"საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კოკა გუნცაძე დაინიშნა, გენერალური დირექტორის მოვალეობებს კი, პირველი მოადგილე ოლეგ ბიჭიაშვილი შეასრულებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რკინიგზიდან აცნობეს, შესაბამისი გადაწყვეტილება საპარტნიორო ფონდმა მიიღო.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრით განისაზღვრა. რაც შეეხება ოლეგ ბიჭიაშვილს, რომელიც გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, როგორც რკინიგზაში აცხადებენ, "მას "საქართველოს რკინიგზაში" რამდენიმე ათეული წლის სამსახურის სტაჟი აქვს და რკინიგზის სპეციფიკას იცნობს".
"ინფრასტრუქტურის დირექტორად დაინიშნა ასევე გამოცდილი რკინიგზელი გურამ გურამიშვილი", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".
"საქართელოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოს ასევე დაემატა ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ სამსონაძე.