პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ზილფიმიანი: "პირველ სტერეოში" მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით შემოიჭრნენ!.."
დათო ზილფიმიანი: "პირველ სტერეოში" მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით შემოიჭრნენ!.."

"პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" გარ­შე­მო კვლავ სრუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა სუ­ფევს. 35-%-იანი წი­ლის მა­კონ­ტრო­ლე­ბელ და­ვით ზილ­ფი­მი­ანს კვლავ არ ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბით ისარ­გებ­ლოს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით "სტე­რე­ო­ში" შე­ვი­და და აპა­რა­ტუ­რის დიდი ნა­წი­ლი გა­ზი­დუ­ლი, ხოლო კა­ბე­ლე­ბი გა­დაჭ­რი­ლი დახ­ვდა. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, ის "სტე­რე­ოს" წი­ლის მე­პატ­რო­ნე და­ვით ბეჟუ­აშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებს და მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­ი­თხოვს. შე­გახ­სე­ნებთ, 2012 წლის მა­ის­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში, ბეჟუ­აშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წევ­რე­ბი შე­იჭრ­ნენ და დათო ზილ­ფი­მი­ან­სა და "სტე­რე­ოს" თა­ნამ­შრომ­ლებს იქ შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მის­ცეს.

- იყო და არა იყო რა, იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლი სტე­რეო და "სტე­რეო პლუ­სი", ეს ორი კომ­პა­ნია ოცი წე­ლია, ბა­ზარ­ზე მუ­შა­ობს. ორი­ვე ჩემი ხე­ლით ავა­შე­ნე. თა­ო­ბე­ბია გაზ­რდი­ლი "პირ­ველ სტე­რე­ო­ზე". "სტე­რეო პლუ­სი" კი ტექ­ნი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­და თა­ვად არხს და ნე­ბის­მი­ერ სხვა კომ­პა­ნი­ა­საც, რო­მე­ლიც მო­ი­სურ­ვებ­და სა­კუ­თა­რი სიგ­ნა­ლის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გავ­რცე­ლე­ბას. ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ კარ­გი გუნ­დის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. 2006 წელს "პირ­ველ სტე­რე­ოს" სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნეს. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის წინა პე­რი­ოდ­ში, სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი 5 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და, სა­ი­და­ნაც ჩვე­ნი არხი ახერ­ხებ­და და მოჰ­ქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და, გვე­არ­სე­ბა და განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვით კი­დეც. 2006 წლის­თვის სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­მა 20 მი­ლი­ონს მი­აღ­წია, ჩვენ კი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 200 ათას­საც ვერ ვი­ღებ­დით, ეს პრობ­ლე­მე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად შეგ­ვიქ­მნეს იმის­თვის, რომ ბეჟუ­აშ­ვილს და, შე­სა­ბა­მი­სად, ადე­იშ­ვილ-სა­ა­კაშ­ვილს ხელ­ში ჩა­ეგ­დოთ "პირ­ვე­ლი სტე­რეო".

- ამ არხთან და­კავ­ში­რე­ბით რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ, რო­დე­საც უკვე აკონ­ტრო­ლებ­დნენ ბევრ სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას?

- შე­კი­თხვა­ზე კი­თხვით­ვე გი­პა­სუ­ხებთ - დღეს რაში სჭირ­დე­ბათ, ექ­ვსი ტე­ლე­ვი­ზია რომ "გა­იპ­რა­ვეს"? რაც მე­ტია სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა, მით უკე­თე­სია მათ­თვის. მარ­ტი­ვი გათ­ვლაა. მით უმე­ტეს, როცა არხს გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვს, მაგ­რამ დღეს ამა­საც აღარ უყუ­რე­ბენ, ოღონდ ტე­ლე­ვი­ზია ჩა­იგ­დონ ხელ­ში და ნე­ბის­მი­ერს "იპ­რა­ვე­ბენ", ცდი­ლო­ბენ, პა­ტი­ო­სა­ნი მყიდ­ვე­ლის სა­ხე­ლი და­ირ­ქვან.

რაც და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი წი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და, "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" არა­ნა­ი­რი ინ­ვეს­ტი­ცია არ ჩა­უ­დია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მისი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გახ­ლდათ. გარ­და ამი­სა, მან რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სხვა პარტნი­ო­რე­ბის­გან მო­ა­ხერ­ხა წი­ლე­ბის გა­მოს­ყიდ­ვა და სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი და­ი­სა­კუთ­რა, თუმ­ცა მა­შინ მარ­წმუ­ნებ­და, რომ ეს ვი­თა­რე­ბას არ შეც­ვლი­და. როცა გინ­და, დავ­სხდეთ და ან შენ იყი­დე წილი ჩემ­გან, ან მე შე­ვი­ძენ შენ­გა­ნო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იტა­ლი­ე­ლებ­მა სა­კუ­თა­რი წილი არ დათ­მეს. ბეჟუ­აშ­ვი­ლი თავს გვაჩ­ვე­ნებ­და დე­მოკ­რა­ტად, თქვენ იყა­ვით დი­რექ­ტო­რი, მაგ­რამ რო­გორც პარტნი­ო­რი, ხომ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, ფული შე­მო­ვი­ტა­ნოო?!. ფული მან ერთხელ შე­მო­ი­ტა­ნა, ახლა სა­ბუ­თებს რომ გა­დავ­ხე­დეთ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არ იყო მისი პი­რა­დი ფული, ბან­კი­დან აიღო სეს­ხი, რომ­ლის გა­დახ­დაც ტე­ლე­ვი­ზი­ას და­ა­კის­რა. ამა­ზე აღარ მო­გაც­დენთ, რად­გან ამას მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მი­ხე­დავს.

- ანუ ჩი­ვილს აპი­რებთ?

- არა მხო­ლოდ ამა­ზე, არა­მედ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ბეჟუ­აშ­ვილ­მა ჩა­ი­დი­ნა "პირ­ველ სტე­რე­ოს­თან" მი­მარ­თე­ბით. არა­კა­ცო­ბას, არა­ა­და­მი­ა­ნო­ბას ვე­ძა­ხი შემ­დეგ ფაქტს - როცა პარტნი­ო­რი გი­რე­კავს და გე­უბ­ნე­ბა, მოდი, და­ვა­ლა­გოთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაო, გი­ღი­მის და ყურ­მილს რომ და­კი­დებ, ერთ სა­ათ­ში შე­მო­გიც­ვივ­დე­ბი­ან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და წიხ­ლის კვრით და­გი­პი­რე­ბენ შენი სა­კუთ­რე­ბი­დან გაგ­დე­ბას. პირ­ველ ჯერ­ზე ჩვენ მო­ვი­გე­რი­ეთ მათი შე­მო­ტე­ვა. ეს იყო მა­ი­სის ბო­ლოს. ტე­ლე­ვი­ზი­ის ბა­რი­კა­დი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ დი­ლის ოთხ სა­ათ­ზე, რაც, და­მე­თან­ხმე­ბით, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტი­პუ­რი სა­ა­თია, როცა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა სურთ. ჩვენ­თან შე­მო­იჭ­რა 30-მდე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, დაც­ვის სამ­სა­ხურ "მგლე­ბის" ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლე­ბი. მათ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ცემა-ტყე­პით, კინ­წის­კვრით გა­ყა­რეს არ­ხის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, და­ი­კა­ვეს შე­ნო­ბა და ეს დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი თვე გა­ვი­და და არ მიშ­ვებ­დნენ ჩემს სა­კუთ­რე­ბა­ში. ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არ არის?!.

18 მა­ისს ბეჟუ­აშ­ვილ­მა და მის­მა ამ­ფსო­ნებ­მა სხდო­მა ჩა­ა­ტა­რეს ფა­რუ­ლად მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ წე­რი­ლი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, სხდო­მა 28 მა­ისს გავ­მარ­თო­თო. 18 მა­ისს, ამ ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნეს გან­ცხა­დე­ბა, რომ შე­ეც­ვა­ლათ დი­რექ­ტო­რი, სა­სა­მარ­თლო იმა­ვე დღეს ჩა­ტარ­და, რაც ძა­ლი­ან გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, საქ­მე მო­ი­გეს, მერე შა­ბათ დღეს გა­ა­ღე­ბი­ნეს სა­ჯა­რო რე­ესტრი, ბეჟუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი წუ­წუ­რა­ქი გახ­ლავთ, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ცნო­ბის მი­სა­ღე­ბა­დაც კი არ გა­და­ი­ხა­და ფული და იმ­დე­ნი თან­ხა გა­და­ი­ხა­და, რომ 3 დღის ვა­და­ში მი­ე­ცათ ცნო­ბა, თუმ­ცა სა­ჯა­რო რე­ესტრში ათ წუთ­ში და­უ­რე­გის­ტრი­რეს ცვლი­ლე­ბე­ბა, ამო­ნა­წე­რი მის­ცეს და ამ ცნო­ბით შე­მოც­ვივ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ერთ დღე­ში გა­ა­კე­თეს ყვე­ლა სა­ბუ­თი, რომ შე­მონ­გრე­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ. ვინ­მე არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც იტყვის, შა­ბათს მი­ვე­დი რე­ესტრში, 300 ლა­რის მა­გივ­რად 20 ლარი გა­და­ვი­ხა­დე და მა­ინც ათ წუთ­ში გა­მი­კე­თეს ცნო­ბაო?!.. ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დავ­ნიშ­ნე და ერთ დღე­ში მო­ვი­გეო?

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი გა­მო­იკ­ვე­თა, რო­მელ­საც თქვენ პირ­ვე­ლად გა­გიმ­ხელთ - არ­სე­ბობს უამ­რა­ვი მოწ­მე და ისი­ნი მზად არი­ან, ეს სა­სა­მარ­თლო­ში და­ა­დას­ტუ­რონ კი­დეც, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­მო­იჭრ­ნენ არა "მგლე­ბის" წევ­რე­ბი, არა­მედ "კუ­დი­სა" და "სო­დის" წევ­რე­ბი. "მგლე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და­უ­რე­კეს "კუ­დი­დან", მათ­გან ითხო­ვეს ფორ­მე­ბი და მა­თი­ვე დაც­ვის რამ­დე­ნი­მე წევ­რის წა­ი­ყო­ლეს. "კუ­დის" წევ­რებს გა­და­აც­ვეს ამ დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ფორ­მე­ბი და შე­მოც­ვივ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. სხვა­თა შო­რის, ეს ის სამ­სა­ხუ­რია, რო­მე­ლიც დღემ­დე "იცავს" "პირ­ველ სტე­რე­ოს". ოპე­რა­ცი­ას, რო­გორც უკვე ღიად ამ­ბო­ბენ, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ზურა ადე­იშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. "კუ­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი იმ დროს სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და.

- ამას რა ინ­ფორ­მა­ცი­ი­ას სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ბობთ?

- უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლი და მოწ­მეა და ისი­ნი მის­ცე­მენ ჩვე­ნე­ბას. "მგლებს" უთხრეს, რომ მათ ოპე­რა­ცი­ას თვალ­ყურს ეს ორი მი­ნის­ტრი ადევ­ნებ­და.

- ამას დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ადას­ტუ­რებს?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა მარ­ტო ისი­ნი, არა­მედ "კუ­დის" მხა­რეც!.. მად­ლო­ბა ღმერ­თს, არ­სე­ბობს თითო-ორო­ლა პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობ­დნენ თვითმხილ­ვე­ლე­ბიც. შე­სა­ბა­მი­სად, სამი მხრი­დან გვაქვს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის მზა­ო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეს არ იყო დავა ორ კერ­ძო პირს შო­რის. ეს იყო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" გა­მიზ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბა. ეს ყვე­ლა­ნა­ირ ჩარ­ჩოს სცდე­ბა.

მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ უკვე აღი­ა­რა და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ­სე­ბობს, რომ ჩემი დი­რექ­ტო­რის პოს­ტი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნო გახ­ლდათ, მაგ­რამ მე მა­ნამ­დე არ შე­ვალ "სტე­რე­ო­ში", სა­ნამ სა­ჯა­რო რე­ესტრში კვლავ არ შევა ცვლი­ლე­ბე­ბი და არ დაბ­რუნ­დე­ბა შე­მოჭ­რამ­დე არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს-კვო, სა­ნამ მე, რო­გორც დი­რექ­ტო­რი, არ და­ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი ყვე­ლა თა­ნა­მე­წი­ლეს და სა­ნამ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი არ დაბ­რუნ­დე­ბა უკან. თა­ნაც, სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ექ­ვსი თვეა, "პირ­ვე­ლი სტე­რეო" ფა­რუ­ლად მა­უ­წყებ­ლობს. რო­გორც ჩემ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, თა­ვი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მა­უ­წყებ­ლობ­დნენ, დღეს მგო­ნი, ბეჟუ­აშ­ვი­ლის რო­მე­ლი­ღაც კომ­პა­ნი­ი­დან. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, დი­რექ­ტო­რი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­რე­შე ამა­უ­წყებ­ლო არხი? მეტ­საც გე­ტყვით, მათ ყვე­ლა გა­დამ­ცე­მი გა­მორ­თეს, გარ­და თბი­ლი­სი­სა, რად­გან არ­ხის სრულ­ყო­ფი­ლად მა­უ­წყებ­ლო­ბის უნა­რიც კი არ აქვთ. "პირ­ვე­ლი სტე­რეო" დიდი ხა­ნია, აღარ გა­დის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

მე არ შევ­სულ­ვარ "სტე­რე­ო­ში", რო­გორც დი­რექ­ტო­რი, შე­ვე­დი, რო­გორც მე­პატ­რო­ნე. გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი, ასე­ვე ვთხო­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ებს მოს­ვლა და კა­მე­რე­ბის თან­ხლე­ბით შე­ვე­დი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. "დრე­ლით" გავ­ხვრი­ტე კარი კა­მე­რე­ბის თან­დას­წრე­ბით და ზუს­ტად ათი წუ­თით მო­ვა­ხერ­ხე შეს­ვლა. ამას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. ერთი თვე ვი­ძა­ხებ­დი პატ­რულს და არ მო­დი­ოდ­ნენ. კერ­ძო და­ვაა და ამი­ტომ არ მოვ­დი­ვარ­თო, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩოს ასე უპა­სუ­ხეს. ორი მო­ქა­ლა­ქე რომ ჩხუ­ბობს, ესეც ხომ კერ­ძო და­ვაა და პატ­რუ­ლი არ უნდა ჩა­ე­რი­ოს?

მინ­დო­და, მე­ნა­ხა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ჩემი ქო­ნე­ბა. გა­მო­ვი­ძა­ხე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აუ­დი­ტი, კა­ბე­ლე­ბიც კი მაკ­რატ­ლე­ბი­თა და ცუ­ლე­ბით არის გა­დაჭ­რი­ლი და მთე­ლი აპა­რა­ტუ­რა გა­ტა­ნი­ლია. გან­ცხა­დე­ბა და­უ­წე­რი­ათ პატ­რულ­ში, რა­ღა­ცე­ბი გვაკ­ლი­აო. ეტყო­ბა, წი­ნას­წარ უნ­დო­დათ შემ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ დღეს "სტე­რე­ოს" კუთ­ვნი­ლი აპა­რა­ტუ­რის ნა­წილს მე ბაზ­რო­ბებ­ზე ვხე­დავ. მქონ­და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ არხი გა­ძარ­ცვუ­ლი იყო, მაგ­რამ ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. გა­მო­ვე­დი, ისევ ჩავ­კე­ტე კარი და მას მერე აღარც შევ­სულ­ვარ.

მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ დღემ­დე არა­ფერ­ზე და­მი­ხე­ვია უკან და არც ახლა ვა­პი­რებ. მე ის ბიზ­ნეს­მე­ნი არ ვარ, რო­მელ­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლი მუჭა-მუჭა მარ­თავ­და. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მინ­და, ასე­თი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­რო და არ მო­ვიქ­ცე, რო­გორც და­მო­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი. ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან.

- რას ელო­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს­გან?

- ვი­თხოვ მო­რა­ლუ­რი, ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას. ისიც ცხა­დია, რომ მე და ბეჟუ­აშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბად ვერ დავ­რჩე­ბით. ან მან უნდა იყი­დოს ჩემი წილი, ან მე. ბეჟუ­აშ­ვი­ლი რომ არ შე­ი­ძენს ჩემს წილს, ეს კარ­გად ვიცი, მა­გას ოღონდ ფული არ გა­და­ახ­დე­ვი­ნო.

- არ იცო­დით, ვის­თან გქონ­დათ საქ­მე?

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­ვი­რე­ბას კარ­გად ახერ­ხებ­და. ერთხელ გა­მო­ავ­ლი­ნა თავი, გა­გიჟ­დე­ბა ადე­იშ­ვი­ლიო, რა­ღა­ცა­ზე მი­თხრა. მე ვკი­თხე, ვინ არის ადე­იშ­ვი­ლი-მეთ­ქი. თვი­თო­ნაც არ უხა­რია, რომ ადე­იშ­ვი­ლი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა. ბეჟუ­აშ­ვილს მო­უ­წევს იქ ჩაჯ­დო­მა, სა­დაც ჯერ არს, ან იმის თქმა, ვინ და­ა­ვა­ლა ამ ავა­ზა­კო­ბის ჩა­დე­ნა.

- შე­მოჭ­რას, რო­გორც ამ­ბობ­დნენ, წინ უძღო­და ის ამ­ბა­ვი, რომ თქვენ "მე­ცხრე არ­ხის" სიგ­ნა­ლი გა­ავ­რცე­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე.

- რა თქმა უნდა!.. შე­საძ­ლოა, ბეჟუ­აშ­ვილს ვერც გა­ე­ბე­და ასე­თი რამ, რომ არა ადე­იშ­ვი­ლე­ბი­სა და მი­შე­ბის გა­ცო­ფე­ბა. მე ბიზ­ნეს­მე­ნი ვარ და ვყი­დი მომ­სა­ხუ­რე­ბას. ადე­იშ­ვილ­მა შე­მო­მით­ვა­ლა, ეგე­ნი ხალ­ხის მტრე­ბი არი­ა­ნო და თურ­მე ამი­ტომ არ შე­მეძ­ლო "მე­ცხრე არ­ხის­თვის" იმა­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა, რა­საც ვუ­წევ­დი "მზეს", "რე­გი­ონ ტე­ვეს" და ა.შ. სა­ბა­ჟო რომ აპა­რა­ტუ­რას უმტვრევ­და "მე­ცხრე არხს", მე ვუ­რე­მონ­ტებ­დი კი­დეც.

- არ გსმე­ნო­დათ იმ ზე­წო­ლის შე­სა­ხებ, რა­საც ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გა­ნიც­დიდ­ნენ?

- რო­გორ არ მსმე­ნო­და და დღეს მე­ცო­დე­ბი­ან ის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­მო­ნე­ბუ­ლი ჰყავ­და და ახლა თავი კიტ­რე­ბად მო­აქვთ. მე სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დი, რად­გან ამის უფ­ლე­ბას ჩემი წარ­სუ­ლი არ მომ­ცემ­და. რო­დე­საც აფხა­ზე­თის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღა და­ი­წყო, ჩემს ქვისლთან ვის­ვე­ნებ­დი აფხა­ზეთ­ში ოჯახ­თან ერ­თად. მე და ჩემი ქვის­ლი მძევ­ლე­ბად აგ­ვიყ­ვა­ნეს. მთე­ლი ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­ტი­კად გვა­წა­მებ­დნენ, ერთ-ერთი აფხა­ზის ოჯახ­ში ვი­ყა­ვით გა­მო­კე­ტი­ლი, დი­ლეგ­ში, მაგ­რამ აფხა­ზე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მა­ინც არა­ფე­რი მაქვს, რად­გან ღამე, რო­დე­საც მწა­მებ­ლე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, ოჯა­ხის უფ­რო­სი ჩა­მო­დი­ო­და და მო­ხარ­შულ თხის ხორცსა და აჯი­კას გვაჭ­მევ­და. ყბა სულ და­ლე­წი­ლი მქონ­და და ძლივს ვჭამ­დი, მაგ­რამ მა­ინც მად­ლი­ე­რე­ბით ვიხ­სნებ იმ ადა­მი­ანს და შემ­დეგ ამ ოჯახს თითი არ და­ვა­დე... არ შე­მიძ­ლია, არ ვთქვა ავთო იო­სე­ლი­ა­ნის გმი­რო­ბის შე­სა­ხე­ბაც. მისი პი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, როცა ყვე­ლას მკვდა­რი ვე­გო­ნეთ და დე­და­ჩემს გა­მო­ტი­რე­ბუ­ლი ვყავ­დით, სპეც­რაზ­მი და­იძ­რა ჩვენ გა­მო­სახ­სნე­ლად. ამ ოპე­რა­ცი­ას თა­ვად ავთო იო­სე­ლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ჯერ იმ ოჯა­ხი­დან გა­მოგ­ვიხ­სნეს, შემ­დეგ კი მე და ჩემი ქვის­ლი მა­ტა­რებ­ლით გა­მოგ­ვა­პა­რეს, ჩემი ოჯა­ხი კი გე­მამ­დე ვერ­ტმფრე­ნით მი­იყ­ვა­ნეს და შემ­დეგ გე­მით გა­მო­იყ­ვა­ნეს. ვნა­ნობ, რომ არას­დროს შე­სა­ფე­რი­სი მად­ლო­ბა არ გა­და­მიხ­დია ავთო იო­სე­ლი­ა­ნის­თვის, ისე წა­ვი­და ამ ცხოვ­რე­ბი­დან... მან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა მე­რეც.

მეც­ნი­ე­რი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ მა­შინ ბრა­ლი დამ­დეს, თით­ქოს აფხა­ზეთ­ში ია­რაღს ვავ­რცე­ლებ­დი ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. დიდი ტრავ­მა მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი. წლე­ბია, უცხო­ეთ­ში ვცხოვ­რობ, იტა­ლი­ა­ში ვმოღ­ვა­წე­ობ, რო­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი, "ნა­სას­თან" ვთა­ნამ­შრომ­ლობ. მეც­ნი­ე­რე­ბი­დან მოვ­დი­ვარ და ესეც ალ­ბათ არის რა­ღა­ცის გან­მსა­ზღვრე­ლი. ამ სფე­რო­ში კი სხვა წე­სე­ბია, ადა­მი­ანს პა­ტივს სცე­მენ მისი ნაშ­რო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

- თუკი და­იბ­რუ­ნებთ, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" ბედი?

- ჩვენ გვქონ­და მუ­სი­კა­ლუ­რი არხი, ვარ რამ­დე­ნი­მე ლი­ცენ­ზი­ი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბე­ლი. ცხა­დია, ამ ბიზ­ნეს­ში დავ­რჩე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა "პირ­ველ სტე­რე­ოს", ის ან იქ­ნე­ბა ნა­თელ მხა­რეს, ან ბნელ მხა­რეს, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა ამის­თვის უნდა გა­და­ი­ხა­დოს შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა. ეს იქ­ნე­ბა იმა­ზე ნაკ­ლე­ბი, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ტე­ლე­ვი­ზია შექ­მნას.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დათო ზილფიმიანი: "პირველ სტერეოში" მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით შემოიჭრნენ!.."

დათო ზილფიმიანი: "პირველ სტერეოში" მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით შემოიჭრნენ!.."

"პირველი სტერეოს" გარშემო კვლავ სრული გაურკვევლობა სუფევს. 35-%-იანი წილის მაკონტროლებელ დავით ზილფიმიანს კვლავ არ ეძლევა შესაძლებლობა, კუთვნილი ქონებით ისარგებლოს. რამდენიმე კვირის წინ ის ჟურნალისტების თანდასწრებით "სტერეოში" შევიდა და აპარატურის დიდი ნაწილი გაზიდული, ხოლო კაბელები გადაჭრილი დახვდა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ის "სტერეოს" წილის მეპატრონე დავით ბეჟუაშვილს სასამართლოში უჩივლებს და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. შეგახსენებთ, 2012 წლის მაისში ტელეკომპანიაში, ბეჟუაშვილის დავალებით, დაცვის სამსახურის წევრები შეიჭრნენ და დათო ზილფიმიანსა და "სტერეოს" თანამშრომლებს იქ შესვლის საშუალება აღარ მისცეს.

- იყო და არა იყო რა, იყო ტელეკომპანია "პირველი სტერეო და "სტერეო პლუსი", ეს ორი კომპანია ოცი წელია, ბაზარზე მუშაობს. ორივე ჩემი ხელით ავაშენე. თაობებია გაზრდილი "პირველ სტერეოზე". "სტერეო პლუსი" კი ტექნიკურ მომსახურებას უწევდა თავად არხს და ნებისმიერ სხვა კომპანიასაც, რომელიც მოისურვებდა საკუთარი სიგნალის საქართველოს მასშტაბით გავრცელებას. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ კარგი გუნდის არსებობის შემთხვევაში. 2006 წელს "პირველ სტერეოს" სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში, სარეკლამო ბაზარი 5 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც ჩვენი არხი ახერხებდა და მოჰქონდა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. ეს საშუალებას გვაძლევდა, გვეარსება და განვვითარებულიყავით კიდეც. 2006 წლისთვის სარეკლამო ბაზარმა 20 მილიონს მიაღწია, ჩვენ კი წლის განმავლობაში 200 ათასსაც ვერ ვიღებდით, ეს პრობლემები ხელოვნურად შეგვიქმნეს იმისთვის, რომ ბეჟუაშვილს და, შესაბამისად, ადეიშვილ-სააკაშვილს ხელში ჩაეგდოთ "პირველი სტერეო".

- ამ არხთან დაკავშირებით რა ინტერესი ჰქონდათ, როდესაც უკვე აკონტროლებდნენ ბევრ სხვა ტელეკომპანიას?

- შეკითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ - დღეს რაში სჭირდებათ, ექვსი ტელევიზია რომ "გაიპრავეს"? რაც მეტია საინფორმაციო საშუალება, მით უკეთესია მათთვის. მარტივი გათვლაა. მით უმეტეს, როცა არხს გავრცელების საშუალებაც აქვს, მაგრამ დღეს ამასაც აღარ უყურებენ, ოღონდ ტელევიზია ჩაიგდონ ხელში და ნებისმიერს "იპრავებენ", ცდილობენ, პატიოსანი მყიდველის სახელი დაირქვან.

რაც დავით ბეჟუაშვილი წილის მფლობელი გახდა, "პირველ სტერეოში" არანაირი ინვესტიცია არ ჩაუდია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირდაპირი ვალდებულება გახლდათ. გარდა ამისა, მან რაღაც საშუალებებით სხვა პარტნიორებისგან მოახერხა წილების გამოსყიდვა და საკონტროლო პაკეტი დაისაკუთრა, თუმცა მაშინ მარწმუნებდა, რომ ეს ვითარებას არ შეცვლიდა. როცა გინდა, დავსხდეთ და ან შენ იყიდე წილი ჩემგან, ან მე შევიძენ შენგანო. საბედნიეროდ, იტალიელებმა საკუთარი წილი არ დათმეს. ბეჟუაშვილი თავს გვაჩვენებდა დემოკრატად, თქვენ იყავით დირექტორი, მაგრამ როგორც პარტნიორი, ხომ ვარ ვალდებული, ფული შემოვიტანოო?!. ფული მან ერთხელ შემოიტანა, ახლა საბუთებს რომ გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო მისი პირადი ფული, ბანკიდან აიღო სესხი, რომლის გადახდაც ტელევიზიას დააკისრა. ამაზე აღარ მოგაცდენთ, რადგან ამას მართლმსაჯულება მიხედავს.

- ანუ ჩივილს აპირებთ?

- არა მხოლოდ ამაზე, არამედ ყველაფერზე, რაც ბეჟუაშვილმა ჩაიდინა "პირველ სტერეოსთან" მიმართებით. არაკაცობას, არაადამიანობას ვეძახი შემდეგ ფაქტს - როცა პარტნიორი გირეკავს და გეუბნება, მოდი, დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობაო, გიღიმის და ყურმილს რომ დაკიდებ, ერთ საათში შემოგიცვივდებიან ტელევიზიაში და წიხლის კვრით დაგიპირებენ შენი საკუთრებიდან გაგდებას. პირველ ჯერზე ჩვენ მოვიგერიეთ მათი შემოტევა. ეს იყო მაისის ბოლოს. ტელევიზიის ბარიკადირება მოვახდინეთ დილის ოთხ საათზე, რაც, დამეთანხმებით, ამ ხელისუფლების ტიპური საათია, როცა დანაშაულის ჩადენა სურთ. ჩვენთან შემოიჭრა 30-მდე შეიარაღებული ადამიანი, დაცვის სამსახურ "მგლების" ფორმაში ჩაცმულები. მათ, პრაქტიკულად, ცემა-ტყეპით, კინწისკვრით გაყარეს არხის ყველა თანამშრომელი, დაიკავეს შენობა და ეს დღემდე გრძელდება. მას შემდეგ რამდენი თვე გავიდა და არ მიშვებდნენ ჩემს საკუთრებაში. ეს კანონდარღვევა არ არის?!.

18 მაისს ბეჟუაშვილმა და მისმა ამფსონებმა სხდომა ჩაატარეს ფარულად მაშინ, როდესაც ჩვენ წერილი გამოგვიგზავნეს, სხდომა 28 მაისს გავმართოთო. 18 მაისს, ამ ერთი დღის განმავლობაში, სასამართლოში შეიტანეს განცხადება, რომ შეეცვალათ დირექტორი, სასამართლო იმავე დღეს ჩატარდა, რაც ძალიან განსაცვიფრებელი ამბავია, საქმე მოიგეს, მერე შაბათ დღეს გააღებინეს საჯარო რეესტრი, ბეჟუაშვილმა, რომელიც ცნობილი წუწურაქი გახლავთ, დაჩქარებული წესით ცნობის მისაღებადაც კი არ გადაიხადა ფული და იმდენი თანხა გადაიხადა, რომ 3 დღის ვადაში მიეცათ ცნობა, თუმცა საჯარო რეესტრში ათ წუთში დაურეგისტრირეს ცვლილებება, ამონაწერი მისცეს და ამ ცნობით შემოცვივდნენ ტელევიზიაში. ერთ დღეში გააკეთეს ყველა საბუთი, რომ შემონგრევისთვის მომზადებულიყვნენ. ვინმე არსებობს საქართველოში, ვინც იტყვის, შაბათს მივედი რეესტრში, 300 ლარის მაგივრად 20 ლარი გადავიხადე და მაინც ათ წუთში გამიკეთეს ცნობაო?!.. ან სასამართლო პროცესი დავნიშნე და ერთ დღეში მოვიგეო?

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რომელსაც თქვენ პირველად გაგიმხელთ - არსებობს უამრავი მოწმე და ისინი მზად არიან, ეს სასამართლოში დაადასტურონ კიდეც, რომ ტელევიზიაში შემოიჭრნენ არა "მგლების" წევრები, არამედ "კუდისა" და "სოდის" წევრები. "მგლების" ხელმძღვანელობას დაურეკეს "კუდიდან", მათგან ითხოვეს ფორმები და მათივე დაცვის რამდენიმე წევრის წაიყოლეს. "კუდის" წევრებს გადააცვეს ამ დაცვის სამსახურის ფორმები და შემოცვივდნენ ტელევიზიაში. სხვათა შორის, ეს ის სამსახურია, რომელიც დღემდე "იცავს" "პირველ სტერეოს". ოპერაციას, როგორც უკვე ღიად ამბობენ, ვანო მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. "კუდის" ხელმძღვანელობა კი იმ დროს სპორტის სასახლესთან იმყოფებოდა.

- ამას რა ინფორმაციიას საფუძველზე ამბობთ?

- უამრავი თვითმხილველი და მოწმეა და ისინი მისცემენ ჩვენებას. "მგლებს" უთხრეს, რომ მათ ოპერაციას თვალყურს ეს ორი მინისტრი ადევნებდა.

- ამას დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა ადასტურებს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო ისინი, არამედ "კუდის" მხარეც!.. მადლობა ღმერთს, არსებობს თითო-ოროლა პატიოსანი ადამიანი. გარდა ამისა, არსებობდნენ თვითმხილველებიც. შესაბამისად, სამი მხრიდან გვაქვს აღიარებითი ჩვენების მიცემის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო დავა ორ კერძო პირს შორის. ეს იყო სახელმწიფოს მიერ "პირველი სტერეოს" გამიზნული დაკავება. ეს ყველანაირ ჩარჩოს სცდება.

მართლმსაჯულებამ უკვე აღიარა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც არსებობს, რომ ჩემი დირექტორის პოსტიდან გათავისუფლება უკანონო გახლდათ, მაგრამ მე მანამდე არ შევალ "სტერეოში", სანამ საჯარო რეესტრში კვლავ არ შევა ცვლილებები და არ დაბრუნდება შემოჭრამდე არსებული სტატუს-კვო, სანამ მე, როგორც დირექტორი, არ დავეკონტაქტები ყველა თანამეწილეს და სანამ ყველა თანამშრომელი არ დაბრუნდება უკან. თანაც, საინტერესო ისაა, რომ ექვსი თვეა, "პირველი სტერეო" ფარულად მაუწყებლობს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თავიდან პროკურატურიდან მაუწყებლობდნენ, დღეს მგონი, ბეჟუაშვილის რომელიღაც კომპანიიდან. როგორ შეიძლება, დირექტორისა და თანამშრომლების გარეშე ამაუწყებლო არხი? მეტსაც გეტყვით, მათ ყველა გადამცემი გამორთეს, გარდა თბილისისა, რადგან არხის სრულყოფილად მაუწყებლობის უნარიც კი არ აქვთ. "პირველი სტერეო" დიდი ხანია, აღარ გადის საქართველოს მასშტაბით.

მე არ შევსულვარ "სტერეოში", როგორც დირექტორი, შევედი, როგორც მეპატრონე. გამოვიძახე პატრული, ასევე ვთხოვე ტელევიზიებს მოსვლა და კამერების თანხლებით შევედი ტელევიზიაში. "დრელით" გავხვრიტე კარი კამერების თანდასწრებით და ზუსტად ათი წუთით მოვახერხე შესვლა. ამას, რასაკვირველია, წინა ხელისუფლების დროს ვერ მოვახერხებდი. ერთი თვე ვიძახებდი პატრულს და არ მოდიოდნენ. კერძო დავაა და ამიტომ არ მოვდივართო, იტალიის საელჩოს ასე უპასუხეს. ორი მოქალაქე რომ ჩხუბობს, ესეც ხომ კერძო დავაა და პატრული არ უნდა ჩაერიოს?

მინდოდა, მენახა, რა მდგომარეობაში იყო ჩემი ქონება. გამოვიძახე დამოუკიდებელი აუდიტი, კაბელებიც კი მაკრატლებითა და ცულებით არის გადაჭრილი და მთელი აპარატურა გატანილია. განცხადება დაუწერიათ პატრულში, რაღაცები გვაკლიაო. ეტყობა, წინასწარ უნდოდათ შემზადება, მაგრამ დღეს "სტერეოს" კუთვნილი აპარატურის ნაწილს მე ბაზრობებზე ვხედავ. მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ არხი გაძარცვული იყო, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი. გამოვედი, ისევ ჩავკეტე კარი და მას მერე აღარც შევსულვარ.

მორალურად განადგურებული ვარ, მაგრამ დღემდე არაფერზე დამიხევია უკან და არც ახლა ვაპირებ. მე ის ბიზნესმენი არ ვარ, რომელთაც სააკაშვილი მუჭა-მუჭა მართავდა. თავისუფალი ადამიანი ვარ, მინდა, ასეთივე ქვეყანაში ვიცხოვრო და არ მოვიქცე, როგორც დამონებული ბიზნესმენი. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

- რას ელოდებით სასამართლოსგან?

- ვითხოვ მორალური, ფინანსური ზარალის ანაზღაურებას. ისიც ცხადია, რომ მე და ბეჟუაშვილი ბიზნესპარტნიორებად ვერ დავრჩებით. ან მან უნდა იყიდოს ჩემი წილი, ან მე. ბეჟუაშვილი რომ არ შეიძენს ჩემს წილს, ეს კარგად ვიცი, მაგას ოღონდ ფული არ გადაახდევინო.

- არ იცოდით, ვისთან გქონდათ საქმე?

- წლების განმავლობაში ლავირებას კარგად ახერხებდა. ერთხელ გამოავლინა თავი, გაგიჟდება ადეიშვილიო, რაღაცაზე მითხრა. მე ვკითხე, ვინ არის ადეიშვილი-მეთქი. თვითონაც არ უხარია, რომ ადეიშვილისა და სააკაშვილის დავალება შეასრულა. ბეჟუაშვილს მოუწევს იქ ჩაჯდომა, სადაც ჯერ არს, ან იმის თქმა, ვინ დაავალა ამ ავაზაკობის ჩადენა.

- შემოჭრას, როგორც ამბობდნენ, წინ უძღოდა ის ამბავი, რომ თქვენ "მეცხრე არხის" სიგნალი გაავრცელეთ საქართველოზე.

- რა თქმა უნდა!.. შესაძლოა, ბეჟუაშვილს ვერც გაებედა ასეთი რამ, რომ არა ადეიშვილებისა და მიშების გაცოფება. მე ბიზნესმენი ვარ და ვყიდი მომსახურებას. ადეიშვილმა შემომითვალა, ეგენი ხალხის მტრები არიანო და თურმე ამიტომ არ შემეძლო "მეცხრე არხისთვის" იმავე მომსახურების გაწევა, რასაც ვუწევდი "მზეს", "რეგიონ ტევეს" და ა.შ. საბაჟო რომ აპარატურას უმტვრევდა "მეცხრე არხს", მე ვურემონტებდი კიდეც.

- არ გსმენოდათ იმ ზეწოლის შესახებ, რასაც ბიზნესმენები სააკაშვილის ხელისუფლებისგან განიცდიდნენ?

- როგორ არ მსმენოდა და დღეს მეცოდებიან ის ბიზნესმენები, რომლებიც წინა ხელისუფლებას დამონებული ჰყავდა და ახლა თავი კიტრებად მოაქვთ. მე სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, რადგან ამის უფლებას ჩემი წარსული არ მომცემდა. როდესაც აფხაზეთის ცნობილი მოვლენების პირველი ტალღა დაიწყო, ჩემს ქვისლთან ვისვენებდი აფხაზეთში ოჯახთან ერთად. მე და ჩემი ქვისლი მძევლებად აგვიყვანეს. მთელი ამ დღეების განმავლობაში სასტიკად გვაწამებდნენ, ერთ-ერთი აფხაზის ოჯახში ვიყავით გამოკეტილი, დილეგში, მაგრამ აფხაზების საწინააღმდეგო მაინც არაფერი მაქვს, რადგან ღამე, როდესაც მწამებლები მიდიოდნენ, ოჯახის უფროსი ჩამოდიოდა და მოხარშულ თხის ხორცსა და აჯიკას გვაჭმევდა. ყბა სულ დალეწილი მქონდა და ძლივს ვჭამდი, მაგრამ მაინც მადლიერებით ვიხსნებ იმ ადამიანს და შემდეგ ამ ოჯახს თითი არ დავადე... არ შემიძლია, არ ვთქვა ავთო იოსელიანის გმირობის შესახებაც. მისი პიროვნული გადაწყვეტილებით, როცა ყველას მკვდარი ვეგონეთ და დედაჩემს გამოტირებული ვყავდით, სპეცრაზმი დაიძრა ჩვენ გამოსახსნელად. ამ ოპერაციას თავად ავთო იოსელიანი ხელმძღვანელობდა, ჯერ იმ ოჯახიდან გამოგვიხსნეს, შემდეგ კი მე და ჩემი ქვისლი მატარებლით გამოგვაპარეს, ჩემი ოჯახი კი გემამდე ვერტმფრენით მიიყვანეს და შემდეგ გემით გამოიყვანეს. ვნანობ, რომ არასდროს შესაფერისი მადლობა არ გადამიხდია ავთო იოსელიანისთვის, ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან... მან ბევრი ადამიანი გადაარჩინა მერეც.

მეცნიერი გახლავართ, მაგრამ მაშინ ბრალი დამდეს, თითქოს აფხაზეთში იარაღს ვავრცელებდი ქართულ მოსახლეობაში. დიდი ტრავმა მაქვს გადატანილი. წლებია, უცხოეთში ვცხოვრობ, იტალიაში ვმოღვაწეობ, რომის უნივერსიტეტში ვასწავლი, "ნასასთან" ვთანამშრომლობ. მეცნიერებიდან მოვდივარ და ესეც ალბათ არის რაღაცის განმსაზღვრელი. ამ სფეროში კი სხვა წესებია, ადამიანს პატივს სცემენ მისი ნაშრომებიდან გამომდინარე და არა თანამდებობიდან.

- თუკი დაიბრუნებთ, როგორ წარმოგიდგენიათ "პირველი სტერეოს" ბედი?

- ჩვენ გვქონდა მუსიკალური არხი, ვარ რამდენიმე ლიცენზიისა და ტელევიზიის მფლობელი. ცხადია, ამ ბიზნესში დავრჩები. რაც შეეხება "პირველ სტერეოს", ის ან იქნება ნათელ მხარეს, ან ბნელ მხარეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ამისთვის უნდა გადაიხადოს შესაბამისი თანხა. ეს იქნება იმაზე ნაკლები, რითაც შეიძლება ადამიანმა ტელევიზია შექმნას.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები