საქართველო კვლავ აუტსაიდერია

საქართველო კვლავ აუტსაიდერია

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ცხოვრებისა და კეთილდღეობის დონის მიხედვით კვლავ აუტსაიდერთა შორისაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა დიდ ვირტუალურ ტყუილში ამყოფებდა წინა ხელისუფლება მოსახლეობას ბოლო 9 წლის განმავლობაში.

ლონდონში მოქმედმა ავტორიტეტულმა და დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ Legatum Institute (http://www.li.com), რომლის კვლევებს ნდობითა და ყურადღებით ეკიდებიან მსოფლიოში, აყვავებული ქვეყნების 2012 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს უნიკალური ინდექსი 142 ქვეყნის განვითარების ხარისხს 8 სხვადასხვა პარამეტრით (განათლება, მეწარმეობა და მისი შესაძლებლობები, მმართველობა, ჯანდაცვა, პიროვნული თავისუფლება, უსაფრთხოება და დაცულობა, სოციალური კაპიტალი) ზომავს. როგორც მკვლევარები აცხადებენ, ინდექსმა გამოარკვია, რომ მთლიანი შიგა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანა აყვავებულად ჩაითვალოს. იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც ჯანდაცვა და პიროვნული თავისუფლება მაღალ დონეზეა, ბედნიერად გრძნობენ თავს. egatum institute-ს მონაცემებით, იმ ქვეყნებში, სადაც აყვავება არ აღინიშნება, ეკონომიკური ზრდა პიროვნული თავისუფლების გარეშე მიმდინარეობს, ეკონომიკა წინ მიიწევს, მაგრამ უსაფრთხოება და დაცულობა ნაკლებია, ქვეყნის მმართველები კი არაპოპულარული არიან.

ყველა ზემოჩამოთვლილი პარამეტრებით საქართველომ 2012 წლის რეიტინგში მოკრძალებული 93-ე ადგილი დაიკავა 142 ქვეყანას შორის.

სიაში აყვავებული ქვეყნების პოზიციები ასეთია:

1. ნორვეგია

2. დანია

3. შვედეთი

...

12. აშშ

13. დიდი ბრიტანეთი

14. გერმანია

...

22. იაპონია

...

33. იტალია,

...

54. ბელარუსი

55. ჩინეთი

...

66. რუსეთი,

...

71. უკრაინა

...

93. საქართველო

94. აზერბაიჯანი

94. ბოლივია

98. სომხეთი

99. ბოსნია-ჰერცოგოვინა

100. ალჟირი

ეს სია, რომელსაც, ალბათ, ოპონენტები და სკეპტიკოსებიც გამოუჩნდებიან, მოწმობს, რამდენი რამ არის გასაკეთებელი ქვეყანაში კეთილდღეობის ასამაღლებლად თუნდაც საშუალო დონეზე. ეს სარეიტინგო სია კიდევ ერთ კითხვას სვამს: სად წავიდა ის უზარმაზარი დახმარება, მათ შორის 2008 წელს დონორთა მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდი დოლარი, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას უნდა მოხმარებოდა?

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"