მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - იმედი მაქვს, ფინანსთა მინისტრს ჭკუა ეყოფა და დასუფთავების სამსახურის პარალიზება არ მოხდება
გიგი უგულავა - იმედი მაქვს, ფინანსთა მინისტრს ჭკუა ეყოფა და დასუფთავების სამსახურის პარალიზება არ მოხდება

თბი­ლი­სის მერი ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის პა­რა­ლი­ზე­ბის საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვამ "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში შეს­ვლის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი აქტი და ის "პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მო­დის".

"ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რად ნა­კარ­ნა­ხე­ვი და ეს მო­დის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან, რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა პირ­და­პირ პრო­კუ­რა­ტუ­რის აქ­ტი­უ­რო­ბას და­უ­კავ­ში­რა. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა ის, რაც დღეს მოხ­და. იმე­დი მაქვს, ამ­დე­ნი ჭკუა ეყო­ფა ფი­ნანსთა მი­ნისტრს და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ სამ­სა­ხუ­რებს, რომ ისე დე­ლი­კა­ტუ­რად შე­ა­მოწ­მონ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რი, რომ ამ სამ­სა­ხუ­რის პა­რა­ლი­ზე­ბა არ მოხ­დეს. ეს არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს თბი­ლი­სის და­სუფ­თა­ვე­ბას, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქა­ლა­ქის სი­სუფ­თა­ვე­ზე და ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფერ­ხე­ბა იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი, რო­გორც თბი­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სა­ბო­ტა­ჟი. ნება იბო­ძონ, ამოწ­მონ რაც უნ­დათ, ამის სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მაგ­რამ თუ მოხ­და ქა­ლა­ქის პა­რა­ლი­ზე­ბა, ეს იქ­ნე­ბა პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კი­სერ­ზე. მინ­და ყვე­ლამ გა­ი­გოს, რომ ეს არის სა­მი­ა­თას კა­ცი­ა­ნი კო­ლექ­ტი­ვი, რო­მე­ლიც დღე და ღამ მუ­შა­ობს. მისი ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა, რა თქმა უნდა შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ერთი წლის წინ სამ­სა­ხურ­მა სა­ფი­ნან­სო შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა. ეს არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. უნდა შე­ა­მოწ­მონ ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც სურთ. ცალ­კეა შე­ფა­სე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტია, რო­დე­საც მთე­ლი უწყე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი შე­ვი­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ის პრე­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, შე­მოწ­მე­ბა არა­გეგ­მუ­რია და და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­მი­ვე ოფის­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ეც­ნო­ბი­ან. შე­მოწ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლის N67-ში, ბე­ლი­აშ­ვი­ლი­სა და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ქუ­ჩებ­ზე არ­სე­ბულ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოფი­სებ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გიგი უგულავა - იმედი მაქვს, ფინანსთა მინისტრს ჭკუა ეყოფა და დასუფთავების სამსახურის პარალიზება არ მოხდება

გიგი უგულავა - იმედი მაქვს, ფინანსთა მინისტრს ჭკუა ეყოფა და დასუფთავების სამსახურის პარალიზება არ მოხდება

თბილისის მერი ქალაქის დასუფთავების სამსახურის პარალიზების საფრთხეზე საუბრობს. როგორც გიგი უგულავამ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დასუფთავების სამსახურში შესვლის კომენტირებისას განაცხადა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული აქტი და ის "პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მოდის".

"ეს არის პოლიტიკურად ნაკარნახევი და ეს მოდის ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც პოლიტიკური აქტიურობა პირდაპირ პროკურატურის აქტიურობას დაუკავშირა. ძალიან სასაცილოა ის, რაც დღეს მოხდა. იმედი მაქვს, ამდენი ჭკუა ეყოფა ფინანსთა მინისტრს და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, რომ ისე დელიკატურად შეამოწმონ დასუფთავების სამსახური, რომ ამ სამსახურის პარალიზება არ მოხდეს. ეს არის კომპანია, რომელიც ახორციელებს თბილისის დასუფთავებას, პასუხისმგებელია ქალაქის სისუფთავეზე და ნებისმიერი შეფერხება იქნება აღქმული, როგორც თბილისელების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი. ნება იბოძონ, ამოწმონ რაც უნდათ, ამის სრული შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ თუ მოხდა ქალაქის პარალიზება, ეს იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის კისერზე. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს არის სამიათას კაციანი კოლექტივი, რომელიც დღე და ღამ მუშაობს. მისი ფინანსური შემოწმება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, იმის მიუხედავად, რომ ერთი წლის წინ სამსახურმა საფინანსო შემოწმება გაიარა. ეს არ არის მნიშვნელოვანი. უნდა შეამოწმონ ნებისმიერი რამ, რაც სურთ. ცალკეა შეფასება. ბუნებრივია, პოლიტიკური აქტია, როდესაც მთელი უწყების პარალიზება ხდება", - განაცხადა უგულავამ.

დასუფთავების სამსახურში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესამსახურში განუცხადეს, შემოწმება არაგეგმურია და დასუფთავების სამსახურის სამივე ოფისში მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დოკუმენტაციას ეცნობიან. შემოწმება მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის N67-ში, ბელიაშვილისა და ტერენტი გრანელის ქუჩებზე არსებულ დასუფთავების სამსახურის ოფისებში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"