სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, შენობაში არსებული მდგომარეობა გაუსაძლისია, არ არის ცენტრალური გათბობა, სამუშაო ინვენტარი კი მოძველებულია და გასულია მათი ექსპლოატაციის ვადები.

მეხანძრეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს და პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრა მოითხოვეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ მჭედლიშვილის განცხადებით, თვითმმართველობა ამ ეტაპისთვის ადგილობრივ ბიუჯეტზე მუშაობს და სახანძრო-სამაშველო სამსახურის საკითხი მთავარ საფინანსო დოკუმენტში შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა