საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ა­ჩი, ჩე­ლავეკ უდა­ჩი მქვია და ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლი­სი­და­ნ"
"მე ა­ჩი, ჩე­ლავეკ უდა­ჩი მქვია და ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლი­სი­და­ნ"

მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა და წამ­ყვან­მა აჩი ფურ­ცე­ლა­ძემ ლა­მის მთე­ლი რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა - რუ­სულ ტე­ლეპ­რო­ექტ "ვო­ი­სის" პირ­ველ ტურ­ში მის შთამ­ბეჭ­დავ იმ­პრო­ვი­ზე­ბულ ნამ­ღერ "სა­მარ­თა­იმს" - ჟი­უ­რი­სა და მა­ყუ­რებ­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა, სიმ­ღე­რი­სას ექ­სპრომ­ტად ჩარ­თულ ქარ­თულ­ "ჩი­ტო-­გვრი­ტოს" და ხა­ტუ­ლას (ა­ჩის დე­დის სა­ხე­ლი) ხსე­ნე­ბას, სიმ­ღე­რის შემ­დეგ კი სი­ა­მა­ყით ნათ­ქვამს: "მე ა­ჩი, ჩე­ლა­ვეკ უდა­ჩი მქვია და ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლი­სი­და­ნ", - ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის სი­ხა­რუ­ლი­სა და სი­ა­მა­ყის ცრემ­ლი მოჰ­ყვა.

აჩის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­შიც დიდ­ხანს უკ­რავ­დნენ ტაშს, ჟი­უ­რის ერ­თ-ერთ წევ­რს, ცნო­ბილ კომ­პო­ზი­ტორ­სა და როკ­შემ­სრუ­ლე­ბელს, ალექ­სან­დრე გრად­სკის კი უნებ­ლი­ეთ აღ­მოხ­და კი­დეც, - ძლივს არ გა­ვი­გო­ნე მო­ნატ­რე­ბუ­ლი... - შე­ყოყ­მან­და, თით­ქოს ქარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ღაც თბი­ლი სი­ტყვე­ბი უნ­დო­და ეთ­ქვა, და და­ა­ყო­ლა, - მე­ლო­დი­ა­ო. აჩიმ ექ­სპრომ­ტად ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ამ­ღე­რე­ბაც კი მო­ა­ხერ­ხა ეთერ­ში. დი­მა ბი­ლანს დღემ­დე ადარ­დებს, რა­ტომ დრო­უ­ლად არ და­ვა­ჭი­რე ღი­ლაკს თი­თი და არ შე­მოვ­ბრუნ­დი­ო, ლე­ო­ნიდ აგუ­ტინს კი ძა­ლი­ან სწყდე­ბა გუ­ლი, მი­სი და პე­ლა­გი­ას რჩე­უ­ლი აჩი მომ­ღე­რალ პე­ლა­გი­ას რომ დარ­ჩა - აჩიმ აქაც იქარ­თვე­ლა: მა­მა­კა­ცი ვარ და ასეთ დროს აუ­ცი­ლებ­ლად მან­დი­ლო­სანს მი­ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბა­სო, რა­საც მოჰ­ყვა აგუ­ტი­ნის შე­ძა­ხი­ლი: ჭეშ­მა­რი­ტად ქარ­თუ­ლი ნათ­ქვა­მი­ა­ო! პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას მე­ო­რე ტუ­რის რინ­გზე გა­მარ­ჯვე­ბა და კვლავ სა­ქე­ბა­რი სიტყ­ვე­ბი და­ერ­თო და ჩვენც და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ხდე­ბო­და აჩის თავს ტე­ლე­ე­თე­რის მიღ­მა მას შემ­დეგ, რაც ჟი­უ­რის წევ­რებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნეს და პე­ლა­გი­ას "აღ­საზ­რდე­ლი" გახ­და.

აჩი ფურ­ცე­ლა­ძე:

- მე­ო­რე ტურ­ში, რინ­გზე, სა­დაც თი­თო გუნ­დის ორ­-ო­რი მომ­ღე­რა­ლი მღე­რის დუ­ეტს, "ვო­ი­სის" პრინ­ცი­პის მი­ხედ­ვით, სა­შემ­სრუ­ლებ­ლო სტი­ლი შეგ­ვიც­ვა­ლეს. მე და ჩემს პარ­ტნი­ორს რო­კი უნ­და გვემ­ღე­რა, არა­და, რო­კი არას­დროს მიმ­ღე­რი­ა. ეს არ არის ჩე­მი მუ­სი­კა.

- თუმ­ცა კარ­გად მო­იხ­დი­ნე.

- გე­თან­ხმე­ბი, მო­ვირ­გე და ამა­ში ჟი­უ­რის წევ­რთა და ტე­ლეპ­რო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა კე­თილ­გან­წყო­ბაც და­მეხ­მა­რა. ამ­დენ შემ­სრუ­ლე­ბელ­ში მე აღ­მოვ­ჩნდი ყვე­ლა­ზე "ნაგ­ლი", რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვის ელი­ტას სა­კუ­თარ ინი­ცი­ა­ტი­ვებს სთა­ვა­ზობს. თვით პირ­ვე­ლი არ­ხის მუ­სი­კა­ლუ­რი რე­დაქ­ტო­რი იუ­რი აქ­სი­უ­ტა, რო­მე­ლიც კონ­სტან­ტინ ერ­ნსტის (პირ­ვე­ლი არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - ი.ხ.) შემ­დეგ უმ­თავ­რე­სი პერ­სო­ნაა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და "რუხ კარ­დი­ნალ­საც" კი უწო­დე­ბენ, რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან კარ­გი თვა­ლით მი­ყუ­რებს. აქ­სი­უ­ტამ ისიც თქვა, - აჩის რო­მელ იდე­ა­საც მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­ვიჩ­ნევ, აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნე­ბო. სწო­რედ იმ­პრო­ვი­ზა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით, ოქ­სა­ნა პეტ­რო­ვას­თან ერ­თად მე­ო­რე ტურ­შიც ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და. თვი­თო­ნაც ვი­სი­ა­მოვ­ნეთ, მა­ყუ­რე­ბელ­მაც და ჟი­უ­რიც კმა­ყო­ფი­ლი დაგ­ვრჩა. ბი­ლა­ნის და აგუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა არ გამ­კვირ­ვე­ბი­ა, მაგ­რამ გა­მა­ო­ცა და გა­მა­ხა­რა გრად­სკის მხარ­და­ჭე­რამ. აგუ­ტინ­მა სო­სო პავ­ლი­აშ­ვილს შე­მა­და­რა: მა­სა­ვით ენერ­გი­უ­ლი­ა, აჩი ერ­თი­ა, მაგ­რამ ბევ­რი გე­გო­ნე­ბა, მთელ სივ­რცეს ავ­სებ­სო. სა­ბო­ლოო სიტყ­ვა მა­ინც პე­ლა­გი­ას ეკუთ­ვნო­და და მა­ნაც მე ამირ­ჩი­ა. ასე რომ, ჯგუფ­ში უკ­ვე სამ­ნი დავ­რჩით და დე­კემ­ბრის და­საწყ­ი­სის­თვის, ანუ მე­სა­მე ტუ­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბით.

- თი­კა კან­დე­ლა­კის რეს­ტო­რან "თი­ნა­თინ­ში" რო­გორ­ღა მოხ­ვდი?

- ახ­ლობ­ლებს, რო­მელ­თა შო­რის ერ­თი ქარ­თვე­ლი­ა, კლუ­ბე­ბი და ქარ­თუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რა­ნი აქვთ და მიწ­ვე­ვენ ხოლ­მე სა­ღა­მო­ე­ბის წამ­ყვა­ნად. სა­ღა­მო­ე­ბი "თი­ნა­თინ­შიც" წა­მიყ­ვა­ნია და რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ რეს­ტორ­ნის ორი წლის იუ­ბი­ლე­ზეც მათ დამ­პა­ტი­ჟეს, თუმ­ცა არა წამ­ყვა­ნად. მათ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნას­ტი­ამ მთხო­ვა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი, - აგუ­ტინ­მა უნ­და იმ­ღე­როს "თი­ნა­თინ­ში" და შე­ნი და­ნახ­ვა გა­უ­ხარ­დე­ბა, თან მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­შიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბი, "ვო­ი­სი­დან" გა­მომ­დი­ნა­რე დავ­წერთ: აგუ­ტი­ნი თა­ვის ფა­ვო­რიტ შემ­სრუ­ლე­ბელ­თან ერ­თა­დო. მეც დავ­თან­ხმდი. ერ­თი თვე­ა, მოს­კო­ვის "კო­მე­დი რა­დი­ო­ში" და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და ეთე­რის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე წა­ვე­დი იუ­ბი­ლე­ზე. ცო­ტა­თი მაგ­ვი­ან­დე­ბო­და და ისე გავ­თავ­ხე­დდი, ნას­ტი­ას ვთხო­ვე, ჩემს მოს­ვლამ­დე არ და­იწყ­ოთ, და თუ პრობ­ლე­მა შე­გექ­მნათ, აგუ­ტინს უთხ­ა­რით, რომ მე მოვ­დი­ვარ­-მეთ­ქი (ი­ცი­ნის). მარ­თლაც გვი­ან და­იწყ­ეს და მეც შე­ვუ­ერ­თდი. აგუ­ტინ­მა სცე­ნი­დან­ვე შემ­ნიშ­ნა და შე­მომ­ღი­მა. ცო­ტა ხნით სუფ­რას­თან დავ­ჯე­ქი, მე­რე კი სცე­ნას­თან ახ­ლოს დავ­დე­ქი და იქი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ლი­ო­ნი­ას.

- სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს, ალ­ბათ, თი­ნა კან­დე­ლა­კიც ეს­წრე­ბო­და. იც­ნობ?

- თი­ნას ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ოდ­ში ვიც­ნობ­დი, "მე­ო­რე არ­ხის" წამ­ყვა­ნი რომ იყო, მე კი რა­დი­ოს პირ­ველ არ­ხზე - შე­ნი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი. ბევ­რი სა­ერ­თო ახ­ლო­ბე­ლიც გვყავს, ჟურ­ნა­ლისტ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ჩათ­ვლით. თუმ­ცა ერ­თი ამ­ბა­ვი დღემ­დე უხერ­ხუ­ლად მახ­სენ­დე­ბა და კარ­გა ხანს მე­გო­ნა, ამის გა­მო თი­ნა ვერ მი­ტან­და: კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცია მიმ­ყავ­და, თი­ნა კი, უკ­ვე რუ­სეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი, მოს­კო­ვი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო თბი­ლის­ში და შალ­ვას­თან ერ­თად იჯ­და დარ­ბაზ­ში. ისე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობ­დნენ, სცე­ნი­დან მწა­რე რეპ­ლი­კა ვეს­რო­ლე: მეს­მის, რომ მოს­კო­ვის და თბი­ლი­სის ჰა­ვა გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა ყველ­გან ერ­თი­ა-­მეთ­ქი! თი­ნას აშ­კა­რად "გა­უტყ­და".

მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და ერ­თმა­ნეთს ახ­ლა, "თი­ნა­თი­ნის" და­ბა­დე­ბის დღე­ზე შევ­ხვდით. გვერ­დით მა­გი­დას­თან იჯ­და. მი­ვე­დი, მი­ვე­სალ­მე და, - აჩი­კო არ ხა­რო? - მიც­ნო, თა­ნაც აშ­კა­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან ვახ­სოვ­დი, რა­კი ასე მომ­მარ­თა. გა­ვი­სა­უბ­რეთ და მივ­ხვდი, ის ამ­ბა­ვი არც ახ­სოვ­და, რად­გან არ შე­უხ­სე­ნე­ბი­ა, სა­მა­გი­ე­როდ, "ვო­ის­ში" ჩემს გა­მოს­ვლებს ადევ­ნებს, თურ­მე, თვალ­-ყურს და თვი­თო­ნაც და დე­და­მი­სიც ჩე­მი დი­დი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. ცო­ტა ხანს ვი­სა­უბ­რეთ, ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვეთ, ფო­ტოც გა­და­ვი­ღეთ და გულ­თბი­ლად დავ­ცილ­დით. კო­მე­დია ის იყო, რომ მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში "ა­ჩი­კოს" მე­ძახ­და, ბლოგ­ზე კი ჩემ­თან ერ­თად ფო­ტოს რუ­სუ­ლად წა­ა­წე­რა: "დღეს არ­ჩის შევ­ხვდი. დე­და ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რობს მა­სო". კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი: რუ­სებს რომ ეშ­ლე­ბათ, კი­დევ არა­ფე­რი, მაგ­რამ ქარ­თველ­მა ხომ მა­ინც იცის, რომ აჩი­კოა სა­ხე­ლი და არა - არ­ჩი­კო (ი­ცი­ნის).

- მე­სა­მე ტურ­ში რას იმ­ღე­რებ?

- ჩე­მი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი­დან სტი­ვ უან­დე­რის "აი ჯასთ ქოლდ, თუ სე­ი, აი ლოვ იუ" და­მი­ტო­ვეს. ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მებ, რომ რა­ღაც ორი­გი­ნა­ლუ­რი მო­ვი­ფიქ­რო და ეს გა­მოს­ვლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რდეს მა­ყუ­რე­ბელ­სა და ჟი­უ­რის, ასე რომ, კვლავ ძა­ლი­ან მა­გარ ნო­მერს გპირ­დე­ბით!

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: აჩი ფურ­ცე­ლა­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი "ბლუ­ზი" და საგ­ზუ­რი Voice-ის მომ­დევ­ნო ტურ­ში

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"მე ა­ჩი, ჩე­ლავეკ უდა­ჩი მქვია და ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლი­სი­და­ნ"

"მე ა­ჩი, ჩე­ლავეკ უდა­ჩი მქვია და ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლი­სი­და­ნ"

მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა და წამ­ყვან­მა აჩი ფურ­ცე­ლა­ძემ ლა­მის მთე­ლი რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა - რუ­სულ ტე­ლეპ­რო­ექტ "ვო­ი­სის" პირ­ველ ტურ­ში მის შთამ­ბეჭ­დავ იმ­პრო­ვი­ზე­ბულ ნამ­ღერ "სა­მარ­თა­იმს" - ჟი­უ­რი­სა და მა­ყუ­რებ­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა, სიმ­ღე­რი­სას ექ­სპრომ­ტად ჩარ­თულ ქარ­თულ­ "ჩი­ტო-­გვრი­ტოს" და ხა­ტუ­ლას (ა­ჩის დე­დის სა­ხე­ლი) ხსე­ნე­ბას, სიმ­ღე­რის შემ­დეგ კი სი­ა­მა­ყით ნათ­ქვამს: "მე ა­ჩი, ჩე­ლავეკ უდა­ჩი მქვია და ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლი­სი­და­ნ", - ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის სი­ხა­რუ­ლი­სა და სი­ა­მა­ყის ცრემ­ლი მოჰ­ყვა.

აჩის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­შიც დიდ­ხანს უკ­რავ­დნენ ტაშს, ჟი­უ­რის ერ­თ-ერთ წევრს, ცნო­ბილ კომ­პო­ზი­ტორ­სა და როკ­შემ­სრუ­ლე­ბელს, ალექ­სან­დრე გრად­სკის კი უნებ­ლი­ეთ აღ­მოხ­და კი­დეც, - ძლივს არ გა­ვი­გო­ნე მო­ნატ­რე­ბუ­ლი... - შე­ყოყ­მან­და, თით­ქოს ქარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ღაც თბი­ლი სიტყვები უნ­დო­და ეთ­ქვა, და და­ა­ყო­ლა, - მე­ლო­დი­ა­ო. აჩიმ ექსპრომტად ჟიურის წევრების ამღერებაც კი მოახერხა ეთერში. დი­მა ბი­ლანს დღემ­დე ადარ­დებს, რა­ტომ დრო­უ­ლად არ და­ვა­ჭი­რე ღი­ლაკს თი­თი და არ შე­მოვ­ბრუნ­დი­ო, ლე­ო­ნიდ აგუ­ტინს კი ძა­ლი­ან სწყდე­ბა გუ­ლი, მი­სი და პე­ლა­გი­ას რჩე­უ­ლი აჩი მომ­ღე­რალ პე­ლა­გი­ას რომ დარ­ჩა - აჩიმ აქაც იქარ­თვე­ლა: მა­მა­კა­ცი ვარ და ასეთ დროს აუ­ცი­ლებ­ლად მან­დი­ლო­სანს მი­ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბა­სო, რა­საც მოჰ­ყვა აგუ­ტი­ნის შე­ძა­ხი­ლი: ჭეშ­მა­რი­ტად ქარ­თუ­ლი ნათ­ქვა­მი­ა­ო! პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას მე­ო­რე ტუ­რის რინ­გზე გა­მარ­ჯვე­ბა და კვლავ სა­ქე­ბა­რი სიტყ­ვე­ბი და­ერ­თო და ჩვენც და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ხდე­ბო­და აჩის თავს ტე­ლე­ე­თე­რის მიღ­მა მას შემ­დეგ, რაც ჟი­უ­რის წევ­რებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნეს და პე­ლა­გი­ას "აღ­საზ­რდე­ლი" გახ­და.

აჩი ფურცელაძე:

- მე­ო­რე ტურ­ში, რინ­გზე, სა­დაც თი­თო გუნ­დის ორ­-ო­რი მომ­ღე­რა­ლი მღე­რის დუ­ეტს, "ვო­ი­სის" პრინ­ცი­პის მი­ხედ­ვით, სა­შემ­სრუ­ლებ­ლო სტი­ლი შეგ­ვიც­ვა­ლეს. მე და ჩემს პარ­ტნი­ორს რო­კი უნ­და გვემ­ღე­რა, არა­და, რო­კი არას­დროს მიმ­ღე­რი­ა. ეს არ არის ჩე­მი მუ­სი­კა.

- თუმ­ცა კარ­გად მო­იხ­დი­ნე.

- გე­თან­ხმე­ბი, მო­ვირ­გე და ამა­ში ჟი­უ­რის წევ­რთა და ტე­ლეპ­რო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა კე­თილ­გან­წყო­ბაც და­მეხ­მა­რა. ამ­დენ შემ­სრუ­ლე­ბელ­ში მე აღ­მოვ­ჩნდი ყვე­ლა­ზე "ნაგ­ლი", რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვის ელი­ტას სა­კუ­თარ ინი­ცი­ა­ტი­ვებს სთა­ვა­ზობს. თვით პირ­ვე­ლი არ­ხის მუ­სი­კა­ლუ­რი რე­დაქ­ტო­რი იუ­რი აქ­სი­უ­ტა, რო­მე­ლიც კონ­სტან­ტინ ერ­ნსტის (პირ­ვე­ლი არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - ი.ხ.) შემ­დეგ უმ­თავ­რე­სი პერ­სო­ნაა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და "რუხ კარ­დი­ნალ­საც" კი უწოდებენ, რატომღაც ძალიან კარგი თვალით მიყურებს. აქ­სი­უ­ტამ ისიც თქვა, - აჩის რო­მელ იდე­ა­საც მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­ვიჩ­ნევ, აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნე­ბო. სწო­რედ იმ­პრო­ვი­ზა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით, ოქ­სა­ნა პეტ­რო­ვას­თან ერ­თად მე­ო­რე ტურ­შიც ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და. თვი­თო­ნაც ვი­სი­ა­მოვ­ნეთ, მა­ყუ­რე­ბელ­მაც და ჟი­უ­რიც კმა­ყო­ფი­ლი დაგ­ვრჩა. ბი­ლა­ნის და აგუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა არ გამ­კვირ­ვე­ბი­ა, მაგ­რამ გა­მა­ო­ცა და გა­მა­ხა­რა გრად­სკის მხარდაჭერამ. აგუ­ტინ­მა სო­სო პავ­ლი­აშ­ვილს შე­მა­და­რა: მა­სა­ვით ენერ­გი­უ­ლი­ა, აჩი ერ­თი­ა, მაგ­რამ ბევ­რი გე­გო­ნე­ბა, მთელ სივ­რცეს ავ­სებ­სო. სა­ბო­ლოო სიტყ­ვა მა­ინც პე­ლა­გი­ას ეკუთ­ვნო­და და მა­ნაც მე ამირ­ჩი­ა. ასე რომ, ჯგუფ­ში უკ­ვე სამ­ნი დავ­რჩით და დე­კემ­ბრის და­საწყ­ი­სის­თვის, ანუ მე­სა­მე ტუ­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბით.

- თი­კა კან­დე­ლა­კის რეს­ტო­რან "თი­ნა­თინ­ში" რო­გორ­ღა მოხ­ვდი?

- ახ­ლობ­ლებს, რო­მელ­თა შო­რის ერ­თი ქარ­თვე­ლი­ა, კლუ­ბე­ბი და ქარ­თუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რა­ნი აქვთ და მიწ­ვე­ვენ ხოლ­მე სა­ღა­მო­ე­ბის წამ­ყვა­ნად. სა­ღა­მო­ე­ბი "თი­ნა­თინ­შიც" წა­მიყ­ვა­ნია და რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ რეს­ტორ­ნის ორი წლის იუ­ბი­ლე­ზეც მათ დამ­პა­ტი­ჟეს, თუმ­ცა არა წამ­ყვა­ნად. მათ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნასტიამ მთხო­ვა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი, - აგუ­ტინ­მა უნ­და იმ­ღე­როს "თი­ნა­თინ­ში" და შე­ნი და­ნახ­ვა გა­უ­ხარ­დე­ბა, თან მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­შიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბი, "ვო­ი­სი­დან" გა­მომ­დი­ნა­რე დავ­წერთ: აგუ­ტი­ნი თა­ვის ფა­ვო­რიტ შემ­სრუ­ლე­ბელ­თან ერ­თა­დო. მეც დავ­თან­ხმდი. ერ­თი თვე­ა, მოს­კო­ვის "კო­მე­დი რა­დი­ო­ში" და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და ეთე­რის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე წა­ვე­დი იუ­ბი­ლე­ზე. ცო­ტა­თი მაგ­ვი­ან­დე­ბო­და და ისე გავ­თავ­ხე­დდი, ნას­ტი­ას ვთხო­ვე, ჩემს მოს­ვლამ­დე არ და­იწყ­ოთ, და თუ პრობ­ლე­მა შე­გექ­მნათ, აგუ­ტინს უთხ­ა­რით, რომ მე მოვ­დი­ვარ­-მეთ­ქი (ი­ცი­ნის). მარ­თლაც გვი­ან და­იწყ­ეს და მეც შე­ვუ­ერ­თდი. აგუ­ტინ­მა სცე­ნი­დან­ვე შემ­ნიშ­ნა და შე­მომ­ღი­მა. ცო­ტა ხნით სუფ­რას­თან დავ­ჯე­ქი, მე­რე კი სცე­ნას­თან ახ­ლოს დავ­დე­ქი და იქი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ლი­ო­ნი­ას.

- სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს, ალ­ბათ, თი­ნა კან­დე­ლა­კიც ეს­წრე­ბო­და. იც­ნობ?

- თი­ნას ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ოდ­ში ვიც­ნობ­დი, "მე­ო­რე არ­ხის" წამ­ყვა­ნი რომ იყო, მე კი რა­დი­ოს პირ­ველ არ­ხზე - შე­ნი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი. ბევ­რი სა­ერ­თო ახ­ლო­ბე­ლიც გვყავს, ჟურ­ნა­ლისტ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ჩათ­ვლით. თუმ­ცა ერ­თი ამ­ბა­ვი დღემ­დე უხერ­ხუ­ლად მახ­სენ­დე­ბა და კარ­გა ხანს მე­გო­ნა, ამის გა­მო თი­ნა ვერ მი­ტან­და: კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცია მიმ­ყავ­და, თი­ნა კი, უკ­ვე რუ­სეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი, მოს­კო­ვი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო თბი­ლის­ში და შალ­ვას­თან ერ­თად იჯ­და დარ­ბაზ­ში. ისე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობ­დნენ, სცე­ნი­დან მწა­რე რეპ­ლი­კა ვეს­რო­ლე: მეს­მის, რომ მოს­კო­ვის და თბი­ლი­სის ჰა­ვა გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა ყველ­გან ერ­თი­ა-­მეთ­ქი! თინას აშ­კა­რად "გა­უტყ­და".

მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და ერ­თმა­ნეთს ახ­ლა, "თი­ნა­თი­ნის" და­ბა­დე­ბის დღე­ზე შევ­ხვდით. გვერ­დით მა­გი­დას­თან იჯ­და. მი­ვე­დი, მი­ვე­სალ­მე და, - აჩი­კო არ ხა­რო? - მიც­ნო, თა­ნაც აშ­კა­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან ვახ­სოვ­დი, რა­კი ასე მომ­მარ­თა. გა­ვი­სა­უბ­რეთ და მივ­ხვდი, ის ამ­ბა­ვი არც ახ­სოვ­და, რად­გან არ შე­უხ­სე­ნე­ბი­ა, სა­მა­გი­ე­როდ, "ვო­ის­ში" ჩემს გა­მოს­ვლებს ადევ­ნებს, თურ­მე, თვალ­-ყურს და თვი­თო­ნაც და დე­და­მი­სიც ჩე­მი დი­დი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. ცო­ტა ხანს ვი­სა­უბ­რეთ, ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვეთ, ფო­ტოც გა­და­ვი­ღეთ და გულ­თბი­ლად დავ­ცილ­დით. კო­მე­დია ის იყო, რომ მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში "ა­ჩი­კოს" მე­ძახ­და, ბლოგ­ზე კი ჩემ­თან ერ­თად ფო­ტოს რუ­სუ­ლად წა­ა­წე­რა: "დღეს არ­ჩის შევ­ხვდი. დე­და ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რობს მა­სო". კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი: რუ­სებს რომ ეშ­ლე­ბათ, კი­დევ არა­ფე­რი, მაგ­რამ ქარ­თველ­მა ხომ მა­ინც იცის, რომ აჩი­კოა სა­ხე­ლი და არა - არ­ჩი­კო (ი­ცი­ნის).

- მე­სა­მე ტურ­ში რას იმ­ღე­რებ?

- ჩე­მი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი­დან სტი­ვ უან­დე­რის "აი ჯასთ ქოლდ, თუ სე­ი, აი ლოვ იუ" და­მი­ტო­ვეს. ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მებ, რომ რა­ღაც ორი­გი­ნა­ლუ­რი მო­ვი­ფიქ­რო და ეს გა­მოს­ვლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რდეს მა­ყუ­რე­ბელ­სა და ჟი­უ­რის, ასე რომ, კვლავ ძა­ლი­ან მა­გარ ნო­მერს გპირ­დე­ბით!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: აჩი ფურცელაძის არაჩვეულებრივი "ბლუზი" და საგზური Voice-ის მომდევნო ტურში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება