მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგა გრიგოლია ახალ გადაცემაში ბენდუქიძესაც მიიწვევს
ინგა გრიგოლია ახალ გადაცემაში ბენდუქიძესაც მიიწვევს

ბუკ­ლე მო­გე­სალ­მე­ბათ და გი­ძღვნით უდარ­დელ სა­ლამს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს სამ­ფლო­ბე­ლო­ში ვინ­მე ნია ბონ­დი შე­მო­იჭ­რა, ეგეც მარ­თლა ჯე­იმს ბონ­დი არ მყავ­დეს, ამი­ტომ ვე­რა­ფერს და­მაკ­ლებს, ზუს­ტად ვიცი. შე­სა­ბა­მი­სად, მე ყო­ველ­თვის უფრო მა­გარ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით, ვიდ­რე ის. ამი­ტო­მაც და­ვი­წყებ და ვნა­ხოთ, ამ ნო­მერ­ში ნია რით მა­ჯო­ბებს მე, გა­მოც­დილ და სრუ­ლი­ად შე­სა­ნიშ­ნავ ბუკ­ლეს.

ინგა გრი­გო­ლია ადრე ინ­ტერ­ვი­უ­ში გვე­უბ­ნე­ბო­და, გული მიგ­რძნობს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში კვლავ დავ­ბრუნ­დე­ბიო. პო­ლი­ტი­კა­ში თავს კარ­გად რომ არ გრძნობ­და, ამას ყო­ველ მე­ო­რე ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და და ჩვენც მოგ­ვე­ნატ­რა ბომ­ბა-გა­და­ცე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ის ამ­ზა­დებ­და ხოლ­მე. ახლა კი შე­ვი­ტყვე, რომ ინ­გამ, მი­უ­ხე­და­ვად ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფო­სი, "მზე­ში" მივ­დი­ვა­რო, გა­და­წყვი­ტა, თა­ვი­სი პრო­ექ­ტი "საზ­მა­უ­წყე­ბელ­ზე" შე­ე­ტა­ნა და დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შო­უს გა­კე­თე­ბა გა­ნიზ­რა­ხა. ადრე ალ­ბათ ამა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტი იყო. ვინ გა­ა­ჭა­ჭა­ნებ­და ინგა გრი­გო­ლი­ას, თა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შო­უ­თი, მაგ­რამ ახლა, როცა ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც შეც­ვლი­ლია, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას უბ­რუნ­დე­ბა. რო­გორც მე გა­ვი­გე, მისი თოქ­შოუ დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის უკვე "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ღია ეთერ­ში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თა­ვად ამ­ბობს, რომ ჯერ კი­დევ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში არი­ან.

ინგა გრი­გო­ლია:

- თოქ­შო­უს, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვი­წყებ, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჯერ კი­დევ არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი, შეც­ვლი­ლი რე­ა­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში დღეს ნე­ბის­მი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი სა­მუ­შა­ოდ სწო­რედ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლია". მე შევ­თა­ვა­ზე არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას პრო­ექ­ტი და მათ­გან სურ­ვი­ლი წა­მო­ვი­და. ჯერ ვერ გე­უბ­ნე­ბით, რომ უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია.

- გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია?

- ეს უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შოუ დარ­ბა­ზის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ასე­თი ტი­პის თოქ­შოუ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" არ აქვს. მე ადრე ვთქვი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, "მზე­ზე" წავ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ გა­მე­კე­თე­ბი­ნა გა­და­ცე­მა, თუმ­ცა "მზის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ამ ეტაპ­ზე ამ­გვა­რი გა­და­ცე­მის ინ­ტე­რე­სი არ ჰქონ­და.

- ჯგუ­ფი არ­სე­ბობს, ვის­თან ერ­თა­დაც იმუ­შა­ვებ?

- გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზი მაქვს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ვარ, ჯერ მთლი­ან ჯგუფ­ზე არ მი­ფიქ­რია. მგო­ნია, რომ არ­ცთუ ისე უინ­ტე­რე­სო თოქ­შოუ უნდა გა­მო­ვი­დეს. ამ ფორ­მატს ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" მი­ე­სა­და­გე­ბა. ალ­ბათ, მკი­თხავთ, რაღა ახლა გახ­და სა­ჭი­რო ამ არხზე დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შო­უს გა­კე­თე­ბა.

- მე უფრო ის მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ არხზე რომ ძვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაა, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია მათ­თან მუ­შა­ო­ბა?

- ეს შე­კი­თხვა მათ უნდა და­უს­ვათ. ფაქ­ტია, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყე­ბე­ლი" თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს, ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა და კი­დევ ისიც, რომ იქ გაჩ­ნდეს პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შოუ.

თქვენს ჟურ­ნალ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ბევ­რჯერ მით­ქვამს, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დავ­ბრუნ­დე­ბო­დი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ერთ კაც­ზე არ იქ­ნე­ბო­და და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის არც გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა სხვა­დას­ხვა არხზე.

- ნერ­ვი­უ­ლობ?

- პირ­ველ გა­და­ცე­მა­ზეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და ბო­ლო­ზეც ვკვდე­ბო­დი ნერ­ვი­უ­ლო­ბით. ახ­ლაც მაქვს ეს შეგ­რძნე­ბა, მით უმე­ტეს, ახა­ლი პრო­ექ­ტი რომ იწყე­ბა.

- კახა ბენ­დუ­ქი­ძე იქ­ნე­ბა შენი სტუ­მა­რი?

- რა თქმა უნდა. არა მხო­ლოდ კახა ბენ­დუ­ქი­ძეს, არა­მედ ყვე­ლას მო­ვიწ­ვევ, ვისი მოწ­ვე­ვაც გა­და­ცე­მის კარ­გად გა­სა­კე­თებ­ლად იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მე არ ვყოფ რეს­პონ­დენ­ტებს არა­ნა­ი­რი კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ინგა გრიგოლია ახალ გადაცემაში ბენდუქიძესაც მიიწვევს

ინგა გრიგოლია ახალ გადაცემაში ბენდუქიძესაც მიიწვევს

ბუკლე მოგესალმებათ და გიძღვნით უდარდელ სალამს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამფლობელოში ვინმე ნია ბონდი შემოიჭრა, ეგეც მართლა ჯეიმს ბონდი არ მყავდეს, ამიტომ ვერაფერს დამაკლებს, ზუსტად ვიცი. შესაბამისად, მე ყოველთვის უფრო მაგარ ინფორმაციას მოგაწვდით, ვიდრე ის. ამიტომაც დავიწყებ და ვნახოთ, ამ ნომერში ნია რით მაჯობებს მე, გამოცდილ და სრულიად შესანიშნავ ბუკლეს.

ინგა გრიგოლია ადრე ინტერვიუში გვეუბნებოდა, გული მიგრძნობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჟურნალისტიკაში კვლავ დავბრუნდებიო. პოლიტიკაში თავს კარგად რომ არ გრძნობდა, ამას ყოველ მეორე ინტერვიუში აცხადებდა და ჩვენც მოგვენატრა ბომბა-გადაცემები, რომლებსაც ის ამზადებდა ხოლმე. ახლა კი შევიტყვე, რომ ინგამ, მიუხედავად ადრე გავრცელებული ინფოსი, "მზეში" მივდივარო, გადაწყვიტა, თავისი პროექტი "საზმაუწყებელზე" შეეტანა და დიდი პოლიტიკური თოქშოუს გაკეთება განიზრახა. ადრე ალბათ ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ვინ გააჭაჭანებდა ინგა გრიგოლიას, თანაც პოლიტიკური თოქშოუთი, მაგრამ ახლა, როცა ქვეყანაში ვითარება და ხელისუფლებაც ნაწილობრივ მაინც შეცვლილია, ტელეჟურნალისტი საყვარელ საქმიანობას უბრუნდება. როგორც მე გავიგე, მისი თოქშოუ დეკემბრის ბოლოსთვის უკვე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ღია ეთერში იქნება, მაგრამ თავად ამბობს, რომ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში არიან.

ინგა გრიგოლია:

- თოქშოუს, სავარაუდოდ, დავიწყებ, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, შეცვლილი რეალობის პირობებში დღეს ნებისმიერი ჟურნალისტისთვის საუკეთესო ადგილი სამუშაოდ სწორედ "საზოგადოებრივი მაუწყებელია". მე შევთავაზე არხის ხელმძღვანელობას პროექტი და მათგან სურვილი წამოვიდა. ჯერ ვერ გეუბნებით, რომ უკვე გადაწყვეტილია.

- გადაცემის ფორმატი უკვე ჩამოყალიბებულია?

- ეს უნდა იყოს პოლიტიკური თოქშოუ დარბაზის მონაწილეობით. ასეთი ტიპის თოქშოუ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" არ აქვს. მე ადრე ვთქვი, რომ შეიძლებოდა, "მზეზე" წავსულიყავი და იქ გამეკეთებინა გადაცემა, თუმცა "მზის" ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე ამგვარი გადაცემის ინტერესი არ ჰქონდა.

- ჯგუფი არსებობს, ვისთან ერთადაც იმუშავებ?

- გარკვეული მონახაზი მაქვს, მაგრამ ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესში ვარ, ჯერ მთლიან ჯგუფზე არ მიფიქრია. მგონია, რომ არცთუ ისე უინტერესო თოქშოუ უნდა გამოვიდეს. ამ ფორმატს ყველაზე მეტად სწორედ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მიესადაგება. ალბათ, მკითხავთ, რაღა ახლა გახდა საჭირო ამ არხზე დიდი პოლიტიკური თოქშოუს გაკეთება.

- მე უფრო ის მაინტერესებს, ამ არხზე რომ ძველი ხელმძღვანელობაა, როგორ წარმოგიდგენია მათთან მუშაობა?

- ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათ. ფაქტია, რომ "საზოგადოებრივი მა­უწყებელი" თავისუფალი უნდა იყოს, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და კიდევ ისიც, რომ იქ გაჩნდეს პოლიტიკური თოქშოუ.

თქვენს ჟურნალთან ინ­ტერვიუში ბევრჯერ მითქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავბრუნდებოდი ჟურნალისტიკაში, რადგან ვიცოდი, რომ ამ არჩევნების შემდეგ ყველაფერი ერთ კაცზე არ იქნებოდა დამოკიდებული, მათ შორის არც გადაცემის გაკეთება სხვადასხვა არხზე.

- ნერვიულობ?

- პირველ გადაცემაზეც ვნერვიულობდი და ბოლოზეც ვკვდებოდი ნერვიულობით. ახლაც მაქვს ეს შეგრძნება, მით უმეტეს, ახალი პროექტი რომ იწყება.

- კახა ბენდუქიძე იქნება შენი სტუმარი?

- რა თქმა უნდა. არა მხოლოდ კახა ბენდუქიძეს, არამედ ყველას მოვიწვევ, ვისი მოწვევაც გადაცემის კარგად გასაკეთებლად იქნება აუცილებელი. მე არ ვყოფ რესპონდენტებს არანაირი კრიტერიუმის მიხედვით.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები