პოლიტიკა
საზოგადოება

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი სიყვარულის გამო წუწუნებდა მარინა კახიანი
ვისი სიყვარულის გამო წუწუნებდა მარინა კახიანი

მსა­ხი­ობ მა­რი­ნა კა­ხი­ანს რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან შევ­ხვდი, ერ­თად გა­ვი­ა­რეთ საგ­რი­მი­ო­რო­სა­კენ მი­მავ­ლი ლა­ბი­რინ­თი და ოთახ­ში, სა­დაც მსა­ხი­ო­ბე­ბი იმ პერ­სო­ნა­ჟე­ბად გა­და­იქ­ცე­ვი­ან, რომ­ლებ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი გუ­ლით ელო­დე­ბა და იყ­ვა­რებს, ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად მოვ­კა­ლათ­დით. სა­უ­ბა­რი ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნე­ბით და­ვი­წყეთ...

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, უკვე საკ­მა­ოდ დიდი ცხოვ­რე­ბა გა­ვი­ა­რე, თუმ­ცა, ერთი შე­ხედ­ვით, ერთ წუთს ჰგავ­და ყვე­ლა­ფე­რი. ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მალე ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ისე სწრა­ფად იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ზოგ­ჯერ ხვდე­ბი, რომ ეს იყო შენი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა, ზოგ­ჯერ კი ბევ­რი წელი გჭირ­დე­ბა იმის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, რომ მიხ­ვდე, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი მოხ­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში. ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მოვ­ლე­ნა რომ ახა­ლი არ­სე­ბის ამ­ქვეყ­ნად გა­ჩე­ნაა, უდა­ვოა. გარ­და ამი­სა, ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ გა­დამ­ხდე­ნია თავს, საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი ბავ­შვო­ბა მქონ­და, რა­საც მოჰ­ყვა პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც არც კი ვიცი, რა იყო, მარ­თლა სიყ­ვა­რუ­ლი, თუ გა­ტა­ცე­ბა, შემ­დეგ - ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა და­ვუ­კავ­ში­რე, პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლა და ა.შ.

მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბას ახ­სე­ნებს

...ბე­ბია-ბა­ბუ­ას ოჯახ­ში ყო­ველ­თვის ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო, მათ­თან ხში­რად იშ­ლე­ბო­და ლხი­ნის სუფ­რე­ბი, რაც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. დღეს უფრო იშ­ვი­ა­თად მარ­თა­ვენ ასეთ სა­ღა­მო­ებს და ასე­ვე იშ­ვი­ა­თად ილ­ხე­ნენ ისე, რო­გორც ძვე­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ას ბავ­შვო­ბას­თან, ეს ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელს უკავ­შირ­დე­ბა. 7-8 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც შე­მი­მოწ­მეს ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და აღ­მოვ­ჩნდი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ, იქ სი­ა­მოვ­ნე­ბით არ მი­დი­ოდ­ნენ, ჩემ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა კი არ იყო სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, არა­მედ დიდი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერთ სა­განს ვერ ვი­ტან­დი, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კას, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში ჩემი მოს­წავ­ლე­ო­ბა მა­ინც და­დე­ბით ემო­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან მი­მაჩ­ნია, რომ ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა მქონ­და.

პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი

...არ ვიცი, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო თუ არა ნამ­დვი­ლი გრძნო­ბა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასა­კი­დან მქონ­და გა­ტა­ცე­ბე­ბი. 6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მო­მე­წო­ნა ყმაწ­ვი­ლი, არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, ეს უბ­რა­ლოდ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ადა­მი­ა­ნის აღ­ქმა იყო, შემ­დეგ 11-12 წლის ასაკ­ში კი­დევ მქონ­და მსგავ­სი გა­ტა­ცე­ბე­ბი, მაგ­რამ მი­ვიჩ­ნევ, რომ ჩემი პირ­ვე­ლი და ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლიც ჩემს მე­უღ­ლეს, გია მა­ტა­რა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა გა­ვი­ცა­ნი და ნელ-ნელა ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩვენ შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, რო­მე­ლიც მე არა­ნი­არ დაბ­რკო­ლე­ბას არ მიქ­მნი­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ალ­ბათ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის უფრო ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ეს სა­კი­თხი, თუმ­ცა იმა­საც ვერ ვი­ტყვი, რომ დე­დამ ან მა­მამ დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მი­წი­ეს. უბ­რა­ლოდ, მირ­ჩი­ეს, დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და გა­მერ­კვია, ეს ნამ­დვი­ლი გრძნო­ბა იყო თუ გა­ტა­ცე­ბა.

რა­ტომ არ შექ­მნა მე­ო­რე ოჯა­ხი

...გიას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინ­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქო­ნია. შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში კი ჩემ­თვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო ახა­ლი ოჯა­ხი დე­დი­სა და შვი­ლის გა­რე­შე, უნდა შევ­გუ­ე­ბო­დი ახალ გა­რე­მოს, ახალ სახ­ლს და უამ­რავ ახალ წვრილ­მანს, რაც ჩემ­თვის რთუ­ლი იყო. ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია მე­ო­რედ ოჯა­ხის შექ­მნა. შე­იძ­ლე­ბა, ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ გულ­თან ახ­ლოს არა­ვინ მომ­დი­ო­და და არც არა­ვის ვუშ­ვებ­დი. დღეს კი ძა­ლი­ან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ჩემს ცხოვ­რე­ბის წესს, ჩემს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას და ცოტა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა შევ­ცვა­ლო.

ცუდ დრო­ში შვილ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი დედა

...სა­ერ­თოდ, ვა­ჟის აღ­ზრდა ურ­თუ­ლე­სია, მით უმე­ტეს ისეთ პე­რი­ოდ­ში, რო­გორ­შიც ჩვენ ვი­ყა­ვით, ვგუ­ლის­ხმობ 90-იან წლებს, როცა არ­სე­ბო­ბის­თვის გვიხ­დე­ბო­და ბრძო­ლა. დედა, მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ალ­ბათ ვახ­ტან­გი კარ­გი გე­ნე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლია და ამან ითა­მა­შა დიდი როლი მის ასეთ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იყო ნერ­ვი­უ­ლო­ბაც და პა­ტარ-პა­ტა­რა ბრძო­ლე­ბიც. ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, უნდა მებ­რძო­ლა თუ უნდა დავ­ნე­ბე­ბუ­ლი­ყა­ვი და არ მი­მექ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მქონ­და ში­ნა­გა­ნი იუ­მო­რის გრძნო­ბა, იმე­დია, კარ­გად გა­მი­გებს ამას მკი­თხვე­ლი. ანეკ­დო­ტის მო­ყო­ლას არ ვგუ­ლის­ხმობ. სწო­რედ ამ გრძნო­ბამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა ბევ­რი რამ და სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­ში­ნია, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს გრძნო­ბა არ დავ­კარ­გო, ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ დრო­დად­რო რა­ღაც თვი­სე­ბებს ვი­ძენთ და ვკარ­გავთ.

მა­რი­ნა - დე­დამ­თი­ლი და ბე­ბია

...ნად­ვი­ლად არ ვგა­ვარ რო­მე­ლი­მე ზღაპ­რის გმირ ბე­ბი­ას, რო­მე­ლიც სახ­ლში ზის და ქსოვს, მაგ­რამ რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფალ დროს გა­მოვ­ნა­ხავ, მა­შინ­ვე მის სა­ნა­ხა­ვად გავ­რბი­ვარ და ვცდი­ლობ, შე­ვივ­სო მისი და­ნაკ­ლი­სი. მარ­თა­ლია, ჯერ მხო­ლოდ 4 წლი­საა, მაგ­რამ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. როცა მივ­დი­ვარ, სი­ხა­რულს ხან უფრო მე­ტად გა­მო­ხა­ტავს, ხან - ნაკ­ლე­ბად. ერთი პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით უხა­რო­და ჩემი და­ნახ­ვა, მერე ეტყო­ბა, უფრო სხვა რა­ღა­ცე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და ისე მძაფ­რად აღარ გად­მოს­ცემ­და სი­ხა­რულს, რის გა­მოც ვწუ­წუ­ნებ­დი და ვამ­ბობ­დი, ისე აღარ ვუყ­ვარ­ვარ, რო­გორც ვუყ­ვარ­დი-მეთ­ქი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს დე­დამ­თი­ლო­ბას, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­ვე­გუე ამ სტა­ტუსს, დღეს ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ და თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია, ერ­თმა­ნეთს მივ­მარ­თოთ, როცა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ იმა­ში, რომ დახ­მა­რე­ბის ხელს ერ­თი­მე­ო­რეს ყო­ველ­თვის გა­ვუწ­ვდით, დღემ­დე ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და იმე­დია, ასე გაგ­რძელ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ში­ნა­გა­ნად რა გან­წყო­ბა გაქვთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, თო­რემ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და კა­მა­თი დედა-შვილ­სა და მე­გობ­რებს შო­რი­საც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, ეს გა­საკ­ვი­რი არაა. კარ­გია, რომ არ­სე­ბობს უფ­რო­სის პა­ტი­ვის­ცე­მა, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის იმით გა­მარ­თლე­ბა, რომ მე უფ­რო­სი ვარ და ამი­ტომ ყვე­ლა­ფერ­ში უნდა და­მე­მორ­ჩი­ლო, სწო­რად არც არას­დროს მი­მაჩ­ნდა და არც დღეს მი­ვიჩ­ნევ, როცა უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ი­დან გა­მოვ­დი­ვარ.

- ცოტა ხნის წინ, მო­სა­ლო­ცი ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ... ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქეთი ხი­ტირ­სა და თქვენს შვილს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ და ერ­თად არი­ან...

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მე­გობ­რო­ბენ.

- აშ­კა­რად მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი აკავ­ში­რებთ ერ­თმა­ნეთ­თან...

- მე ამის შე­სა­ხებ ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი ვიცი, თუმ­ცა, მინ­და გი­თხრათ, რომ ქეთი ჩემი კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რია, მას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. "სუ­ლი­ერ არ­სე­ბებ­ში" ერ­თად ვთა­მა­შობთ. თუ თვი­თონ არა­ფერს მე­ტყვი­ან, მე ზედ­მე­ტი შე­კი­თხვე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ, ასე რომ, ამ თე­მა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არ ვარ საქ­მის კურ­სში.

როლი, რო­მელ­ზეც მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და

...ძა­ლი­ან კარ­გი შე­კი­თხვაა, რო­გორც წესი, პი­რი­ქით მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე (ჩა­ფიქ­რდა). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­თხე კურ­სზე სა­ოც­რე­ბა მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ბა­ტონ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ შე­მომ­თა­ვა­ზა ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა, ეს არ გამ­ჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ შემ­დეგ "მეფე ლირ­ში" კორ­დე­ლი­ას გან­სა­ხი­ე­რე­ბა გა­მიძ­ნელ­და, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მი­მაჩ­ნდა, ეს ჩემი როლი არ იყო. არ­სე­ბობ­და სტე­რე­ო­ტი­პი, რომ კორ­დე­ლია უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­უ­სა­ფა­რი, ნაზი, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან კი ბა­ტო­ნი რო­ბი­კო­სე­უ­ლი კორ­დე­ლია უფრო მი­სა­ღე­ბია ჩემ­თვის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო ნაზი, როცა ის აღუდ­გა მე­ფეს, დებს, მთელ ქვე­ყა­ნას და იყო სუ­ლით რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი. სწო­რედ ამის გამო დიდ სირ­თუ­ლე­ებს წა­ვა­წყდი ამ როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, კომ­პლექ­სი მქონ­და, მე­გო­ნა, ვერ ვა­კე­თებ­დი ჩემს საქ­მეს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, ამან ძა­ლი­ან შე­მი­შა­ლა ხელი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც უკვე სპექ­ტაკ­ლებს ვთა­მა­შობ­დით, ში­ნა­გა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი არ ვი­ყა­ვი და ვერ ვა­კე­თებ­დი იმას, რაც ბა­ტონ რო­ბი­კოს უნ­დო­და, მაგ­რამ ერთ დღე­საც გა­მო­ნათ­და რა­ღაც ჩემ­ში, გა­ვიხ­სე­ნი თით­ქოს ამ მხრივ და შევ­ძე­ლი იმის გა­კე­თე­ბა, რა­საც რე­ჟი­სო­რი ჩემ­გან ითხოვ­და. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ დღეს­დღე­ო­ბით კორ­დე­ლია ჩემ­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი რო­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა მე­დე­ას თა­მა­ში, პი­რა­დად მე დიდი პრო­ტეს­ტი მქონ­და მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან მიდ­გო­მი­სად­მი, ამი­ტო­მაც გა­მი­ჭირ­და და მე­ში­ნო­და კი­დეც ამ რო­ლის თა­მა­ში. გარ­და ამი­სა, არის რო­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­დი­ხარ, შე­იძ­ლე­ბა, იმ­დე­ნი შრო­მა არ ჩადო, რაც სხვა­ში, მაგ­რამ ეს უფრო კარ­გად გა­მო­გი­ვი­დეს. ირაკ­ლი სამ­სო­ნა­ძის პი­ე­სის მი­ხედ­ვით, ბა­ტონ­მა რო­ბი­კო სტუ­რუ­ამ და ბა­ტონ­მა გოგა თა­ვა­ძემ დად­გეს სპექ­ტაკ­ლი "აღ­დგო­მა გა­უქ­მე­ბულ სა­საფ­ლა­ო­ზე", სა­დაც ვთა­მა­შობ­დი ლი­დას. სცე­ნა­რის წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­გო­რი სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა უნდა ჰქო­ნო­და, რო­გორ უნდა ესა­უბ­რა და ა.შ. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მისი ხა­სი­ა­თის ძი­რი­თა­დი შტრი­ხე­ბი თა­ვი­დან­ვე მოვ­ხა­ზე, ამი­ტო­მაც სა­ერ­თოდ არ გამ­ჭირ­ვე­ბია მას­ზე მუ­შა­ო­ბა.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ვისი სიყვარულის გამო წუწუნებდა მარინა კახიანი

ვისი სიყვარულის გამო წუწუნებდა მარინა კახიანი

მსახიობ მარინა კახიანს რუსთაველის თეატრთან შევხვდი, ერთად გავიარეთ საგრიმიოროსაკენ მიმავლი ლაბირინთი და ოთახში, სადაც მსახიობები იმ პერსონაჟებად გადაიქცევიან, რომლებსაც მაყურებელი გულით ელოდება და იყვარებს, ინტერვიუს ჩასაწერად მოვკალათდით. საუბარი ჩვენი რესპონდენტის ცხოვრებაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენებით დავიწყეთ...

- საბედნიეროდ, უკვე საკმაოდ დიდი ცხოვრება გავიარე, თუმცა, ერთი შეხედვით, ერთ წუთს ჰგავდა ყველაფერი. ცხოვრებაში ძალიან მალე ვითარდება მოვლენები, ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, ზოგჯერ ხვდები, რომ ეს იყო შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ზოგჯერ კი ბევრი წელი გჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ მიხვდე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა შენს ცხოვრებაში. ქალისთვის ყველაზე დიდი მოვლენა რომ ახალი არსების ამქვეყნად გაჩენაა, უდავოა. გარდა ამისა, ცხოვრების განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გადამხდენია თავს, საკმაოდ ლამაზი ბავშვობა მქონდა, რასაც მოჰყვა პირველი სიყვარული, რომელიც არც კი ვიცი, რა იყო, მართლა სიყვარული, თუ გატაცება, შემდეგ - ნამდვილი სიყვარული, რომელსაც ცხოვრება დავუკავშირე, პროფესიული წინსვლა და ა.შ.

მოვლენა, რომელიც ბავშვობას ახსენებს

...ბებია-ბაბუას ოჯახში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მათთან ხშირად იშლებოდა ლხინის სუფრები, რაც ძალიან კარგად მახსენდება. დღეს უფრო იშვიათად მართავენ ასეთ საღამოებს და ასევე იშვიათად ილხენენ ისე, როგორც ძველად. რაც შეეხება ასოციაციას ბავშვობასთან, ეს ქორეოგრაფიულ სასწავლებელს უკავშირდება. 7-8 წლის ვიყავი, როდესაც შემიმოწმეს ქორეოგრაფიული მონაცემები და აღმოვჩნდი ზემოხსენებულ სასწავლებელში, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ჩემი მეგობრები, რომლებიც საშუალო სკოლაში სწავლობდნენ, იქ სიამოვნებით არ მიდიოდნენ, ჩემთვის აუცილებლობა კი არ იყო სკოლაში სიარული, არამედ დიდი სიხარული და ბედნიერება. მართალია, ზოგიერთ საგანს ვერ ვიტანდი, მაგალითად, ფიზიკას, მაგრამ საერთო ჯამში ჩემი მოსწავლეობა მაინც დადებით ემოციებს უკავშირდებოდა. ამიტომაც დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

პირველი სიყვარული

...არ ვიცი, პირველი სიყვარული იყო თუ არა ნამდვილი გრძნობა, მაგრამ საკმაოდ პატარა ასაკიდან მქონდა გატაცებები. 6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მომეწონა ყმაწვილი, არ ვიცი, შეიძლება, ეს უბრალოდ საპირისპირო სქესის ადამიანის აღქმა იყო, შემდეგ 11-12 წლის ასაკში კიდევ მქონდა მსგავსი გატაცებები, მაგრამ მივიჩნევ, რომ ჩემი პირველი და ნამდვილი სიყვარულიც ჩემს მეუღლეს, გია მატარაძეს უკავშირდება. მოგეხსენებათ, მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავიცანი და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, რომელიც მე არანიარ დაბრკოლებას არ მიქმნიდა მასთან ურთიერთობაში, ალბათ ჩემი ოჯახის წევრებისთვის უფრო ამაღელვებელი იყო ეს საკითხი, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დედამ ან მამამ დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს. უბრალოდ, მირჩიეს, დავფიქრებულიყავი და გამერკვია, ეს ნამდვილი გრძნობა იყო თუ გატაცება.

რატომ არ შექმნა მეორე ოჯახი

...გიას გარდაცვალებიდან დიდი ხნის განმავლობაში ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონია. შემდეგ პერიოდში კი ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო ახალი ოჯახი დედისა და შვილის გარეშე, უნდა შევგუებოდი ახალ გარემოს, ახალ სახლს და უამრავ ახალ წვრილმანს, რაც ჩემთვის რთული იყო. ამდენი წლის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია მეორედ ოჯახის შექმნა. შეიძლება, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ გულთან ახლოს არავინ მომდიოდა და არც არავის ვუშვებდი. დღეს კი ძალიან მიჩვეული ვარ ჩემს ცხოვრების წესს, ჩემს ყოველდღიურობას და ცოტა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შევცვალო.

ცუდ დროში შვილთან მარტო დარჩენილი დედა

...საერთოდ, ვაჟის აღზრდა ურთულესია, მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როგორშიც ჩვენ ვიყავით, ვგულისხმობ 90-იან წლებს, როცა არსებობისთვის გვიხდებოდა ბრძოლა. დედა, მეგობრები ძალიან მეხმარებოდნენ, მაგრამ ალბათ ვახტანგი კარგი გენეტიკის მატარებელია და ამან ითამაშა დიდი როლი მის ასეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში, რასაკვირველია, იყო ნერვიულობაც და პატარ-პატარა ბრძოლებიც. ყოველთვის ვფიქრობდი, უნდა მებრძოლა თუ უნდა დავნებებულიყავი და არ მიმექცია ყურადღება. ყველა სიტუაციაში მქონდა შინაგანი იუმორის გრძნობა, იმედია, კარგად გამიგებს ამას მკითხველი. ანეკდოტის მოყოლას არ ვგულისხმობ. სწორედ ამ გრძნობამ გადამატანინა ბევრი რამ და სიმართლე გითხრათ, მეშინია, დროთა განმავლობაში ეს გრძნობა არ დავკარგო, ადამიანები ხომ დროდადრო რაღაც თვისებებს ვიძენთ და ვკარგავთ.

მარინა - დედამთილი და ბებია

...ნადვილად არ ვგავარ რომელიმე ზღაპრის გმირ ბებიას, რომელიც სახლში ზის და ქსოვს, მაგრამ როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მაშინვე მის სანახავად გავრბივარ და ვცდილობ, შევივსო მისი დანაკლისი. მართალია, ჯერ მხოლოდ 4 წლისაა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. როცა მივდივარ, სიხარულს ხან უფრო მეტად გამოხატავს, ხან - ნაკლებად. ერთი პერიოდი განსაკუთრებით უხაროდა ჩემი დანახვა, მერე ეტყობა, უფრო სხვა რაღაცებით დაინტერესდა და ისე მძაფრად აღარ გადმოსცემდა სიხარულს, რის გამოც ვწუწუნებდი და ვამბობდი, ისე აღარ ვუყვარვარ, როგორც ვუყვარდი-მეთქი.

რაც შეეხება ჩემს დედამთილობას, ძალიან მარტივად შევეგუე ამ სტატუსს, დღეს ჩვენ მეგობრები ვართ და თავისუფლად შეგვიძლია, ერთმანეთს მივმართოთ, როცა გაგვიჭირდება. დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ დახმარების ხელს ერთიმეორეს ყოველთვის გავუწვდით, დღემდე ასეთი ურთიერთობა გვაქვს და იმედია, ასე გაგრძელდება. მთავარია, შინაგანად რა განწყობა გაქვთ ერთმანეთის მიმართ, თორემ აზრთა სხვადასხვაობა და კამათი დედა-შვილსა და მეგობრებს შორისაც შეიძლება მოხდეს, ეს გასაკვირი არაა. კარგია, რომ არსებობს უფროსის პატივისცემა, მაგრამ ყველაფრის იმით გამართლება, რომ მე უფროსი ვარ და ამიტომ ყველაფერში უნდა დამემორჩილო, სწორად არც არასდროს მიმაჩნდა და არც დღეს მივიჩნევ, როცა უფროსის პოზიციიდან გამოვდივარ.

- ცოტა ხნის წინ, მოსალოცი ამბავი გავიგეთ... ჩვენი ინფორმაციით, ქეთი ხიტირსა და თქვენს შვილს ერთმანეთი უყვართ და ერთად არიან...

- რამდენადაც ვიცი, მეგობრობენ.

- აშკარად მეგობრობაზე მეტი აკავშირებთ ერთმანეთთან...

- მე ამის შესახებ ამ ეტაპზე არაფერი ვიცი, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ქეთი ჩემი კოლეგა და მეგობარია, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. "სულიერ არსებებში" ერთად ვთამაშობთ. თუ თვითონ არაფერს მეტყვიან, მე ზედმეტი შეკითხვებისგან თავს ვიკავებ, ასე რომ, ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით, არ ვარ საქმის კურსში.

როლი, რომელზეც მუშაობა ყველაზე ძალიან გაუჭირდა

...ძალიან კარგი შეკითხვაა, როგორც წესი, პირიქით მეკითხებიან ხოლმე (ჩაფიქრდა). მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კურსზე საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ბატონმა რობერტ სტურუამ შემომთავაზა ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება, ეს არ გამჭირვებია, მაგრამ შემდეგ "მეფე ლირში" კორდელიას განსახიერება გამიძნელდა, ალბათ იმიტომ, რომ მიმაჩნდა, ეს ჩემი როლი არ იყო. არსებობდა სტერეოტიპი, რომ კორდელია უნდა ყოფილიყო მიუსაფარი, ნაზი, დღევანდელი გადმოსახედიდან კი ბატონი რობიკოსეული კორდელია უფრო მისაღებია ჩემთვის. როგორ შეიძლებოდა, ეს ადამიანი ყოფილიყო ნაზი, როცა ის აღუდგა მეფეს, დებს, მთელ ქვეყანას და იყო სულით რევოლუციონერი. სწორედ ამის გამო დიდ სირთულეებს წავაწყდი ამ როლზე მუშაობისას, კომპლექსი მქონდა, მეგონა, ვერ ვაკეთებდი ჩემს საქმეს ისე, როგორც საჭიროა, ამან ძალიან შემიშალა ხელი დიდი ხნის განმავლობაში. მაშინაც კი, როდესაც უკვე სპექტაკლებს ვთამაშობდით, შინაგანად თავისუფალი არ ვიყავი და ვერ ვაკეთებდი იმას, რაც ბატონ რობიკოს უნდოდა, მაგრამ ერთ დღესაც გამონათდა რაღაც ჩემში, გავიხსენი თითქოს ამ მხრივ და შევძელი იმის გაკეთება, რასაც რეჟისორი ჩემგან ითხოვდა. ალბათ სწორედ ამიტომ დღესდღეობით კორდელია ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი როლია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საპასუხისმგებლოა მედეას თამაში, პირადად მე დიდი პროტესტი მქონდა მისი დამოკიდებულების და სხვადასხვა საკითხთან მიდგომისადმი, ამიტომაც გამიჭირდა და მეშინოდა კიდეც ამ როლის თამაში. გარდა ამისა, არის როლები, რომლებშიც ძალიან მარტივად შედიხარ, შეიძლება, იმდენი შრომა არ ჩადო, რაც სხვაში, მაგრამ ეს უფრო კარგად გამოგივიდეს. ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით, ბატონმა რობიკო სტურუამ და ბატონმა გოგა თავაძემ დადგეს სპექტაკლი "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე", სადაც ვთამაშობდი ლიდას. სცენარის წაკითხვისთანავე მივხვდი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ქალბატონი, როგორი სიარულის მანერა უნდა ჰქონოდა, როგორ უნდა ესაუბრა და ა.შ. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მისი ხასიათის ძირითადი შტრიხები თავიდანვე მოვხაზე, ამიტომაც საერთოდ არ გამჭირვებია მასზე მუშაობა.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება