს გელა ჩარ­კვი­ან­მა შექ­მნა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯორჯ სო­რო­სის ნა­ხევ­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ვი­ზი­ტი შედ­გა. ბიზ­ნეს­მე­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვდა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რეს, ასე­ვე და­ი­გეგ­მა მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი ბიზ­ნეს­წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა და­ვოს­ში და­გეგ­მილ ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან ივა­ნიშ­ვი­ლი და­ეს­წრე­ბა.

- ჯორჯ სო­რო­სი ასე უბ­რა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვი­დო­და. ჯორჯ სო­რო­სი არის "რვა­ფე­ხას ერთ-ერთი ფეხი", რი­თიც აშშ თა­ვის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს. სო­რო­სის ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან კარ­გი ნი­შა­ნია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება"

"სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება"

საქართველოში ჩამოსულ უცხოელს მცხეთის ჯვართან თუ ალავერდთან ერთად, აუცილებლად ათვალიერებინებდნენ პოლიციის გამჭვირვალე შენობას იმის დასადასტურებლად, რა უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია საქართველომ სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმების კუთხით. აღფრთოვანებულმა რუსმა ჟურნალისტებმა საქართველოს შსს-ს "კეთილ საქმეთა სამინისტრო", ვანო მერაბიშვილს კი "დიდი რეფორმატორი" შეარქვეს. თუმცა დღეს ისინიც კი, რომლებმაც 1-ელ ოქტომბერს ხმა გულწრფელად მისცეს "ნაციონალურ მოძრაობას", კითხულობენ, ბოლოს და ბოლოს, რას ხელმძღვანელობდა მერაბიშვილი - რეფორმირებულ პოლიციას თუ დანაშაულებრივ სტრუქტურას. ახალი ხელისუფლების მიერ გახმაურებული საქმეების გამოძიების დაწყებამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა გამჭვირვალე შუშებს მიღმა. მაგალითად, საზოგადოების ნაწილმა შეიტყო, რომ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი თუ სოსო თოფურიძე, შსს-ს მაღალჩინოსნებსაც კი აწამებდნენ კაბინეტებში. ბუტა რობაქიძის საქმეზე"საზოგადოებამ უკვე პროკურატურისგან მოისმინა მანამდე პრესაში ათასჯერ დაწერილი, - როგორ მოახდინა საქმის ფალსიფიკაცია საპატრულო პოლიციის ყოფილმა შეფმა ზურაბ მიქაძემ, თუმცა მძიმე ბრალდებით დაკავებულ მიქაძეს ბოლო დროს გადმობირებულმა სასამართლომ 16.000ლარიანი გირაო შეუფარდა, რასაც რობაქიძის ოჯახის წევრების აღშფოთება მოჰყვა. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის აზრით, ერთადერთი გზა, რომ ზემოხსენებული აღარ განმეორდეს, დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრაა.

- სამართლიანობა მოითხოვს, გახმაურებული საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. მაგალითად, არ შეიძლებოდა გირგვლიანის საქმის გამოუძიებლობა. ერთხელ და სამუდამოდ, თუნდაც სამაგალითოდ, ხაზი უნდა გადავუსვათ ძალადობას პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. უნდა დაისაჯონ ბოროტმოქმედების ჩამდენებიც და დამკვეთებიც. ყველაზე დიდი საშინელება დაუსჯელობის სინდრომია და სწორედ ამან მიგვიყვანა აქამდე. გირგვლიანის საქმეში არის ყველა წინა პირობა, რომ დანაშაული გაიხსნას. ასევე იყო რობაქიძის საქმეშიც. ძალზე მნიშვნელოვანია, გამოიძიონ კახეთში 9 თვის ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის საქმე. არსებობს ეჭვი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკას უკავშირდება. რაც შეეხება იმას, დადგება თუ არა ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ჩემი აზრით, უფრო მორალურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ვიდრე სამართლებრივზე. მაგალითად, როგორც ვიცი, დათა ახალაია მერაბიშვილს მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდა. თუმცა ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

- მერაბიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, შესაძლოა, მაინც დადგეს. კერძოდ, შსს-ს ცნობით, პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი მერაბიშვილი ერევანში წასვლას ყალბი პასპორტით ცდილობდა. მესაზღვრეებმა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ შეფერხებულიყო, მერაბიშვილს ნამდვილი პასპორტის წარდგენის საშუალება მისცეს. მოკლედ, უცნაური ამბავია.

- მართლაც უცნაურია. ჯერ ერთი, არა მგონია, რომელიმე ქართველი მესაზღვრე მერაბიშვილს სახეზე ვერ ცნობდეს, მეორეც, თუ ყოფილ პრემიერს ნამდვილი პასპორტი ჰქონდა, რაღაზე წარადგინა ყალბი ან ყალბი რაში სჭირდებოდა? თუ არ ვცდები, მას საქართველოს დატოვება აკრძალული არ აქვს.

- როგორ ფიქრობთ, ორი პასპორტის კომბინაცია მერაბიშვილმა სპეციალურად ხომ არ გაითამაშა? თუ მას პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში ამ ბრალდებით დააკავებდნენ, დიდი სკანდალი ატყდებოდა. გარდა ამისა, მერაბიშვილს მიეცა საფუძველი, რომ ახალი ხელისუფლება აბსურდულ ბრალდებაში დაედანაშაულებინა.

- არ გამოვრიცხავ. შესაძლოა, ეს მერაბიშვილის მხრიდან მართლაც გამოწვევა იყო. ვიმეორებ, თუ ჰქონდა ნამდვილი პასპორტი, რომლის საშუალებითაც თავისუფლად დატოვებდა ქვეყანას, რაღაზე ჰქონდა ყალბი? თუმცა ამ დროისთვის დასკვნის გაკეთება გამიჭირდება. იმედია, უახლოეს მომავალში ყველაფერს პასუხი გაეცემა.

- სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, მიმდინარეობს ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების გამოძიებაც. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილი იქნება. სხვათა შორის, ოქრუაშვილმა ადვოკატ ირმა ჭკადუას საინტერესო რამ უთხრა, - მიხეილ სააკაშვილს ჟვანიას სიკვდილის შეტყობის შემდეგ უთქვამს, - ეს რა ჭირი მოვიშორეთო.

- არა მგონია, ამ განცხადებას იურიდიული ძალა ჰქონდეს. ასეთ განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, სანამ პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას არ გამოაქვეყნებს. ვფიქრობ, იურიდიულად ჟვანიას საქმის ბოლომდე მიყვანა გაჭირდება. თუმცა ამ საქმის გამოძიებაში თავის დროზე ქართულ მხარეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ეხმარებოდა. ბიუროს ამ თანამშრომლებთან დაკავშირება არ იქნება ძნელი და არ გამოვრიცხავ, მათ საქართველოს პროკურატურას საინტერესო ინფორმაცია მიაწოდონ.

- საქართველოს ახალი ხელისუფლების ქმედებებს დასავლეთის პრესაში არცთუ ისე კარგი გამოხმაურება მოჰყვა. რა ხდება - "ნაციონალების" ლობისტური მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდა თუ დასავლური მედია მართლაც ვერ გაერკვა, რატომ აპატიმრებენ თანამდებობის პირებს იმ ქვეყანაში, რომელიც რეგიონში დემოკრატიის ციტადელად მიაჩნდათ?

- ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ კრიტიკული შეცდომა დაუშვა, როდესაც არჩევნების შემდეგ უარი თქვა ლობისტურ კომპანიებზე.

გარდა ამისა, ახალ ხელისუფლებას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერესთა კონფლიქტი აქვს. ამ საკითხის გავრცობისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გამგები გაიგებს. რასაკვირველია, საქართველოში არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს და ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც მოსთხოვა ქართველმა საზოგადოებამ - დანაშაულის ჩამდენთა გასამართლება. სხვათა შორის, ახალმა მთავრობამ ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია და ამას ადასტურებს კანცელარიაში უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილების შექმნა. ასე რომ, ჩემი აზრით, თვე-თვე-ნახევარში კრიტიკასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამოსწორდება. მით უმეტეს, რომ 25 დეკემბრიდან იწყება დაკავებულთა სასამართლო პროცესები, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება არსებითი მტკიცებულებები.

- ამ ფონზე, რამდენად გამართლებულია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ამ ეტაპზე აშშ-ში ვიზიტი გადადო და თავის მაგივრად ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზავნა?

- სულაც არ მეჩვენება შეცდომად და ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ბიძინა ივანიშვილს სურს, ვაშინგტონში ბარაქ ობამასთან შეხვედრისას ხელშესახები შედეგი ჰქონდეს.

- დაკავებების თემაზე განცხადებები გასულ კვირას დასავლელმა დიპლომატებმა კვლავ გააკეთეს. ამაზე ლაპარაკობდნენ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი და ევროკომისარი ქეთრინ ეშტონი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება კანონიერად მოხდება. მოკლედ, განცხადებები კეთდება, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ტონი შერბილებულია.

- ტონი მართლაც შერბილებულია და ამაში წვლილი ამერიკაში მაია ფანჯიკიძის ვიზიტსაც მიუძღვის. თუმცა, როგორც ნათქვამია, ადამიანებო, იყავით ფხიზლად! სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება. იმედია, პროფესიონალებით დაკომპლექტდება კანცელარიის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილება და შეიქმნება ისეთივე სტრუქტურა, როგორიც შევარდნაძის დროს გელა ჩარკვიანმა შექმნა.

- საქართველოში ჯორჯ სოროსის ნახევრად გასაიდუმლოებული ვიზიტი შედგა. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოდან ივანიშვილი დაესწრება.

- ჯორჯ სოროსი ასე უბრალოდ საქართველოში არ ჩამოვიდოდა. ჯორჯ სოროსი არის "რვაფეხას ერთ-ერთი ფეხი", რითიც აშშ თავის საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. სოროსის ვიზიტი ძალიან კარგი ნიშანია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა