სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარის გათვლებით, უახლოეს მომავალში 6 500-მდე პატიმარი გათავისუფლდება
სოზარ სუბარის გათვლებით, უახლოეს მომავალში 6 500-მდე პატიმარი გათავისუფლდება

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრის გათ­ვლე­ბით, სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში 6 500-მდე პა­ტი­მა­რი და­ტო­ვებს.

რო­გორც სუ­ბარ­მა "მე-9 არ­ხის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "მთა­ვარ კი­თხვა­ში" გა­ნა­ცხა­და, ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის პირ­ველ­სა­ვე დღეს სას­ჯე­ლი მთლი­ა­ნად 2 ათა­სამ­დე პა­ტი­მარს მო­ეხ­სნე­ბა.

"და­ახ­ლო­ე­ბით 1000-მდე პა­ტი­მარს შე­ფარ­დე­ბუ­ლი 2-3 მუხ­ლი­დან ორი მო­ეხ­სნე­ბა და დარ­ჩე­ბა ერთი, რომ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­ჯე­ლიც, შე­საძ­ლოა, მოხ­დი­ლი აქვს. კი­დევ 3500 მსჯავ­რდე­ბულს "უდო" შე­ე­ხე­ბა. არის პა­ტი­მარ­თა ნა­წი­ლი, რომ­ლებ­საც და­უდ­გე­ბათ პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამას თუ შეკ­რე­ბი­თო­ბის გა­უქ­მე­ბა­საც და­ვუ­მა­ტებთ, ქუ­ჩა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვა", - აღ­ნიშ­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ნის­ტი­ის ახა­ლი რე­დაქ­ცია ფრთხი­ლი მიდ­გო­მე­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი - ისე, რომ ქუ­ჩა­ში კრი­მი­ნა­ლი არ გა­ი­ზარ­დოს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი საფრ­თხის ქვეშ არ დად­გეს.

"იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ­ნის­ტია რთუ­ლად სა­მარ­თა­ვი პრო­ცე­სია, ის ნაკ­ლებ საფრ­თხეს ქმნის, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბა. პრე­ზი­დენ­ტმა 200-ზე მეტი ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­უშ­ვა, ვინც რე­ცი­დი­ვის ჩამ­დე­ნია. მათ შო­რის იყ­ვნენ მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბიც, მა­შინ, რო­დე­საც ასეთ და­ნა­შა­უ­ლებს ამ­ნის­ტია არ ეხე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სუ­ბარ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სოზარ სუბარის გათვლებით, უახლოეს მომავალში 6 500-მდე პატიმარი გათავისუფლდება

სოზარ სუბარის გათვლებით, უახლოეს მომავალში 6 500-მდე პატიმარი გათავისუფლდება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გათვლებით, საპატიმრო დაწესებულებებს უახლოეს მომავალში 6 500-მდე პატიმარი დატოვებს.

როგორც სუბარმა "მე-9 არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ კითხვაში" განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონის მიღების პირველსავე დღეს სასჯელი მთლიანად 2 ათასამდე პატიმარს მოეხსნება.

"დაახლოებით 1000-მდე პატიმარს შეფარდებული 2-3 მუხლიდან ორი მოეხსნება და დარჩება ერთი, რომლით გათვალისწინებული სასჯელიც, შესაძლოა, მოხდილი აქვს. კიდევ 3500 მსჯავრდებულს "უდო" შეეხება. არის პატიმართა ნაწილი, რომლებსაც დაუდგებათ პირობით ვადამდე გათავისუფლება. ამას თუ შეკრებითობის გაუქმებასაც დავუმატებთ, ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ამნისტიის ახალი რედაქცია ფრთხილი მიდგომებით არის გაკეთებული - ისე, რომ ქუჩაში კრიმინალი არ გაიზარდოს და საზოგადოებრივი წესრიგი საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

"იმის მიუხედავად, რომ ამნისტია რთულად სამართავი პროცესია, ის ნაკლებ საფრთხეს ქმნის, ვიდრე პრეზიდენტის შეწყალება. პრეზიდენტმა 200-ზე მეტი ისეთი ადამიანი გამოუშვა, ვინც რეციდივის ჩამდენია. მათ შორის იყვნენ მკვლელობისთვის გასამართლებულებიც, მაშინ, როდესაც ასეთ დანაშაულებს ამნისტია არ ეხება", - აღნიშნა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ