მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება ანბანის კოშკის "შენახვა"
რა ჯდება ანბანის კოშკის "შენახვა"

ბა­თუმ­ში "ან­ბა­ნის კოშ­კის" მშე­ნებ­ლო­ბა 2010 წელს და­ი­წყო და 2011 წელს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ზე­ი­მოდ გახ­სნა. ამ კოშ­კის არ­ქი­ტექ­ტო­რია ეს­პა­ნე­ლი ალ­ბერ­ტო დო­მინ­გო კაბო. ეს ის დო­მინ­გო კა­ბოა, ვისი პრო­ექ­ტი­თაც ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა აიგო... "ან­ბა­ნის კოშ­კი" 65 მი­ლი­ო­ნი ლარი დაჯ­და, მა­შინ, რო­დე­საც მთლი­ა­ნად აჭა­რის ბი­უ­ჯე­ტი 115 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და. დღეს აჭა­რის ახა­ლი მთავ­რო­ბა სა­გო­ნე­ბელ­შია ჩა­ვარ­დნი­ლი, რად­გან ამ და­ახ­ლო­ე­ბით 130-მეტ­რი­ა­ნი კოშ­კის შე­ნახ­ვა წე­ლი­წად­ში 700 ათა­სი ლარი ჯდე­ბა... ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ აჭა­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატ კაკო ძნე­ლა­ძეს:

- გარ­და იმი­სა, რომ ამ ე.წ. ან­ბა­ნის კოშ­კის ასა­გე­ბად კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა და­ი­ხარ­ჯა, ალ­პი­ნის­ტე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა კოშ­კის გა­საწ­მენ­დად, შე­ღებ­ვა, გა­ნა­თე­ბა, ლიფ­ტი - წე­ლი­წად­ში 700 ათა­სი ლარი ჯდე­ბა. ამი­ტო­მაც და­ვი­წყეთ ფიქ­რი იმა­ზე, რომ ამ კოშკს რა­მე­ნა­ი­რად ფული გა­ვა­კე­თე­ბი­ნოთ...

- რო­გორ?

- მას­ზე შე­იძ­ლე­ბა სათ­ვალ­თვა­ლო ობი­ექ­ტი ან ობ­სერ­ვა­ტო­რია გან­თავ­სდეს. მთა­ვა­რია, რა­ი­მე შე­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ტა­ნოს, რომ თა­ვი­სი თავი ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც შე­ი­ნა­ხოს.

- ზო­გი­ერ­თი ამ კოშ­კის დე­მონ­ტაჟ­საც ვა­რა­უ­დობს...

- მის დე­მონ­ტაჟ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვფიქ­რობთ, უმ­ჯო­ბე­სია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ფული გა­ვა­კე­თე­ბი­ნოთ. მარ­თა­ლია, ეს ვე­ე­ბერ­თე­ლა რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია ქა­ლაქს არ უხ­დე­ბა, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, და­სან­გრე­ვი, ძველ ბა­თუმ­ში აღ­მარ­თუ­ლი უსა­ხუ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლი ბულ­ვარ­ში და აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი ბან­კის სა­ხუ­რა­ვი, რო­მელ­საც ჩი­პო­ლი­ნოს ქუდი შე­ვარ­ქვი. მათი დე­მონ­ტა­ჟი და ქუ­ჩე­ბის პირ­ვან­დე­ლი სა­ხის დაბ­რუ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა "ან­ბა­ნის კოშ­კის" დე­მონ­ტაჟს, ეს დიდ ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს. დღეს ბა­თუმ­ში და, სა­ერ­თოდ, აჭა­რა­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ჩვენ­თვის ჯერ ადა­მი­ა­ნი, მისი ყო­ფაა მთა­ვა­რი და შემ­დეგ სხვა და­ნარ­ჩე­ნი. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, ამ საქ­მეს უნდა მივ­ხე­დოთ.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ჯდება ანბანის კოშკის "შენახვა"

რა ჯდება ანბანის კოშკის "შენახვა"

ბათუმში "ანბანის კოშკის" მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და 2011 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა. ამ კოშკის არქიტექტორია ესპანელი ალბერტო დომინგო კაბო. ეს ის დომინგო კაბოა, ვისი პროექტითაც ქუთაისში პარლამენტის შენობა აიგო... "ანბანის კოშკი" 65 მილიონი ლარი დაჯდა, მაშინ, როდესაც მთლიანად აჭარის ბიუჯეტი 115 მილიონ ლარს შეადგენდა. დღეს აჭარის ახალი მთავრობა საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან ამ დაახლოებით 130-მეტრიანი კოშკის შენახვა წელიწადში 700 ათასი ლარი ჯდება... ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატ კაკო ძნელაძეს:

- გარდა იმისა, რომ ამ ე.წ. ანბანის კოშკის ასაგებად კოლოსალური თანხა დაიხარჯა, ალპინისტების დაქირავება კოშკის გასაწმენდად, შეღებვა, განათება, ლიფტი - წელიწადში 700 ათასი ლარი ჯდება. ამიტომაც დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ამ კოშკს რამენაირად ფული გავაკეთებინოთ...

- როგორ?

- მასზე შეიძლება სათვალთვალო ობიექტი ან ობსერვატორია განთავსდეს. მთავარია, რაიმე შემოსავალი მოიტანოს, რომ თავისი თავი ნაწილობრივ მაინც შეინახოს.

- ზოგიერთი ამ კოშკის დემონტაჟსაც ვარაუდობს...

- მის დემონტაჟზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, უმჯობესია, გამოვიყენოთ და ფული გავაკეთებინოთ. მართალია, ეს ვეებერთელა რკინის კონსტრუქცია ქალაქს არ უხდება, მაგრამ, პირველ რიგში, დასანგრევი, ძველ ბათუმში აღმართული უსახური ნაგებობები, მაგალითად, ქორწინების სახლი ბულვარში და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის სახურავი, რომელსაც ჩიპოლინოს ქუდი შევარქვი. მათი დემონტაჟი და ქუჩების პირვანდელი სახის დაბრუნება აუცილებელია. რაც შეეხება "ანბანის კოშკის" დემონტაჟს, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ჯერჯერობით არ გვაქვს. დღეს ბათუმში და, საერთოდ, აჭარაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ჩვენთვის ჯერ ადამიანი, მისი ყოფაა მთავარი და შემდეგ სხვა დანარჩენი. ამიტომ, პირველ რიგში, ამ საქმეს უნდა მივხედოთ.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"