პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაიძულებდნენ მეთქვა, რომ გოგა ხაინდრავამ დამავალა შარაძის მოკვლა"
"მაიძულებდნენ მეთქვა, რომ გოგა ხაინდრავამ დამავალა შარაძის მოკვლა"

დად­გა დრო, როცა გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლის სკან­და­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა. ახ­ლა­ხან მან ცი­ხი­დან წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა და დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა ის ზე­წო­ლა, რო­მელ­საც სა­პა­ტიმ­რო­ში გა­ნიც­დი­და. უფრო ადრე კი გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას ჯერ კი­დევ მა­შინ სთხოვ­დნენ, როცა შა­რა­ძე ცო­ცხა­ლი იყო(?!). ვინ რო­გორ ცდი­ლობ­და ბა­რა­თელ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას და რის აღი­ა­რე­ბას სთხოვ­დნენ, პა­ტიმ­რის წე­რი­ლი­დან შე­ი­ტყობთ.

გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი (სტი­ლი და­ცუ­ლია): "2007 წლის 20 მა­ი­სი­დან ვიმ­ყო­ფე­ბი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დეს, რომ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა ბა­ტონ გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ ჩა­მი­დე­ნია. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სურ­დათ, რე­ა­ლუ­რად და­ე­ფა­რათ შა­რა­ძის მკვლე­ლი ან მკვლე­ლე­ბი და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი გა­მო­მამ­წყვდი­ეს ხან­გრძლი­ვი ვა­დით სა­პყრო­ბი­ლე­ში იმ იმე­დით, რომ სი­მარ­თლე არა­სო­დეს გა­ირ­კვე­ო­და. მე მხო­ლოდ იმის გამო ვა­ღი­ა­რე, თით­ქოს­და ბა­ტონ გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა ჩა­ვი­დი­ნე, რომ ჩემი სი­ცო­ცხლე და უსაფრ­თხო­ე­ბა არ იყო და­ცუ­ლი.

მთავ­რო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ მო­მე­ცა იმე­დი, რომ სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ო­და და ჩემი სი­ცო­ცხლეც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და და ამი­ტომ გავ­ბე­დე მეთ­ქვა სი­მარ­თლე, რომ ბა­ტო­ნი გუ­რამ შა­რა­ძე მე არ მო­მიკ­ლავს. 2012 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რომ და­ვე­კი­თხე. ამავდრო­უ­ლად, ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა ად­ვო­კატ­მა, ბა­ტონ­მა მა­მუ­კა ნო­ზა­ძემ არა­ერ­თხელ მი­მარ­თა იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს და მთა­ვარ პრო­კუ­რორს ჩემი და­კი­თხვი­სა და ბა­ტონ გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­საც დღემ­დე არ მოჰ­ყო­ლია არა­ნა­ი­რი შე­დე­გი... ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არა აქვს საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი და და­კა­ვე­ბუ­ლია სხვა საქ­მე­ე­ბით, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ბა­ტონ გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ეხე­ბა, უფრო ადეკ­ვა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა იქ­ნეს გა­მო­ხა­ტუ­ლი, არ უნდა მოხ­დეს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა. მთე­ლი ჩემი პა­ტიმ­რო­ბის მან­ძილ­ზე მუდ­მი­ვად ვი­ყა­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ქვეშ და ვკონ­ტროლ­დე­ბო­დი პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან, რომ სი­მარ­თლე არ მეთ­ქვა. 2011 წელს მო­რი­გი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის გამო, თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც კი მი­ვი­ყე­ნე, რის თა­ო­ბა­ზეც და­ვი­კი­თხე კი­დეც. მას შემ­დგომ, რაც გა­ვაჟ­ღე­რე ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, გაძ­ლი­ერ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, რომ არ მეთ­ქვა სი­მარ­თლე და ძვე­ლი ჩვე­ნე­ბა არ გა­და­მეთ­ქვა, რის გა­მოც არ დავ­ყე­ვი მოგ­ზავ­ნილ პა­ტი­მარს, ზუ­რაბ ჭო­ნი­აშ­ვილს. მო­მი­წყვეს პრო­ვო­კა­ცია და ცდი­ლო­ბენ, შე­თი­თხნონ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, თით­ქოს­და მე დავ­ჭე­რი ლურ­სმნით აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და მე გა­მაჩ­ნდა ლურ­სმა­ნი, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა, რად­გან ვერ მექ­ნე­ბო­და ვე­რა­ნა­ი­რი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ სა­კანს სის­ტე­მა­ტუ­რად ამოწ­მებს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია. რა­ი­მე რომ მქო­ნო­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ამო­ი­ღებ­დნენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"მაიძულებდნენ მეთქვა, რომ გოგა ხაინდრავამ დამავალა შარაძის მოკვლა"

"მაიძულებდნენ მეთქვა, რომ გოგა ხაინდრავამ დამავალა შარაძის მოკვლა"

დადგა დრო, როცა გიორგი ბარათელის სკანდალური აღიარება საქმის ხელახალი გამოძიების საფუძველი გახდება. ახლახან მან ციხიდან წერილი გამოგზავნა და დეტალურად აღწერა ის ზეწოლა, რომელსაც საპატიმროში განიცდიდა. უფრო ადრე კი განაცხადა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის აღიარებას ჯერ კიდევ მაშინ სთხოვდნენ, როცა შარაძე ცოცხალი იყო(?!). ვინ როგორ ცდილობდა ბარათელზე გავლენის მოხდენას და რის აღიარებას სთხოვდნენ, პატიმრის წერილიდან შეიტყობთ.

გიორგი ბარათელი (სტილი დაცულია): "2007 წლის 20 მაისიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში არჩადენილი დანაშაულისთვის. ყოფილი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცავმა ორგანოებმა იძულებული გამხადეს, რომ მეღიარებინა ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა, რომელიც არ ჩამიდენია. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ, რეალურად დაეფარათ შარაძის მკვლელი ან მკვლელები და უდანაშაულო ადამიანი გამომამწყვდიეს ხანგრძლივი ვადით საპყრობილეში იმ იმედით, რომ სიმართლე არასოდეს გაირკვეოდა. მე მხოლოდ იმის გამო ვაღიარე, თითქოსდა ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა ჩავიდინე, რომ ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება არ იყო დაცული.

მთავრობის შეცვლის შემდეგ მომეცა იმედი, რომ სიმართლე გაირკვეოდა და ჩემი სიცოცხლეც დაცული იქნებოდა და ამიტომ გავბედე მეთქვა სიმართლე, რომ ბატონი გურამ შარაძე მე არ მომიკლავს. 2012 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დავეკითხე. ამავდროულად, ჩემი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ბატონმა მამუკა ნოზაძემ არაერთხელ მიმართა იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს ჩემი დაკითხვისა და ბატონ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიების თაობაზე, რასაც დღემდე არ მოჰყოლია არანაირი შედეგი... ვაცნობიერებ, რომ პროკურატურას არა აქვს საკმარისი რესურსი და დაკავებულია სხვა საქმეებით, მაგრამ როდესაც საქმე უდანაშაულო ადამიანის, საზოგადო მოღვაწის, ბატონ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას ეხება, უფრო ადეკვატური დამოკიდებულება უნდა იქნეს გამოხატული, არ უნდა მოხდეს გამოძიების დაწყების მიზანმიმართული გაჭიანურება. მთელი ჩემი პატიმრობის მანძილზე მუდმივად ვიყავი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და ვკონტროლდებოდი პატიმრების მხრიდან, რომ სიმართლე არ მეთქვა. 2011 წელს მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, თვითდაზიანებებიც კი მივიყენე, რის თაობაზეც დავიკითხე კიდეც. მას შემდგომ, რაც გავაჟღერე ჩემი უდანაშაულობის თაობაზე, გაძლიერდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ არ მეთქვა სიმართლე და ძველი ჩვენება არ გადამეთქვა, რის გამოც არ დავყევი მოგზავნილ პატიმარს, ზურაბ ჭონიაშვილს. მომიწყვეს პროვოკაცია და ცდილობენ, შეთითხნონ სისხლის სამართლის საქმე, თითქოსდა მე დავჭერი ლურსმნით აღნიშნული პიროვნება და მე გამაჩნდა ლურსმანი, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ვერ მექნებოდა ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკანს სისტემატურად ამოწმებს ციხის ადმინისტრაცია. რაიმე რომ მქონოდა, ბუნებრივია, ამოიღებდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ