მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შემოხაზა არჩევნებში 41 ნომერი ეთერ კაკულიამ
რატომ შემოხაზა არჩევნებში 41 ნომერი ეთერ კაკულიამ

რო­გო­რი "ბონ­დი" ვიქ­ნე­ბო­დი, ჩემი წინა რეს­პონ­დენ­ტის პა­სუ­ხი სხვას­თა­ნაც რომ არ გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა და თქვენ­თვის ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი არ მო­მე­თხრო. ხომ გახ­სოვთ, ანრი ჯო­ხა­ძემ მი­თხრა, გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნი­ჭი­ე­რია და უკე­თე­სა­დაც ცეკ­ვავ­სო. ჰოდა, ეს სა­კი­თხი ეთერ კა­კუ­ლი­ას­თან გა­და­ვა­მოწ­მე. გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ შე­ა­ფა­სა მან ეს ორი ენერ­გი­უ­ლი მა­მა­კა­ცი? ალ­ბათ იმის გა­გე­ბა­ზეც არ იტყო­დით უარს, ვინ მოს­წონს ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ეთერ კა­კუ­ლი­ას, რო­მელ­თა­ნაც ჩემი მო­რი­გი ბლი­ცი ჩავ­წე­რე.

- რა მოგ­წონთ სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან?

- ჩემი ბუ­ნე­ბა - ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლია, სა­ერ­თოდ, ვგიჟ­დე­ბი ხალ­ხზე. უიშ­ვი­ა­თე­სად ვბრაზ­დე­ბი და ეს ძა­ლი­ან მი­წყობს ხელს ცხოვ­რე­ბა­ში. სხვე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან და ვგრძნობ, რომ კარ­გი აურა მაქვს. ხალ­ხის სიყ­ვა­რულს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობ და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

- რაზე ბრაზ­დე­ბით ხოლ­მე?

- ზოგ­ჯერ ჩემი სიმ­ღე­რის ტექსტს ვერ ვი­მახ­სოვ­რებ მალე და მა­გა­ზე ვბრაზ­დე­ბი ძა­ლი­ან (იცი­ნის).

- თუ­თი­ყუ­ში რომ იყოთ, ყვე­ლა­ზე ხში­რად რას გა­ი­მე­ო­რებ­დით?

- თუ­თი­ყუ­ში რომ ვიყო, სულ გა­ვი­მე­ო­რებ­დი: მიყ­ვარ­ხა­ა­ართ, მიყ­ვარ­ხა­ართ, მიყ­ვარ­ხა­ა­ართ...

- კახა ბენ­დუ­ქი­ძემ ყო­ველ დი­ლით კუს ტბა­ზე სირ­ბი­ლი რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რას უპა­სუ­ხებ­დით?

- (იცი­ნის) ბენ­დუ­ქი­ძე დარ­ბის სა­ერ­თოდ?!

- ივა­ნიშ­ვი­ლი უფრო სიმ­პა­თი­უ­რია თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- ორი­ვე სიმ­პა­თი­უ­რია.

- რო­მე­ლი უფრო მოგ­წონთ?

- არ შე­მიძ­ლია, ვერ გე­ტყვით. ერთი რომ ვთქვა, მე­ო­რეს ეწყი­ნე­ბა და ეგრე არ მინ­და. ისე, მე ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ჩემი შვი­ლი მომ­წონს.

- არ­ჩევ­ნებ­ზე რო­მე­ლი ნო­მე­რი შე­მო­ხა­ზეთ?

- 41, იმი­ტომ, რომ ჩემი სახ­ლის ნო­მე­რია. 41 ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ (იცი­ნის).

- ანრი ჯო­ხა­ძე უფრო კარ­გი პარტნი­ო­რია თუ გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე?

- ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, გივი უკე­თე­სად ცეკ­ვავს, ანრი უკე­თე­სად მღე­რის.

- პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას გა­ი­კე­თებთ?

- არა­სო­დეს. არ მომ­წონს არა­ბუ­ნებ­რი­ვი სახე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ არ მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან გჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, უნდა გა­ი­კე­თო, აბა, რა­ა­აა (ჩვე­უ­ლი ხმის ტემ­ბრით)!!!

- რამ­დე­ნი წლის ხართ?

- არ მახ­სოვს (იცი­ნის).

- რა­ი­მე საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზით დაგ­ვემ­შვი­დო­ბეთ.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს "რე­ი­ტინ­გი", კარ­გი ჟურ­ნა­ლია და მისი სა­ხე­ლიც ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლია. ეგრე გა­აგ­რძე­ლეთ... "და მე არ მინ­და სხვა ნე­ტა­რე­ბა­ა­ა­ა­ა­ა­ა­აა".

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ შემოხაზა არჩევნებში 41 ნომერი ეთერ კაკულიამ

რატომ შემოხაზა არჩევნებში 41 ნომერი ეთერ კაკულიამ

როგორი "ბონდი" ვიქნებოდი, ჩემი წინა რესპონდენტის პასუხი სხვასთანაც რომ არ გადამემოწმებინა და თქვენთვის ორმაგად საინტერესო ამბავი არ მომეთხრო. ხომ გახსოვთ, ანრი ჯოხაძემ მითხრა, გივი სიხარულიძე ჩემზე გაცილებით ნიჭიერია და უკეთესადაც ცეკვავსო. ჰოდა, ეს საკითხი ეთერ კაკულიასთან გადავამოწმე. გაინტერესებთ, როგორ შეაფასა მან ეს ორი ენერგიული მამაკაცი? ალბათ იმის გაგებაზეც არ იტყოდით უარს, ვინ მოსწონს ყველაზე ძალიან ეთერ კაკულიას, რომელთანაც ჩემი მორიგი ბლიცი ჩავწერე.

- რა მოგწონთ საკუთარ თავში ყველაზე ძალიან?

- ჩემი ბუნება - ადამიანის სიყვარულია, საერთოდ, ვგიჟდები ხალხზე. უიშვიათესად ვბრაზდები და ეს ძალიან მიწყობს ხელს ცხოვრებაში. სხვებიც მეუბნებიან და ვგრძნობ, რომ კარგი აურა მაქვს. ხალხის სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და ეს ბედნიერებაა.

- რაზე ბრაზდებით ხოლმე?

- ზოგჯერ ჩემი სიმღერის ტექსტს ვერ ვიმახსოვრებ მალე და მაგაზე ვბრაზდები ძალიან (იცინის).

- თუთიყუში რომ იყოთ, ყველაზე ხშირად რას გაიმეორებდით?

- თუთიყუში რომ ვიყო, სულ გავიმეორებდი: მიყვარხააართ, მიყვარხაართ, მიყვარხააართ...

- კახა ბენდუქიძემ ყოველ დილით კუს ტბაზე სირბილი რომ შემოგთავაზოთ, რას უპასუხებდით?

- (იცინის) ბენდუქიძე დარბის საერთოდ?!

- ივანიშვილი უფრო სიმპათიურია თუ სააკაშვილი?

- ორივე სიმპათიურია.

- რომელი უფრო მოგწონთ?

- არ შემიძლია, ვერ გეტყვით. ერთი რომ ვთქვა, მეორეს ეწყინება და ეგრე არ მინდა. ისე, მე ყველაზე ძალიან ჩემი შვილი მომწონს.

- არჩევნებზე რომელი ნომერი შემოხაზეთ?

- 41, იმიტომ, რომ ჩემი სახლის ნომერია. 41 ნომერში ვცხოვრობ (იცინის).

- ანრი ჯოხაძე უფრო კარგი პარტნიორია თუ გივი სიხარულიძე?

- ორივე ძალიან მიყვარს. თუმცა, რა თქმა უნდა, გივი უკეთესად ცეკვავს, ანრი უკეთესად მღერის.

- პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებთ?

- არასოდეს. არ მომწონს არაბუნებრივი სახე. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მჭირდება, მაგრამ თუ ძალიან გჭირდება ადამიანს, უნდა გაიკეთო, აბა, რაააა (ჩვეული ხმის ტემბრით)!!!

- რამდენი წლის ხართ?

- არ მახსოვს (იცინის).

- რაიმე საყვარელი ფრაზით დაგვემშვიდობეთ.

- ძალიან მიყვარს "რეიტინგი", კარგი ჟურნალია და მისი სახელიც ნიშნავს, რომ ძალიან რეიტინგულია. ეგრე გააგრძელეთ... "და მე არ მინდა სხვა ნეტარებააააააააა".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება