ცნობილი მსახიობი, ევა ლონგორია, ჟურნალ GQ-ს მექსიკური გამოცემის დეკემბრის ნომრის გმირი გახდა. ვარსკლავმა ჟურნალისთვის სექსუალურ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და გამოცემას ინტერვიუც მისცა, სადაც კარიერაზე და წარმატებაზე ისაუბრა.
"არცერთი წუთით არ ვჩერდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს დღე-ღამეში 48 საათია. მომწონს ცხოვრების დატვირთული სტილი. დედაჩემმა ოთხი ქალიშვილი გაზარდა, მუშაობდა მასწავლებლად და ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა, რომ ჩვენთვის და მამასთვის სადილი მოემზადებინა. ამასთან, საუზმესაც გვიმზადებდა. შესაბამისად, როდესაც დედას ვუყურებ, ვხვდები, რომ ბევრს არ ვმუშაობ".
"ყოველთვის როცა მესმის, რომ პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალთა სიაში ვარ, ძალიან მსიამოვნებს. ჩემი აზრით, ნამდვილი სილამაზე არა გარეგნობაში, არამედ ხასიათშია", - აღნიშნა ევა ლონგორიამ.
მომზადებულია GQ-ს მიხედვით.