მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსხვერპლი, რომელსაც ვარსკვლავები "ოსკარის" მოსაპოვებლად იღებენ
მსხვერპლი, რომელსაც ვარსკვლავები "ოსკარის" მოსაპოვებლად იღებენ

"ოს­კა­რის" მო­სა­პო­ვებ­ლად ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა კარ­გია - ამ ჰო­ლი­ვუ­დურ აქ­სი­ო­მას ყო­ველ­დღე ამ­ტკი­ცე­ბენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ან. რო­ლის­თვის ისი­ნი ხან სუქ­დე­ბი­ან, ხან სა­ოც­რად სწრა­ფად იკ­ლე­ბენ წო­ნა­ში.

მი­უ­ზიკლ "გან­დევ­ნი­ლე­ბის­თვის" ენ ჰე­თე­ვე­იმ არა მხო­ლოდ თმე­ბი შე­იჭ­რა, 12 კი­ლოც და­იკ­ლო. მი­უ­ზიკ­ლი ლე­გე­და­რუ­ლი ფრან­გი მწერ­ლის, ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს რო­მა­ნის მი­ხედ­ვით იდ­გმე­ბა და ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ჰე­თე­ვეი არ შემ­ცდა­რა, რო­დე­საც ფილ­მის­თვის ამ­ხე­ლა მსხვერ­პლზე წა­ვი­და. მას "ოს­კარს" უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. თმე­ბის შეჭ­რის შემ­დეგ ენმა იხუმ­რა კი­დეც, რომ სა­კუ­თარ ჰო­მო­სექ­სუ­ალ ძმას და­ემ­სგავ­სა.

კრის­ტი­ან ბე­ილს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის არას­დროს ეში­ნო­და: ფილ­მის­თვის "მე­მან­ქა­ნე" 2004 წელს მსა­ხი­ობ­მა შიმ­ში­ლო­ბით თავი გა­მო­ი­ფი­ტა. კრის­ტი­ა­ნი ისე გახ­და, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფოთ­დნენ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო ბე­ილს წი­ლად არ ხვდა, არა­და მის მო­სა­პო­ვებ­ლად ვარ­სკვლა­ვი დღე­ში მხო­ლოდ წყალს და ყა­ვას სვამ­და და ვაშლს შე­ექ­ცე­ო­და.

2010 წელს მსა­ხი­ობ­მა ისევ გა­და­წყვი­ტა იმი­ჯის შეც­ვლა. ფილ­მის­თვის "მებ­რძო­ლი" - კრის­ტი­ან­მა წო­ნა­ში ისევ და­იკ­ლო, თუმ­ცა არა ისე რა­დი­კა­ლუ­რად. ეს პა­ტა­რა მსხვერ­პლი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა და მსა­ხი­ობ­მა იმ წელს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის­თვის "ოს­კა­რი" მო­ი­პო­ვა.

ოს­კა­რო­სა­ნი ფილ­მის­თვის "შავი გედი" ნა­ტა­ლი პორ­ტმან­მა სა­კუ­თარ სხე­ულს ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­აც­დე­ვი­ნა: მსა­ხი­ობ­მა 9 კგ და­იკ­ლო, რაც მისი სი­მაღ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით საკ­მა­ოდ ბევ­რია. "ოს­კა­რი" სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ნა­ტა­ლიმ მი­ი­ღო, რაც ამ მსხვერ­პლის თვალ­სა­ჩი­ნო და­ფა­სე­ბა იყო.

რენე ზელ­ვე­გე­რი ნამ­დვი­ლი ექ­სტრე­მა­ლია - თა­ვი­დან მან ყო­ველ­გვა­რი ეჭ­ვე­ბის გა­რე­შე მო­ი­მა­ტა წო­ნა­ში ათო­ბით კი­ლოგ­რა­მი, რათა ფილმში "ბრი­ჯიტ ჯონ­სის დღი­უ­რი" ეთა­მა­შა, შემ­დეგ კი ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით და­იკ­ლო, რათა მი­უ­ზიკლ "ჩი­კა­გო­ში" მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მსა­ხი­ობს ეს მცდე­ლო­ბე­ბი და­უ­ფას­და. ის "ჩი­კა­გოს­თვის" ამე­რი­კუ­ლი კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ნო­მი­ნან­ტთა სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ობ­მა შარ­ლიზ ტე­რონ­მა ფილ­მის­თვის "მონ­სტრი" 14 კგ-ით მო­ი­მა­ტა წო­ნა­ში. ამ რო­ლის­თვის მას "ოს­კა­რი" გა­დას­ცეს.

ჰი­ლა­რი სუ­ონ­კი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცა­და, რომ კლინტ ის­ტვუ­დის ფილმში "გო­გო­ნა მი­ლი­ო­ნად" როლი მი­ე­ღო. მსა­ხი­ო­ბი მთელს დღე­ებს სპორტდარ­ბაზ­ში ატა­რებ­და, ამუ­შა­ვებ­და კუნ­თებს და მოკ­რი­ვის მოძ­რა­ო­ბებს სწავ­ლობ­და.

იმი­სათ­ვის, რომ მისი პირ­ვე­ლი "ოს­კა­რი" მი­ე­ღო, ტომ ჰენ­ქსს წო­ნა­ში 15 კგ-ით დაკ­ლე­ბა მო­უ­წია. მა­შინ მსა­ხი­ო­ბი ფილმ "ფი­ლა­დე­ფი­ა­ში" იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ფილ­მის­თვის "გა­რი­ყუ­ლი" ტომ­მა 14 კგ და­იკ­ლო. ამ რო­ლის­თვის "ოქ­როს გლო­ბუ­სის" მფლო­ბე­ლი გახ­და.

ბი­ოგ­რა­ფი­ულ ფილმში "ლინ­კოლ­ნი" მსა­ხი­ობ­მა სალი ფილდმა მერი რო­დის როლი შე­ას­რუ­ლა და ახლა მას "ოს­კარ­ზე" ერთ-ერთ მთა­ვარ პრე­ტენ­დენ­ტად ასა­ხე­ლე­ბენ. მან რო­ლის­თვის 11 კგ და­იკ­ლო.

მარ­თა­ლია მე­თიუ მა­კკო­ნაჰს "ოს­კარ­ზე" პრე­ტენ­ზია არ აქვს, თუმ­ცა მის­მა შო­კის­მომ­გვრელ­მა გარ­და­სახ­ვამ ფილ­მის­თვის "და­ლა­სის მყიდ­ველ­თა კლუ­ბი", ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის თვალ­წინ გა­მო­ი­ფი­ტა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: 6 როლი, რომ­ლის გამო მსა­ხი­ო­ბებ­მა თავი არ და­ზო­გეს

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მსხვერპლი, რომელსაც ვარსკვლავები "ოსკარის" მოსაპოვებლად იღებენ

მსხვერპლი, რომელსაც ვარსკვლავები "ოსკარის" მოსაპოვებლად იღებენ

"ოსკარის" მოსაპოვებლად ყველა საშუალება კარგია - ამ ჰოლივუდურ აქსიომას ყოველდღე ამტკიცებენ ვარსკვლავები, რომლებიც როლების მოსაპოვებლად ყველაფერზე მიდიან. როლისთვის ისინი ხან სუქდებიან, ხან საოცრად სწრაფად იკლებენ წონაში.

მიუზიკლ "განდევნილებისთვის" ენ ჰეთევეიმ არა მხოლოდ თმები შეიჭრა, 12 კილოც დაიკლო. მიუზიკლი ლეგედარული ფრანგი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს რომანის მიხედვით იდგმება და ექსპერტების თქმით, ჰეთევეი არ შემცდარა, როდესაც ფილმისთვის ამხელა მსხვერპლზე წავიდა. მას "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ. თმების შეჭრის შემდეგ ენმა იხუმრა კიდეც, რომ საკუთარ ჰომოსექსუალ ძმას დაემსგავსა.

კრისტიან ბეილს ექსპერიმენტების არასდროს ეშინოდა: ფილმისთვის "მემანქანე" 2004 წელს მსახიობმა შიმშილობით თავი გამოიფიტა. კრისტიანი ისე გახდა, რომ მისი ჯანმრთელობით სერიოზულად შეშფოთდნენ თაყვანისმცემლებიც. სამწუხაროდ, მაშინ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ბეილს წილად არ ხვდა, არადა მის მოსაპოვებლად ვარსკვლავი დღეში მხოლოდ წყალს და ყავას სვამდა და ვაშლს შეექცეოდა.

2010 წელს მსახიობმა ისევ გადაწყვიტა იმიჯის შეცვლა. ფილმისთვის "მებრძოლი" - კრისტიანმა წონაში ისევ დაიკლო, თუმცა არა ისე რადიკალურად. ეს პატარა მსხვერპლი საკმარისი აღმოჩნდა და მსახიობმა იმ წელს მეორეხარისხოვანი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის "ოსკარი" მოიპოვა.

ოსკაროსანი ფილმისთვის "შავი გედი" ნატალი პორტმანმა საკუთარ სხეულს ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოაცდევინა: მსახიობმა 9 კგ დაიკლო, რაც მისი სიმაღლის გათვალისწინებით საკმაოდ ბევრია. "ოსკარი" საუკეთესო როლის შესრულებისთვის ნატალიმ მიიღო, რაც ამ მსხვერპლის თვალსაჩინო დაფასება იყო.

რენე ზელვეგერი ნამდვილი ექსტრემალია - თავიდან მან ყოველგვარი ეჭვების გარეშე მოიმატა წონაში ათობით კილოგრამი, რათა ფილმში "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" ეთამაშა, შემდეგ კი ასეთივე წარმატებით დაიკლო, რათა მიუზიკლ "ჩიკაგოში" მიეღო მონაწილეობა. მსახიობს ეს მცდელობები დაუფასდა. ის "ჩიკაგოსთვის" ამერიკული კინოაკადემიის ნომინანტთა სიაში აღმოჩნდა.

ცნობილი მსახიობმა შარლიზ ტერონმა ფილმისთვის "მონსტრი" 14 კგ-ით მოიმატა წონაში. ამ როლისთვის მას "ოსკარი" გადასცეს.

ჰილარი სუონკი ყველანაირად ეცადა, რომ კლინტ ისტვუდის ფილმში "გოგონა მილიონად" როლი მიეღო. მსახიობი მთელს დღეებს სპორტდარბაზში ატარებდა, ამუშავებდა კუნთებს და მოკრივის მოძრაობებს სწავლობდა.

იმისათვის, რომ მისი პირველი "ოსკარი" მიეღო, ტომ ჰენქსს წონაში 15 კგ-ით დაკლება მოუწია. მაშინ მსახიობი ფილმ "ფილადეფიაში" იღებდა მონაწილეობას. ფილმისთვის "გარიყული" ტომმა 14 კგ დაიკლო. ამ როლისთვის "ოქროს გლობუსის" მფლობელი გახდა.

ბიოგრაფიულ ფილმში "ლინკოლნი" მსახიობმა სალი ფილდმა მერი როდის როლი შეასრულა და ახლა მას "ოსკარზე" ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ასახელებენ. მან როლისთვის 11 კგ დაიკლო.

მართალია მეთიუ მაკკონაჰს "ოსკარზე" პრეტენზია არ აქვს, თუმცა მისმა შოკისმომგვრელმა გარდასახვამ ფილმისთვის "დალასის მყიდველთა კლუბი", ნამდვილი ფურორი მოახდინა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსახიობი თაყვანისმცემლების თვალწინ გამოიფიტა.

ასევე დაგაინტერესებთ: 6 როლი, რომლის გამო მსახიობებმა თავი არ დაზოგეს

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება