მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა ნიკა ლომიძემ ცეკვაზე უარი
რატომ თქვა ნიკა ლომიძემ ცეკვაზე უარი

წლე­ბის წინ ის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იყო, მაგ­რამ მერე, რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ტაიმ-აუტი აიღო და ეკ­რა­ნი­დან გაქ­რა. სა­მა­გი­ე­როდ, უძღვე­ბო­და კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებს და რო­გორც შო­უ­მე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გან­წყო­ბი­ლე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზეც ზრუ­ნავ­და. ნიკა ლო­მი­ძე ახ­ლა­ხან პირ­ველ არხზე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში ისევ გა­მოჩ­ნდა.

- სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "ზებ­რა­ში" ვმუ­შა­ობ. ჩვენ ვა­კე­თებთ რეკ­ლა­მებს, მუ­სი­კა­ლურ კლი­პებს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ჯერ არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია. ძი­რი­თა­დად, სომ­ხე­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­თვის ვმუ­შა­ობთ. ისი­ნი ჩვენ­თან მე­გობ­რო­ბენ. მათ მოს­წონთ ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა, მხატ­ვრე­ბი. სხვა­თა შო­რის, "ზებ­რა" ჩემი კომ­პა­ნი­აა, მისი ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩემ­თვის შვი­ლი­ვით არის, გა­და­ყო­ლი­ლი ვარ მას­ზე.

- გა­რეთ "ზებ­რა"-მან­ქა­ნა რომ დგას, შე­ნია?

- ჩემი იყო - ერთ დროს ამ ავ­ტო­მო­ბი­ლით დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ახლა, რო­გორც რეკ­ლა­მა, ისე დგას.

- პირ­ველ არხზე შუ­ა­დღის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ხარ...

- სხვა­თა შო­რის, ეს გა­და­ცე­მა ეთერ­ში გას­ვლი­დან პირ­ველ­სა­ვე კვი­რა­ში ძა­ლი­ან დიდი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობ­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ახა­ლია, შე­მეც­ნე­ბი­თია.

- ლადო ტა­ტიშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა­ში მარ­თლა გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებს?

- ლა­დოს გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ნამ­დვი­ლად ეხერ­ხე­ბა და გა­და­ცე­მის ბო­ლოს მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­დილს გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თმევთ (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ლა­დოც "ზებ­რას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

- სხვა არ­ხე­ბი­დან, მა­გა­ლი­თად, "მა­ესტრო­დან" არ გაქვს რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!?

- არა. "მა­ესტრო" ძა­ლი­ან კარ­გად არის გა­მარ­თუ­ლი, დახ­ვე­წი­ლია, მაგ­რამ "ნი­უ­სე­ბის" მომ­ზა­დე­ბა ჩემ­გან შორს არის. მა­მუ­კა ღლონტმა კარ­გად იცის ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ალ­ბათ, ამი­ტო­მაც არ მი­მიწ­ვია. გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბას თუ და­ი­წყე­ბენ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მეც და­მი­ძა­ხონ.

- რო­გორც შო­უ­მე­ნი, დიდი ხა­ნია, აღარ გა­მო­ჩე­ნილ­ხარ...

- ამ სფე­რო­ში ისე­თი აქ­ტი­უ­რი აღარ ვარ, რო­გო­რიც ადრე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებს ვუ­კე­თებ ორ­გა­ნი­ზე­ბას და პა­რა­ლე­ლუ­რად, წამ­ყვა­ნის ფუნ­ქცი­ა­საც სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებ?

- ხში­რად, ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თის შემ­დეგ, დი­ლის ოთხ სა­ა­თამ­დე მე­გობ­რებ­თან ერ­თად, "ტუსოვ­კას" ვი­წყობ. სა­მე­ზობ­ლო­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ყა­რეთ და კარ­გად ვხა­ლი­სობთ ხოლ­მე.

- ვინ არი­ან შენი მე­ზობ­ლე­ბი?

- დათო დო­ი­აშ­ვი­ლი, კოტე ფურ­ცე­ლა­ძე, ახლა ნატო მე­ტო­ნი­ძეც აპი­რებს ჩვენს მე­ზობ­ლო­ბას.

- კა­ცებს უყ­ვართ თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­ნა­დი­როდ, სა­თევ­ზა­ოდ სი­ა­რუ­ლი...

- თევ­ზა­ო­ბა მიყ­ვარს, მაგ­რამ ამის­თვის ვერ ვიც­ლი. თა­ნაც, სა­თევ­ზა­ოდ წას­ვლას შვილ­თან ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია. ჩემი დღის რე­ჟი­მის გამო, ერ­თად ისე­დაც ცოტა დროს ვა­ტა­რებთ. ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, თეა უფრო ხში­რად ახერ­ხებს შვილ­თან ყოფ­ნას და ამე­ცა­დი­ნებს, სიმ­ღე­რა­სა და ტან­ვარ­ჯიშ­ზე დაჰ­ყავს. არა­და, მა­საც ბევ­რი საქ­მე აქვს: თა­ვის გუნდთან ერ­თად მუ­შა­ობს; დგა­მენ ცეკ­ვებს, ვარ­ჯი­შო­ბენ. სტუ­დი­აც აქვს, სა­დაც ბავ­შვებს ცეკ­ვას ას­წავ­ლის.

- ნიტა რამ­დე­ნი წლის არის? უკვე ხვდე­ბა, რომ ცნო­ბი­ლი მშობ­ლე­ბის შვი­ლია?

- ნიტა ცხრა წლის არის და სხვა­თა შო­რის, უკვე ხალ­ხი მა­საც იც­ნობს: "მუ­სი­კის ჰან­გებ­ში" და ზღა­პარ­ში - "ანო და ვანო" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ასე რომ, ახლა ჩვენ ვართ ნი­ტას მშობ­ლე­ბი (იღი­მის)... პი­რო­ბას ვიძ­ლე­ვი, ნი­ტას წარ­მა­ტე­ბა თავ­ში არ აუ­ვარ­დე­ბა.

- ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, თეამ პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ჟი­უ­რის წევ­რო­ბაც შე­ი­თავ­სა...

- ჰო, ასეა! თეას თა­ვი­დან არ უნ­დო­და, ჟი­უ­რის წევ­რი ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ამ პრო­ექ­ტში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სიმ­კაც­რე უნდა გა­მო­ე­ჩი­ნა, მათ­თვის შე­ნიშ­ვნე­ბიც უნდა მი­ე­ცა და ამის გა­კე­თე­ბა ეძ­ნე­ლე­ბო­და.

- პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თეას შე­ნიშ­ვნე­ბის გამო ხომ არ საყ­ვე­დუ­რო­ბენ?

- არ საყ­ვე­დუ­რო­ბენ იმი­ტომ, რომ იცი­ან, თეა შე­ნიშ­ვნას უსა­ფუძ­ვლოდ არა­ვის მის­ცემს. ზოგ­ჯერ მა­ყუ­რე­ბელს უჭირს "ვარ­სკვლა­ვის" მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის აღ­ქმა, თო­რემ იქ მსხდო­მი ჯი­უ­რის წევ­რე­ბი ყვე­ლა წვრილ­მანს ამ­ჩნე­ვენ.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შენ არ შე­მოგ­თა­ვა­ზეს?

- კი, მაგ­რამ უარი ვთქვი. მო­ცეკ­ვა­ვე ნიკა ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბო­და...

- შოუს არ ეს­წრე­ბი ხოლ­მე?

- არა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე და თეა ჩა­ნა­წერს ერ­თად ვუ­ყუ­რებთ. ვე­კი­თხე­ბი, - ამა­ზე ეს რა­ტომ თქვი? მიჩ­ვე­ნე, რა და­ა­შა­ვა, რა­ტომ მი­ე­ცი შე­ნიშ­ვნა-მეთ­ქი? ჰოდა, ისიც მიხ­სნის, ვინ სად და რა შეც­დო­მა და­უშ­ვა...

- ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ზე მა­ღალ ქუ­ლებს ეკა ნი­ჟა­რა­ძეს უწერ­სო...

- იტყოდ­ნენ, აბა, რა, როცა იცი­ან, რომ ეკა მისი მე­გო­ბა­რია. ჩემი აზ­რით, თეა ეკას ცეკ­ვას ძა­ლი­ან მკაც­რად აფა­სებს. ისე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვკი­თხო: რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ ანრი ჯო­ხა­ძე, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი თეას მე­გობ­რე­ბი არ არი­ან? ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია, მაგ­რამ შო­უ­ში აღარ არის...

ნონა კუ­ტი­ბაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ თქვა ნიკა ლომიძემ ცეკვაზე უარი

რატომ თქვა ნიკა ლომიძემ ცეკვაზე უარი

წლების წინ ის ძალიან პოპულარული ტელეწამყვანი იყო, მაგრამ მერე, რაღაც პერიოდის განმავლობაში ტაიმ-აუტი აიღო და ეკრანიდან გაქრა. სამაგიეროდ, უძღვებოდა კორპორატიულ საღამოებს და როგორც შოუმენი, საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობილების ამაღლებაზეც ზრუნავდა. ნიკა ლომიძე ახლახან პირველ არხზე, ტელეწამყვანის ამპლუაში ისევ გამოჩნდა.

- სარეკლამო კომპანია "ზებრაში" ვმუშაობ. ჩვენ ვაკეთებთ რეკლამებს, მუსიკალურ კლიპებს. სამწუხაროდ, ამ კომპანიის სახელით ქართველებისთვის ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. ძირითადად, სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის ვმუშაობთ. ისინი ჩვენთან მეგობრობენ. მათ მოსწონთ ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობა, მხატვრები. სხვათა შორის, "ზებრა" ჩემი კომპანიაა, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და როგორც ამბობენ, ჩემთვის შვილივით არის, გადაყოლილი ვარ მასზე.

- გარეთ "ზებრა"-მანქანა რომ დგას, შენია?

- ჩემი იყო - ერთ დროს ამ ავტომობილით დავდიოდი, მაგრამ ახლა, როგორც რეკლამა, ისე დგას.

- პირველ არხზე შუადღის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ხარ...

- სხვათა შორის, ეს გადაცემა ეთერში გასვლიდან პირველსავე კვირაში ძალიან დიდი რეიტინგით სარგებლობდა. ალბათ იმიტომ, რომ ახალია, შემეცნებითია.

- ლადო ტატიშვილი გადაცემაში მართლა გემრიელ კერძებს ამზადებს?

- ლადოს გემრიელი კერძების მომზადება ნამდვილად ეხერხება და გადაცემის ბოლოს მის მიერ მომზადებულ სადილს გემრიელად მივირთმევთ (იცინის). სხვათა შორის, ლადოც "ზებრას" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

- სხვა არხებიდან, მაგალითად, "მაესტროდან" არ გაქვს რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- არა. "მაესტრო" ძალიან კარგად არის გამართული, დახვეწილია, მაგრამ "ნიუსების" მომზადება ჩემგან შორს არის. მამუკა ღლონტმა კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები და ტელევიზიაში ალბათ, ამიტომაც არ მიმიწვია. გასართობ გადაცემებზე მუშაობას თუ დაიწყებენ, შესაძლებელია, მეც დამიძახონ.

- როგორც შოუმენი, დიდი ხანია, აღარ გამოჩენილხარ...

- ამ სფეროში ისეთი აქტიური აღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი, მაგრამ ზოგჯერ კორპორატიულ საღამოებს ვუკეთებ ორგანიზებას და პარალელურად, წამყვანის ფუნქციასაც საკუთარ თავზე ვიღებ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- ხშირად, ღამის პირველი საათის შემდეგ, დილის ოთხ საათამდე მეგობრებთან ერთად, "ტუსოვკას" ვიწყობ. სამეზობლოში ბევრი მეგობარი შევიყარეთ და კარგად ვხალისობთ ხოლმე.

- ვინ არიან შენი მეზობლები?

- დათო დოიაშვილი, კოტე ფურცელაძე, ახლა ნატო მეტონიძეც აპირებს ჩვენს მეზობლობას.

- კაცებს უყვართ თავისუფალ დროს სანადიროდ, სათევზაოდ სიარული...

- თევზაობა მიყვარს, მაგრამ ამისთვის ვერ ვიცლი. თანაც, სათევზაოდ წასვლას შვილთან ყოფნა მირჩევნია. ჩემი დღის რეჟიმის გამო, ერთად ისედაც ცოტა დროს ვატარებთ. ჩემგან განსხვავებით, თეა უფრო ხშირად ახერხებს შვილთან ყოფნას და ამეცადინებს, სიმღერასა და ტანვარჯიშზე დაჰყავს. არადა, მასაც ბევრი საქმე აქვს: თავის გუნდთან ერთად მუშაობს; დგამენ ცეკვებს, ვარჯიშობენ. სტუდიაც აქვს, სადაც ბავშვებს ცეკვას ასწავლის.

- ნიტა რამდენი წლის არის? უკვე ხვდება, რომ ცნობილი მშობლების შვილია?

- ნიტა ცხრა წლის არის და სხვათა შორის, უკვე ხალხი მასაც იცნობს: "მუსიკის ჰანგებში" და ზღაპარში - "ანო და ვანო" მონაწილეობდა. ასე რომ, ახლა ჩვენ ვართ ნიტას მშობლები (იღიმის)... პირობას ვიძლევი, ნიტას წარმატება თავში არ აუვარდება.

- ყველაფერთან ერთად, თეამ პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჟიურის წევრობაც შეითავსა...

- ჰო, ასეა! თეას თავიდან არ უნდოდა, ჟიურის წევრი ყოფილიყო, რადგან ამ პროექტში ცნობილი ადამიანების მიმართ სიმკაცრე უნდა გამოეჩინა, მათთვის შენიშვნებიც უნდა მიეცა და ამის გაკეთება ეძნელებოდა.

- პროექტის მონაწილეები თეას შენიშვნების გამო ხომ არ საყვედურობენ?

- არ საყვედურობენ იმიტომ, რომ იციან, თეა შენიშვნას უსაფუძვლოდ არავის მისცემს. ზოგჯერ მაყურებელს უჭირს "ვარსკვლავის" მიერ დაშვებული შეცდომის აღქმა, თორემ იქ მსხდომი ჯიურის წევრები ყველა წვრილმანს ამჩნევენ.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა შენ არ შემოგთავაზეს?

- კი, მაგრამ უარი ვთქვი. მოცეკვავე ნიკა ძალიან სასაცილო იქნებოდა...

- შოუს არ ესწრები ხოლმე?

- არა, მაგრამ მოგვიანებით მე და თეა ჩანაწერს ერთად ვუყურებთ. ვეკითხები, - ამაზე ეს რატომ თქვი? მიჩვენე, რა დააშავა, რატომ მიეცი შენიშვნა-მეთქი? ჰოდა, ისიც მიხსნის, ვინ სად და რა შეცდომა დაუშვა...

- ამბობენ, ყველაზე მაღალ ქულებს ეკა ნიჟარაძეს უწერსო...

- იტყოდნენ, აბა, რა, როცა იციან, რომ ეკა მისი მეგობარია. ჩემი აზრით, თეა ეკას ცეკვას ძალიან მკაცრად აფასებს. ისე, საზოგადოებას მინდა ვკითხო: რატომ გგონიათ, რომ ანრი ჯოხაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ოთარ ტატიშვილი თეას მეგობრები არ არიან? ნანიკო ხაზარაძე ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრია, მაგრამ შოუში აღარ არის...

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები