მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს წამებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ
დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს წამებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ

თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის, წა­მე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, დათა ახა­ლა­ი­ას, სოსო თო­ფუ­რი­ძეს, გე­რონ­ტი ალა­ნი­ას და ოლეგ მელ­ნი­კოვს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბათ, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2012 წლის 18 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის შს სამ­მარ­თვე­ლოს მუ­შაკ­თა ცე­მის ფაქ­ტზე. კბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2005 წლის 5 იან­ვარს მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის შს სამ­მარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­როს უფ­როს მ. ა.-ს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იო­სებ თო­ფუ­რი­ძე და იმ მო­ტი­ვით, რომ მისი ნახ­ვა სურ­და დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ და­ვით ახა­ლა­ი­ას, და­ი­ბა­რა თა­ვის­თან. და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე მ.ა. მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის შს სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს დ.კ.-სთან ერ­თად მი­ვი­და მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში. და­ვით ახა­ლა­ი­ას მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი საშ­ვით მ.ა. და დ.კ. ავიდ­ნენ იო­სებ თო­ფუ­რი­ძის სა­მუ­შაო ოთახ­ში, რო­მელ­მაც 15-20 წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით ჯერ მ.ა., ხოლო შემ­დეგ დ.კ. შე­იყ­ვა­ნა და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან. დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­თან შე­სულ მ.ა. –ს და­ვით ახა­ლა­ი­ას გარ­და ოთახ­ში დახ­ვდნენ გე­რონ­ტი ალა­ნია, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი და ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნე­ლი პი­რე­ბი. მცი­რე­ო­დე­ნი გა­მო­კი­თხვის შემ­დგომ, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და 2005 წლის 2 იან­ვარს რეს­ტო­რან "ძველ სახ­ლში" ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრის ცო­ლის, თაკო სა­ლა­ყა­ი­ას­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის ფაქტს, პი­რა­დად და­ვით ახა­ლა­ი­ამ, გე­რონ­ტი ალა­ნი­ამ, ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა, იო­სებ თო­ფუ­რი­ძემ და ოთახ­ში მყოფ­მა სხვა პი­რებ­მა მ.ა. სას­ტი­კად სცე­მეს ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით, რაც გაგ­რძელ­და და­ახ­ლო­ე­ბით 7 წუთი. და­ვით ახა­ლა­ია აფურ­თხებ­და და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და მას. ნა­ცე­მი მ. ა. გა­იყ­ვა­ნეს და­ვით ახა­ლა­ი­ას ოთა­ხი­დან და მო­ა­თავ­სეს იმა­ვე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ოთახ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ იო­სებ თო­ფუ­რი­ძემ უკვე დ.კ. შე­იყ­ვა­ნა და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან, რო­მელ­მაც მას ასე­ვე და­უ­წყო გა­მო­კი­თხვა თაკო სა­ლა­ყა­ი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენტზე, რა დრო­საც გა­ირ­კვა, რომ 2005 წლის 2 იან­ვარს რეს­ტო­რან "ძველ სახ­ლში" დ.კ.-ს ოჯა­ხურ სუფ­რა­ზე მ.ა.-ს ნაც­ვლად იმ­ყო­ფე­ბო­და სხვა პირი, მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის შს სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­როს უფ­რო­სი დ.ნ. და­ვით ახა­ლა­ია იო­სებ თო­ფუ­რი­ძეს­თან ერ­თად სას­წრა­ფოდ მი­ვი­და ცალ­კე ოთახ­ში მყოფ მ.ა.-სთან და ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად დაჰ­პირ­დნენ სამ­სა­ხუ­რებ­რივ წინსვლას და გა­მო­უშ­ვეს მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან ისე, რომ არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ ამის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ათ­ზე მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში გე­რონ­ტი ალა­ნი­ას მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი საშ­ვით შე­ვი­და და­ვით ახა­ლა­ი­ას მიერ და­ბა­რე­ბუ­ლი მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის შს სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­როს უფ­რო­სი ზ.მ.

"და­ვით ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით და სი­ტყვე­ბით "გა­იყ­ვა­ნეთ სხვა ოთახ­ში და იქ მი­ხე­დეთ" ზ.მ. ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნელ­მა კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­იყ­ვა­ნეს ერთ-ერთ ოთახ­ში, დას­ვეს სკამ­ზე, ქა­მარ­ზე ია­რა­ღის ჩა­მო­სა­კი­დი ღვე­დით ზურგს უკან შე­უკ­რეს ხე­ლე­ბი და და­ი­წყეს მისი ცემა, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და 3 ეტა­პად და თი­თო­ე­უ­ლი გრძელ­დე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით ნა­ცემ ზ.მ.-ს ცე­მის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სკამ­ზე ხე­ლებ­გაკ­რულს ია­ტაკ­ზე წაქ­ცე­ულს ტო­ვებ­დნენ ოთახ­ში. ნა­წა­მე­ბი და უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი ზ.მ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან გა­მო­უშ­ვეს მხო­ლოდ 23:55 სა­ათ­ზე", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში წა­რედ­გი­ნე­ბათ ბრა­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

იხი­ლეთ ვი­დეო: დათა ახა­ლა­ი­ას, სოსო თო­ფუ­რი­ძეს, გე­რონ­ტი ალა­ნი­ას და ოლეგ მელ­ნი­კოვს წა­მე­ბის­თვის ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბათ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს წამებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ

დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს წამებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის უახლოეს პერიოდში საქართველოს შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი წარედგინებათ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მუშაკთა ცემის ფაქტზე. კბილაშვილის ინფორმაციით, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროს მ. ა.-ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იოსებ თოფურიძე და იმ მოტივით, რომ მისი ნახვა სურდა დეპარტამენტის დირექტორ დავით ახალაიას, დაიბარა თავისთან. დაახლოებით 14:00 საათზე მ.ა. მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროს დ.კ.-სთან ერთად მივიდა მოდულის შენობაში. დავით ახალაიას მიერ დაშვებული საშვით მ.ა. და დ.კ. ავიდნენ იოსებ თოფურიძის სამუშაო ოთახში, რომელმაც 15-20 წუთის ინტერვალით ჯერ მ.ა., ხოლო შემდეგ დ.კ. შეიყვანა დავით ახალაიასთან. დეპარტამენტის დირექტორთან შესულ მ.ა. –ს დავით ახალაიას გარდა ოთახში დახვდნენ გერონტი ალანია, ოლეგ მელნიკოვი და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირები. მცირეოდენი გამოკითხვის შემდგომ, რომელიც ეხებოდა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" ყოფილი შს მინისტრის ცოლის, თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, პირადად დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა, იოსებ თოფურიძემ და ოთახში მყოფმა სხვა პირებმა მ.ა. სასტიკად სცემეს ხელებითა და ფეხებით, რაც გაგრძელდა დაახლოებით 7 წუთი. დავით ახალაია აფურთხებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას. ნაცემი მ. ა. გაიყვანეს დავით ახალაიას ოთახიდან და მოათავსეს იმავე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში. აღნიშნულის შემდეგ იოსებ თოფურიძემ უკვე დ.კ. შეიყვანა დავით ახალაიასთან, რომელმაც მას ასევე დაუწყო გამოკითხვა თაკო სალაყაიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რა დროსაც გაირკვა, რომ 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" დ.კ.-ს ოჯახურ სუფრაზე მ.ა.-ს ნაცვლად იმყოფებოდა სხვა პირი, მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი დ.ნ. დავით ახალაია იოსებ თოფურიძესთან ერთად სასწრაფოდ მივიდა ცალკე ოთახში მყოფ მ.ა.-სთან და ბოდიშის მოსახდელად დაჰპირდნენ სამსახურებრივ წინსვლას და გამოუშვეს მოდულის შენობიდან ისე, რომ არ დაუბრუნებიათ სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ტაბელური იარაღი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათზე მოდულის შენობაში გერონტი ალანიას მიერ დაშვებული საშვით შევიდა დავით ახალაიას მიერ დაბარებული მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ზ.მ.

"დავით ახალაიას დავალებით და სიტყვებით "გაიყვანეთ სხვა ოთახში და იქ მიხედეთ" ზ.მ. ამ ეტაპზე დაუდგენელმა კუდ-ის თანამშრომლებმა გაიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, დასვეს სკამზე, ქამარზე იარაღის ჩამოსაკიდი ღვედით ზურგს უკან შეუკრეს ხელები და დაიწყეს მისი ცემა, რაც განხორციელდა 3 ეტაპად და თითოეული გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ხელებითა და ფეხებით ნაცემ ზ.მ.-ს ცემის თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ სკამზე ხელებგაკრულს იატაკზე წაქცეულს ტოვებდნენ ოთახში. ნაწამები და უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ზ.მ. მოდულის შენობიდან გამოუშვეს მხოლოდ 23:55 საათზე", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ის პირები, რომლებსაც აღნიშნული დანაშაულისთვის უახლოეს პერიოდში წარედგინებათ ბრალი, საქართველოში არ იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო: დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს წამებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ