მირანდა ქერი შესაძლოა, ცნობილი ამერიკული ბრენდის Victoria’s Secret-ის ჩვენებებზე ვეღარ ვიხილოთ. მოდელი იმ ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებას აპროტესტებს, რომლითაც Victoria’s Secret-ის პროდუქცია მზადდება.
ბრენდის წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მირანდა ეკოლოგიისთვის მებრძოლთა ნუსხაშია. მოდელს კოსმეტიკის საკუთარი ხაზი აქვს, რომელიც მხოლოდ ორგანული ნივთიერებებით მზადდება და აქტიურად თანამშრომლობს ველური ბუნების საერთაშორისო ფონდთან.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.