საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა ბექაური: "ამ საქმეში განსაკუთრებით აქ­ტიურობდნენ კოდუები, საბოლოოდ კი ქონება მათი დედის, ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა"
კობა ბექაური: "ამ საქმეში განსაკუთრებით აქ­ტიურობდნენ კოდუები, საბოლოოდ კი ქონება მათი დედის, ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა"

26 ნო­ემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" დი­ლის ეთერ­ში ჟურ­ნა­ლისტ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი­სა და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, კობა ბე­ქა­უ­რის ერთ სტუ­დი­ა­ში და­ნახ­ვა მა­ყუ­რებ­ლის­თვის დიდი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. 2005 წელს იმ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია "202"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი პარტნი­ორ და­ვით კოხ­რე­ი­ძეს­თან ერ­თად სწო­რედ კობა ბე­ქა­უ­რის წყა­ლო­ბით აღ­მოჩ­ნდა ცი­ხე­ში. მათ კობა ბე­ქა­უ­რის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში დას­დეს ბრა­ლი. რა­მიშ­ვი­ლი­სა და კოხ­რე­ი­ძის და­კა­ვე­ბა ფა­რუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი იმ ვი­დე­ო­მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს თვი­თონ კობა ბე­ქა­ურ­მა მი­ა­წო­და. დღეს კობა ბე­ქა­უ­რი ამ­ბობს, რომ აი­ძუ­ლეს, ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყო...

- ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, დიდ ტვირ­თად მაწ­ვა მხრებ­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­დის­მე ხომ უნდა მეთ­ქვა სი­მარ­თლე და გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი ამ ტვირ­თის­გან?! ამი­ტო­მაც გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი, მი­ვე­დი შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან, ხელი ჩა­მო­ვარ­თვი და ყვე­ლა­ფე­რი ვთქვი.

- მო­დით, ერთხე­ლაც გა­იხ­სე­ნეთ, რა მოხ­და 2005 წელს - ვინ და რა­ტომ გა­ი­ძუ­ლათ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა?

- რო­დე­საც ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და­ი­წყეს სა­ბა­ჟო ტერ­მი­ნა­ლის გა­კე­თე­ბა, იქ ჩემს ოჯახ­საც ჰქონ­და ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი. აქვე უნდა გი­თხრათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და კრე­დი­ტით. მოხ­და ისე, რომ იმ­ჟა­მად სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ან­მა ჯგუფ­მა მო­ინ­დო­მა ამ საქ­მე­ში შე­მოს­ვლა, რა­საც შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე. ერთ-ერ­თმა ჯგუფ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბის და­სა­კუთ­რე­ბა. თუმ­ცა მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას... მოკ­ლედ, ამ ტერ­მი­ნა­ლის თა­ო­ბა­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა ერთ-ერ­თმა სტუ­დი­ამ, რო­მე­ლიც შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ის კონ­ტრაქ­ტო­რი იყო. მე ვი­ცო­დი, რომ ამ პრო­ცე­სის პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დენ­და ტერ­მი­ნა­ლის და­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ის ჯგუ­ფი, რომ­ლის ხელ­შიც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ვარ­და ეს ტერ­მი­ნა­ლი. ისი­ნი ფილ­მის გა­და­ღე­ბას აფი­ნან­სებ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ ეს ფილ­მი ყვე­ლამ ნახა. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ არ ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, არ მინ­დო­და ამ საქ­მე­ში გა­რე­ვა, დიდი ბიზ­ნეს­მე­ნიც არ ვი­ყა­ვი. იმ­ჟა­მად იმას მი­ყე­ნებ­დნენ ბრალ­დე­ბად, რომ რო­გორც პარ­ლა­მენ­ტარს, ბიზ­ნე­სი არ შე­იძ­ლე­ბო­და მქო­ნო­და, თუმ­ცა იქ ჩემ­ზე არა­ფე­რი ყო­ფი­ლა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ამ ამ­ბი­დან მა­ლე­ვე უკვე თვი­თონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­იყ­ვა­ნა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი პარ­ლა­მენ­ტში და ხან კუ­რორ­ტებს აშე­ნე­ბი­ნებ­და, ხან ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბას ავა­ლებ­და. მოკ­ლედ, შალ­ვა რა­მიშ­ვილს რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი და ფილ­მის გა­და­ღე­ბის შე­ჩე­რე­ბა ვთხო­ვე. იმ­ხა­ნად შალ­ვა­სა და მისი ტე­ლე­ვი­ზი­ი­სად­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დიდი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და, უნ­დო­დათ მისი გა­ჩე­რე­ბა. ნუ­რა­ვინ იტყვის, რომ 2005-2006 წლებ­ში, რო­დე­საც ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის წინ აპა­ტიმ­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, ვინ­მე ამის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას მო­ა­ხერ­ხებ­და. რო­გორც ჩანს, შალ­ვას უს­მენ­დნენ და აქე­დან შე­ი­ტყვეს, რომ მას­თან გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, რის შემ­დე­გაც გა­მო­მი­ძა­ხეს კუდ-ში. ეს შეხ­ვედ­რა დათა ახა­ლა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში შედ­გა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სა და კი­დევ ერთი პრო­კუ­რო­რის თან­დას­წრე­ბით. მი­თხრეს, რომ შალ­ვას­თვის ფული შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. მივ­ხვდი, რა­შიც იყო საქ­მე. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე გა­სა­კე­თებ­ლი იყო, ამი­ტო­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა ვცა­დე, თუმ­ცა ამას ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მხრი­დან პირ­და­პი­რი მუ­ქა­რა მოჰ­ყვა: კარ­გად და­ფიქ­რდი, ჩემ­თვის შენი და­პა­ტიმ­რე­ბა პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა, ოჯა­ხი გყავს და მათ­ზე იფიქ­რეო. მოკ­ლედ, უკან და­სა­ხე­ვი გზა აღარ მქონ­და... ოჯა­ხი კი, სა­დაც ფუ­ლის გა­და­ცე­მა მოხ­და, სან­დო­ო­ბის პრინ­ცი­პით შე­არ­ჩი­ეს, ოღონდ იმ ადა­მი­ან­მა სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იცო­და.

- რო­გორც მახ­სოვს, ირმა სტეფ­ნა­ძის ბი­ნა­ში შეხ­ვდით შა­ლვას?

- დიახ, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ირ­მამ ამის თა­ო­ბა­ზე არა­ფე­რი იცო­და. არ ვარ ადე­იშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სის გამო ვინ­მე გავ­წი­რო.

- ამ ამ­ბის შემ­დეგ ბევ­რს ეგო­ნა, რომ თქვენს ბიზ­ნესს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­დეთ, სა­ბა­ჟო ტერ­მი­ნა­ლის სხვის სა­ხელ­ზე გა­და­ფორ­მე­ბა მომ­თხო­ვე­სო...

- რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ა­ტა­რეს თათ­ბი­რი ტერ­მი­ნა­ლის გა­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში, სა­დაც ორი­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამ საქ­მე­ში თა­ვი­დან­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დნენ ძმე­ბი კო­დუ­ე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ ტერ­მი­ნა­ლის ერთი წილი მათი დე­დის, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და, მე­ო­რე კი, სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე სო­მე­ხი ბიზ­ნეს­მე­ნის, არ­ტი­ომ ოგა­ნო­ვის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან მე­გობ­რობ­და. ამის შემ­დეგ კი მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და: და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­ი­ჭი­რეს, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია შე­ვარ­და ტერ­მი­ნალ­ში, გა­იქ­ცა ოგა­ნო­ვიც და და­ი­ხუ­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი. დავ­რჩი ისე, რომ ჩემ­თვის არა­ვის არა­ფე­რი გა­და­უხ­დია. ამის შემ­დეგ ეს ქო­ნე­ბა მთლი­ა­ნად ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, იმა­საც გე­ტყვით, რომ ღა­ჭა­ვამ იქ მგო­ნი სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა გახ­სნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია "აშ­ტრო­მი", რო­მელ­მაც და­ბა­ლი ფა­სით მო­ი­გო გზე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ტენ­დე­რი, მაგ­რამ ამ კომ­პა­ნი­ას ადე­იშ­ვილ­მა პრობ­ლე­მე­ბი მალე შე­უქ­მნა და ისიც იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი­ყო. მე­სა­მე საქ­მე, რო­მე­ლიც ჩემს სა­ხელ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, იყო ქა­ლაქ­ში პარ­კინ­გის პრობ­ლე­მა, რო­მელ­ზეც ჯერ კი­დევ საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტო­ბი­სას ვმუ­შა­ობ­დი. მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებ­დი ებ­რა­ულ მხა­რეს­თან, რო­მელ­საც ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ე­ღო, თუმ­ცა ისე მო­ა­ხერ­ხეს, რომ ჩა­ვიდ­ნენ ის­რა­ელ­ში და ებ­რა­ე­ლებს გა­მო­უ­ცხა­დეს, ბე­ქა­უ­რი საქ­მი­დან წა­ვი­დაო. ბო­ლოს კი "სი­თი­პარ­კის" ერთ-ერთ მთა­ვარ მე­წი­ლედ მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი მოგ­ვევ­ლი­ნა. ეს ამ­ბა­ვი თვი­თონ ებ­რა­ე­ლე­ბის­გან ვიცი. მოკ­ლედ, არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი მე აღარ დამ­რჩა... მინ­დო­და, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ბო­ლოს და ბო­ლოს ფარ­და ამე­ხა­და.

- ელით, რომ ამ საქ­მე­ზე ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა?

- გაჩ­ნდა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა და არ გა­მოვ­რი­ცხავ ძი­ე­ბის ხე­ლახ­ლა და­წყე­ბას. არა მგო­ნია ამის გა­მო­ძი­ე­ბა­ში რა­ი­მე სირ­თუ­ლე იყოს, რა­საც ვყვე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ფულს, ის 30 000 დო­ლა­რი, შალ­ვას­თვის რომ უნდა გა­და­მე­ცა, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა მო­ა­ტა­ნი­ნა თა­ვის ახ­ლო­ბელ ამი­რან მეს­ხელს. ეს იყო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფული. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს საქ­მე სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე არ და­ი­გეგ­მე­ბო­და - სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა საქ­მის კურ­სში იყო. პარ­ლა­მენ­ტი­და­ნაც ისე გა­მო­მის­ტუმ­რეს, ჩემ­თვის არა­ვის არა­ფე­რი უკი­თხავს. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა რომ შე­ე­წყვი­ტათ, გან­ცხა­დე­ბა ხომ უნდა და­მე­წე­რა, მსგავ­სი არა­ფე­რი და­მი­წე­რია, მე­ტიც, საპ­რო­ცე­დუ­რო კო­მი­ტეტ­მა ამა­ზე ისე იმ­სჯე­ლა, ჩემ­თვის არც და­უ­ძა­ხი­ათ.

- გიგი უგუ­ლა­ვას რა როლი ჰქონ­და ამ საქ­მე­ში?

- ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც კუდ-ში მი­ვი­ტა­ნე, სწო­რედ გიგი უგუ­ლა­ვას გა­და­ვე­ცი. იმ­ხა­ნად უგუ­ლა­ვას ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ამი­ტო­მაც გა­მო­მარ­თვა ეს ფი­რე­ბი, მერე სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტე­ბად რომ მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა და გა­ეშ­ვა...

ჩემი ბოლო ნა­ბი­ჯის გამო ვე­ლო­დი მწვა­ვე კრი­ტი­კა­საც და მხარ­და­ჭე­რა­საც. ვინც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ი­წო­ნა და გა­მი­გო, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ვერ გა­მი­გო, ვერც იმათ და­ვემ­დუ­რე­ბი, მაგ­რამ ვე­ტყვი, რომ 2005-2006 წლებ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მან­ქა­ნის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და ხმა­უ­რის ატე­ხა, არი­ქა, შალ­ვას და­ჭე­რას აპი­რე­ბენ და მე მი­ყე­ნე­ბე­ნო!

- ამ ნა­ბი­ჯის­გან პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­საც ხომ არ ელით და პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ხომ არ გეგ­მავთ?

- არა, მაგ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ. მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მჭირ­დე­ბა, ოჯა­ხი მყავს, შვი­ლე­ბი მეზ­რდე­ბა... გა­ი­ა­რა ამ­დენ­მა წელ­მა და მინ­დო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თლე სც­ოდ­ნო­და. სხვა მი­ზა­ნი ჩემს ამ გან­ცხა­დე­ბას არ ჰქო­ნია.

ესა­უბ­რა ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

კობა ბექაური: "ამ საქმეში განსაკუთრებით აქ­ტიურობდნენ კოდუები, საბოლოოდ კი ქონება მათი დედის, ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა"

კობა ბექაური: "ამ საქმეში განსაკუთრებით აქ­ტიურობდნენ კოდუები, საბოლოოდ კი ქონება მათი დედის, ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა"

26 ნოემბერს ტელეკომპანია "მაესტროს" დილის ეთერში ჟურნალისტ შალვა რამიშვილისა და ყოფილი დეპუტატის, კობა ბექაურის ერთ სტუდიაში დანახვა მაყურებლისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე სწორედ ამ ადამიანების სახელს უკავშირდება. 2005 წელს იმჟამად ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი პარტნიორ დავით კოხრეიძესთან ერთად სწორედ კობა ბექაურის წყალობით აღმოჩნდა ციხეში. მათ კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილისა და კოხრეიძის დაკავება ფარულად გადაღებული იმ ვიდეომასალის საფუძველზე მოხდა, რომელიც სამართალდამცველებს თვითონ კობა ბექაურმა მიაწოდა. დღეს კობა ბექაური ამბობს, რომ აიძულეს, ასე მოქცეულიყო...

- ყველაფერი, რაც მოხდა, დიდ ტვირთად მაწვა მხრებზე. ბოლოს და ბოლოს, როდისმე ხომ უნდა მეთქვა სიმართლე და გავთავისუფლებულიყავი ამ ტვირთისგან?! ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი, მივედი შალვა რამიშვილთან, ხელი ჩამოვართვი და ყველაფერი ვთქვი.

- მოდით, ერთხელაც გაიხსენეთ, რა მოხდა 2005 წელს - ვინ და რატომ გაიძულათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

- როდესაც ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს საბაჟო ტერმინალის გაკეთება, იქ ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ფინანსური ინტერესი. აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა კრედიტით. მოხდა ისე, რომ იმჟამად სხვადასხვა გავლენიანმა ჯგუფმა მოინდომა ამ საქმეში შემოსვლა, რასაც შევეწინააღმდეგე. ერთ-ერთმა ჯგუფმა მაინც მოახერხა აღნიშნული ქონების დასაკუთრება. თუმცა მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას... მოკლედ, ამ ტერმინალის თაობაზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა ერთ-ერთმა სტუდიამ, რომელიც შალვა რამიშვილის ტელევიზიის კონტრაქტორი იყო. მე ვიცოდი, რომ ამ პროცესის პროვოცირებას ახდენდა ტერმინალის დასაკუთრებით დაინტრესებული ის ჯგუფი, რომლის ხელშიც საბოლოოდ ჩავარდა ეს ტერმინალი. ისინი ფილმის გადაღებას აფინანსებდნენ. საბოლოოდ ეს ფილმი ყველამ ნახა. არაფერი განსაკუთრებული იქ არ ყოფილა. უბრალოდ, არ მინდოდა ამ საქმეში გარევა, დიდი ბიზნესმენიც არ ვიყავი. იმჟამად იმას მიყენებდნენ ბრალდებად, რომ როგორც პარლამენტარს, ბიზნესი არ შეიძლებოდა მქონოდა, თუმცა იქ ჩემზე არაფერი ყოფილა გაფორმებული. ამ ამბიდან მალევე უკვე თვითონ მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა ბიზნესმენები პარლამენტში და ხან კურორტებს აშენებინებდა, ხან ფილმების გადაღებას ავალებდა. მოკლედ, შალვა რამიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და ფილმის გადაღების შეჩერება ვთხოვე. იმხანად შალვასა და მისი ტელევიზიისადმი ხელისუფლებას დიდი ინტერესი ჰქონდა, უნდოდათ მისი გაჩერება. ნურავინ იტყვის, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ვიდეოკამერების წინ აპატიმრებდნენ ადამიანებს, ვინმე ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოახერხებდა. როგორც ჩანს, შალვას უსმენდნენ და აქედან შეიტყვეს, რომ მასთან გარკვეული ურთიერთობა მქონდა, რის შემდეგაც გამომიძახეს კუდ-ში. ეს შეხვედრა დათა ახალაიას კაბინეტში შედგა ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და კიდევ ერთი პროკურორის თანდასწრებით. მითხრეს, რომ შალვასთვის ფული შემეთავაზებინა. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გასაკეთებლი იყო, ამიტომაც თავდაპირველად წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, თუმცა ამას ზურაბ ადეიშვილის მხრიდან პირდაპირი მუქარა მოჰყვა: კარგად დაფიქრდი, ჩემთვის შენი დაპატიმრება პრობლემა არ იქნება, ოჯახი გყავს და მათზე იფიქრეო. მოკლედ, უკან დასახევი გზა აღარ მქონდა... ოჯახი კი, სადაც ფულის გადაცემა მოხდა, სანდოობის პრინციპით შეარჩიეს, ოღონდ იმ ადამიანმა საერთოდ არაფერი იცოდა.

- როგორც მახსოვს, ირმა სტეფნაძის ბინაში შეხვდით შა­ლვას?

- დიახ, მაგრამ ვიმეორებ, ირმამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა. არ ვარ ადეიშვილისნაირი ადამიანი, საკუთარი ინტერესის გამო ვინმე გავწირო.

- ამ ამბის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ თქვენს ბიზნესს ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა, თუმცა განაცხადეთ, საბაჟო ტერმინალის სხვის სახელზე გადაფორმება მომთხოვესო...

- რამდენჯერმე ჩაატარეს თათბირი ტერმინალის გაყიდვის თაობაზე ფინანსურ პოლიციაში, სადაც ორივე დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი. ამ საქმეში თავიდანვე განსაკუთრებით აქტიურობდნენ ძმები კოდუები. საბოლოოდ ტერმინალის ერთი წილი მათი დედის, ლაურა ღაჭავას მფლობელობაში გადავიდა, მეორე კი, საკონტროლო პაკეტთან ერთად, საქართველოში დაბადებული და მოსკოვში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენის, არტიომ ოგანოვის ხელში აღმოჩნდა, რომელიც იმხანად ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობდა. ამის შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა: დაახლოებით ერთ თვეში ოქრუაშვილი დაიჭირეს, ფინანსური პოლიცია შევარდა ტერმინალში, გაიქცა ოგანოვიც და დაიხურა ეს ყველაფერი. დავრჩი ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი გადაუხდია. ამის შემდეგ ეს ქონება მთლიანად ლაურა ღაჭავას ხელში აღმოჩნდა. თუ გაინტერესებთ, იმასაც გეტყვით, რომ ღაჭავამ იქ მგონი სამკერვალო ფაბრიკა გახსნა. მოგვიანებით მე ჩამოვიყვანე ებრაული კომპანია "აშტრომი", რომელმაც დაბალი ფასით მოიგო გზების სარეაბილიტაციო ტენდერი, მაგრამ ამ კომპანიას ადეიშვილმა პრობლემები მალე შეუქმნა და ისიც იძულებული შეიქნა საქართველოდან წასულიყო. მესამე საქმე, რომელიც ჩემს სახელთან ასოცირდებოდა, იყო ქალაქში პარკინგის პრობლემა, რომელზეც ჯერ კიდევ საკრებულოს დეპუტატობისას ვმუშაობდი. მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი ებრაულ მხარესთან, რომელსაც ტენდერში მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა ისე მოახერხეს, რომ ჩავიდნენ ისრაელში და ებრაელებს გამოუცხადეს, ბექაური საქმიდან წავიდაო. ბოლოს კი "სითიპარკის" ერთ-ერთ მთავარ მეწილედ მამუკა ახვლედიანი მოგვევლინა. ეს ამბავი თვითონ ებრაელებისგან ვიცი. მოკლედ, არანაირი ბიზნესი მე აღარ დამრჩა... მინდოდა, ამ ყველაფრისთვის ბოლოს და ბოლოს ფარდა ამეხადა.

- ელით, რომ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყება?

- გაჩნდა ახალი გარემოება და არ გამოვრიცხავ ძიების ხელახლა დაწყებას. არა მგონია ამის გამოძიებაში რაიმე სირთულე იყოს, რასაც ვყვები, ყველაფერი ისე მოხდა. რაც შეეხება ფულს, ის 30 000 დოლარი, შალვასთვის რომ უნდა გადამეცა, ვანო მერაბიშვილმა მოატანინა თავის ახლობელ ამირან მესხელს. ეს იყო ვანო მერაბიშვილის ფული. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე სააკაშვილის გარეშე არ დაიგეგმებოდა - სააკაშვილი ყველა საქმის კურსში იყო. პარლამენტიდანაც ისე გამომისტუმრეს, ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. უფლებამოსილება რომ შეეწყვიტათ, განცხადება ხომ უნდა დამეწერა, მსგავსი არაფერი დამიწერია, მეტიც, საპროცედურო კომიტეტმა ამაზე ისე იმსჯელა, ჩემთვის არც დაუძახიათ.

- გიგი უგულავას რა როლი ჰქონდა ამ საქმეში?

- ფარული ჩანაწერი, რომელიც კუდ-ში მივიტანე, სწორედ გიგი უგულავას გადავეცი. იმხანად უგულავას ტელევიზიებზე ზედამხედველობა ჰქონდა დავალებული. როგორც ჩანს, ამიტომაც გამომართვა ეს ფირები, მერე სატელევიზიო სიუჟეტებად რომ მოემზადებინა და გაეშვა...

ჩემი ბოლო ნაბიჯის გამო ველოდი მწვავე კრიტიკასაც და მხარდაჭერასაც. ვინც ეს გადაწყვეტილება მოიწონა და გამიგო, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ვერ გამიგო, ვერც იმათ დავემდურები, მაგრამ ვეტყვი, რომ 2005-2006 წლებში ძალიან რთული იყო სახელისუფლებო მანქანისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხმაურის ატეხა, არიქა, შალვას დაჭერას აპირებენ და მე მიყენებენო!

- ამ ნაბიჯისგან პოლიტიკურ რეაბილიტაციასაც ხომ არ ელით და პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?

- არა, მაგ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მხოლოდ მორალური რეაბილიტაცია მჭირდება, ოჯახი მყავს, შვილები მეზრდება... გაიარა ამდენმა წელმა და მინდოდა საზოგადოებას სიმართლე სც­ოდნოდა. სხვა მიზანი ჩემს ამ განცხადებას არ ჰქონია.

ესაუბრა ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა