ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი მოდელ კრისტალ ჰარისზე დაინიშნა. იგი კრისტალზე დაქორწინებას 2011 წელსაც აპირებდა. მაშინ ქორწილი არ შედგა, რადგან გოგონამ საქმრო მიატოვა. წყვილი დაქორწინებას ახალი წლის წინ აპირებს. თავად შეყვარებულებს ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პორტალ TMZ News-ის ინფორმატორების ინფორმაციით, ჰარისის და ჰეფნერის ურთიერთობა მოგვარდა. 26 წლის გოგონა მიხვდა, რომ 86 წლის Playboy-ს დამფუძნებლის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. მისი თქმით, დამოუკიდებლად საკუთარ პრობლემებთან გამკლავება გაუჭირდა.
პირველად ჰეფნერი და ჰარისი 2011 წლის ივნისში უნდა დაქორწინებულიყვნენ. მაგრამ საზეიმო ცერემონიამდე ხუთი დღით ადრე, მოდელმა განაცხადა, რომ ჰეფნერის მიტოვებას აპირებს, მოგვიანებით მან განმარტა, რომ მამაკაცების ჟურნალის გამომცემელთან ქორწინება, ცხოვრებაზე განსხვავებული წარმოდგენების გამო გადაიფიქრა.
თავად ჰეფნერის თქმით, განშორება მან მძიმედ გადაიტანა.
ჰარისთან დაშორების შემდეგ ჰეფნერმა შეხვედრა მოდელ შერ რიჩარდსთან დაიწყო. მაგრამ მათი რომანი მალე დასრულდა.
მომზადებულია TMZ News-ს მიხედვით.