სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის მუშაობდა ჯიხურში მამუკა ლომაშვილი
როდის მუშაობდა ჯიხურში მამუკა ლომაშვილი

თბი­ლის­ში, ეკო­ნო­მის­ტი დე­დი­სა და ხე­ლო­სა­ნი მა­მის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. რო­გორც ყვე­ლა­ზე უმ­ცროსს, მშობ­ლე­ბიც ათა­მა­მებ­დნენ და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბიც. პრო­ფე­სია მშობ­ლებ­მა შე­ურ­ჩი­ეს. იუ­რის­ტი მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი მალე და­უბ­რუნ­და სა­ოც­ნე­ბო პრო­ფე­სი­ას და აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა თე­ატ­რა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. დღეს ორი სა­კუ­თა­რი თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია აქვს და ახალ თა­ო­ბას ზრდის. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის მა­ინც ვარ­დით ხელ­ში, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრე­ზი­დენ­ტის იმი­ჯით ახ­სოვს.

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვო­ბის წლე­ბი მქონ­და. სა­ნამ 90-იანი წლე­ბი დად­გე­ბო­და, უზ­რუნ­ვე­ლად და ხა­ლი­სი­ა­ნად ვცხოვ­რობ­დი, რო­გორც ყვე­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!. 90-იანი წლე­ბი­დან აი­რია ყვე­ლა­ფე­რი და გა­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა. თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, გლ­დან­ში. დედა, ზოია ბიჩ­ნი­გა­უ­რი, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, მაგ­რამ არას­დროს უმუ­შა­ვია. შვი­ლებს შე­მოგ­ვწი­რა თა­ვი­სი კა­რი­ე­რა. სამი შვი­ლი ვყავ­დით. უფ­რო­სი და-ძმა მყავს. ბად­რი ჩემ­ზე 10 წლით უფ­რო­სია, და კი - 8 წლით. ასე რომ, არა მხო­ლოდ მშობ­ლე­ბი მა­ნე­ბივ­რებ­დნენ, არა­მედ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბიც.

- რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ეს გა­ნე­ბივ­რე­ბა?

- ვერ მიჩ­მა­ხებ­დნენ ისე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო, სურ­ვი­ლებს მის­რუ­ლებ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი და-ძმის ფო­კუს-მო­კუ­სე­ბი მიყ­ვარ­და. ეს იყო სკო­ლის კატ­ლე­ტე­ბი. მა­შინ მე სა­ბავ­შვო ბაღ­ში დავ­დი­ო­დი. კატ­ლე­ტე­ბის გად­მო­ცე­მის ცე­რე­მო­ნია იყო სა­ინ­ტე­რე­სო. ჯერ არა­ფე­რი იყო, მერე ცხვირ­სა­ხოცს აი­ღებ­დნენ და გაჩ­ნდე­ბო­და უგემ­რი­ე­ლე­სი კატ­ლე­ტი ან სხვა გემ­რი­ე­ლი "ნუგ­ბა­რი" სკო­ლის ბუ­ფე­ტი­დან. მა­მა­ჩე­მი, როს­ტო­მი, ხე­ლო­სა­ნი გახ­ლავთ. ძი­რი­თა­დად სა­ღა­მო­ო­ბით ვხე­დავ­დი, სულ გა­სუ­ლი იყო და მუ­შა­ობ­და.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბა მშობ­ლე­ბის მხრი­დან?

- ცელ­ქი ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან. ხან სა­ხუ­რავ­ზე ვძვრე­ბო­დი, ხან ფან­ჯრის რა­ფა­ზე. ძი­რი­თა­დად მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ იმის გამო, რომ ყვე­ლა­ფერს ფან­ჯრი­დან ვყრი­დი. მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან ვყრი­დი სა­ო­ჯა­ხო ნივ­თებს, სა­თა­მა­შო­ებს, კოვ­ზებს, სა­ა­თიც გა­და­ვაგ­დე ერთხელ. მა­ი­ძუ­ლებ­დნენ მეს­წავ­ლა. მე­ცხრე კლა­სამ­დე არ მიყ­ვარ­და სწავ­ლა. კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც მშობ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით ვკი­თხუ­ლობ­დი. სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ არას­დროს მქონ­და სა­წე­რი კალ­მე­ბი. უფრო სწო­რად, ვმა­ლავ­დი, რომ არ მე­წე­რა. ერთ დღე­საც დე­დამ გე­ნე­რა­ლუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბა ჩა­ა­ტა­რა და ე.წ. "სტენ­კის" უკა­ნა მხრი­დან ორ­მოც­და­ა­თამ­დე კა­ლა­მი გა­მო­ი­ღო...

- რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია გქონ­დათ ოჯახ­ში?

- სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა პირ­ვე­ლი ტრა­დი­ცია იყო ჩვენს ოჯახ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბის მოს­ვლა მა­ხა­რებ­და, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­დნენ და ახალ წელს გვსტუმ­რობ­დნენ ხოლ­მე რამ­დე­ნი­მე დღით. ჩვენ ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე მივ­დი­ო­დით მათ­თან. ასე რომ, არც სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა ყო­ფი­ლა ჩემ­თვის უცხო. ბარ­ვა, თოხ­ნა, მორ­წყვა, თეს­ვა, ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ბებო-პა­პას ვეხ­მა­რე­ბო­დი. ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი ამას, დრო რომ მქონ­დეს. სოფ­ლი­დან მე­ზობ­ლის მა­ი­სის ბალი მახ­სოვს, რო­მელ­საც ყო­ველ წელს შე­ვე­სე­ო­დით და ვი­პა­რავ­დით უბ­ნის ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!. ისე­თი პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, სარ­წყავ არ­ხებ­ში ვბა­ნა­ობ­დით. გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან დიდი და ღრმა იყო.

- ყვე­ლა მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა პე­რი­ო­დი, როცა ის ქუ­ჩა­ში გა­დის თა­ვის და­სამ­კვირ­დებ­ლად. რა მოგ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ამ აკა­დე­მი­ამ?

- ჩემ­თვის ეს პე­რი­ო­დი მე­ხუ­თე კლას­ში და­ი­წყო. ჩემი ძმა და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ჩემ­ზე უფ­რო­სე­ბი იყ­ვნენ და მათ­თან მო­მი­წია ამ პე­რი­ო­დის გავ­ლამ. ადა­მი­ა­ნე­ბის ამოც­ნო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ვის­წავ­ლე იქ. ცდუ­ნე­ბაც დიდი იყო იმ პე­რი­ოდ­ში. მე გა­მი­მარ­თლა, რომ ცუდ გა­რე­მოც­ვა­ში არ მოვ­ხვდი. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი თა­ვად ირ­ჩევს იმ გზას, რო­მელ­შიც უნდა იცხოვ­როს. ამ ასაკ­ში ცოტა რთუ­ლია, სწო­რად აირ­ჩიო ეს გზა. ღვთის წყა­ლო­ბით, არას­წორ გზას ავ­ცდი.

- სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რი იყო ოჯახ­ში?

- ვერ ვი­ტყვი, რომ კარ­გი. თავ­ში 90-იანი წლე­ბი ვახ­სე­ნე. ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და ამ წლებ­ში, რო­გორც ყვე­ლას. გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მარ­თლაც არ ვი­ყა­ვი. თან დიდი ოჯა­ხი გვქონ­და. სახ­ლთან ახ­ლოს ჯი­ხუ­რი გავ­ხსე­ნით. ეს იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო. მეც ვეხ­მა­რე­ბო­დი ოჯახს. მო­მა­რა­გე­ბა იქ­ნე­ბო­და თუ პრო­დუქ­ტისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გა­ყიდ­ვა, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი. მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი მა­შინ, მაგ­რამ კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი გა­ჭირ­ვე­ბას და ვი­დე­ქი იქ, სა­დაც სა­ჭი­როდ ვთვლი­დი, რომ უნდა ვმდგა­რი­ყა­ვი, მა­შინ ეს სა­ჭი­რო­ე­ბა სწო­რედ ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი წყა­რო, ჯი­ხუ­რი იყო.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩიე?

- ბავ­შვო­ბი­დან თე­ატ­რა­ლურ­ზე მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ჩემ­მა ოჯახ­მა და­მის­ვა სა­კი­თხი, რომ იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ასეც მო­ვი­ქე­ცი. ახლა ვფიქ­რობ, რომ სწო­რად მო­იქ­ცნენ ჩემი მშობ­ლე­ბი. მე­ცხრე კლა­სი­დან სა­ღა­მოს სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. იქ კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და ერთ-ერთი თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში და­მა­ტე­ბით ლექ­ცი­ებს ვეს­წრე­ბო­დი.

- სა­ოც­ნე­ბო პრო­ფე­სი­ა­ზე გუ­ლი არ გწყდე­ბო­და?

- მაგ სფე­რო­შიც მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჩემი "მი­შა­ო­ბა" სწო­რედ პირ­ვე­ლი კურ­სი­დან და­ი­წყო. აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი. ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად დე­ბატკლუ­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე და აქ­ტი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. ეს იყო ლი­ბე­რა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პარ­ტია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი. 2000 წელს პირ­ვე­ლი ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ვა­ტა­რე რა­ი­ო­ნებ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის და მა­ს­მე­დი­ის­თვის. პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი სწო­რედ მა­შინ ავი­ღე. 2001 წელს და­ვამ­თავ­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­არ­ჩევ­ნო მე­ნე­ჯე­რე­ბის აკა­დე­მია. ასე რომ, მე­ო­რე პრო­ფე­სი­ით სა­არ­ჩევ­ნო მე­ნე­ჯე­რიც ვარ.

- იუ­რის­ტად გი­მუ­შა­ვია?

- მი­მუ­შა­ვია. აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო კავ­ში­რი და­ვა­ფუძ­ნე - "ახა­ლი თა­ო­ბა". პა­ტიმ­რე­ბი­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის უფ­ლე­ბებს ვი­ცავ­დით.

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც ვი­სა­უბ­როთ...

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში პა­ტარ-პა­ტა­რა გა­ტა­ცე­ბე­ბი მქონ­და. მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი. ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ძა­ლი­ან ცუდი ბიჭი ვი­ყა­ვი, რომ ჩემი მო­სა­წო­ნი არა­ვინ და­დი­ო­და ქვეყ­ნად, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა ნინო რე­ვა­ზიშ­ვი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. არ ვყო­ფილ­ვარ ცუდი ბიჭი (იცი­ნის). ჩვენ­მა სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, კარ­გი გო­გოა ჩა­მო­სუ­ლი იტა­ლი­ი­დან და მოდი ნა­ხეო. პირ­ვე­ლი ნახ­ვის­თა­ნა­ვე გრძნო­ბე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩა და ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ვაღ­რმა­ვეთ. ისე და­ვახ­ვიე თავ­ბრუ, თვითმფრი­ნა­ვის რე­ი­სი გა­მო­ე­პა­რა. თვითმფრი­ნა­ვი გაფ­რინ­და და ნინო აქ დარ­ჩა. 2 დღე­ში გაფ­რინ­და. შემ­დეგ ჩა­მოს­ვლა­ზე უკვე შე­უღ­ლე­ბით და­ვაგ­ვირ­გვი­ნეთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

- როცა შვი­ლე­ბი გე­ყო­ლე­ბა, რო­გორ გგო­ნია, რა გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რებ მათ?

- ბევ­რი ისე­თი რამ მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რა­მაც მარ­თლაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა, პრაქ­ტი­კა მომ­ცა. მხო­ლოდ ჩემს შვი­ლებს კი არა, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­სა და ჩემს სტუ­დენ­ტებ­საც ვუ­ზი­ა­რებ ცოდ­ნას, თუკი ეს ვინ­მეს სჭირ­დე­ბა.

- დღეს რას აკე­თებს მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი?

- მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი ეწე­ვა აქ­ტი­ურ-პა­სი­ურ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას. აქვს ორი თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია და ზრდის ახალ თა­ო­ბას ამ კუ­თხით. მე­ცა­დი­ნე­ობს "იუ­მო­რი­ნას" ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის­თვის და მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ან - არა.

- რო­გორ გგო­ნია, მი­შას ფაქ­ტო­რი კი­დევ იმუ­შა­ვებს ახალ "იუ­მო­რი­ნა­ში"?

- რა თქმა უნდა, იმუ­შა­ვებს. იმი­ტომ, რომ მე ჩემი მიშა მყავ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმ მი­შას­გან, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო. მე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დელ და რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, რო­მე­ლიც მე­ტად აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი, და­დე­ბი­თი, მფრი­ნა­ვი იმი­ჯით იყო და უყ­ვარ­და ხალ­ხს, ბოლო პე­რი­ო­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით.

- ახალ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ხომ არ ფიქ­რობ?

- არა, იმი­ტომ რომ ეს ჟან­რი, რა­საც ჰქვია სა­ლა­პა­რა­კო, ესტრა­და­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლად, მკვდა­რია ჩვენ­თან. არა­ვის აინ­ტე­რე­სებს ეს სფე­რო, გარ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვინც ამ სფე­რო­ში ახალ თა­ო­ბას ვზრდით. ეს არის ბი­ძი­ნა მა­ხა­რა­ძე და მე. ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე იუ­მო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი "ანცი". შე­დე­გე­ბი გვქონ­და, მიწ­ვე­ვე­ბიც უცხო­ე­თი­დან, მაგ­რამ არ იყო მხარ­და­ჭე­რა...

- მი­შას ხმა თუ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია მე­გობ­რებ­თან, თუ გი­ცელ­ქია ამ კუ­თხით?

- უფრო ჩემი მე­გობ­რე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ ხოლ­მე ამ მხრივ. სა­ხე­ლებ­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ და მო­გიყ­ვე­ბით ამ­ბებს. ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი სამ­სა­ხუ­რი­დან მი­დი­ო­და, მის ხელ­მძღვა­ნე­ლებს უნ­დო­დათ, რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მე­რი­ა­ში ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. და­ვუ­რე­კე მი­შას ხმით და ვუ­თხა­რი, მიშა ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლი, მო­იქ­ცე­ვი ისე, რო­გორც გე­ტყვის გიგი-მეთ­ქი და გა­ვუ­თი­შე ტე­ლე­ფო­ნი. არც ვიც­ნობ­დი იმ ადა­მი­ანს, მე­გობ­რებ­მა და­მა­რეკ­ვი­ნეს. მერე კი აუხ­სნეს, რაც ხდე­ბო­და. გა­ხა­რე­ბია სა­წყალს (იცი­ნის). ერთხელ, ბა­თუმ­ში და­მა­რეკ­ვი­ნეს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან, წა­მომ­ცდა მა­ინც...

- ჯან­დაც­ვის იმ­დე­ნი მი­ნის­ტრი გვყავ­და, მა­ინც ვერ მიხ­ვდე­ბა მკი­თხვე­ლი...

- თვი­თონ ხომ მიხ­ვდე­ბა... ვა­ში­ნებ­დი, ვი­თომ არ მომ­წონ­და მისი ქმე­დე­ბე­ბი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად. ვერ ვი­ტყვი, რომ ამას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ­დი, ძი­რი­თა­დად მე­გობ­რე­ბის ხათ­რით. სი­ა­მოვ­ნე­ბას ნამ­დვი­ლად ვი­ღებ­დი, როცა ეთერ კა­კუ­ლი­ას ვუ­რე­კავ­დი მი­შას ხმით და ვა­შა­ყი­რებ­დი. ვერც ვით­ვლი, რამ­დენ­ჯერ მაქვს და­რე­კი­ლი და ყვე­ლა ზარი და­ი­ჯე­რა. ერთხელ და­ი­ჯე­რა, რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად ვნიშ­ნავ­დი, ერთხელ კან­ცე­ლა­რი­ას­თან და­ვი­ბა­რე. ეთე­რი და ნაზი ალა­სა­ნია მო­ვიდ­ნენ ერ­თად და მი­შას­თან შეხ­ვედ­რას ელოდ­ნენ. თან არ მიბ­რაზ­დე­ბო­და, როცა იგებ­და, რომ მე ვი­ყა­ვი.

- და­სას­რულ, შეც­დო­მებ­ზეც გკი­თხავ, რო­მელს ნა­ნობ გან­სა­კუთ­რე­ბით და თუ შეც­ვლი­დი რა­ი­მეს შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა­ფერს შევ­ცვლი­დი. ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი არის ის, რომ ვიყო მარ­თა­ლი სა­კუ­თარ თავ­თან და ღმერ­თთან, ვა­კე­თო ის, რაც მსი­ა­მოვ­ნებს და არა ისე, რომ სხვა და­ვა­ზა­რა­ლო. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მქონ­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი, როცა უარი ვთქვი. მირ­ჩევ­ნია თა­ვა­წე­ულ­მა ვი­ა­რო, ვიდ­რე ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო. ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ, 2003 წელს, როცა ახა­ლი მთავ­რო­ბა ფუძნ­დე­ბო­და, უშუ­ა­ლოდ ჩემ­მა უფ­როს­მა, რომ­ლის სა­ხელ­სა და გვარს არ ვი­ტყვი, მი­თხრა, შენ თუ მო­ინ­დო­მებ, იქ­ნე­ბი ახალ­გაზ­რდუ­ლის "ვიშ­კა­ში", ხუ­თე­ულ­შიო. მა­შინ ზუს­ტად ვი­ცო­დი ის, რაც დღეს მოხ­დე­ბო­და და თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვამ­ჯო­ბი­ნე ყოფ­ნა. ასე რომ, არ ვნა­ნობ. არა­ფე­რი ისე­თი არ გა­მი­კე­თე­ბია, უკან მო­ხედ­ვის და სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის და­ნახ­ვის რომ შემ­რცხვეს.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როდის მუშაობდა ჯიხურში მამუკა ლომაშვილი

როდის მუშაობდა ჯიხურში მამუკა ლომაშვილი

თბილისში, ეკონომისტი დედისა და ხელოსანი მამის ოჯახში გაიზარდა. როგორც ყველაზე უმცროსს, მშობლებიც ათამამებდნენ და დედმამიშვილებიც. პროფესია მშობლებმა შეურჩიეს. იურისტი მამუკა ლომაშვილი მალე დაუბრუნდა საოცნებო პროფესიას და აქტიურად ჩაება თეატრალურ ცხოვრებაში. დღეს ორი საკუთარი თეატრალური სტუდია აქვს და ახალ თაობას ზრდის. საზოგადოებას ის მაინც ვარდით ხელში, რევოლუციური პრეზიდენტის იმიჯით ახსოვს.

-  არაჩვეულებრივი ბავშვობის წლები მქონდა. სანამ 90-იანი წლები დადგებოდა, უზრუნველად და ხალისიანად ვცხოვრობდი, როგორც ყველა საბჭოთა კავშირის დროინდელი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!. 90-იანი წლებიდან აირია ყველაფერი და გაჭირდა ცხოვრება. თბილისში დავიბადე, გლდანში. დედა, ზოია ბიჩნიგაური, პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ არასდროს უმუშავია. შვილებს შემოგვწირა თავისი კარიერა. სამი შვილი ვყავდით. უფროსი და-ძმა მყავს. ბადრი ჩემზე 10 წლით უფროსია, და კი - 8 წლით. ასე რომ, არა მხოლოდ მშობლები მანებივრებდნენ, არამედ დედმამიშვილებიც.

-  რაში გამოიხატებოდა ეს განებივრება?

-  ვერ მიჩმახებდნენ ისე, როგორც საჭირო იყო, სურვილებს მისრულებდნენ. განსაკუთრებით ჩემი და-ძმის ფოკუს-მოკუსები მიყვარდა. ეს იყო სკოლის კატლეტები. მაშინ მე საბავშვო ბაღში დავდიოდი. კატლეტების გადმოცემის ცერემონია იყო საინტერესო. ჯერ არაფერი იყო, მერე ცხვირსახოცს აიღებდნენ და გაჩნდებოდა უგემრიელესი კატლეტი ან სხვა გემრიელი "ნუგბარი" სკოლის ბუფეტიდან. მამაჩემი, როსტომი, ხელოსანი გახლავთ. ძირითადად საღამოობით ვხედავდი, სულ გასული იყო და მუშაობდა.

-  განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლების მხრიდან?

-  ცელქი ვიყავი ძალიან. ხან სახურავზე ვძვრებოდი, ხან ფანჯრის რაფაზე. ძირითადად მეჩხუბებოდნენ იმის გამო, რომ ყველაფერს ფანჯრიდან ვყრიდი. მეოთხე სართულიდან ვყრიდი საოჯახო ნივთებს, სათამაშოებს, კოვზებს, საათიც გადავაგდე ერთხელ. მაიძულებდნენ მესწავლა. მეცხრე კლასამდე არ მიყვარდა სწავლა. კლასგარეშე ლიტერატურასაც მშობლების დაჟინებული თხოვნით ვკითხულობდი. სასაცილო ის იყო, რომ არასდროს მქონდა საწერი კალმები. უფრო სწორად, ვმალავდი, რომ არ მეწერა. ერთ დღესაც დედამ გენერალური დასუფთავება ჩაატარა და ე.წ. "სტენკის" უკანა მხრიდან ორმოცდაათამდე კალამი გამოიღო...

-  რა განსაკუთრებული ტრადიცია გქონდათ ოჯახში?

-  სტუმართმოყვარეობა პირველი ტრადიცია იყო ჩვენს ოჯახში. განსაკუთრებით ჩემი დეიდაშვილების მოსვლა მახარებდა, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ და ახალ წელს გვსტუმრობდნენ ხოლმე რამდენიმე დღით. ჩვენ ზაფხულის არდადეგებზე მივდიოდით მათთან. ასე რომ, არც სოფლის ცხოვრება ყოფილა ჩემთვის უცხო. ბარვა, თოხნა, მორწყვა, თესვა, ყველაფერი გამიკეთებია. ბებო-პაპას ვეხმარებოდი. ახლაც სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, დრო რომ მქონდეს. სოფლიდან მეზობლის მაისის ბალი მახსოვს, რომელსაც ყოველ წელს შევესეოდით და ვიპარავდით უბნის ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!. ისეთი პატარები ვიყავით, სარწყავ არხებში ვბანაობდით. გვეჩვენებოდა, რომ ძალიან დიდი და ღრმა იყო.

-  ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვირდებლად. რა მოგცა გამოცდილების თვალსაზრისით ამ აკადემიამ?

-  ჩემთვის ეს პერიოდი მეხუთე კლასში დაიწყო. ჩემი ძმა და ბიძაშვილები ჩემზე უფროსები იყვნენ და მათთან მომიწია ამ პერიოდის გავლამ. ადამიანების ამოცნობა, ურთიერთობები ვისწავლე იქ. ცდუნებაც დიდი იყო იმ პერიოდში. მე გამიმართლა, რომ ცუდ გარემოცვაში არ მოვხვდი. საერთოდ, ადამიანი თავად ირჩევს იმ გზას, რომელშიც უნდა იცხოვროს. ამ ასაკში ცოტა რთულია, სწორად აირჩიო ეს გზა. ღვთის წყალობით, არასწორ გზას ავცდი.

-  სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?

-  ვერ ვიტყვი, რომ კარგი. თავში 90-იანი წლები ვახსენე. ძალიან გაგვიჭირდა ამ წლებში, როგორც ყველას. განებივრებული მართლაც არ ვიყავი. თან დიდი ოჯახი გვქონდა. სახლთან ახლოს ჯიხური გავხსენით. ეს იმ პერიოდში ბევრი ოჯახის შემოსავლის წყარო იყო. მეც ვეხმარებოდი ოჯახს. მომარაგება იქნებოდა თუ პროდუქტისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაყიდვა, ყველაფერს ვაკეთებდი. მეშვიდე კლასში ვიყავი მაშინ, მაგრამ კარგად ვაცნობიერებდი გაჭირვებას და ვიდექი იქ, სადაც საჭიროდ ვთვლიდი, რომ უნდა ვმდგარიყავი, მაშინ ეს საჭიროება სწორედ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი წყარო, ჯიხური იყო.

-  პროფესია როგორ აირჩიე?

-  ბავშვობიდან თეატრალურზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ჩემმა ოჯახმა დამისვა საკითხი, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა. ასეც მოვიქეცი. ახლა ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცნენ ჩემი მშობლები. მეცხრე კლასიდან საღამოს სკოლაში გადავედი. იქ კარგად ვსწავლობდი. აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ერთ-ერთი თითით საჩვენებელი სტუდენტი ვიყავი. იურისტთა ასოციაციაში დამატებით ლექციებს ვესწრებოდი.

-  საოცნებო პროფესიაზე გუ­ლი არ გწყდებოდა?

-  მაგ სფეროშიც მოვსინჯე ძალები უნივერსიტეტში. ჩემი "მიშაობა" სწორედ პირველი კურსიდან დაიწყო. აქტიური სტუდენტური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ჩემს მეგობრებთან ერთად დებატკლუბი ჩამოვაყალიბე და აქტიური ახალგაზრდული პოლიტიკური ცხოვრება დავიწყე. ეს იყო ლიბერალურ-ეკონომიკური პარტია. საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობდი. 2000 წელს პირველი ტრენინგები ჩავატარე რაიონებში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მასმედიისთვის. პირველი ჰონორარი სწორედ მაშინ ავიღე. 2001 წელს დავამთავრე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საარჩევნო მენეჯერების აკადემია. ასე რომ, მეორე პროფესიით საარჩევნო მენეჯერიც ვარ.

-  იურისტად გიმუშავია?

-  მიმუშავია. აქტიურად ვიყავი ჩართული ადამიანის უფლებების დაცვაში. სამოქალაქო კავშირი დავაფუძნე - "ახალი თაობა". პატიმრებისა და სამხედრო მოსამსახურეების უფლებებს ვიცავდით.

-  სასიყვარულო გამოცდილებაზეც ვისაუბროთ...

-  სკოლის პერიოდში პატარ-პატარა გატაცებები მქონდა. მაგრამ სერიოზული არაფერი. ყველას ეგონა, რომ ძალიან ცუდი ბიჭი ვიყავი, რომ ჩემი მოსაწონი არავინ დადიოდა ქვეყნად, მაგრამ გამოჩნდა ნინო რევაზიშვილი და ყველაფერი შეიცვალა. არ ვყოფილვარ ცუდი ბიჭი (იცინის). ჩვენმა საერთო მეგობარმა მითხრა, კარგი გოგოა ჩამოსული იტალიიდან და მოდი ნახეო. პირველი ნახვისთანავე გრძნობები გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ. ნინო საქართველოში 10 დღის განმავლობაში დარჩა და ურთიერთობა გავაღრმავეთ. ისე დავახვიე თავბრუ, თვითმფრინავის რეისი გამოეპარა. თვითმფრინავი გაფრინდა და ნინო აქ დარჩა. 2 დღეში გაფრინდა. შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე შეუღლებით დავაგვირგვინეთ ჩვენი ურთიერთობა.

-  როცა შვილები გეყოლება, როგორ გგონია, რა გამოცდილებას გაუზიარებ მათ?

-  ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც მართლაც დიდი გამოცდილება შემძინა, პრაქტიკა მომცა. მხოლოდ ჩემს შვილებს კი არა, ჩემს მოსწავლეებსა და ჩემს სტუდენტებსაც ვუზიარებ ცოდნას, თუკი ეს ვინმეს სჭირდება.

-  დღეს რას აკეთებს მამუკა ლომაშვილი?

-  მამუკა ლომაშვილი ეწევა აქტიურ-პასიურ ოჯახურ ცხოვრებას. აქვს ორი თეატრალური სტუდია და ზრდის ახალ თაობას ამ კუთხით. მეცადინეობს "იუმორინას" ახალი სპექტაკლისთვის და მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც ან განხორციელდება, ან - არა.

-  როგორ გგონია, მიშას ფაქტორი კიდევ იმუშავებს ახალ "იუმორინაში"?

-  რა თქმა უნდა, იმუშავებს. იმიტომ, რომ მე ჩემი მიშა მყავდა, აბსოლუტურად განსხვავებული იმ მიშასგან, რომელიც სინამდვილეში იყო. მე შევინარჩუნე მიხეილ სააკაშვილი რევოლუციამდელ და რევოლუციის შემდგომ პერიოდში, რომელიც მეტად აღტკინებული, დადებითი, მფრინავი იმიჯით იყო და უყვარდა ხალხს, ბოლო პერიოდისგან განსხვავებით.

-  ახალ პერსონაჟებზე ხომ არ ფიქრობ?

-  არა, იმიტომ რომ ეს ჟანრი, რასაც ჰქვია სალაპარაკო, ესტრადაზე, პრაქტიკულად, მკვდარია ჩვენთან. არავის აინტერესებს ეს სფერო, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ამ სფეროში ახალ თაობას ვზრდით. ეს არის ბიძინა მახარაძე და მე. ჩამოვაყალიბე იუმორისტული ჯგუფი "ანცი". შედეგები გვქონდა, მიწვევებიც უცხოეთიდან, მაგრამ არ იყო მხარდაჭერა...

-  მიშას ხმა თუ გამოგიყენებია მეგობრებთან, თუ გიცელქია ამ კუთხით?

-  უფრო ჩემი მეგობრები სარგებლობდნენ ხოლმე ამ მხრივ. სახელებსა და თანამდებობებს არ დავასახელებ და მოგიყვებით ამბებს. ერთი თანამდებობის პირი სამსახურიდან მიდიოდა, მის ხელმძღვანელებს უნდოდათ, რომ დარჩენილიყო. მერიაში ხდებოდა ეს ყველაფერი. დავურეკე მიშას ხმით და ვუთხარი, მიშა ვარ, სააკაშვილი, მოიქცევი ისე, როგორც გეტყვის გიგი-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი. არც ვიცნობდი იმ ადამიანს, მეგობრებმა დამარეკვინეს. მერე კი აუხსნეს, რაც ხდებოდა. გახარებია საწყალს (იცინის). ერთხელ, ბათუმში დამარეკვინეს ჯანდაცვის მინისტრთან, წამომცდა მაინც...

-  ჯანდაცვის იმდენი მინისტრი გვყავდა, მაინც ვერ მიხვდება მკითხველი...

-  თვითონ ხომ მიხვდება... ვაშინებდი, ვითომ არ მომწონდა მისი ქმედებები სამსახურებრივად. ვერ ვიტყვი, რომ ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი, ძირითადად მეგობრების ხათრით. სიამოვნებას ნამდვილად ვიღებდი, როცა ეთერ კაკულიას ვურეკავდი მიშას ხმით და ვაშაყირებდი. ვერც ვითვლი, რამდენჯერ მაქვს დარეკილი და ყველა ზარი დაიჯერა. ერთხელ დაიჯერა, რომ კულტურის მინისტრად ვნიშნავდი, ერთხელ კანცელარიასთან დავიბარე. ეთერი და ნაზი ალასანია მოვიდნენ ერთად და მიშასთან შეხვედრას ელოდნენ. თან არ მიბრაზდებოდა, როცა იგებდა, რომ მე ვიყავი.

-  დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ, რომელს ნანობ განსაკუთრებით და თუ შეცვლიდი რაიმეს შენს ცხოვრებაში?

-  არაფერს შევცვლიდი. ჩემი ცხოვრების მიზანი არის ის, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან და ღმერთთან, ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს და არა ისე, რომ სხვა დავაზარალო. დღევანდელი გადასახედიდან ძალიან საინტერესო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მაგრამ, ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, როცა უარი ვთქვი. მირჩევნია თავაწეულმა ვიარო, ვიდრე ცხოვრების გარკვეულ პერიოდში წარმატებას მივაღწიო. ამას პირველად ვამბობ, 2003 წელს, როცა ახალი მთავრობა ფუძნდებოდა, უშუალოდ ჩემმა უფროსმა, რომლის სახელსა და გვარს არ ვიტყვი, მითხრა, შენ თუ მოინდომებ, იქნები ახალგაზრდულის "ვიშკაში", ხუთეულშიო. მაშინ ზუსტად ვიცოდი ის, რაც დღეს მოხდებოდა და თამაშგარე მდგომარეობაში ვამჯობინე ყოფნა. ასე რომ, არ ვნანობ. არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, უკან მოხედვის და საკუთარი წარსულის დანახვის რომ შემრცხვეს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები