მეცნიერებმა ეროტიული ინდუსტრიის ვარსკვლავები სხვა პროფესიის ქალებს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ პორნომსახიობები ფსიქოლოგიურად ყველა ქალზე ჯანმრთელნი არიან.
ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა გავრცელებული მოსაზრება გადაამოწმა, თითქოს პორნოვარსკვლავები ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, სიღარიბეში ცხოვრობდნენ და ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ.
კვლევის შედეგებით ფსიქოლოგებისთვის ნათელი გახდა, რომ სექს-ინდუსტრიის მუშაკები მატერიალური და მენტალური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ქალები არიან.
კვლევა 18-50 წლის მსახიობებს ჩაუტარეს, რომელთაც 3,5 წლიანი "პორნოგამოცდილება" აქვთ. თითოეულ მათგანს შედარებისთვის - იმავე ეთნიკური ჯგუფის, ანალოგიური შემოსავლის, მაგრამ სხვა პროფესიის ქალი შეურჩიეს.
"შევადარეთ სექსუალური ქცევა და პარტნიორთან ურთიერთობა, თვითშეფასება, ცხოვრების ხარისხი და ნარკოტიკების მოხმარება",- აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
"რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, პორნოვარსკვლავებს უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ, დადებით ემოციებს უფრო ხშირად განიცდიან, ვიდრე დანარჩენი ქალები",-აცხადებენ მეცნიერები. გარდა ამისა, ეროტიული კინოს ვარსკვლავები უფრო რელიგიურებიც არიან.
პორნოვარსკვლავებს ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი აქვთ და პირად ურთიერთობებშიც წარმატებულები არიან: გამოკითხულთა 30%-ზე მეტი გათხოვილია, ან სერიოზული ურთიერთობები აქვს, ხოლო 44% - მარტოხელაა.
ერთადერთი, რაშიც საზოგადოებრივი აზრი ნაწილობრივ გამართლდა - ნარკოტიკებთან ურთიერთობაა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეროტიული ჟანრის მსახიობები ფსიქოტროპულ პრეპარატებს უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე სხვა პროფესიის ქალები - მათ საშუალოდ 10 სხვადასხვა აკრძალული ნივთიერება აქვთ გასინჯული.
კვლევის ავტორებმა ასევე გაარკვიეს,თუ რატომ მკვიდრდება საზოგადოებაში პორნოვარსკვლავების უარყოფითი იმიჯი. "პორნოვარსკვლავებზე მსგავსი სტერეოტიპები ინდუსტრიის დასაგმობად გამოიყენება",- განმარტეს მეცნიერებმა.
მომზადებულია Journal of Sex Research-ის მიხედვით.