"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს. ფაქტს "ფეისბუქით"ეხმაურება თავად გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.
რაც შეეხება თავად გოგა ხაჩიძეს, მან "ფეისბუქზე" ასეთი ჩანაწერი გააკეთა: "დღეს დილით, 06:30 საათზე, ჩემი მშობლების სახლში, სურამში ჩაატარეს ჩხრეკა. "აღმოაჩინეს" და წაიღეს, ძველი ე.წ. ბრონეჟილეტი და ე.წ. კისტის თოფი დედაჩემი ძალიან დარდობს, "ამას რა დაალაგებს, სახლი გადმოტრიალებულიაო".
აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს ბრიფინგი გაიმართება.