გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრის, პარლამენტის წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, მისი მშობლების სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ავტომატურ იარაღს ეძებდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გოგა ხაჩიძემ განუცხადა, სურამში, მისი მშობლების სახლში, თხუთმეტმა პირმა დილის 06.30 საათზე ჩხრეკა ჩაატარა და "კისტის თოფი" და ძველი ჯავშანჟილეტი ამოიღეს.
როგორც გოგა ხაჩიძე აცხადებს, მის მშობლებს აღნიშნულმა პირებმა განუცხადეს, რომ სურამში, ერთ-ერთ ოჯახში ტყვიები აღმოაჩინეს. დეპუტატის ცნობით, ამ ინფორმაციის საფუძველზე ხაჩიძეების ოჯახში ავტომატურ იარაღს ეძებდნენ.
ხაჩიძეს უჭირს თქმა, თუ რას უკავშირდება ჩხრეკა. მისი თქმით, არც ის იცის, ზემოხსენებული პირები ნამდვილად სამართალმცველები იყვნენ თუ არა.
იხილეთ ვიდეო