Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად ძიძიგური - "იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება"
ზვიად ძიძიგური - "იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება"

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბებს არ უნდა აკე­თებ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რმა, დე­პუ­ტატ­მა, ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მეს" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა უნდა და­ი­ვი­წყონ, რომ არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, რა მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც ისი­ნი ახლა სა­თა­ვე­ში უდ­გა­ნან.

"მათ მხო­ლოდ კა­ნო­ნის, მშრა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით უნდა გას­ცენ პა­სუ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თა­ვი­ანთ ემო­ცი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ უნდა ამ­ჟღავ­ნებ­დნენ არა­ვის მი­მართ. ეს არ არის სწო­რი და ეს მით­ქვამს შიდა წრე­შიც. არ არის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის და შე­ფა­სე­ბე­ბის კე­თე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ძი­ძი­გურ­მა.

მისი თქმით, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არ უნდა ირ­ღვე­ო­დეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ეს მარ­თლა არ უნდა ხდე­ბო­დეს. ძი­ძი­გუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მან ტე­ლე­ვი­ზი­ით ნახა, რო­გორ მიჰ­ყავთ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი კახა გე­წა­ძე.

"მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა. ჩემ­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას, კახა გე­წა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი იყო, თუ რას აკე­თებ­და, არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. რომ გა­მარ­თლდეს ის კაცი, მისი ღირ­სე­ბა ხომ არის შე­ლა­ხუ­ლი. და­ვუშ­ვათ არ გა­მარ­თლდა და დამ­ნა­შა­ვეა, მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას მი­უს­ჯი­ან და არა ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას. არ გვინ­და ღირ­სე­ბა­ზე შე­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ძი­ძი­გურ­მა.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გა­იხ­სე­ნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ბონ­დო შა­ლი­კი­ა­ნი­სა და აკა­კი ჩხა­ი­ძის და­პა­ტიმ­რე­ბის კად­რე­ბი. "ასე­თი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბო­და იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თგვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დათ­რგუნ­ვა მო­ეხ­დი­ნა. ეს არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რა, ჩვე­ნი მხრი­დან რა­ღაც პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­ბი­ჯია და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი?! ეს არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ძი­ძი­გურ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რია ისე­თი, რომ­ლებ­მაც ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი დამ­ცი­რე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფა გა­და­ი­ტა­ნეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძი­ძი­გუ­რი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­მუ­შავ­დეს, რომ არ არის სა­ჭი­რო არა­ვი­თა­რი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის კად­რე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ზვიად ძიძიგური - "იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება"

ზვიად ძიძიგური - "იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება"

იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა უნდა დაივიწყონ, რომ არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით იმ მიმართულებაზე, რა მიმართულებასაც ისინი ახლა სათავეში უდგანან.

"მათ მხოლოდ კანონის, მშრალი კანონის მიხედვით უნდა გასცენ პასუხი საზოგადოებას და თავიანთ ემოციურ დამოკიდებულებას არ უნდა ამჟღავნებდნენ არავის მიმართ. ეს არ არის სწორი და ეს მითქვამს შიდა წრეშიც. არ არის იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის საქმე პოლიტიკური განცხადებების და შეფასებების კეთება", - აღნიშნა ძიძიგურმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ არ უნდა ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, ეს მართლა არ უნდა ხდებოდეს. ძიძიგურის განცხადებით, მან ტელევიზიით ნახა, როგორ მიჰყავთ დაპატიმრებული კახა გეწაძე.

"მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, კახა გეწაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, თუ რას აკეთებდა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რომ გამართლდეს ის კაცი, მისი ღირსება ხომ არის შელახული. დავუშვათ არ გამართლდა და დამნაშავეა, მას თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან და არა ღირსების შელახვას. არ გვინდა ღირსებაზე შეხება", - განაცხადა ძიძიგურმა.

უმრავლესობის წევრმა გაიხსენა წინა ხელისუფლების პერიოდში ბონდო შალიკიანისა და აკაკი ჩხაიძის დაპატიმრების კადრები. "ასეთი დაპატიმრებების კადრების გავრცელება წინა ხელისუფლებას სჭირდებოდა იმისთვის, რომ საზოგადოების ერთგვარი ფსიქოლოგიური დათრგუნვა მოეხდინა. ეს არაფერში სჭირდება დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. რა, ჩვენი მხრიდან რაღაც პროპაგანდისტული ნაბიჯია დაპატიმრებები?! ეს არაფერში გვჭირდება", - განაცხადა ძიძიგურმა.

როგორც მან აღნიშნა, ახალ ხელისუფლებაში ძალიან ბევრია ისეთი, რომლებმაც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა გადაიტანეს. აქედან გამომდინარე, ძიძიგური აუცილებლად მიიჩნევს, რეკომენდაციები შემუშავდეს, რომ არ არის საჭირო არავითარი დაპატიმრებების კადრები.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა