საგამოძიებო სამსახურები მერიის სისტემაში შემავალ შვიდ დაწესებულებაში შევიდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ :
"2012 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. ამ მოტივით საგამოძიებო სამსახურები დოკუმენტაციის ამოღებისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, შესულები არიან ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალ შემდეგ დაწესებულებებში და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში:
1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია;
2. ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური;
3. ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;
4. სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური;
5. ააიპ - ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი;
6. ააიპ - თბილისის განვითარების ფონდი;
7. შპს "თბილსერვის ჯგუფი";", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.