მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გამო ნერვიულობს მზია ორველაშვილის 5 წლის შვილი
რის გამო ნერვიულობს მზია ორველაშვილის 5 წლის შვილი

მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნო, სა­დაც ის ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის პარტნი­ო­რი გახ­ლავთ. მზია ბე­ლო­რუ­სი­ა­ში ცხოვ­რობს და შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ამ ქვეყ­ნის სა­ხე­ლით გა­მო­დის; მო­ცეკ­ვა­ვემ აღი­ა­რა, რომ მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი ბევ­რჯერ და­უ­მარ­ცხე­ბია. მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ცეკ­ვა­ვე­ებს სა­თა­ნა­დოდ არ აფა­სე­ბენ...

- დე­დამ და­მი­რე­კა და მი­თხრა: პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზე­სო. ვთხო­ვე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ერ­კვია, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი. ვიდ­რე სა­ცხოვ­რებ­ლად ბე­ლო­რუ­სი­ა­ში წა­ვი­დო­დი, 14 წელი ამა თუ იმ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ვცეკ­ვავ­დი. სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტულ ცეკ­ვებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და კავ­კა­სი­ის ჩემ­პი­ო­ნი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი ვარ. აქ მე და ჩემს მე­წყვი­ლეს ფე­დე­რა­ცია ხელს არა­ფერ­ში გვი­წყობ­და და როცა მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, ბე­ლო­რუ­სი­ის სა­ხე­ლით მე­ცეკ­ვა, მათ წი­ნა­და­დე­ბას დავ­თან­ხმდი. ახლა იქ მშვე­ნივ­რად ვარ.

- ბე­ლო­რუ­სი­ელ მე­წყვი­ლეს რო­გორ შეხ­ვდი?

- როცა ჩვენ­მა სა­ერ­თო ნაც­ნობ­მა შე­ი­ტყო, რომ ქარ­თველ მე­წყვი­ლეს დავ­შორ­დი, შე­მომ­თა­ვა­ზა, - ერთ ბიჭს ვიც­ნობ და იქ­ნებ მას­თან ცეკ­ვა მო­სინ­ჯო, იმე­დია, მო­გე­წო­ნე­ბაო. მო­მა­ვალ მე­წყვი­ლეს­თან ცეკ­ვის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ის ღირ­სე­ულ პარტნი­ო­რო­ბას გა­მი­წევ­და.

- ქარ­თველ მე­წყვი­ლეს რა­ტომ და­შორ­დი?

- სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტულ ცეკ­ვებ­ში ასე ხდე­ბა: რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მე­წყვი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ უგე­ბენ. ალ­ბათ, პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. ბავ­შვუ­რი ემო­ცი­ე­ბის ბრა­ლი იყო, რომ რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო ვჩხუ­ბობ­დით. მერე და­შო­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, რათა ერ­თმა­ნე­თის­თვის ნერ­ვე­ბი აღარ მოგ­ვე­შა­ლა (იცი­ნის). ახლა მე­გობ­რე­ბი ვართ.

- ბე­ლო­რუ­სი­ა­ში რო­გორ ცხოვ­რობ?

- ჩემს მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. მას­თან დაძ­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. სხვა­თა შო­რის, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის, ჩემ­თან მიმ­ყავს. ბე­ლო­რუ­სი­ას უკვე შე­ვე­გუე - ბო­ლოს და ბო­ლოს, იქ 4 წელი გა­ვა­ტა­რე. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მუ­და­მოდ ვერ დავ­ტო­ვებ, მაგ­რამ ბე­ლო­რუ­სი­ა­ში დიდ­ხანს ცხოვ­რე­ბა შე­მიძ­ლია. იქა­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოც მო­მე­წო­ნა (იცი­ნის). თან, იქ მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ფასი იცი­ან...

- კონ­კურ­სებ­ზე ბე­ლო­რუ­სი­ის სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, რა მიღ­წე­ვე­ბი გაქვს?

- ლა­თი­ნურ ცეკ­ვებ­ში მე და ჩემი პარტნი­ო­რი ბე­ლო­რუ­სი­ის მე­ო­რე წყვი­ლი ვართ. "სპორ­ტის ოს­ტა­ტის" ტი­ტუ­ლი მო­მა­ნი­ჭეს. ახლა "სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტის ოს­ტა­ტის" წო­დე­ბის­თვის უნდა ვიბ­რძო­ლო.

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ცეკ­ვა­ვე წყვი­ლებს შეხ­ვედ­რი­ხარ?

- ბევ­რჯერ და ისი­ნი და­მი­მარ­ცხე­ბია კი­დეც. "თავ­ში ავარ­დნი­ლი" არა­ფე­რი მაქვს, ცუ­დად ნუ გა­მი­გებთ: ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ყვე­ლა ქარ­თველ მო­ცეკ­ვა­ვეს მე­გობ­რად მი­ვიჩ­ნევ. არ ვიცი, თა­ვად რას ფიქ­რო­ბენ ჩემ­ზე, მაგ­რამ პი­რა­დად მე მათ მი­მართ და­დე­ბი­თად გან­წყო­ბი­ლი ვარ.

- ქარ­თველ წყვი­ლებ­თან პა­ექ­რო­ბი­სას არა­სო­დეს და­მარ­ცხე­ბულ­ხარ?

- რო­გორ არა და მერ­წმუ­ნეთ, მო­გე­ბას შეჩ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მარ­ცხი ძნე­ლად გა­და­სა­ტა­ნია...

- რო­გორც ვიცი, ნო­ემ­ბერ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბას აპი­რებ­დი. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გამო თქვი?

- არა. ჩემს მე­წყვი­ლეს ვიზა არ "ჩა­ურ­ტყეს" - სა­ბუ­თე­ბი დაგ­ვაკ­ლდა... არა­და, კარგ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვით, ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დით.

- პრო­ექ­ტში ბევ­რი შრო­მა არ გი­წევს?

- რო­გორ არა! დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ვვარ­ჯი­შობთ, ზოგ­ჯერ - ღა­მის 12 სა­ა­თამ­დეც.

- რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და, როცა შე­ი­ტყვე, რომ შენი პარტნი­ო­რი ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და?

- ისე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, რომ ტე­ლე­ვი­ზორს იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ ვი­ცო­დი, ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი ვინც იყო. ისე, უფრო მე­ტად მსუ­ქა­ნი მახ­სოვ­და და დე­დას შევ­ჩივ­ლე: ვა­ი­მე, მას­თან რო­გორ უნდა ვი­ცეკ­ვო-მეთ­ქი? შემ­დეგ ოთა­რი პი­რა­დად ვნა­ხე - მშვე­ნივ­რად "შე­ფერ­თხი­ლა" (იცი­ნის). ერ­თმა­ნეთს კარ­გად გა­ვუ­გეთ. კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ მე­წყვი­ლედ სწო­რედ ოთა­რი შე­მირ­ჩი­ეს. რა თქმა უნდა, მცი­რე კონ­ფლიქ­ტი ყვე­ლა წყვილს შო­რის არის.

- ბევ­რს შრო­მობს?

- ზოგ­ჯერ კი, ზოგ­ჯერ - არა, ანუ გა­აჩ­ნია, რო­გორ ხა­სი­ათ­ზეა. რო­გორც იცით, ოთარს და­ძა­ბუ­ლი დღის რე­ჟი­მი აქვს, რად­გან სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მუ­შა­ობს. როცა დრო აქვს, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მა­შინ მო­დის და ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად იშ­რო­მოს.

- რე­პე­ტი­ცი­ი­სას ვარ­ჯიშს უფრო მეტ დროს უთ­მობს თუ ხუმ­რო­ბას?

- ვარ­ჯიშ­საც ას­წრებს და ხუმ­რო­ბა­საც (იცი­ნის). იშ­ვი­ა­თად აგ­ვი­ა­ნებს. ძი­რი­თა­დად, 15 წუ­თით ადრე მო­დის.

- კო­მე­დი­უ­რი სა­ცეკ­ვაო ნომ­რე­ბის დად­გმა ვისი იდეა იყო?

- ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის. მათ ზოგ­ჯერ თა­ვა­დაც ვე­უბ­ნე­ბით, სცე­ნა­ზე რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ერ­თმა­ნე­თის აზ­რებს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან გვინ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი ცეკ­ვა შე­ვას­რუ­ლოთ. პე­და­გო­გე­ბი დაგ­ვთან­ხმდნენ. ვნა­ხოთ, რო­გო­რი გა­მოგ­ვი­ვა.

- სცე­ნა­ზე უკ­მა­რი­სო­ბის შეგ­რძნე­ბა არ გაქვს? იქ­ნებ უფრო რთუ­ლი ილე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გინ­და?

- ასე­თი შეგ­რძნე­ბა ნამ­დვი­ლად მაქვს! ალ­ბათ, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მო­ცეკ­ვა­ვე ამას გა­ნიც­დის. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს ვერც ერთი ვერ ვავ­ლენთ, რად­გან ეს ჩვე­ნი კი არა, "ვარ­სკვლა­ვე­ბის" შოუა - ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. შე­მიძ­ლია, ბევ­რად უკეთ ვი­ცეკ­ვო, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ოთა­რი არ დავჩრდი­ლო... სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მე­გო­ნა, პრო­ექ­ტში ამ­დენ ხანს თუ დავ­რჩე­ბო­დით. ღვთის წყა­ლო­ბით, დღემ­დე კონ­კურ­სან­ტე­ბი ვართ. რო­გორც ჩანს, ჩვენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვა ხალ­ხს მოს­წონს და ამი­ტო­მაც გვი­მე­სი­ჯე­ბენ.

- ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად ვინ გგულ­შე­მატ­კივ­რობს?

- ჩემი 5 წლის შვი­ლი - ლე­ვა­ნი. ის ყო­ვე­ლი შოუს მერე, შინ დაბ­რუ­ნე­ბულს მე­უბ­ნე­ბა: დე­დი­კო, შენ გამო ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რომ აღარ მინ­და, მაგ პრო­ექ­ტში იყოო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი - ყვე­ლა­ნი მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

- მე­უღ­ლე შენ გვერ­დით არ არის?

- არა. უკვე მე­ექ­ვსე წელი და­ი­წყო, რაც ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით. 17 წლის ასაკ­ში გავ­თხოვ­დი: თა­ვის დრო­ზე ყო­ფილ ქმარ­თან ვმე­გობ­რობ­დი, ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვწონ­და, მაგ­რამ ოჯა­ხის შექ­მნის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, მო­მი­ტა­ცა და მეც დავ­რჩი. სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თმა­ნეთს ვერ გა­ვუ­გეთ და ძა­ლი­ან მალე (და­ახ­ლო­ე­ბით, 8 თვე­ში) დავ­შორ­დით.

- როცა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში ხარ, ბავ­შვზე ვინ ზრუ­ნავს?

- ჩემი მშობ­ლე­ბი. ამი­სათ­ვის მათ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ისი­ნი ჩემი პე­და­გო­გე­ბიც არი­ან. ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­მი­წყვეს ხელი, რომ ბე­ლო­რუ­სი­ა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. დედა შემ­პირ­და, - ბავ­შვს არა­ფერს მო­ვაკ­ლებ­თო.

- შვი­ლის ნახ­ვას ხში­რად ახერ­ხებ?

- ყო­ველ 3 თვე­ში ერთხელ ვა­ხერ­ხებ. ძი­რი­თა­დად, "სკა­ი­პით" ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. მე და ჩემი შვი­ლი ერ­თმა­ნე­თის­თვის და-ძმაც ვართ, მე­გობ­რე­ბიც, დედა-შვი­ლიც... მოკ­ლედ, ერ­თმა­ნეთ­თან ჯიგ­რუ­ლად ვართ. მისი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ. ლე­ვან­მა სექ­ტემ­ბრი­დან ცეკ­ვა და­ი­წყო. ჯერ­ჯე­რო­ბით, კარ­გად გა­მოს­დის. მინ­და, ჩემს გზას გაჰ­ყვეს.

- ...რო­მე­ლიც რთუ­ლია, არა?

- დიახ, ეს გზა ძა­ლი­ან რთუ­ლი და დეპ­რე­სი­უ­ლია. როცა რა­ღაც არ გა­მოგ­დის, ნერ­ვი­უ­ლობ. შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე პო­ლი­ტი­კა იმ დო­ნე­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას, რომ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი არ კმა­რა. მე და ჩემ­მა მე­წყვი­ლემ ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვაღ­წი­ეთ. მსოფ­ლი­ოს 150 სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვეს შო­რის მოვ­ხვდით, ახლა კი გვინ­და 50 სა­უ­კე­თე­სოს შო­რი­საც მოვ­ხვდეთ და ვარ­სკვლა­ვი მი­ვი­ღოთ.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- ვი­ღაც მომ­წონს, მაგ­რამ საქ­მე ისე სე­რი­ო­ზუ­ლად არ არის, რომ გა­თხო­ვე­ბა­ზე ვი­ფიქ­რო. ჩემი აზ­რით, ქა­ლის­თვის ერთხელ გა­თხო­ვე­ბა საკ­მა­რი­სია - მე­ო­რედ აღარ უნდა გა­თხოვ­დეს (იცი­ნის).

- იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ხარ?

- არა, უბ­რა­ლოდ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის დრო არ მრჩე­ბა... კარ­გი, ვა­ღი­ა­რებ, ამ მხრივ ზოგ­ჯერ სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ზეც მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, თავს ვი­კა­ვებ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რის გამო ნერვიულობს მზია ორველაშვილის 5 წლის შვილი

რის გამო ნერვიულობს მზია ორველაშვილის 5 წლის შვილი

მზია ორველაშვილი საზოგადოებამ პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო, სადაც ის ოთარ ტატიშვილის პარტნიორი გახლავთ. მზია ბელორუსიაში ცხოვრობს და შეჯიბრებებზე ამ ქვეყნის სახელით გამოდის; მოცეკვავემ აღიარა, რომ მეწყვილესთან ერთად, ქართველი მეტოქეები ბევრჯერ დაუმარცხებია. მიაჩნია, რომ საქართველოში მოცეკვავეებს სათანადოდ არ აფასებენ...

- დედამ დამირეკა და მითხრა: პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა შემოგთავაზესო. ვთხოვე, ყველაფერი კარგად გაერკვია, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვედი. ვიდრე საცხოვრებლად ბელორუსიაში წავიდოდი, 14 წელი ამა თუ იმ შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით ვცეკვავდი. სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში საქართველოს და კავკასიის ჩემპიონი, აღმოსავლეთ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვარ. აქ მე და ჩემს მეწყვილეს ფედერაცია ხელს არაფერში გვიწყობდა და როცა მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ბელორუსიის სახელით მეცეკვა, მათ წინადადებას დავთანხმდი. ახლა იქ მშვენივრად ვარ.

- ბელორუსიელ მეწყვილეს როგორ შეხვდი?

- როცა ჩვენმა საერთო ნაცნობმა შეიტყო, რომ ქართველ მეწყვილეს დავშორდი, შემომთავაზა, - ერთ ბიჭს ვიცნობ და იქნებ მასთან ცეკვა მოსინჯო, იმედია, მოგეწონებაო. მომავალ მეწყვილესთან ცეკვის შემდეგ მივხვდი, რომ ის ღირსეულ პარტნიორობას გამიწევდა.

- ქართველ მეწყვილეს რატომ დაშორდი?

- სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში ასე ხდება: რაღაც პერიოდის შემდეგ მეწყვილეები ერთმანეთს ვეღარ უგებენ. ალბათ, პატარები ვიყავით. ბავშვური ემოციების ბრალი იყო, რომ რაღაც მიზეზების გამო ვჩხუბობდით. მერე დაშორება გადავწყვიტეთ, რათა ერთმანეთისთვის ნერვები აღარ მოგვეშალა (იცინის). ახლა მეგობრები ვართ.

- ბელორუსიაში როგორ ცხოვრობ?

- ჩემს მეწყვილესთან ერთად ვცხოვრობ. მასთან დაძმური ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, როცა საქართველოში ჩამოდის, ჩემთან მიმყავს. ბელორუსიას უკვე შევეგუე - ბოლოს და ბოლოს, იქ 4 წელი გავატარე. საქართველოს სამუდამოდ ვერ დავტოვებ, მაგრამ ბელორუსიაში დიდხანს ცხოვრება შემიძლია. იქაური სამზარეულოც მომეწონა (იცინის). თან, იქ მოცეკვავეების ფასი იციან...

- კონკურსებზე ბელორუსიის სახელით მონაწილეობისას, რა მიღწევები გაქვს?

- ლათინურ ცეკვებში მე და ჩემი პარტნიორი ბელორუსიის მეორე წყვილი ვართ. "სპორტის ოსტატის" ტიტული მომანიჭეს. ახლა "საერთაშორისო სპორტის ოსტატის" წოდებისთვის უნდა ვიბრძოლო.

- საქართველოს სახელით მოცეკვავე წყვილებს შეხვედრიხარ?

- ბევრჯერ და ისინი დამიმარცხებია კიდეც. "თავში ავარდნილი" არაფერი მაქვს, ცუდად ნუ გამიგებთ: ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ყველა ქართველ მოცეკვავეს მეგობრად მივიჩნევ. არ ვიცი, თავად რას ფიქრობენ ჩემზე, მაგრამ პირადად მე მათ მიმართ დადებითად განწყობილი ვარ.

- ქართველ წყვილებთან პაექრობისას არასოდეს დამარცხებულხარ?

- როგორ არა და მერწმუნეთ, მოგებას შეჩვეული ადამიანისთვის მარცხი ძნელად გადასატანია...

- როგორც ვიცი, ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას აპირებდი. მასში მონაწილეობაზე უარი "საქართველოს ვარსკვლავის" გამო თქვი?

- არა. ჩემს მეწყვილეს ვიზა არ "ჩაურტყეს" - საბუთები დაგვაკლდა... არადა, კარგ ფორმაში ვიყავით, ჩემპიონატისთვის აქტიურად ვემზადებოდით.

- პროექტში ბევრი შრომა არ გიწევს?

- როგორ არა! დილიდან საღამომდე ვვარჯიშობთ, ზოგჯერ - ღამის 12 საათამდეც.

- როგორი რეაქცია გქონდა, როცა შეიტყვე, რომ შენი პარტნიორი ოთარ ტატიშვილი იქნებოდა?

- ისეთი დაკავებული ვარ, რომ ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ ვიცოდი, ოთარ ტატიშვილი ვინც იყო. ისე, უფრო მეტად მსუქანი მახსოვდა და დედას შევჩივლე: ვაიმე, მასთან როგორ უნდა ვიცეკვო-მეთქი? შემდეგ ოთარი პირადად ვნახე - მშვენივრად "შეფერთხილა" (იცინის). ერთმანეთს კარგად გავუგეთ. კმაყოფილი ვარ, რომ მეწყვილედ სწორედ ოთარი შემირჩიეს. რა თქმა უნდა, მცირე კონფლიქტი ყველა წყვილს შორის არის.

- ბევრს შრომობს?

- ზოგჯერ კი, ზოგჯერ - არა, ანუ გააჩნია, როგორ ხასიათზეა. როგორც იცით, ოთარს დაძაბული დღის რეჟიმი აქვს, რადგან საავადმყოფოშიც მუშაობს. როცა დრო აქვს, რეპეტიციაზე მაშინ მოდის და ცდილობს, მაქსიმალურად იშრომოს.

- რეპეტიციისას ვარჯიშს უფრო მეტ დროს უთმობს თუ ხუმრობას?

- ვარჯიშსაც ასწრებს და ხუმრობასაც (იცინის). იშვიათად აგვიანებს. ძირითადად, 15 წუთით ადრე მოდის.

- კომედიური საცეკვაო ნომრების დადგმა ვისი იდეა იყო?

- ჩვენი პედაგოგების. მათ ზოგჯერ თავადაც ვეუბნებით, სცენაზე რისი გაკეთება შეიძლება. ერთმანეთის აზრებს ვითვალისწინებთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გვინდა, სერიოზული ცეკვა შევასრულოთ. პედაგოგები დაგვთანხმდნენ. ვნახოთ, როგორი გამოგვივა.

- სცენაზე უკმარისობის შეგრძნება არ გაქვს? იქნებ უფრო რთული ილეთების შესრულება გინდა?

- ასეთი შეგრძნება ნამდვილად მაქვს! ალბათ, პროექტში მონაწილე ყველა მოცეკვავე ამას განიცდის. შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერც ერთი ვერ ვავლენთ, რადგან ეს ჩვენი კი არა, "ვარსკვლავების" შოუა - ცნობილი ადამიანები უნდა წარმოვაჩინოთ. შემიძლია, ბევრად უკეთ ვიცეკვო, მაგრამ ვცდილობ, ოთარი არ დავჩრდილო... სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, პროექტში ამდენ ხანს თუ დავრჩებოდით. ღვთის წყალობით, დღემდე კონკურსანტები ვართ. როგორც ჩანს, ჩვენ მიერ შესრულებული ცეკვა ხალხს მოსწონს და ამიტომაც გვიმესიჯებენ.

- ყველაზე აქტიურად ვინ გგულშემატკივრობს?

- ჩემი 5 წლის შვილი - ლევანი. ის ყოველი შოუს მერე, შინ დაბრუნებულს მეუბნება: დედიკო, შენ გამო ისე ვინერვიულე, რომ აღარ მინდა, მაგ პროექტში იყოო. ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები - ყველანი მგულშემატკივრობენ.

- მეუღლე შენ გვერდით არ არის?

- არა. უკვე მეექვსე წელი დაიწყო, რაც ერთმანეთს დავშორდით. 17 წლის ასაკში გავთხოვდი: თავის დროზე ყოფილ ქმართან ვმეგობრობდი, ერთმანეთი მოგვწონდა, მაგრამ ოჯახის შექმნისთვის მზად არ ვიყავი. თუმცა, მომიტაცა და მეც დავრჩი. სამწუხაროდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და ძალიან მალე (დაახლოებით, 8 თვეში) დავშორდით.

- როცა ბელორუსიაში ხარ, ბავშვზე ვინ ზრუნავს?

- ჩემი მშობლები. ამისათვის მათ დიდ მადლობას ვუხდი. ისინი ჩემი პედაგოგებიც არიან. ყველანაირად შემიწყვეს ხელი, რომ ბელორუსიაში წავსულიყავი. დედა შემპირდა, - ბავშვს არაფერს მოვაკლებთო.

- შვილის ნახვას ხშირად ახერხებ?

- ყოველ 3 თვეში ერთხელ ვახერხებ. ძირითადად, "სკაიპით" ველაპარაკები. მე და ჩემი შვილი ერთმანეთისთვის და-ძმაც ვართ, მეგობრებიც, დედა-შვილიც... მოკლედ, ერთმანეთთან ჯიგრულად ვართ. მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ლევანმა სექტემბრიდან ცეკვა დაიწყო. ჯერჯერობით, კარგად გამოსდის. მინდა, ჩემს გზას გაჰყვეს.

- ...რომელიც რთულია, არა?

- დიახ, ეს გზა ძალიან რთული და დეპრესიულია. როცა რაღაც არ გამოგდის, ნერვიულობ. შეჯიბრებებზე პოლიტიკა იმ დონეზე ახდენს გავლენას, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ პროფესიონალიზმი არ კმარა. მე და ჩემმა მეწყვილემ ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიეთ. მსოფლიოს 150 საუკეთესო მოცეკვავეს შორის მოვხვდით, ახლა კი გვინდა 50 საუკეთესოს შორისაც მოვხვდეთ და ვარსკვლავი მივიღოთ.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ვიღაც მომწონს, მაგრამ საქმე ისე სერიოზულად არ არის, რომ გათხოვებაზე ვიფიქრო. ჩემი აზრით, ქალისთვის ერთხელ გათხოვება საკმარისია - მეორედ აღარ უნდა გათხოვდეს (იცინის).

- იმედგაცრუებული ხარ?

- არა, უბრალოდ, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება... კარგი, ვაღიარებ, ამ მხრივ ზოგჯერ სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზეც მიფიქრია, მაგრამ ჯერჯერობით, თავს ვიკავებ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"