პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი: ”თქვენი მოთხოვნის შესაბამისად რიტორიკას არავინ შეიცვლის”
თამარ ჩერგოლეიშვილი: ”თქვენი მოთხოვნის შესაბამისად რიტორიკას არავინ შეიცვლის”

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და "ბა­ტონ ბი­ძი­ნას":

მეს­მის, რომ ბრა­ზობთ, რო­დე­საც თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პირ­ველ თვეს სა­მარ­ცხვი­ნოდ აფა­სებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სა, შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ნამ­დვი­ლად სა­წყე­ნია, რომ თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვებ­მა არა­თუ იკლო, არა­მედ ბევ­რად იმა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ჩვენ გვქონ­და შან­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მის ფაქ­ტი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და წინ წავ­სუ­ლი­ყა­ვით დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ თქვენ ეს ვერ შე­ძე­ლით. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ გვი­ა­ნი არ არის.

მეს­მის, რომ დი­დია ცდუ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი სხვას გა­და­აბ­რა­ლო. თუმ­ცა, არ მეს­მის ხმა­მაღ­ლა რო­გორ ამ­ბობთ, რომ თქვენს კრი­ტი­კას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფი­ნან­სებს. ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი ხომ სირ­ცხვი­ლია?

ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე აგიხ­სნათ, რაში მდგო­მა­რე­ობს კრი­ტი­კის არსი და რამ გა­მო­იწ­ვია ის.

მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას ხელს არა­ვინ უშ­ლის. ყვე­ლას­თვის (რო­გორც ჩემ­თვის, ისე რას­მუ­სე­ნის­თვის, ისე ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის­თვის) ცხა­დია, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ცი­ხე­ში პა­ტიმ­რებს აწა­მებ­დნენ, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე უნდა წარ­სდგნენ, თუ ვი­ღაც კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი იყო, უნდა და­ი­სა­ჯოს, თუ რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, ამა­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს. ამა­ზე არა­ვინ გე­და­ვე­ბათ.

მაგ­რამ თქვე­ნი პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ თქვენ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ გა­ღელ­ვებთ. თქვენ (შე­საძ­ლოა ზურ­გის ტვი­ნით) ხვდე­ბით, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის "ცო­ცხლად" და­ტო­ვე­ბა საქ­მეს გა­გირ­თუ­ლებთ რად­გან მათი სა­ხით მუდ­მი­ვად და­გაკ­ვირ­დე­ბათ ძალა, რო­მე­ლიც თქვენს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებს შე­გახ­სე­ნებთ, რო­მე­ლიც გა­გაკ­რი­ტი­კებთ. იმა­საც ხვდე­ბით, რომ თქვე­ნი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად რი­ტო­რი­კას არა­ვინ შე­იც­ვლის.

ამი­ტომ ადა­რებთ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ნა­ცის­ტურ პარ­ტი­ას და სა­უბ­რობთ "დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ა­ზე".

ეს სიგ­ნა­ლი ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნეს მის­დის, ამას ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ხვდე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის გა­რეთ, ისე ქვეყ­ნის შიგ­ნით. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ თა­ვად "ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა" ვერ მა­ლავს თა­ვის გა­მოს­ვლებ­ში. მე­ო­რე მი­ზე­ზი კი ისაა, რომ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა კი­თხვე­ბი, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი "სა­ყო­ველ­თაო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის" აღ­სად­გე­ნად ხდე­ბა:

ა) რა­ტომ ეხე­ბა ეს მხო­ლოდ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და არ ეხე­ბათ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი პერ­სო­ნე­ბის აგ­რე­სი­ულ ვა­ჟებს, მა­გა­ლი­თად რა­ტომ შე­უ­ფარ­დეს და­კა­ვე­ბის სა­ხით აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა შოთა ხი­ზა­ნიშ­ვილს, მა­შინ რო­დე­საც ეკა ბე­რი­ძი­სა და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ვა­ჟე­ბი გა­რეთ და­სე­ირ­ნო­ბენ?

გ) რა­ტომ იჭე­რენ გუ­ნა­ვას ბენ­ზი­ნის ტა­ლო­ნე­ბის გამო, მა­შინ რო­დე­საც ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს­თან ტე­რო­რიზ­მში მსჯავ­რდე­ბუ­ლებს და აგ­რე­სი­ულ ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტებს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პო­ლიტ­მა­ტიმ­რის სტა­ტუსს ანი­ჭე­ბენ?

დ) რა­ტომ არ და­ა­კა­ვეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი ლუკა კურ­ტა­ნი­ძე მუ­ქა­რი­სა და და­ში­ნე­ბის­თვის, და რა­ტომ და­ა­კა­ვეს ზეს­ტა­ფო­ნის გამ­გე­ბე­ლი გე­წა­ძე ორი წლის წი­ნათ ჩხუ­ბის­თვის?

ე) რა­ტომ და­ი­წყო მარ­თლთლმსა­ჯუ­ლე­ბის "ზე­ი­მი" ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის 80 მი­ლი­ო­ნის უკან დაბ­რუ­ნე­ბით, მა­შინ რო­დე­საც ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გრძნობს უსა­მარ­თლოდ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლად თავს?

და ასე შემ­დეგ... კი­თხვა ბევ­რია.

მოკ­ლედ, ახა­ლო მთავ­რო­ბავ, თუ გსურთ და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კა არ და­იმ­სა­ხუ­როთ, ქვე­ყა­ნა იზო­ლა­ცი­ა­ში არ მო­აქ­ცი­ოთ და რუ­სე­თის გარ­და სხვა არ­ჩე­ვა­ნიც დაგ­ვი­ტო­ვოთ:

ა) თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი იყა­ვით

ბ) ნუ ცდი­ლობთ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას

გ) პრე­მი­ერ მი­ნისტრს მე­ტყვე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­უ­ზღუ­დეთ, ან და­ა­რი­გეთ, რა ილა­პა­რა­კოს.

და კი­დევ ერთი და­რი­გე­ბა გა­მომ­რჩა. ეს პი­რა­დად "ბა­ტონ ბი­ძი­ნას" ეხე­ბა:

ნუ უწო­დებთ Financial Times-ის და Washington Post-ის სა­რე­დაქ­ციო წე­რი­ლებს ნა­ყიდ "პას­კვი­ლებს" სა­ჯა­როდ, თუნ­დაც, რომ ასე ფიქ­რობ­დეთ (რაც თა­ვის­თა­ვად უც­ნა­უ­რია). ეს მხო­ლოდ თქვე­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბის ხაზ­გას­მას ახ­დენს და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ხელს გიშ­ლით",- წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თამარ ჩერგოლეიშვილი: ”თქვენი მოთხოვნის შესაბამისად რიტორიკას არავინ შეიცვლის”

თამარ ჩერგოლეიშვილი: ”თქვენი მოთხოვნის შესაბამისად რიტორიკას არავინ შეიცვლის”

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მივმართავ საქართველოს ახალ ხელისუფლებას და "ბატონ ბიძინას":

მესმის, რომ ბრაზობთ, როდესაც თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეს სამარცხვინოდ აფასებს საერთაშორისო პრესა, შეშფოთებას გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შეერთებული შტატების ხელისუფლება.

ნამდვილად საწყენია, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ კითხვებმა არათუ იკლო, არამედ ბევრად იმატა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვქონდა შანსი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ფაქტი ქვეყნის სასარგებლოდ გამოგვეყენებინა და წინ წავსულიყავით დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით. სამწუხაროდ თქვენ ეს ვერ შეძელით. იმედს ვიტოვებ, რომ გვიანი არ არის.

მესმის, რომ დიდია ცდუნება საკუთარი შეცდომები სხვას გადააბრალო. თუმცა, არ მესმის ხმამაღლა როგორ ამბობთ, რომ თქვენს კრიტიკას წინა ხელისუფლება აფინანსებს. ამაზე ხმამაღლა საუბარი ხომ სირცხვილია?

ამიტომ გადავწყვიტე აგიხსნათ, რაში მდგომარეობს კრიტიკის არსი და რამ გამოიწვია ის.

მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს არავინ უშლის. ყველასთვის (როგორც ჩემთვის, ისე რასმუსენისთვის, ისე ჰილარი კლინტონისთვის) ცხადია, რომ ის ადამიანები, ვინც ციხეში პატიმრებს აწამებდნენ, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ, თუ ვიღაც კორუმპირებული იყო, უნდა დაისაჯოს, თუ რომელიმე თანამდებობის პირმა დანაშაული ჩაიდინა, ამაზე პასუხი უნდა აგოს. ამაზე არავინ გედავებათ.

მაგრამ თქვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ მართლმსაჯულება არ გაღელვებთ. თქვენ (შესაძლოა ზურგის ტვინით) ხვდებით, რომ ნაციონალური მოძრაობის "ცოცხლად" დატოვება საქმეს გაგირთულებთ რადგან მათი სახით მუდმივად დაგაკვირდებათ ძალა, რომელიც თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებს შეგახსენებთ, რომელიც გაგაკრიტიკებთ. იმასაც ხვდებით, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად რიტორიკას არავინ შეიცვლის.

ამიტომ ადარებთ ნაციონალურ მოძრაობას ნაცისტურ პარტიას და საუბრობთ "დენაციფიკაციაზე".

ეს სიგნალი ყველა საღად მოაზროვნეს მისდის, ამას ყველა საღად მოაზროვნე ხვდება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავად "ბატონი ბიძინა" ვერ მალავს თავის გამოსვლებში. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები, თუ ეს ყველაფერი "საყოველთაო სამართლიანობის" აღსადგენად ხდება:

ა) რატომ ეხება ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და არ ეხებათ ქართული ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილი პერსონების აგრესიულ ვაჟებს, მაგალითად რატომ შეუფარდეს დაკავების სახით აღმკვეთი ღონისძიება შოთა ხიზანიშვილს, მაშინ როდესაც ეკა ბერიძისა და ლევან გაჩეჩილაძის ვაჟები გარეთ დასეირნობენ?

გ) რატომ იჭერენ გუნავას ბენზინის ტალონების გამო, მაშინ როდესაც ამერიკის საელჩოსთან ტერორიზმში მსჯავრდებულებს და აგრესიულ ფუნდამენტალისტებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები პოლიტმატიმრის სტატუსს ანიჭებენ?

დ) რატომ არ დააკავეს ქართული ოცნების მაჟორიტარი ლუკა კურტანიძე მუქარისა და დაშინებისთვის, და რატომ დააკავეს ზესტაფონის გამგებელი გეწაძე ორი წლის წინათ ჩხუბისთვის?

ე) რატომ დაიწყო მართლთლმსაჯულების "ზეიმი" ივანიშვილისთვის 80 მილიონის უკან დაბრუნებით, მაშინ როდესაც ამდენი ადამიანი გრძნობს უსამართლოდ დაჯარიმებულად თავს?

და ასე შემდეგ... კითხვა ბევრია.

მოკლედ, ახალო მთავრობავ, თუ გსურთ დასავლეთის კრიტიკა არ დაიმსახუროთ, ქვეყანა იზოლაციაში არ მოაქციოთ და რუსეთის გარდა სხვა არჩევანიც დაგვიტოვოთ:

ა) თანმიმდევრულები იყავით

ბ) ნუ ცდილობთ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის განადგურებას

გ) პრემიერ მინისტრს მეტყველების შესაძლებლობა შეუზღუდეთ, ან დაარიგეთ, რა ილაპარაკოს.

და კიდევ ერთი დარიგება გამომრჩა. ეს პირადად "ბატონ ბიძინას" ეხება:

ნუ უწოდებთ Financial Times-ის და Washington Post-ის სარედაქციო წერილებს ნაყიდ "პასკვილებს" საჯაროდ, თუნდაც, რომ ასე ფიქრობდეთ (რაც თავისთავად უცნაურია). ეს მხოლოდ თქვენი არაადეკვატურობის ხაზგასმას ახდენს და საერთაშორისო პრესის კეთილგანწყობის მოპოვებაში ხელს გიშლით”,- წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს