ბრიტანელი მსახიობი ემა ვოთსონი, რომელიც 22 წლის ასაკში მსოფლიოში ბრენდების (Burberry და Lancomе) სახე გახდა და თავადაც შექმნა ტანსაცმლის ორი ხაზი, მაღალ მოდას ემშვიდობება.
ვარსკვლავი, რომელმაც პოპულარობა ფილმით ”ჰარი პოტერი” მოიპოვა, მიხვდა, რომ მისი ერთადერთი და ნამდვილი პროფესია მსახიობობაა.
”ეს ნამდვილად სახალისო იყო, როდესაც პატარა ვიყავი, მაგრამ ვიცი, რომ მოდა ვერ გახდება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მომავალში. ახლა ვიცი, რომ მსახიობობა სწორედ ისაა, რაც მინდა რომ ვაკეთო, რაც ყველაზე მეტად მიზიდავს”, - განაცხადა ემამ.
მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ თავს ყველაზე კომფორტულად ჯინსებსა და მაისურში გრძნობს.
მომზადებულია Contact Music-ის მიხედვით.