ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "ფესბუქზე" Washington Post-ში დაბეჭდილ სტატიას ეხმაურება, რომელშიც საქართველოს ახალი ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
"ვაშინგტონ პოსტსაც" - ძალიან ჰყვარებია ივანიშვილი, მაგრამ სააკაშვილის ლობისტებს მაინც ვერ უმკლავდება! :(((((((", - წერს ყანდიაშვილი.
ჟურნალისტის ამ პოსტს ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი პასუხობს, რომ "ივანიშვილმა სასწაული მოახდინა, როდესაც არჩევნები მოიგო, რამეთუ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჰქონია მიშას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში!". ყანდიაშვილი ეთანხმება ამ მოსაზრებას და იმედს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ბევრ სასწაულს მოახდენს.
უკანასკნელ ხანებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პრესტიჟული ამერიკული გამოცემის, Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა.
Washington Post-ში მიიჩნევენ, რომ ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ამასთან, სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ. სტატიაში სკეპტიკურად უყურებენ ასევე საქართველოს მომავალს ევროინტეგრაციის კუთხით.
ყურადღების მიღმა სტატიის ავტორებს არც პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის გადადება დარჩენიათ: "პრემიერად ქცეულმა მაგნატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგია. სანამ ის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას აგრძელებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, საქართველოს ახალი ლიდერის ვიზიტი ვაშინგტონში მისასალმებელი არ უნდა იყოს", - ასკვნიან Washington Post -ში.
იხილეთ ბმული: "Washington Post - საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა"