მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა უფლება მაქვს იმ საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რომელსაც არ ვახსოვარ?"
"რა უფლება მაქვს იმ საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რომელსაც არ ვახსოვარ?"

გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი არ სურს. ამ­ბობს, რომ მისი აზრი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, რად­გან გრძნობს, რომ არა­ვის სჭირ­დე­ბა. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ლე­გენ­და­რუ­ლი ან­სამ­ბლ "ივე­რი­ის" წევ­რი თე­მურ წიკ­ლა­უ­რია, რო­მელ­მაც რო­გორც ან­სამ­ბლთან, ასე­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად არა­ერ­თი უკ­ვდა­ვი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა...

- ჩემი აზრი ვის რაში აინ­ტე­რე­სებს, ვის­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა მტკი­ვა და რა მი­ხა­რია?.. არ ვჭირ­დე­ბი არა­ვის და ამას ყო­ველ­დღე გვაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ, მეტი რა­ნა­ი­რად უნდა გვი­თხრან? არა­ვის­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს, ვის რო­გორ უყ­ვარს სამ­შობ­ლო და რა გა­გი­კე­თე­ბია, ამ ადა­მი­ა­ნებს ქვეყ­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რი კრი­ტე­რი­უ­მი აქვთ, ოღონდ ვერ ჩავ­წვდი, რო­გო­რი...

- კონ­კრე­ტუ­ლად ვის გუ­ლის­ხმობთ ბა­ტო­ნო თე­მურ?

- ყვე­ლას, ვინც ამას აკე­თებს, მათ სა­ხე­ლებს რა და­მა­მახ­სოვ­რე­ბი­ნებს. იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "წი­თე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია" და "ჩა­რე­ცხი­ლე­ბი" გვე­ძა­ხა, ამათ კი­დევ არა­ფერ­ში ვჭირ­დე­ბით. მე­ტიც, არც კი ახ­სოვთ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა და არც უნ­დათ გა­იხ­სე­ნონ.

- გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჩან­ხართ...

- არა, არ ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ადა­მი­ა­ნო­ბას გე­ფი­ცე­ბით. ვის უნდა გა­ვუბ­რაზ­დე და რაზე?.. უბ­რა­ლოდ, არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა იმ გან­ცდას, რო­დე­საც შე­ნი­ვე ქვე­ყა­ნა­ში არ ახ­სოვ­ხართ. ჩემს სათ­ქმელს სიმ­ღე­რით ვამ­ბობ, როცა მტკი­ვა, მა­ში­ნაც ვმღე­რი, როცა მი­ხა­რია, ამა­საც სიმ­ღე­რით გა­მოვ­ხა­ტავ, მაგ­რამ ახლა არ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩემს ხალ­ხს "და­ვე­ლა­პა­რა­კო". ვერ გე­ტყვით, ეს რამ გა­ნა­პი­რო­ბა, აღარც კი მახ­სოვს, ბო­ლოს რო­დის ვიმ­ღე­რე. ან ვის რაში სჭირ­დე­ბა ჩემი სიმ­ღე­რა, დღეს სხვა კა­ტე­გო­რი­ის მომ­ღერ­ლებს უს­მე­ნენ და ტაშს უკ­რა­ვენ, სხვა მო­თხოვ­ნე­ბი გა­უჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. კი ბა­ტო­ნო, რო­დე­საც გა­ვახ­სენ­დე­ბით და და­მი­ძა­ხე­ბენ, მა­შინ ვიმ­ღე­რებ და ვი­ლა­პა­რა­კებ, მა­ნამ­დე სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი მაქვს. ამი­ტომ ჯობს, ჩუ­მად ვიყო.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი, უბ­რა­ლოდ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა თა­ვი­ანთ საქ­მეს არ ან ვერ აკე­თე­ბენ, მაგ­რამ თა­ვი­ანთ აზრს გა­მო­ხა­ტა­ვენ...

- თქვენ გგო­ნი­ათ, იმ ჩემი კო­ლე­გე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი, ვინც თქვენ გე­ლა­პა­რა­კე­ბათ, ვინ­მეს სჭირ­დე­ბა? არ და­ი­ჯე­როთ! ეს მა­თაც კარ­გად იცი­ან. რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა არ ხარ, არც შენ აინ­ტე­რე­სებ ვინ­მეს. რო­დე­საც ის ადა­მი­ა­ნე­ბი ამა თუ იმ სა­კი­თხზე და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვა­მენ, გულ­წრფე­ლე­ბი არ არი­ან...

- ბა­ტო­ნო თე­მურ, ამ დუ­მილს ზოგი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დით ხსნის...

- შე­საძ­ლოა, ასეც იყოს, ოღონდ საქ­მე ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დე­ბი რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა. იმ­დე­ნად დიდ­ხანს, რომ ამა­სო­ბა­ში ვა­ვი­წყდე­ბით ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც რამე გვი­კე­თე­ბია ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლით.

- ბო­ლოს რო­დის ვიმ­ღე­რე, არ მახ­სოვ­სო, რით ხსნით ამას?

- სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რას ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ ჩემ­თვის, ში­ნა­უ­რებ­სა და სა­მე­გობ­რო წრე­ში წა­ვი­ღი­ღი­ნებ ხოლ­მე. თუმ­ცა ეს არ არის სიმ­ღე­რა. სიმ­ღე­რა სხვა გან­წყო­ბაა და სხვა მო­ტი­ვი უნდა, რო­მე­ლიც არ მაქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც და­ვა­ვი­წყდი და რო­დე­საც თქვენ მე­უბ­ნე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ზე რას ფიქ­რობ­თო, რა უფ­ლე­ბა მაქვს, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო, რო­მელ­საც არ ვახ­სო­ვარ?.. ალ­ბათ მარ­თლა პე­რი­ო­დია ასე­თი, ალ­ბათ მარ­თლა არ სჭირ­დე­ბათ ჩემი ნამ­ღე­რი და თავს ძა­ლით ხომ არ მო­ვახ­ვევ ვინ­მეს. რას ვი­ზამთ, იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი მალე გა­და­ივ­ლის და სი­ტუ­ა­ცია და­ლაგ­დე­ბა, მე ქარ­თვე­ლი კაცი ვარ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩემს ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნას ვუმ­ღე­რო­დი და სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია. როცა და­მი­ძა­ხე­ბენ, მა­შინ ვიმ­ღე­რებ.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"რა უფლება მაქვს იმ საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რომელსაც არ ვახსოვარ?"

"რა უფლება მაქვს იმ საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რომელსაც არ ვახსოვარ?"

გულახდილი საუბარი არ სურს. ამბობს, რომ მისი აზრი არავის აინტერესებს, რადგან გრძნობს, რომ არავის სჭირდება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ სიტყვების ავტორი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი, ლეგენდარული ანსამბლ "ივერიის" წევრი თემურ წიკლაურია, რომელმაც როგორც ანსამბლთან, ასევე დამოუკიდებლად არაერთი უკვდავი სიმღერა შეასრულა...

- ჩემი აზრი ვის რაში აინტერესებს, ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა მტკივა და რა მიხარია?.. არ ვჭირდები არავის და ამას ყოველდღე გვაგრძნობინებენ, მეტი რანაირად უნდა გვითხრან? არავისთვის არაფერს ნიშნავს, ვის როგორ უყვარს სამშობლო და რა გაგიკეთებია, ამ ადამიანებს ქვეყნისადმი სიყვარულის გამოხატვის თავისებური კრიტერიუმი აქვთ, ოღონდ ვერ ჩავწვდი, როგორი...

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ ბატონო თემურ?

- ყველას, ვინც ამას აკეთებს, მათ სახელებს რა დამამახსოვრებინებს. იმ ხელისუფლებამ "წითელი ინტელიგენცია" და "ჩარეცხილები" გვეძახა, ამათ კიდევ არაფერში ვჭირდებით. მეტიც, არც კი ახსოვთ ჩვენი არსებობა და არც უნდათ გაიხსენონ.

- გაბრაზებული ჩანხართ...

- არა, არ ვარ გაბრაზებული, ადამიანობას გეფიცებით. ვის უნდა გავუბრაზდე და რაზე?.. უბრალოდ, არ ვიცი, რა დავარქვა იმ განცდას, როდესაც შენივე ქვეყანაში არ ახსოვხართ. ჩემს სათქმელს სიმღერით ვამბობ, როცა მტკივა, მაშინაც ვმღერი, როცა მიხარია, ამასაც სიმღერით გამოვხატავ, მაგრამ ახლა არ მაქვს საშუალება, ჩემს ხალხს "დაველაპარაკო". ვერ გეტყვით, ეს რამ განაპირობა, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიმღერე. ან ვის რაში სჭირდება ჩემი სიმღერა, დღეს სხვა კატეგორიის მომღერლებს უსმენენ და ტაშს უკრავენ, სხვა მოთხოვნები გაუჩნდა საზოგადოებას. კი ბატონო, როდესაც გავახსენდებით და დამიძახებენ, მაშინ ვიმღერებ და ვილაპარაკებ, მანამდე სათქმელი არაფერი მაქვს. ამიტომ ჯობს, ჩუმად ვიყო.

- ძალიან ბევრი ადამიანია, თქვენი კოლეგები, უბრალოდ შემოქმედი ადამიანები, რომლებიც ახლა თავიანთ საქმეს არ ან ვერ აკეთებენ, მაგრამ თავიანთ აზრს გამოხატავენ...

- თქვენ გგონიათ, იმ ჩემი კოლეგებისა და შემოქმედი ადამიანების აზრი, ვინც თქვენ გელაპარაკებათ, ვინმეს სჭირდება? არ დაიჯეროთ! ეს მათაც კარგად იციან. როდესაც საზოგადოებრივად აქტუალური პერსონა არ ხარ, არც შენ აინტერესებ ვინმეს. როდესაც ის ადამიანები ამა თუ იმ საკითხზე და პოლიტიკურ პროცესზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ, გულწრფელები არ არიან...

- ბატონო თემურ, ამ დუმილს ზოგი ქვეყანაში არსებული გარდამავალი პერიოდით ხსნის...

- შესაძლოა, ასეც იყოს, ოღონდ საქმე ის არის, რომ საქართველოში გარდამავალი პერიოდები რატომღაც ძალიან დიდხანს გრძელდება. იმდენად დიდხანს, რომ ამასობაში ვავიწყდებით ის ადამიანები, ვისაც რამე გვიკეთებია ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით.

- ბოლოს როდის ვიმღერე, არ მახსოვსო, რით ხსნით ამას?

- სცენაზე სიმღერას ვგულისხმობ, თორემ ჩემთვის, შინაურებსა და სამეგობრო წრეში წავიღიღინებ ხოლმე. თუმცა ეს არ არის სიმღერა. სიმღერა სხვა განწყობაა და სხვა მოტივი უნდა, რომელიც არ მაქვს. საზოგადოებასაც დავავიწყდი და როდესაც თქვენ მეუბნებით, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რას ფიქრობთო, რა უფლება მაქვს, იმ საზოგადოებაზე ვილაპარაკო, რომელსაც არ ვახსოვარ?.. ალბათ მართლა პერიოდია ასეთი, ალბათ მართლა არ სჭირდებათ ჩემი ნამღერი და თავს ძალით ხომ არ მოვახვევ ვინმეს. რას ვიზამთ, იმედია, ყველაფერი მალე გადაივლის და სიტუაცია დალაგდება, მე ქართველი კაცი ვარ, მთელი ცხოვრება ჩემს ხალხსა და ქვეყანას ვუმღეროდი და სხვანაირად არ შემიძლია. როცა დამიძახებენ, მაშინ ვიმღერებ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება